Showing posts with label ბავშვობა. Show all posts
Showing posts with label ბავშვობა. Show all posts

March 17, 2011

დედას ბავშვი ეყოლა



“შემოვიდა ჩემს უბანში 2თვის ბავშვი. არის კარგი განვითარების, ჭამს კარგად, სძინავს კარგად.”

“ბავშვი არის 3 თვის. აქტიურია. თავს კარგად იჭერს, აბრუნებს თავს ხმაურზე. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჩივილები არ აქვს.”

“ვინახულე ბავშვი ბინაზე. არის 4 თვის. სძინავს კარგად, ჭამს კარგად. დაჰყავთ ჰაერზე. კუჭის მოქმედება კარგია”

“ვინახულე ბავშვი ბინაზე, არის 6 თვის. ჭამს კარგად, სძინავს კარგად. დაჰყავთ ჰაერზე. აძლევენ ხილს, ფაფებს. კუჭის მოქმედება კარგია.”

“ბავშვის ზოგადი მდგომარეობა კარგია, არის 9 თვის. უკვე შეიძლება აცრა გაუკეთდეს წითელაზე.”

1996 წლის 12 იანვარი:
“ვინახულე ბავშვი ბინაზე. დედის გადმოცემით, ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იკვებება სრულად.”

1996 წლის 30 იანვარი:
“ვინახულე ბავშვი ბინაზე. ბავშვის საერთო მდგომარება დამაკმაყოფილებელია, იკვებება სრულად, მატება კარგი აქვს.”

1996 წლის 12 თებერვალი:
“ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.”

1996 წლის 19 მარტი:
“დედის გადმოცემით ბავშვი კარგად არის. მატება კარგი აქვს, ყველაფერი ზომიერი.”

1996 წლის 14 მაისი:
“ბავშვი ერთი წლისაა. ჩატარებული აქვს ყველა გეგმიური აცრა.”

2000 წლის 16 ნოემბერი:
“ჩივილები არ აქვს. ზოგადი მდგომარეობა კარგია. ობიექტურად შინაგანი ორგანოების მხრივ არ არის დარღვევა.”

2001 წლის 20 სექტემბერი:
“ბავშვი კარგ მდგომარეობაშია. არანაირი დარღვევა არ აღენიშნება ორგანოებში, ჩივილები არ აქვს“

2001 წლის შემდეგ გავიდა 9 წელი. 9 ყველაზე საინტერესო და სირთულეებით გაჟღენთილი წელი. 9 ყველაზე ბედნიერი და უბედური წელი. 9 ყველაზე შეუდარებელი და ... წელი. 9 ყველაზე ცხრა წელი. ხოლო 15 წელი -მარიამ ხაჭაპურიძის დაბადებიდან, მალე - XVI, მერე - XVII.. სულ ბოლოს კი  XXXXXXXXXXXXXXXXXXX წელი გავა და მეც ღიმილით დაგემშვიდობებით.


პ.ს. ნეტავ, რას იტყოდა ჩემი პედიატრი ახლა, ზუსტად 15 წლის შემდეგ?! ალბათ:

2010 წლის 8 დეკემბერი:
“ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არის 15 წლის. გაციებულია, სურდო აქვს. უკვე მეექვსე დღეა ასეა. აქვს საკმაოდ აგრესიული რეპლიკები და მიმართვები. ცხოვრებაზე გაბრაზებულია. ბუტიაა და ყველაფერი სწყინს. თუმცა, ყველაფრისდა მიუხედავად ძალიან გულჩვილია და პატარა, მცირდეოდენ სიხარულსაც კი შეუძლია უდიდესი ბედნიერება მიანიჭოს მას. დიაგნოზი - ნარცისიზმი.”

არა, არ მგონია, რომ ამას დაწერდა, წინა ჩანაწერებით თუ ვიმსჯელებთ,  აშკარად დაეზარებოდა. თან საიდან ეცოდინებოდა, ბევრმა “მეგობარმაც” კი არ იცის ამდენი.

იმდენი მოგიყევით ჩემს ბავშვობაზე, ალბათ ფიქრობთ, ბავშვობიდან ვიცნობთ მაცოსო. ჯერ კიდევ წინაა ყველაფერი, საკმაოდ საინტერესო და დრამატული მოვლენების შესახებ ჯერ არც არაფერი იცით. დიდი ხანია ვფიქრობ, დავწერო, თუ არა. დავდო, თუ არა. ჯერჯერობით ვერ გადავწყვიტე. მაინც არსებობს რაღაც, რაც ამის უფლებას არ მაძლევს, საქმეც ამაშია.


ჩიტმა ამბავი მომიტანა, თურმე ხალხი საყვედურს გამოთქვამს, რატომ წერს ასეთ მოკლე წერილებსო?! -არ ვიცი, ჯერჯერობით რასაც ვატყობ, ისაა, რომ მხოლოდ ძალიან ცოტა რაიმის დაწერის სურვილი მიჩნდება, notebook-ის ხელში აღების შემდეგ.
კეთილი სურვილებით თქვენი მაცო და blogspot-ი!
08.12.2010

March 3, 2011

მითხარი, რომელი ფერი გიყვარს და გეტყვი ვინ ხარ შენ

გუშინ საღამოს თეგ თამაშებზე ვფიქრობდი. მინდოდა, რომელიმე თამაში გამეგრძელებინა, მაგრამ ვერც ერთი ვერ მოვიფიქრე. დაახლოებით შუაღამის 3სთ-ზე გამეღვიძა. მაინც და მაინც მაშინ მომინდა რაღაცებზე ფიქრი, ჰოდა, უცებ თავში დამარტყა ახალი თამაში წამომეწყო: „მითხარი რომელი ფერი გიყვარს და გეტყვი ვინ ხარ შენ!“. თამაშის არსი რაში მდგომარეობსო იკითხავთ. მოკლედ, მე ვიწყებ იმით, თუ რომელი ფერი მიყვარს. შემდეგ ვწერ ჩემს თავზე: როგორი ხასიათი მაქვს, რა მიყვარს, რას ვერ ვიტან, მიყვარს თუ არა ადამიანებთან ურთიერთობა და ა.შ. თუ თამაშს ბევრი გააგრძელებს, შელამაზებულად რომ ვთქვათ, გამართლდება ჩემი აწ უკვე ხსენებული „ბრძნული“ გამონათქვამი.
ბავშვობიდან ჭყეტელა ფერები მიყვარდა, შესაბამისად ვერ ვიტანდი შავსა და თეთრს, არც ყავისფერი მომწონდა დიდად, ნაცრისფერზე ბევრი რომ არ ვისაუბრო. რატომღაც მუდამ ვთვლიდი, რომ წითელი ფერი მიხდებოდა ყველაზე მეტად, და ამიტომ ჩანთებიც , ტანსაცმელიც, პასტებიც, რვეულებიც და მრავალი ნივთი წითელი ფერისა მქონდა. 
პატარაობიდანვე დიდი სიჯიუტითა და პრინციპულობით გამოვირჩეოდი. რაც ძალიან მინდოდა და იმას დედა არ მიყიდიდა შემეძლო მთელი ხმით მეტირა, ან საათები გავბუტულიყავი. მის თბილ მომართვაზე: 
-დედა, ესეთი ხომ გაქვს.
ან 
-ახლა ვერ გიყიდი.
 მუდამ უხეში რეპლიკები მქონდა. რომ გითხრათ რაც უფრო ვიზრდებოდი, მით მეტს ვხვდებოდი და ვაანალიზებდი-მეთქი, მოგატყუებთ, ახლაც შემიძლია გავიბუტო, თუ დედა სადმე არ მიშვებს.
გაბუტვებისა, ტირილებისა და მრავალი ბავშური გამოხტომის შემდეგ დედიკოს გასაბრაზებლად უაზრობებს ვაკეთებდი. ეს განსაკუთრებით ზამთარში გამომდიოდა. ახალ წლებზე სოფელში მივდიოდი დასასვენებლად. ზაფხულში ძალიან ცხელოდა, ზამთარში კი ისეთი სიცივე და თოვლი იცოდა... ციგას 3-4 წლიდან დავასრიალებდი მარტო აქეთ-იქით, ადრე ძალიან რისკიანი და უშიშარი ვიყავი. ისეთი გორაკებიდან ვსრიალებდი, საიდანაც დიდებიც კი ვერ ბედავდნენ. ყველა გვიშლიდა იქიდან ჩამოსრიალებას. ერთ-ერთი გაბუტვის შემდეგ, ბავშვები დიდ გორაკზე ავედით, ასე 15-20 კაცი მაინც ვიქნებოდით. ყველას ძალიან ეშინოდა, გამოვტყდები მეც, თუმცა არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ დედიკოსთვისაც მინდოდა დამემტკიცებინა, რომ რასაც მინდოდა იმას მივაღწევდი. ახლა რომ ვიხსენებ იქიდან როგორ ჩამოვსრიალდუი, მუდამ მაჟრიალებს. მოკლედ, გორაკი ძალიან დიდი იყო სიგრძეში, სიგანეში არა. ზუსტად ცენტრში ორი  ჩემხელა ლოდი იდგა, დაგორებით არ დაგორდებოდა. შეჯახების თავიდან ასაცილებლად გვერდი უნდა აგევლო და ისე ჩასულიყავი ბოლომდე. ანუ წამის მეასედში უნდა მიგეხვ-მოგეხვია, ეს კი რთული იყო იმათთვის, ვინც წონიანი იყო, ან უბრალოდ დიდი. აი, პატარებისთვის არ მეგონა, რომ შეიძლებოდა პრობლემური ყოფილიყო. ასე 15 წუთი ვიდექით და ვბჭობდით, როგორ უნდა ჩავსულიყავი ისე, რომ არც ლოდს დავჯახებოდით და არც გორაკის საზღვრებს გავცდენოდით. ამ დროს გამვლელ-გამოვლელი ხალხი შეიკრიბა არმართის თავში. ამან უფრო გამათამამა. მუცლით დავწექი ციგაზე და წავიდაა, უკნიდან გავიგონე ვიღაცამ რომ დამიყვირა:
- მოიცა, გოგო, ჯერ ბიჭები ჩავიდნენ. 
არ მახსოვს, როგორ ჩავედი, ან ბავშვებისა და ხალხის რეაქცია რა იყო, თუმცა ხშირად რომ იხსენებენ ამ ამბავს ქვაბისხეველები ეგ ფაქტია. დედამ რომ გაიგო ეს ამბავი, როგორც მახსოვს არ უჩხუბია. დრო და დრო ჩემი სითამამე და რისკიანობა შესუსტდა. სიბნელის მუდამ მეშინოდა, მაგრამ სიმაღლისა და ექსტრემალური სიტუაციების არა. ახლა ვერც 8-ე სართულიდან ვიხედები და ვერც „ამერიკულ გორკებზე“ ვჯდები. 
  მუდამ გორაკებიდან სრიალი და ღელეში ტრამპლინებიდან გადმოხტომა ცოტა მოსაბეზრებელი იყო, ამიტომ ხანდახან ჩემი ჭკუით ვახალისებდი ბავშვებს. მახსოვს, ერთხელ ჩემს სახლთან  მდებარე სასრიალოდან ასე 10-კაცმა გადავწყვიტეთ, რომ მატარებელით ჩამოვსრიალებოდით. მხოლოდ მეორე ციგის თოკს დაიჭერდა პირველი ვინც იჯდა და დანარჩენები ჩაებმებოდნენ მაგ: მესამე მეორეს, მეოთხე მესამეს და ა.შ. რადგანაც მთელ სოფელში სითამამით გამოვირჩეოდი, მძღოლი მე ვიყავი. გადავწყვიტე თოკი, რომლითაც მეორე ციგა მეჭირდა, უფრო სწორედ მთელი ვაგონები, იქვე არსებულ ბოძზე მიმება, გამოვიდოდა მე გავსრილდებოდი, ხოლო დანარჩენები ერთმანეთს შეეჯახებოდნენ და მრგვალად დატრიალდებოდნენ. ყველას სინქრონულად უნდა ესვა ფეხები, რომ სწორად ჩავსრიალებულიყავით... დავიწყეთ - ერთი, ორი სამი... ყველა მზადაა და წავიდაა... მე წინ გავიჭერი, თანარჩენები კი უკან დარჩნენ.. მახსოვს, როგორ ვკვდებოდი სიცილით.. უკნიდან ვაიმე, მარიკა გავიგე და ამან საერთოდ ჭკუიდან გადამიყვანა.. უცებ ხეს შევეჯახე, ციგა  მოინჭყრა. გაოცებული ავდექი და ველური ხმები მეცმოდა, გავიხედე და... ბავშვები ძირს წვანან და კვდებიან სიცილით. იმათ არაფერი დამართნიათ. იცინის ის ვინც ბოლოს იცინისო სწორედ მაგ მომენტზე იყო გამოჭრილი. დღემდე სიცილით ვიხსენებ მაგ დღეებს. მუდამ ოხუნჯობითა და „დიდი“ იუმორით გამოვირჩეოდი მეგობრებისგან. უკვე ყველა ისე მიეჩვია ჩემს არასერიოზულ დამოკიდებულად თითქმის ყველაფერთან, რომ უაზრო ქცევაზეც კი კვდებოდნენ სიცილით. მეგობრების თქმით, ნამდვილი გიჟ-ხიფათა ვარ.. ანეგდოტები მიყვარს ძალიან, სიცილი ხომ საერთოდ..
უცნაური საუბრის მანერა მაქვს. რამდენიმე სიტყვას ვაგრძელებ. კლასელები დამცინიან, ეთერ კაკულიას ბაძავო. ნებისმიერ რამეზეც კი შეიძლება ნერვები ამეშალოს. ხშირად ვჩხუბობ და ვკამათობ. გუშინ გივიმ მითხრა:
-მაც, რატომ საუბრობ მუდამ ქერქიანად?
-რა ქერქიანად?
გაკვირვებულმა სიცილით ვკითხე.
-აი, რაც შეგიძლია გაატარო არ ატარებ. პატარა გადახვეულ ხუმრობაზეც კი ნერვებს იშლი. ძალიან აგრესიულობ, არადა ასეთი არ ხარ.
გავჩუმდი, ცოტახანი ხმა აღარ ამომიღია. მერე კი ავუხსენი, რომ ასეთი ვარ და ბლაბლაბლა, როგორც ვიცი ხოლმე.. სახლში მისულმა ისეთი ლექციები ვუკითხე საკუთარ თავს არ მგონია, კიდევ ერთხელ ვიუხეშო. იმდენეჯერ მიცდია თავის შეკავება, მაგრამ ხშირად არ გამომდის, რა უბედურებაა.
მეუბნებიან პირდაპირი ადამიანი ხარო, ასეც არის. არ მიყვარს პირფერობა. ვერც იმაზე ვერ ვიფიქრე, რომ ვინმეს რამე არ ვაწყენინო. როგორც უნდა ისე მიიღოს, მაგრამ არის რაღაც, რასაც არ ვითმენ. 
ერთ-ერთი ტესტის გაკეთებისას ამომივიდა, რომ ხან ეშმაკზე უარესი ხარ, ხან კი ანგელოზივით წმინდაო; ასეცაა. როგორ უნდა ავხსნა არ ვიცი, უბრალოდ ასეთი ვარ. იმდენი აგრესია დევს, რამდენი სითბოც.
ნამდვილად თბილი და კეთილი ვარ. რომ ვთქვა, არ ვარ-მეთქი დამიჯერებთ?- არა, რა თქმა უნდა. 
დაავადება ნარცისიზმი. შემიძლია დაუსრულებლივ ვიდგე სარკესთან და დავტკბე ჩემი გარეგნობით, მუდამ შემიძლია საუთარ თავზე საუბარი, არასდროს არ მიჭირს. არასდროს მერიდება საკუთარი თავისთვის კომპლიმენტის თქმა. არა, არა მთლად ეგრეც არაა. ხანდახან მერიდება კიდეც. სიტუაციას გააჩნია. დედაჩემის ხელა ადამიანებთან ვერ დავიწყებ, ჩემს შესანიშნავ გარეგნობაზე საუბარს და საერთოდაც, მე უფროს ხალხთან ვერ ვსაუბრობ. ერთადერთი დედაჩემი და დეიდაჩემია, ვისთანაც საუბარი მუდამ მიყვარს და მსიამოვნებს. არასდროს ვმალავ ჩემს აზრს და ყველაფერს შეულამაზებლად ვყვები.
ძალიან მიყვარს ფსიქოლოგია. შესაბამისად ადამიანებათან ურთიერთობა და ახალი ნაცნობების შეძენა. 
ვგრძნობ, რომ ჩემს მეგობრებს ვუყვარვარ და მაფასებენ, მეც მიყვარს ყველა, ძააააალიან მიყვარს, აი, ამხელაზე. როგორც ამბობენ, შემიძლია ადამიანი მთელი გულით შევიყვარო. თუ საჭიროა, გაუკეთებელ საქმესაც გავაკეთებ. ძალიან მიყვარს ადამიანების გახარება და კარგ ხასიათზე დაყენება. მიყვარს ჩახუტება , სითბოს როდესაც ვჩუქნი და მათგანაც იგივეს ვიღებ.
მიყვარს წელიწადის ყველა დრო. ვუსმენ აბსოლუტურად ყველაფერს, ნუ მიუზს და მეფეს უფრო ხშირად, ვიდრე გაკვეთილებს ვსწავლობ. კითხვა მიყვარს, არა, საინტეერსო წიგნების კითხვა მიყვარს, საინტერესოსი.
მოკლედ, ეს ვარ, რაც ვარ.
ვთაგავ კიწის, აქსიომას, გულებიან ანას.
ძალიან საინტერესო იქნება, თუ საყვარელ ფერსა და  მწირ ინფორმაციას დაწერთ თქვენს შესახებ კომენტარებში.

February 15, 2011

მა, ყველაზე მეტად მენატრები

ყველაზე მეტად მენატრები.
თვალის, თმისა და კანის ფერი არ მახსოვს, არც თითების ფორმა, შენს გარეგნობად თვალწინ ვერასდროს ვხედავ ნათლად.
მხოლოდ ერთი-ორი მოგონება თუ შემომრჩა, სადაც შენ ხარ, მათაც ძალიან სათუთად და იშვიათად ვიხსენებ, მეშინია ერთ დღესაც არ გახუნდეს.
ხშირად მიფიქრია, მთელ ცხოვრებას დავთმობდი, ოღონდ კიდევ ერთხელ მენახე, მხოლოდ ერთხელ. შენთან მეჭორავა, მომეყოლა ჩემი ამბები, დამენახა შენი თვალებიდან, ულამაზესი და უთბილესი მბრწყინავი თვალებიდან თუ როგორ ამაყობ ჩემით, მხოლოდ ერთი საათით, ან თუნდაც 5წუთით, მართალია ვერ მოვახერხებდი ბევრი რამის მოყოლას, მაგრამ სულ არაფერს მირჩევნია.
ბავშვობაში ხშირად ვფიქრობდი, რაც შეიძლება კარგი გამეკეთებინა, რომ შენ სამოთხიდან ჩემით გეამაყა და გეთქვა, „მე შენით ვამაყობ“. მხოლოდ ერთი ფრაზა, ერთადერთი.
როდესაც გიხსენებ, ან შენს სახელს ვამბობ, სულ ცრემლები მადგება თვალებზე, ხშირად თავის შეკავებაც მიჭირს, ძალიან მიჭირს.
რთული და სასტიკია ცხოვრება.
მეც მინდა მყავდეს ადამიანი, რომელსაც მივეყრდნობი, რომლის იმედიც მუდამ მექნება, არასდროს არაფრის არ შემეშინდება, ყოველთვის წყანარად ვიქნები და როდესაც ვინმეს ზედმეტი მოსდის, არ ვფიქრებდი, ახლა ცოცხალი რომ იყო, რა კარგად დამიცავდი და  არავის არაფერს გააბედინებდი-მეთქი.
ოჯახში შენზე არავინ საუბარს, არასდროს. თითქოს ტაბუ დადებული თემა იყო.
ვხვდები, რომ მტკივნეული ხარ ყველასთვის.
ყველა იცი, რა კარგად საუბრობს შენზე?  სულ ამბობენ, რა კარგი კაცი იყო, როგორი კარგი ადამიანი, თქვენზე მზე და მთვარე ამოსდიოდა, არ შეიძლებოდა ეგეთი კაცის ამ ქვეყნიდან წაყვანაო. იმდენჯერ მიცდია თავის შეკავება, მაგრამ არადროს გამომდის.
ძალიან მაკლიხარ, ზედმეტადაც კი!
ახლა ჩემთან რომ იყო, ჩემზე ბედნიერი ადამიანი ნამდვილად არ იქნებოდა. გეფიცები, ყველაფერ წმინდას და ძვირფასს ვფიცავარ.
მიყვარხარ, უზომოდ და უდოზოდ!
ჩემს გულში მუდამ იცოცხლებ, არასდროს დამავიწყდები, არასდროს.

November 22, 2010

მე და ბავშვობა ♥

ნამდვილად გვეღირსა მე და ჩემს ბლოგს პოსტი, ეს ლუის დამსახურებაა, უფრო სწორედ იმ მულტიფპლიკაციური ფილმებისა, რომლის ყურებითაც ბავშვობაში ვირთობდი ხოლმე თავს. ჰმ, ჰმ.. რა საჭიროა ასეთი ოფიციალურობა? - არ ვიცი, უბრალოდ.. მოკლედ, როგორც ყოველთვის ძალიან ბევრს ვლაპარაკობ იმ თემებზე, ან უფრო სწორედ იმაზე, რომელიც პოსტის მთავარ თემას სრულებით არ ეხება, მაგრამ ეს ხომ ჩემი სუსტი წერტილია, აი, კიდევ ერთი უაზრობა. მოკლედ, პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე. ე.ი. რაშია საქმე: ძალიან, ძაააალიან ბევრჯეr მომიყოლია თქვენთვის ჩემი ბავშვობის თავგადასავლების, სიყვარულების , და ა.შ. ამბების შესახებ, თუმცა არაფერი მითქვამს, ხელოვნებასთან დაკავშირებული რამეები, როგორ მიზიდავდა. ე.ი. დავიწყებ იმით, რომ გარდა ექთნობისა, ასევე ვოცნებობდი ადვოკატობაზე, ჟურნალისტობაზე, გამყიდველობაზე, კლოუნობაზე და რაც მთავარია მსახიობობაზე. უბრალოდ, სრულიად უბრალოდ, სიტყვა“ მსახიობის“, ან „თეატრის“ გაგონებაზე რაღაც მომდიოდა  და გადავვარდებოდი ხოლმე ოცნებებში. ყოველთვის წარმომედგინა ჩემი თავი ჩარლი ჩაპლინის ადგილზე. სულ მინდოდა, მასსავით ვეღიარებინე ხალხს, და რომ არ დაგიმალოთ ყველაზე მეტად, მაინც პოპულარობა მინდოდა.  8-9 წლის ასაკში, ვუყურე კინოს, სადაც ძალიან პატარა ლამაზი გოგონა თამაშობდა. ფილმი ეძღვნებოდა ვიღაც ცნობილ მსახიობს, რომელმაც თავისი  "გრანდიოზული" კარიერა 16 წლის ასაკიდან დაიწყო შექმნა. მეტი რა მინდოდა, დიდი იმედებით ველოდეოდი ჩემს 14 წლის იუბილეს, თუმცა ისიც ვიცოდი, რომ მოუმზადებელი არ უნდა შევხვედროდი, და როგორც შემეძლო, ხან რას ვთამაშობდი, ხან რას. ნიამ და ანამ გადაწყვიტეს, რადგანაც ნიჭიერი გვყვასო, სპეკტაკლები უნდა დავდგათო. მეც მეტი რა მინდოდა. სოფელში, როდესაც ჩავდიოდით ხოლმე, მთელი, ნამდვილად მთელი სოფლის ბავშვები, ან უბრალოდ ჩამოსულები ვიკრიბებოდით, და ხან რას ვთამაშობდით, ხან რას.. ისიც ვიცოდი, რომ ყველაზე კარგი მასწავლებელი, მაინც სპეკტაკლების და კინოების ყურება იქნებოდა. ფილმებს კი ვუყურებდი, მაგრამ აი, სპეკტაკლებზე რა მოგახსენოთ. V-ე კლასიდან დავყავდით, მოზარდ-მაყურებელთა თეათრში, სადაც შემიძლია ვთქვა, რომ ნორმალური არც სპეკტაკლი მინახავს და არც მსახიობი.
კი დადგა 14 წელი, და აი, უკვე 15-იც თუმცა, გარდა იმისა, რომ რამდენიმე სპეკტაკლში ვითამაშე, არანაირი აღიარება არ მქონია საერთაშორისოდ(:)). ისევ გადავუხვიე, მოკლედ, ბავშვობაში გარდა კინოების სისტემატიური ყურებით, ასევე მულტიპლიკაციური ფილმებით ვიყავი  დაინტერესებული. ჩემთვისაც და თქვენთვისაც რომ ყველაფერი უფრო ადვილად გასაგები გახდეს, სჯობს მათი სურათები დავდო და მოკლე მიმოხილვა გავუკეთო:

October 8, 2010

ბავშვობის მოგონებები







ადამიანი იბადება, იზრდება და შემდეგ კვდება. კაცმა რომ მკითხოს, ადამიანის ცხოვრებაში, ყველაზე საინტერესო მაინც - ბავშვობაა. იმ სიცელქესა და სილაღეს რა სჯობს, რასაც ბავშვობაში აკეთებ, თუ განიცდი. არასდროს მიოცნებია დიდი ვყოფილიყავი. პირიქით, ჭირივით მეზიზღებოდა ჩემი დაბადების დღე, თუმცა ამისდა მიუხედავად, 29 აპრილს, დაბადების დღის მომდევნო დღეს ვადგენდი, მომავალ წელს ვის დავპატიჟებდი. :D ბავშვობიდან ყოველთვის მიყვარდა დიდივით საუბარი, არა იმიტომ რომ დიდობა მომწონდა, ან რაიმე, უბრალოდ მინდოდა სხვებს ეთქვათ: აი, ნახე რა პატარაა და როგორ საუბრობსო. ამან იმ დონემდე მიმიყვანა, რომ ზეორიგინალური სიტყვებით დავიწყე 10-11 წლიდან საუბარი და დღესაც ეს ჩვევა, თუ რაც ჰქვია მომყვება. ყოველთვის ვიცინი, როდესაც ჩემი ბავშვობის დღიურებს ვკითხულობ. ყველაზე მეტად კი, 8 წლის ასაკში დაწერილი „ინფო“ მომწონს. ჩემი რაობა სწორედ ამაში ჩანს(პუნქტუაციის ნიშნები ნუ დაგაბნევთ):
მე ვარ მარიამ ხაჭაპურიძე, მე ვარ 8 წლის დაბადებული, ვარ 1995 წლის 28 აპრილს, ზოდიაქოს ნიშნით ვარ კურო. მე ვსწავლობ 160-ე საშვალო სკოლაში, მე მაქვს მწვანე თვალები და ქერა თმები მე ჩემი ასაკისთვის დიდი ვარ სიმალღლით, მე საერთოდ მიყვარს თოჯინებით  მე ბევრი თოჯინა გამომიცვლია და ერთი თოჯინა დამრჩა. მისი სახელია სუზანა ავალია ძალიან მიყვარს და ძალიან საყვარელი თოჯინაა. ხანდახან ჩემი მეგობრები მეუბნებიან რა დროს შენ თოჯინებით თამაშიაო მაგრამ მე ვეუბნები მე მიყვარს თოჯინები და თავის დანებებას არ ვაპირებ, მაგრამ დიდი რომ გავიზრდები თოჯინებით აღარ ვითამაშებ, მაგრამ თოჯინები მიყვარს მე! ნახვამდის.“
ჰომ, დარწმუნებული ვარ ყველას თუ არა, ბევრს მაინც გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ აქვს ამ დაუმთავრებელ სიტყვას(„...ავალია...“) ხაზი გადასმული?! ასე ზუსტად იმიტომ გადმოვაკოპირე დღიურიდან, რომ ამით მინდა გაჩვენოთ, რა ძალიან მიყვარს ბიჭები ბავშვობიდან . აი, უბრალოდ, როგორ ავხსნა არ ვიცი. კარგად მახსოვს, ყველაფერს რასაც კი ოდესმე ვაკეთებდი, ან ვცდილობდი ბიჭისთვის მომეწონებინა თავი, ან ვინმე ახალი გამეცნო. შეიძლება, 7-8 წლის ბავშვები გამუდმებით, დღე და ღამე სულ ბიჭებზე საუბრობდეს? შეიძლება 7-8 წლის ბავშვს, ყოველთვის ბიჭებთან დაკავშირებულ სიზმრები ნახულობდეს? შეიძლება, 7-8 წლის ბავშვის მთავარი მიზანი იყოს, მალე გათხოვდეს და ბევრი შვილი ჰყავდეს? რატომ ვიყავი ასეთი დღემდე არ მესმის. ოჯახში, ან სანათესაოში ასეთი ვინმე რომ მყოლოდა, კიდევ მესმის, ბავშვი რასაც ხედავს იგივეს იმეორებს, ან ყოველშემთხვევაში სულმცირე მცდელობა მაინც აქვს, მაგრამ მე? მე რატომ ვარ ასეთი? არ გაიგოთ ისე, თითქოს ასეთი რომ ვიყავი ახლა არ მომწონს, უბრალოდ რაღაც ახსნა ხომ უნდა ჰქონდეს?!
ახლა კი უშუალოდ ნამდვილ დღიურზე გადავალ. ძალიან, ძალიან სასაცილოა, როდესაც ფურცლების მეშვეობით იხსენებ, ბავშვობის განვლილ წლებს. ერთხელ ვიღაცისგან გავიგე: დიდი რომ გაიზრდები, მერე საინტერესო იქნება შენი დღიურის წაკითხვაო და მეც გადავწყვიტე დღიური მეწარმოებინა.. ^^ როგორც ჩანს ბევრი მცდელობა მქონდა, მაგრამ არ გამომივიდა, რადგანაც 50 რვეული, თუ ბლოკნოტი მაქვს შემორჩენილი, სადაც დაწყებული მაქვს, მაგრამ მეტი აღარ გამიგრძელებია.. თვალი გადავავლე და ყველაზე ადვილად, რომელიც იკითხება იმას შემოგთავაზებთ:
„ჩვენ რომ გავიღვიძეთ მე ჩემ დასთან გადავედი ლოგინში მაგრამ ნიამ არ ჩამაწვინა ძალიან გული დამწყდა რადგან არნოლდის ყურება მინდოდა. ავდეგით, ბებომაც დარეკა და საყიდლებზე წავედით ძალიან ციოდა სახლში რომ მივედი ლევანი ბიძიას ამხანაგი შემხვდა და კარტს თამაშობდნენ მერე დედიკომ რაღაცის ცხობა დაიწყო ჩვენ ეკლესიაში წავედით და წირვას რომ დავესწარით სახლში დავბრუნდით დედიკომ სუფრის გაშლა დაგვავალა მერე რომ ვჭამეთ ყველანი სახლში წავიდნენ მანამდე თამილამ მომცა თეთრი ფურცლები და ჩემმა დამ მითხრა რომ მე მომცა თამილამო ჩემ დას დაავალეს ჭურიჭლის გარეცხა და დალაგება არნოლდს ვუყურებდით მე დამ ცოცხის და ნაგვიასაღების მოტანა მსთხოვა მერე სახლში გადავედით და ტკბილად დავიძინეთ.“

სულ ასეთი რაღაცები წერია, უბრალოდ გაუგებარ ენაზე.
ესეც ასე. J 
დროებით გემშვიდობებათ თქვენი მაცო და Blogspot-ი!

March 30, 2010

„მაცო, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ არ უყვარდა“



  დღეს დაკვირვებით წავიკითხე „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ და მომინდა ბლოგზე დამეწერა, „მაცო, რომელსაც ლიტერატურა ბავშვობაში ძლიერ არ უყვარდა“..
  დედაჩემი დღემდე ამბობს:
- ასეთი უცნაური რატომ ხარ? მამაშენს კითხვა უყვარდა, მეც მიყვარს. ოჯახში არავინ იყო ისეთი, რომელსაც კითხვა არ ჰყვარებოდა. ერთი შენ იყავი  გამონაკლისი. 
   ჩემივე ასაკის ნათესავებიდან ყველა 5-ოსანი იყო, ერთი მე ვიყავი ოროსანი. 3-ი რომ მიმეღო, ანდაც გამომყოლდა- დედაჩემი სიხარულით ცას ეწეოდა ხოლმე. ერთხელ გამომყვა ქართულში 4-ი[დაწყებითებში], ესეც იმიტომ რომ დედიკო დამპირდა, ყოველდღე პერაშკებს გიყიდიო და ძალაუნებურად მიწევდა ლექსების ზუთხვა.
  ისე არასდროს გამოდიოდა _ ლექსების სწავლა.. ნეტა ვის დავემსგავსე ამისთანა უნიჭო? :D თეატრალურის მასწაველებლი გაგიჟებულია, კაცმა პატარა ლექსი, როგორ ვერ უნდა ისწავლოსო, მაგრამ რავიცი, არ შემიძლია და. თუმცა ერთი რამ ძალიან, ძალიან მახარებს- „ვეფხისტყაოსანს“ საკმაოდ ადვილად ვსწავლობ.

   ესთეიგი, წიგნის კითხვას ეზოში მეგობრებთან ერთად თამაში მერჩივნა.  ვერ ვიტანდი ძველი წიგნის სუნს. ისე მაღიზიანებდა ნია რომ სუნავდა ხოლმე, გაგიჟებას ვიყავი.. ჰომდა, არვიცი, რომელმა ბზიკმა მიკბინა, მაგრამ კი გაახარებს ღმერთი წიგნის კითხვა რომ შემაყვარა. ახლა ისე ვნანობ, დედაჩემი ადრე რომ მეუბნებოდა და არ ვუჯერებდი: 
-მაცო, გაიზარდები და ინანებ. მერე დრო აღარ გექნება. 
მეკიდე, როგორც ყოველთვის ერთსა და იმავეს გავიძახდი: 
-რად მინდა, წერა-კითხვის სწავლა, ლაპარაკიც შვენივრად ვიცი.
რამდენი საინტერესო წიგნია. წამეკითხა ადრე - „დათა თუთაშხია“, ხომ დავაფასებდი წიგნს. მაგრამ ეტყობა ყველაფერს საკუთარი დრო აქვს. 
ისე რომ ვთქვა, მთლად უწიგნური ვიყავი IV_VII-ე კლასამდე-მეთქი მოგატყუებთ, რადგანაც დეტექტივებს რაც თავი მახსოვს სულ ვკითხულობ. მიზიდავდა მკვლელობები, გამოძიებები, ხერხები _ რომლითაც ადგენენ სიმართლეს, ამიტომაც ერთი პერიოდი გამომძიებლობა მინდოდა, უფრო კრიმინალისტობა.. СSI, რომ გადიოდა თუ გახსოვთ, მაგ სერიალს სისტემატიურად ვუყურებდი. რამდენჯერ წარმომიდგენია თავი გამომძიებლის როლში.. :D ჰოკიდე, ადვოკატობა  „ქერათმიანი ადვოკატის“ გამო მინდოდა. ერთხელ სიზმაშიც კი ვნახე, მაგრამ დედას რომ ვუთხარი არ დამიჯერა, რადგანაც ბავშვობაში დიდი მატყუარობით გამოვირჩეოდი. როგორც დედა მიყვებოდა, ტყუილს „ცუდად“ არ ვამბობდი, უფრო ამბების გაფორმება მიყვარდა. რწყილიდან, სპილოს ვქმნიდი ხოლმე   მოკლედ, ძალიან გადავუხვიე. ესთეიგი, ძალიან მომწონს „ცხოვრებისეული“ წიგნები. ძალიან, ძალიან საინტერესოა. უფრო ის მხიბლავს, რომ სხვის ცხოვრებას ვეცნობი და მის დაშვებულ შეცდომებზე მე ვსწავლობ. ბევრმა მითხრა, სხვაზე ხარ დამოკიდებული ასე გამოდისო, მაგრამ სულაც არა, უბრალოდ მეშინია შეცდომის დაშვების. ჰოკიდე, დეტექტივები მიყვარს, უკვე ვთქვი მგონი, მაგრამ რავიცი მაინც. ძალიან მიყვარს, აგათა კრისტი - უძლიერესი მწერალია.  წუბ, წუბ.. :* კონანდოილიც ძალიან კარგია, მაგრამ რავიცი..X
  გალაკტიონი ყოველთვის მიყვარდა, უბრალოდ ახლა გამიჩნდა სურვილი, რომ მისი ლესების მხატვრულად წაკითხვა ვისწავლო. რატომ? პირველ რიგში, ამით მე მივიღებ სიამოვნებას და ალბათ მსმენელიც. ნიკო გომელაურიც მიყვარს. აი, ისეთი ლექსები აქვს: ერთ ტაეპს რომ წაიკითხავ და იმ წამსვე იტყვი, გომელაურისააო. თუნდაც, „მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები“. რატომღაც, ეს ტაეპი ძალიან, ძალიან მომწონს. ჰოკიდე, „როცა მომმართე, ენა დამება. შენ დემონი ხარ, თუ თვით განგება?“ მოკლედ, ნიჭიერია რა ეს კაცი. :*
   ხელოვნებასთან დაკავშირებული პოსტი გამომივიდა და მაშინ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს ნაწილზე - მუსიკაზეც მოგახსენებ ერთ-ორ სიტყვას. ინგლისურ ფრაზას ვიხმარ და გეტყვი:
-„Music Is My Boyfriend”.
 მართლა ასეა. შეუძლებელია ქუჩაში სიარულისას სიმღერას არ მოვუსმინო. სახლში გაკვეთილების მომზადებისას, ცენტრი არ იყოს ჩართული..
 როგორც უმეტესობას, ასევე მეც მყავს ჩემი რჩეული - ჯგუფი, მომღერალი. თავიდან, ირაკლი ჩარკვიანზე, რომ არ ვთქვა საკუთარ თავს არ ვაპატიებ. კაცი ენერგია, კაცი სიცოცხლე, კაცი ნიჭი, კაცი ემოცია.. ზ-კაცი. მიყვარს, მიყვარს.. როგორი ხმა აქვს. ვერ შევძლებ ემოციები, აზრები, ფიქრები სიტყვით გადმოვცე. ის სიყვარული, რაც მასთან მაკავშირებს ჩემშია.
 შემდგომ, Muse.. აქაც გაურკვევლობაა.. უბრალოდ მიყვარს. ხომ შეიძლება ვიღაც უბრალოდ გიყვარდეს, ყველაფრის გარეშე? ჰომდა, ასე მიყვარს. მისი თითოეული სიმღერა ცხოვრებაზე მაფიქრებს, უცნაურად მაფიქრებს. არა, არა ძალიან უცანურად. თითქოს ის მეხმარება ყველაფრის გაანალიზებაში. სიმღერის ტექსტები იმდენად ღრმაა..  ჩემმა ერთ-ერთმა კლასელმა მითხრა:
-მარი, 2-3 დღეში ექნებათ მიუზის მაისურები ვაგზალზე.
ჭკუაზე აღარ ვიყავი.
-რა გითხრეს, რა ერირებაო? 
გაბრწყინებულმა ვკითხე.
- 25 ლარიო, რავიცი..
 : | - ნამდვილად ამ სმაილს ვგავდი იმ დროს. უი მე, რა ღორობაა.. 25ლარი რა ტოლმაა? 28 აპრილს, ჩემს დაბადები დღეზე იქნება, დედა უნდა დავითანხმო, რომ მიყიდოს. მაგრამ გიტარაო და რავიცი.. მოკლედ, ჰოლივუდის ვარსკვალვი რომ გავხდები, მერე კოლექცია აუცილებლად მექნება. ვიცი, რომ არ გადამიყვარდება.. არც დეგენერატ ხალხს ავყვები და არ ვიტყვი, რომ, რადაგანც გაპაპსავდა ე.ი. ცუდია, როგორც us5-ზე იყო. არადა, 5 წელი მიყვარდა.  აჰოკიდე, ჶართო მსმენელისათვის არ არის ცნობილი, ახალბედა მომღერალი: აჩო ზამბახიძე. რა ხმა, რა ხმა, რა ხმა და კიდევ ერთხელ რა ხმა აქვს.. ნიჭიერი. თვითონ წერს, მღერის, უკრავს.. მრავალმხრივ დაჯილდოვებულია. სიმღერაზე სულ არაფერი, რომ ვთქვა - როგორ წერს. სასწაულად. მოკლედ, მაგარი კაცია რა. :*
  მემგონი, პოსტი რაზეც დავიწყე, სულ არ ემთხვევა შემდგომ განვრცობილ ტექსტს.  


გკოცნით და გეხვევით, თქვენი მაცო და Blogspot-ი!

  © NOME DO SEU BLOG

Design by Emporium Digital