January 8, 2011

დუშეთი და მაცოს სიმპატიის ობიექტი

ცივა, იყინება დუშეთი და ბაზალეთი. ოთხშაბათს მე და ანი დუშეთის ცენტრს ვესტუმრეთ, დაახლოებით საღამოს 6სთ-ისკენ. ძალიან გამიკვირდა, ჩვენს გარდა არავინ რომ იყო. ცოტახანი ვიყურყუტეთ, ბევრი ვიჭორავეთ, ძველი ამბები და ჩემი სიმპატიის ობიექტები გავიხსენეთ, თან დააყოლებდა, ამას შეყვარებული ჰყავსო, მე ნერვები მომეშლებოდა, ყველა როგორ უნდა დაწყვილდეს, ერთი მე ვარ კენტი-მეთქი. ანი ცდილობდა  ჩემს დამშვიდებას:
-ნეტავ იცოდე, ის გოგონები რას ჰგვანან?
და მერე მე რაა რო? იყვნენ მახინჯები და შეუხედავები, მე მაგით რაიმე მეშველება, თუ?
უი, ახლა გამახსენდა, რომ თქვენთვის ჩემი დუთეთში სტუმრობის ამბავი შემეტყობინებინა.
სამშაბათ საღამოს ანიმ მომწერა სკაიპში:
-მაც, როგორ ხარ?
-რავიცი, ან, ამ საახალწლო განწყობის ხელში, კიდევ კარგად. თქვენ როგორ ხართ? თამუნა დეიდა და დათუნა როგორ ხარიან? მომიკითხე.
-ახლა სახლში არ არიან. დათო მათემატიკაზეა, დედა სამსახურში.
-მერე, არ გეშინია ახლა, სახლში მარტო ყოფნის?
-რისი უნდა მეშინოდეს, არ გამასულელო. ისე, რა კარგი იქნებოდა, აქ რომ იყო, კარგად გავერთობოდით.
-გოგო, სკოლის გამოცდების შედეგები თუ კარგი იქება, შეიძლება ამ დღეებში გესტუმროთ.
-აუუუ, რა მაგარია. მიდი რა, მოახერხე რამენაირად. ისე, თუ ჩაიჭერი, ღირსი კი იქნები, მთელი დღე odnoklassnik-ზე გდიხარ.
-რაღა გვიშავს. არ ვიცი, ან, თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაშინ შევეცდები.
-გეხვეწები, 2-3 დღით მაინც ჩამოდი, მიდი რა, მიდი.
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩემი გამოცდების შედეგები ცუდი არ  აღმოჩნდა, ანუ შემეძლო რამდენიმე დღით დუშეთში ჩასვლა. იმავე საღამოს ჩავბარგდი. დილას, დაახლოებით 9სთ-ზე სახლიდან გავედი. მარშუტკაში ავედი, კენტად მდგომ სკამთაგან მეორეზე მოვკალათდი, ყურთსასმენები მოვირგე და მივეცი ნეტარებას. 20წუთში გადიოდა მარშუტკა. ჯერ გიორგიმ დამირეკა, მცალია და როდის გნახოო; მერე სალომემ და ქეთიმ გოგო, გადმოიხედე, გავსკდით ყვირილითო; მერე ნიკამ ზარი გამომიშვდა და  მესიჯიც მოაყოლა:- დამირეკე, ანგარიშზე არ მაქვსო, არ დავრეკე გაბრაზებული ვიყავი. ბოლოს დაახლოებით 30, თუ არა 25 მესიჯი მაინც მომივიდა, თან ხმა ბოლომდე იყო აწეული. რა ხმები ტრიალებდა 20წუთის განმავლობაში მარშუტკაში, წარმოიდგინეთ ალბათ. ბოლოს იმდენად შევწუხდი, თანამგზავრების მოშტერებული სახეებით, რომ მოვკიდე ჩანთებს და კოკა-კოლა ხელი, მივიხედ-მოვიხედე, ბოლო რიგი რადგანაც ცარიელი იყო, იქით გავეშურე. ერთამა კაცმა დაჯდომა არ მაცალა:- მოდი, გოგონი, აქ დაბრძანდით, არავინ შეგაწუხებთო. თავიდან დავიბენი, შემდეგ მადლობა გადავუხადე და მოვკალათდი. მარშუტკა დაიძრა, მეც დავიძარი. დაახლოებით 20-25 წუთში ვიგრძენი, ვიღაც ჩემს ჩანთას, კიარადა ხელს ეჯაჯგურებოდა. პატარა, როგორც მერე გაირკვა, 1 წლის და 10თვის ბავშვი, კოკა-კოლა-ს ბოთლის წართმევას ლამობდა. თავიდან ყურადღება არ მივაქციე, ბავშვია და ერთობა-მეთქი, მაგრამ მერე ისეთი ჩამარტყა.. მარცხვინ გავიხედე და დავინახე, თვითკმაყოფილი იდიოტის თვალები, როგორ შემომცქეროდა ბავშვის დედა:
-ასე უყვარს ხუმრობა.
მითხრა და ჩვეული სახე მიიღო. შემაწუხებელი ბავშვების ატანა არ მაქვს. ცოტა ხანი ვეჭყანე, დავუელამე თვალები, წარბები შევჭმუხნე, იქნებ შევაშინო-მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე, მოკვდა სიცილით. ბოლოს თვითონაც დამიწყო მობაძვა. ენის გამოყოფა და წარმბების შეჭმუხვნა კარგად დაამუღამა, აი, დაელამებას დიდხანს ეწადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. საბოლოოდ ისე გამითამამდა, კალთაში ჩაჯდომა მთხოვა. პამპერსი არ ეცვა, ამიტომ გაუხსნელი კოკა-კოლას-ს ბოთლი გავუწოდე საჩუქრად. ფიქრის საშუალება არ მივეცი, მოვკიდე ხელი და დედამისს მივუყვანე. ქალმა ბოდიშები მიხადა შეწუხებისთვის, ენერგიული ბავშვია და ლამაზი გოგონები უყვარსო. ამ უკანასკნელის გაგონებაზე ბავშვს ერთი მოვეფერე, ქალს გავუღიმე და ჩემს ადგილს მივუბრუნდი . ცოტა ხანში ქალი მეკითხება:
-უკაცრავად, გოგონა, რა გქვიათ?
აი, ესღა მაკლდა, თავიდან როგორც ყოველთვის გავიფიქრე,სარძლოდ ვუნდივარ-მეთქი, მაგრამ შემდეგ..
-მარიამი.
შევეცადე შეწუხებული სახე დამემალა და აიპოდს-ს ვეცი, თუმცა მალევე გაითიშა, დამიჯდა. ამეშალა ნერვები, იძულებული ვიყავი, ბავშვის ჯუჯღუნი მომესმინა. მალევე, გაურკვევლად მომესვა სახელი  - მარიამი. გავიხედე და ბავშვი დავენახე, რომელიც მეძახდა. როდესაც დააფიქსირა, რომ ჩემი მზერა მისკენ იყო მიპყრობილი, ენის გამოყოფა და წარბების შეჭმუხვნა დაიწყო. გამეცინა, ბავშვსაც გაეცინა. უკნიდან კაცმა მითხრა: მოეწონე ბიჭს, ნეტავ, ვის არ მოეწონებოდი?! გავისუსე, შემრცხვა, მერე ნერები ამეშალა, რა უნდოდა ვერ მივხვდი. ბავშვს დავუბრუნდები. მოკლედ, როდესაც გაიცინა, ორი პატარა კბილი გამოუჩნდა, ვაიმე, რა საყვარელი იყო. მე და გიორგიმ მთელი მარშუტკა ავიკელით. ბოლოს ისევ ბავშვი მიხვდა, რომ ზედმეტებში გადავდიოდით და თითის ქნევით მითხრა:
-ვსიო, ვსიო, მარიამ.
ხელი ჩამოვართვი და ფანჯრისკენ შევბრუნდი. დუშეთის ცენტრი ვიცანი, ავიბარგე, ფული გადავუხადე, ძაღლების გროვას გავექეცი, პირველივე ჩასახვვეში ვაპირებდი ჩასვლას, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ სხვაგან უნდა ჩამეხვია, მაღაზიაში შევიარე, დედამ დამირეკა: სადხარო, მაღაზიაში-მეთქი, რაქენი, ახვედი სახლშიო, ჯერ არა-მეთქი, დაურეკეო, ჯერ არა-მეთქი, მე დავურეკავო, არა-მეთქი. მოკლედ, სასუსნავები ვიყიდე, გზა გავაგრძელე, შორიახლოს ისევ ძაღლების გროვა შევნიშნე, სხვა სახლში მისასვლელი გზა არ ვიცოდი, ამიტომ სიმამაცის თვისებები, თუ რაც ჰქვია ავამუშავე და კორპუსისკენ გავემართე. თან გულში ვიძახდი: მაცო, ძაღლებისკენ არ გაიხედო, არ გაიხედო! ასე გავიარე 200 მეტრი. ავედი სახლში, დავაკაკუნე, ცოტახანი ვიდექი, მერე ანიმ ‘ბუოო’ შესძახა და კარება გამიღო, მომვარდა ჩამეხუტა, მერე თამუნა დეიდა გამოვარდა, ბოლოს დათუნა გამოჯლაგუნდა აივნიდან, შეგინება უნდოდა, მაგრამ ჰაა-მეთქი და შეეშინდა(აბა ბიჭო). საღამოს, მე, ანი და თამუნა დიედა საჭორაოდ მოვემზადეთ, თუმცა დეიდას დაურეკეს და წავედი სამსახურშიო. მალე ათუკა ამოვიდა, დათოს ძმაკაცი - სიმპატიური და პერსპექტიული ახალგაზრდა. კარგი იუმორი აქვს, ნუ გარეგნობა - უკეთესი. ბევრი ვიცინეთ, არ მიცანცარია, ცხოვრებაში პირველად ცოტა დავსერიოზულდი კიდეც. ბევრი ვიცინეთ, ვიხალისეთ. თავის სურათებზე გვაკაიფადა კიდევ ერთხელ დამიმტკიცა, რომ ზედმეტსახელს - ბომჟს ამართლებს.  მერე თორნიკე ამოვიდა, დათოს ძმაკაცი. იმ ოთახში შემოვიდა, სადაც ანი ტანსაცმელს იცვლიდა, ანი გარდირობის კარებს ამოეფარა, მე სიცილი ამიტყდა. ბოლოს თორნიკემ ფანჯრისკენ გაიხედა და მიხვდა რაშიც იყო საქმე, „უიი“ თქვა  და ელვისებური სისწრაფით გავარდა სამზარეულოში, დათოსთან. მე და ანი რამხელა ხმაზე დავიწყებდით სიცილს, წარმოგიდნენიათ ალბათ.
ახლა ღუმელთან ვზივარ , დიდ, გახურებულ ღუმელთან, ჩასახუტებელ და გამთბობ ღუმელთან, ყველაზე თბილთან და სითბო რომ არ ენანება ისეთთან. მალე დათო მოვა და კომედიას ვუყურებთ.
2სთ-ის შემდეგ:
დათო დაბრუნდა, კომედიას ვუყურეთ, ახლაც კი მტკივა მუცელი. ზუსტად 5წუთის წინ, დათოს ძმაკაცმა დაურეკა სკაიპში. რაღაცებზე საუბრობდნენ. რა თქმა უნდა, მე და ანის სმენის ორგანოები გაფართოებული გვქონდა. ცოტახანში, ცონე ეუბნება:
-ბიჭო, იმ უბედური Minnie-ს სკაიპი რომ მომეცი, საერთოდ არ შემოდის და ერთი ეგ უნდა მოვაშორო კონტაქტების სიიდან.
ანიმ გადაიხარხარა, მეც ავყევი, დათო ისე ჩაბჟირდა ხმას ვერ იღებდა. ცოტნემ დამაცადოს, ვაჩვენებ ვინაა უბედური. ეგ „ლ“ ეგა.
პ.ს. არ გეგონოთ, „ლ“ებს ურტყამს, უბრალოდ ერთხელ ვინ უფრო კარგად იტყოდა „ლ“-ს ვეჯიბრებოდით და შემოგვრჩა ეს მეტსახელი.
შაბათს ვბრუნდები თბილისში, სამწუხაროდ.
პ.ს. კიდევ იყო საინტერესო მოვლენები, მაგალითად პარასკევს, ათუკა დილიდან ჩვენთან რომ იყო.. და, და, აღარ გავაგრძელებ, ეგ უკვე თქვენი საქმე არაა. უბრალოდ ერთს გეტყვით რომ ძალიან დავმეგობრიდთ, ძალიან, ცოტა ზედმეტადაც კი. .
გემშვიდობებათ მაცო და BLOGSPOT-ი კეთილი სურვილებით!

4 comments:

  1. saintereso gogo xar.
    tavisufleba gixdeba.
    were lagad da macourad, rogorc ityvi xolme.

    ReplyDelete
  2. ძალიან დიდი მადლობა.
    ჰო, ეტყობა ძველი პოსტები წაიკითხე და..

    ReplyDelete
  3. მეც მინდა მივდიოდე დუშეთში, თუნდაც მასეთი ბავშვებით სავსე მარშუტკით..

    ReplyDelete
  4. კონკრეტულად დუშეთში რატომ? ^^
    უფ, არა, არ გინდა ასეთი ბავშვები, ერთიც ძალიან საკმარისია.. :დ

    ReplyDelete

  © NOME DO SEU BLOG

Design by Emporium Digital