მე

მიყვარს – სითბო, ჩახუტება;
ვოცნებობ – ბედნიერ მომავალზე;
ვფიქრობ – ყველაფერზე, რაზეც კი შეიძლება არანორმალურმა იფიქროს;
მძულს – პირფერობა;
ვნანობ – უდოზოდ ბევრ რამეს;
კმაყოფილი ვარ – სწავლით;
მენატრება – მამა, ბიძაშვილი, ბებიკო.. ძველი დრო..
მსურს – უდარდელი ცხოვრება;
მაღიზიანებს – პირფერი ადამიანის ყურება;
ვგრძნობ – ყველაფერს ერთდროულად;
მეშინია – სიბნელის, სიმაღლის ობობების, გველების;
ვიცი – ნატალიას და ნიას ვუყვარვარ;
არ ვიცი – მათემატიკა;
შემიძლია – ადამიანის უზომოდ შეყვარება;
არ შემიძლია – ზიზღი;
ვმეგობრობ – ადამიანთან, რომელთანაც ურთიერთობა მსიამოვნებს;
ვაპატიებ – ვის?
ვტირი – ძალიან ხშირად
ვიცინი – ყოველდღე;
ვეძებ – დედაჩემის საყურეებს;
ღირსი ვარ – პატივისცემის;
ვკარგავ – პასტებს, სამკაულებს(დედაჩემისას);
მშურს – ჭკვიანი ადამიანების;
ვემალები – არავის;
მაინტერესებს – ფსიქოლოგია, ხელოვნება;
არ მაინტერესებს – ობობის აგებულება;
მახსოვს – ბავშვობა;
მრცხვენია – ჩემი ტყუილების;
უარვყოფ – ბრიყვებს;
ვავადმყოფობ – როდესაც ვინმე არის ავად ჩემს გარშემო;
ვმალავ – ბევრ რამეს;
ვინახავ – წერილებს, ძველ ნივთებს;
მწამს – ბედნიერების, ღვთის;
მიკვირს – ხალხის ამზერილი სახეები;
მიხარია – კარგი მეგობრებისა და ადამიანების გარემოცვაში რომ ვარ;
ვჭორაობ – ყველაფერზე, რაც კი საინტერესოდ მეჩვენება.
ვდარდობ – სამოტხეში მყოფ ადამიანებზე;
ვამაყობ – ჩემს გარშემო მყოფი ადამიანებით;
ვაკეთებ – ერბო კვერცხს;
ვეფერები – ყველას, ვინც კი მიყვარს;
მსიამოვნებს – ყურადღების ცენტრში ყოფნა, კომპლიმენტები;
მესიზმრება – ყველაფერი, რაც კი არარელურია.
ვეხმარები – ზარმაცი ვარ.
ვეწევი – 50 კილოგრამიან ბიდონებს.. რა უაზრობაა, რავიცი მე, რას ვეწები.. :დ ჯანსაღ ცხოვრებას.
მწყინს – აბსოლუტურად ყველაფერი.
ვხარჯავ – ფულს, ენერგიას;
ვღალატობ – არავის;
ვკამათობ –მუდამ;
ვუხეშობ – ამ დღეებში ყველასთან;
ვუსმენ – მიუზს, ირაკლი ჩარკვიანს;
ვყოყმანობ – ყოველთვის სპონტანურად ვიღებ გადაწყვეტილებებს;
ვკითხულობ – დეტექტივებს, წიგნებს, რომელიც უკვე მე15ჯერ მაქვს წაკითხული;
ვამზადებ – არაფერს.
ვუყურებ – ინტერნეტში გადაცემებს;
ვკლავ – ხოჭოებს, ობობებს;
ვაფუჭებ - ყველაფერს, რაც კი ხელში მხვდება;
ვცხოვრობ – კორპუსში, მესამე სართულზე, სახლში.
ვცემ – ფიზიკურად?
ვყვირი – ტონს იშვიათად ვუწევ;
ვმღერი – დღე და ღამ;
ვასრულებ – დავალებებს;
დავდივარ – კუზიან დედამიწაზე;
ვმკურნალობ – საკუთარ თავს;
ვერიდები – ხოჭოებს, სიბნელეს, გველებს;
ვთამაშობ – DRESS UP GAMES;
ვიტყუები – ამ ბოლო დროს იშვიათად;
ვეთაყვანები – არავის, არაფერს;
ვგიჟდები – საკუთარ თავზე;
ვაგროვებ – ძველ ფულს;
ვიხდი – ტანსაცმელს;
ვეჭვიანობ – ახლობლებზე;
ვიზიდავ – ჩემანირ სულელებს;
ვალამაზებ – ბლოგსა და კუზიან დედამიწას;

  © NOME DO SEU BLOG

Design by Emporium Digital