March 25, 2011

ჩემი ქმარი არ არის მოძალადე


იდეალური მამაკაცი:
1. ჭკვიანი, განათლებული. საინტერესო მოსაუბრე. გარკვეულ სფეროში ბევრი უნდა იცოდეს.
2. ყურადღებიანი – ზომიერად.  თბილი, მოსიყვარულზე. 
3. არ მინდა იმ საქმეს აკეთებდეს, რასაც მე. 
4. ყველა სიტუაციისათვის შესაფერისი. ჰო, აი, ასე უხეშად და გადაჭრით. 
5. პატივს სცემდეს ყველა, ვინც მას იცნობს. აუცილებლად, ესეც გადაჭრით.
6. სამართლიანი – რთულია ხშირად ასეთ ადამიანთან ურთიერთობა, მაგრამ ის მაინც მეცოდინება, რომ უაზროდ დაშვებულ შეცდომებზე არ ვიკამათებთ.
7. კეთილი – ყველაზე მეტად ასეთ ადამიანებს ვცემ პატივს, დიახ.
8. იცოდეს, რა დროს, რა მსიამოვნებს; რა დროს, როგორ მომართოს და საერთოდ, მასთან ყოფნის არცერთი წუთის შეცვლა არ უნდა მომინდეს.

  • ქერა/შავთმიანი, ცისფერ(მწვანე)თვალება/დანარჩენფერ თვალება, მაღალი/აუცილებლად მაღალი. კარგი აღნაგობის, არც ძალიან მსუქანი და გამხდარი ხომ საერთოდ. თეთრი/ისერათეთრი კანი. ტუჩები – ლამაზი, უბრალოდ ლამაზი. ბეწვების სიჭარბე არ უნდა აწუხებდეს, არა.

იცით, როგორი არ მინდა იყოს ჩემი მომავალი მეუღლე? -აი, გუშინდელ პროფილში მიწვეულ სტუმრებს, როგორი ქმრებიც ჰყავდათ ისეთი. 
ძალიან შემეშინდა, დიახ, ძალიან.
გონებაში ყველა ამოვატივტივე, ვინც ოდესმე წარმომედგინა მეორე ნახევრის ამპლუაში და.. მე ვიცი, რომ არ მეყოლება ქმარი, რომელიც ჩემზე ხელს ასწევს; მეგობრების თანდასწრებით დამამცირებს; ხშირად სიტყვიერ შეურაცხყოფას მომაყენებს, ჩემთვის ძვირფას ადამიანებს უდიერად მოიხსენიებს.. არ მეყოლება ნაბიჭვარი ქმარი, ფსიქიატრიულად გაუწონასწორებელი გიჟი ქმარი, სულიერად ბრიყვი ქმარი.. გეფიცებით.
გუშინ პროფილის ყურებისას იმდენი ვიტირე, იმდენი... 
არ გავთხოვდები ადრე, პირობას გაძლევთ. არ გავყვები ცოლად ორი თვის გაცნობილს, დამიჯერეთ. არ გავყვები იმას, ვისაც დედაჩემი არ მოეწონება...  
მინდა, მომავალი დავინახო. დიახ, რატომაც არა. 
არ ვარ პერფექციონიზმის მიმდევარი (არ ურთიერთობენ ყველასთან, რადგან ეშინიათ შეცდომის დაშვების, ეს მხოლოდ ადამიანთან კონტაქტზე არ არის,აი, ისე ზოგადად.), მაგრამ მე.. მე მეშინია შეცდომის დაშვების. არ ვარ ძლიერი, არც არასდროს ვყოფილვარ.  დავიჯერო გავუძლებ იმის მეოთხმოცდამერვედს, რაც იმ ქალებმა გაუძლეს? - არა, ვერ გავუძლებ და არც ვაპირებ. ერთი, რისი იმედიც მაქვს, ჩემი ჭარბი თავმოყვარეობის გრძნობისაა, ერთი ზედმეტი რამ და:
 -ნახვამდის, საყვარელო მეუღლევ.
იცით, რა მიკვირს? -შენ დალოცვილო, შეყვარებულობის პერიოდში ვერ უნდა მოახერხო, და ცოტას მაინც ვერ უნდა მიხვდე, რომ ფსიქიკურად მოშლილ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა? -ჰაჰ, აი, ყველაფრის თავი და თავი -  ორი თვის ნაცნობებზე გათხოვება-გამოთხოვებაა.. 
იცით რა მინდა?
ძააალიან მოხუცი რომ ვიქნები, სადღაც 88 წლის, შემეძლოს თავისუფლად, დაუფიქრებლად და ყველანაირი ყოყმანის გარეშე ვთქვა, რომ:
-მე არ მყავდა/მყავს მოძალადე ქმარი!

March 19, 2011

დავამატოთ ბლოგსპოტზე Reply-ს ფუნქცია


ერთადერთი, რის გამოც ვორდპრესი მერჩივნა ბლოგსპოტს ის იყო, რომ „პასუხის გაცემის“ ფუნქცია ჰქონდა. ანუ, ბლოგსპოტზე თუ ერთხელ მაინც გიცდია ვინმესთან Reply-ს  გამოყენებით დისკუსიის გამართვა  გეცოდინება, რომ BLOGGER-ს არ აქვს  „ზრდილობიანად შეპასუხების“ ფუნქცია.
მოკლედ, ბევრი ლაყბობის გარეშე გადავალ საქმეზე. მთავარია ერთი რამ გაითვალისწინოთ, აბსოლუტურად ყველა მითითება უნდა იქნას სწორად შესრულებული, თორემ ისე არ გამოვა.
[1]. შევდივართ  Dashboard >> Design >> Edit HTML
ვნიშნავთ Expand Widget Templates-ს.

[2]. ვპოულობთ Ctrl+F -ის საშუალებით შემდეგ კოდს: <data:commentPostedByMsg/> 
[3]. II მითითებაში არსებული კოდის შემდეგ ვსვამთ აი, ამას:
<span class='comment-reply'><a expr:href='&quot;https://www.blogger.com/comment.g?blogID=YOUR-BLOG-ID&amp;postID=&quot; + data:post.id + &quot;&amp;isPopup=true&amp;postBody=%40%3C%61%20%68%72%65%66%3D%22%23&quot; + data:comment.anchorName + &quot;%22%3E&quot; + data:comment.author + &quot;%3C%2F%61%3E#form&quot;' onclick='javascript:window.open(this.href, &quot;bloggerPopup&quot;, &quot;toolbar=0,location=0,statusbar=1,menubar=0,scrollbars=yes,width=400,height=450&quot;); return false;'><img style='float:right;padding-right:100px' title='Reply to comment' alt='Reply to comment' src='URL OF image'/></a></span>
გაითვალისწინეთ!
YOUR-BLOG-ID - ის ჩასასმელად ვასრულებთ შემდეგ მითითებებს:
Dashboard >>  Edit Posts
ამ გვერდის მისამართიდან ვაკოპირებთ მხოლოდ ბოლოს არსებულ ციფრებს, ანუ:

URL OF image-ის ნაცვლად კი ჩასვით ქვემოთ მოცემული მისამართებიდან ერთ-ერთი:


    http://1.bp.blogspot.com/_WvACVGW1iPE/S7WNbaXMiaI/AAAAAAAABBU/TRjA89kouEw/s320/reply04.png


http://2.bp.blogspot.com/_WvACVGW1iPE/S7WNVXEpzbI/AAAAAAAABBE/-oKIce3D_i0/s320/reply01.png

 http://1.bp.blogspot.com/_WvACVGW1iPE/S7WNmlf7dkI/AAAAAAAABBk/7muFjwSlGE4/s320/reply05.png

 http://4.bp.blogspot.com/_WvACVGW1iPE/S7WNjwI1_jI/AAAAAAAABBc/aZ0s2iB6aOU/s320/reply02.png


პ.ს. იმედია, გამოგივიდათ.
პ.ს.II . თუ არ გამოგივათ, მაშინ კომენტარებში დატოვეთ და შევეცდები ყველანაირად დაგეხმაროთ. ))

March 18, 2011

მე - დედა?


დედა 10 მარტს გერმანიაში გაემგზავრა 10 დღით. ერთ-ერთ საუკეთესო მთარგმნელთა სიაში მოხვდა და მიიწვიეს, რაღაც კონფერენციები უნდა ჩატარდეს.
თავიდან თითქოს არაფერი, რა მონატრება, რის მონატრება, 10 დღე ისე მალე გაირბენს, ვერც კი შევამჩნევ-მეთქი, მაგრამ ორშაბათს საღამოს ვიგრძენი, რომ დედასთან საუბარი მომენატრა, საღამოს ჩემი ნამოქმედარის განხილვა და მრავალი ამისთანა. სახლში მოსულს ისე მომდომებია ჩემი ამბების მოყოლა, რომ ხანდხან სარკესაც ვესაუბრებოდი, ჩემი დამხმარეობა ამ პერიოდში საჭირო ოთახმა ითავა. შედი და ისაუბრე რამდენიც გინდა.
არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ სანამ დედა გაემზგავრებოდა, მანამდე რჩევა-დარიგებების კორიანტელი მოგყვაყარა:
-დედა, არ გაუღოთ უცხოებს კარი.
-მაცო, იცოდე, ქუჩაში არავის გამოელაპარაკო.
-მშივრები არ იყოს.
-ჭკუით იყავით.
-მიხედეთ ერთმანეთს. შეეცადეთ ახლა მაინც არ გაცივდეთ.
ყველას პირნათლად ვასრულებდით, მაგრამ, აი, სულ ბოლო დარიგებაზე რა მოგახსენოთ.  გუშინ საღამოს სურდო გამიჩნდა, წამალი ჩავიწვეთე, მაგრამ არ მიშველა. ღამე საერთოდ ვერ დავიძჲნე. სკოლაში მისულს ისე მეძინებოდა, ადგილიდან ვერ ვიძვროდი. ამდენი ქსიტინის გამო, თვალებთან და ლოყებთან ყველაფერი მტკიოდა. ბოლოს ექიმთანაც ჩავედი, მაგრამ 36.1 მქონდა, კი ვამტკიცე 36.6 არის საშუალო ჩეთვის-მეთქი, მაგრამ ვინ მოგისმინა.
ნიამ კიდევ მეოთხმოცდამერვეჯერ ითავსა უფროსობა, საჭმელიც გააკეთა და ტაიქოლდიც დამალევინა. დასაძინებლად წავედი, თუმცა შენც არ მომიკვდე.
ოთახიდან გამოსვლა და ნიას შუბლზე მოხტომა ერთი იყო. მოკლედ, დედასავით მივლის.
რაც დედა გერმანიაშია, თავზე მყვება. არ ვიცოდი, ასეთი მზრუნველი თუ იყო.
პირველი ორი დღე დილას 07:45-ზე ვდგებოდი, ჩაის ვადგამდი, თუ ჭურჭელი იყო გასარეცხი ვრეცხავდი, მერე ნიას ვაღვიძებდი... მალევე მომბეზრდა უფროსობა. ერთი-ორჯერ რომ გავიღვიძე სახლი მილაგებული, ჩაი ადუღებული და ჭურჭელი დარეცხილი დამხვდა. ოჰ, რა ყოჩაღი ხარ, ნი.
ნია აბიტურიენტია. ჩემზე მეტი სასწავლი მას აქვს, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ყველაფერი რომ მეზარება, მას უწევს სახლის დალაგებაც და საჭმლიც გაკეთებაც, ისე ეს ყველაფერი მშვენივრად გამოსდის, მალე უნდა გავათხოვო. ^^
კარგია მე და ნია მარტო რომ ვართ სახლში. პასუხიმგევლობის გრძნობა გაათმაგებული გვაქვს. თითქოს სწავლაზეც იმოქმედაო დედას წასვლამ და სულ 100-ებს ვღებულობ. რამდენიმე დღის წინ ტესტები ვწერეთ ინგლისურში და 100 ქულა მხოლოდ მე მივიღე. დედამაც მომწერა, შვილო, თუ ასე იმოქმედება შენზე ჩემი წასვლა, კიდევ ცოტახანი დავრჩებიო. არა, არ მინდა. რამდენიმე თვეში, შეიძლება ისევ წავიდეს, ოღონდ თვენახევრით, არც ეს მინდა, მაგრამ ისეთი ბედნიერია, ისეთი... ნიას უთხრა, აქ ისეთი კარგი ხალხი და სიტუაციაა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აქ უნდა ისწავლოთ ორივემო.
უცნაური განცდა მაქვს. ვერ ვიტყვი, თითქოს დიდ ადამიანად ვგრძნობდე თავს, მაგრამ 8 დღის  წინ  სხვანაირი ვიყავი. დავიჯერო, რადგანაც დედა აქ არ არის, მე და ნია კი ერთმანეთს რომ ვუვლით, იმიტომ მაქვს ასეთი შეგრძნება? - ეჰ, რას გაიგებ.

March 17, 2011

დედას ბავშვი ეყოლა



“შემოვიდა ჩემს უბანში 2თვის ბავშვი. არის კარგი განვითარების, ჭამს კარგად, სძინავს კარგად.”

“ბავშვი არის 3 თვის. აქტიურია. თავს კარგად იჭერს, აბრუნებს თავს ხმაურზე. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჩივილები არ აქვს.”

“ვინახულე ბავშვი ბინაზე. არის 4 თვის. სძინავს კარგად, ჭამს კარგად. დაჰყავთ ჰაერზე. კუჭის მოქმედება კარგია”

“ვინახულე ბავშვი ბინაზე, არის 6 თვის. ჭამს კარგად, სძინავს კარგად. დაჰყავთ ჰაერზე. აძლევენ ხილს, ფაფებს. კუჭის მოქმედება კარგია.”

“ბავშვის ზოგადი მდგომარეობა კარგია, არის 9 თვის. უკვე შეიძლება აცრა გაუკეთდეს წითელაზე.”

1996 წლის 12 იანვარი:
“ვინახულე ბავშვი ბინაზე. დედის გადმოცემით, ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იკვებება სრულად.”

1996 წლის 30 იანვარი:
“ვინახულე ბავშვი ბინაზე. ბავშვის საერთო მდგომარება დამაკმაყოფილებელია, იკვებება სრულად, მატება კარგი აქვს.”

1996 წლის 12 თებერვალი:
“ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.”

1996 წლის 19 მარტი:
“დედის გადმოცემით ბავშვი კარგად არის. მატება კარგი აქვს, ყველაფერი ზომიერი.”

1996 წლის 14 მაისი:
“ბავშვი ერთი წლისაა. ჩატარებული აქვს ყველა გეგმიური აცრა.”

2000 წლის 16 ნოემბერი:
“ჩივილები არ აქვს. ზოგადი მდგომარეობა კარგია. ობიექტურად შინაგანი ორგანოების მხრივ არ არის დარღვევა.”

2001 წლის 20 სექტემბერი:
“ბავშვი კარგ მდგომარეობაშია. არანაირი დარღვევა არ აღენიშნება ორგანოებში, ჩივილები არ აქვს“

2001 წლის შემდეგ გავიდა 9 წელი. 9 ყველაზე საინტერესო და სირთულეებით გაჟღენთილი წელი. 9 ყველაზე ბედნიერი და უბედური წელი. 9 ყველაზე შეუდარებელი და ... წელი. 9 ყველაზე ცხრა წელი. ხოლო 15 წელი -მარიამ ხაჭაპურიძის დაბადებიდან, მალე - XVI, მერე - XVII.. სულ ბოლოს კი  XXXXXXXXXXXXXXXXXXX წელი გავა და მეც ღიმილით დაგემშვიდობებით.


პ.ს. ნეტავ, რას იტყოდა ჩემი პედიატრი ახლა, ზუსტად 15 წლის შემდეგ?! ალბათ:

2010 წლის 8 დეკემბერი:
“ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არის 15 წლის. გაციებულია, სურდო აქვს. უკვე მეექვსე დღეა ასეა. აქვს საკმაოდ აგრესიული რეპლიკები და მიმართვები. ცხოვრებაზე გაბრაზებულია. ბუტიაა და ყველაფერი სწყინს. თუმცა, ყველაფრისდა მიუხედავად ძალიან გულჩვილია და პატარა, მცირდეოდენ სიხარულსაც კი შეუძლია უდიდესი ბედნიერება მიანიჭოს მას. დიაგნოზი - ნარცისიზმი.”

არა, არ მგონია, რომ ამას დაწერდა, წინა ჩანაწერებით თუ ვიმსჯელებთ,  აშკარად დაეზარებოდა. თან საიდან ეცოდინებოდა, ბევრმა “მეგობარმაც” კი არ იცის ამდენი.

იმდენი მოგიყევით ჩემს ბავშვობაზე, ალბათ ფიქრობთ, ბავშვობიდან ვიცნობთ მაცოსო. ჯერ კიდევ წინაა ყველაფერი, საკმაოდ საინტერესო და დრამატული მოვლენების შესახებ ჯერ არც არაფერი იცით. დიდი ხანია ვფიქრობ, დავწერო, თუ არა. დავდო, თუ არა. ჯერჯერობით ვერ გადავწყვიტე. მაინც არსებობს რაღაც, რაც ამის უფლებას არ მაძლევს, საქმეც ამაშია.


ჩიტმა ამბავი მომიტანა, თურმე ხალხი საყვედურს გამოთქვამს, რატომ წერს ასეთ მოკლე წერილებსო?! -არ ვიცი, ჯერჯერობით რასაც ვატყობ, ისაა, რომ მხოლოდ ძალიან ცოტა რაიმის დაწერის სურვილი მიჩნდება, notebook-ის ხელში აღების შემდეგ.
კეთილი სურვილებით თქვენი მაცო და blogspot-ი!
08.12.2010

March 11, 2011

პაპიკო,


პაპაა, პაპიკოოო... აი, ხომ ხედავ ბაბუათი კი არა, პაპათი მოგმართავ. ეს კი იმას ნიშნას, რომ არც ერთი შენი შენიშვნა, თხოვნა და საერთოდ შენ არ დამვიწყებიხარ. შენ კი მუდამ მსაყვედურობ, ასე უნდა დავიწყება პაპასიო?! მე  ვჩუმდები. ვიცი, რომ რაღაც მხრივ მართალი ხარ. სოფელში უკვე მერამდენე წელია არ ჩამოვსულვარ. უკვე მერამდენე წელია, რაც ჩემი ინიციატივით არ დამირეკავს, არადა ისე მიყვარხარ და ისეთი ძვირფასი ხარ.

სოფელში ჩამოსვლისას, როდესაც ჭიშკრიდან შემოგძახებთ ხოლმე მე და ნია:
-პაპიკოოო, სად ხარ?
თვალებმოჭუტული გამორბიხარ სახლიდან და მბრწყინავი თვალებიდან ასხივებს ბედნიერებას. მერე ბოლო ხმაზე ამბობ:
-ვაა, ჩემი მზეთუნახავი გოგოები ჩამოვიდნენ.
ჩვენ გამოვიქცევით, შენ ადგილზე შეშდები და ბოლომდე შლი ხეელბს, ძააალიან გრძელ და გამხდარ ხელებს. ჩახუტების შემდეგ მუდამ გსაყვედურობთ, რომ ძალიან გახდი, შენ კიდე ამბობ: მერე რა, მე მაინც ჯანზე ვარო.
როდესაც წარსულს ვიხსენებ მუდამ...
პოსტის დაწერა ერთ-ერთმა ბლოგერმა ილომ გადამაწყვეტინა. შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე ზე-პოსტია, რაც კი პაპებსა, თუ ბებიებზე დაწერილა. ეს კი ჩემი კომენტარია. აქ ყველაფერი წერია.
ჩემი ბაბუა გამახსენდა და ტირილი ამიტყდა.
ისიც სადღაც 80 წელს მიტანებული იქნება.
მარტოდ ცხოვრობს სოფელქვაბისხევში, სრულიად მარტოდ. 5 წლის წინ ბებია გარდამეცვალა, მაშინ იმდენ რამესს აკეთებდნენ ერთად, რომ წარმოუდგენეია ერთი ჯანღონით სავსე კაცის გაწვდეს. რაც გარდაიცვალა, იმის შემდეგ ერთი არ დამჯდარა. სულ ვენახშია და მიწას ბარავს, ან კაკალს ბერტყავს და შემდეგ აგროვებს. ყველა დაბადების დღეზე, ყველა შვილიშვილს 100 ლარს გვჩუქნის და ხშირად, როდესაც ჩემს ბიძაშვილებთან ჩადის სახლში, რომ გამოივლის ხოლმე, იმდენი რამ მოაქვს მაცივარში კი არა, სახლში ვეღარ ვტევთ.
ისე მიყვარს გუგულა პაპა, ისე მიყვარს, არ ვიცი მე მის ამ ქვეყნიდან წასვლას თუ გადავიტან. ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ, რა დამემართება, თუ სოფელში ჩასულს მისი ხმა დავაა, ჩემი მზეთუნახავები ჩამოვიდნენ”- ვეღარ გავიგონებ.
მუდამ ცრემლიანად ვიხსენებ, რომ გვიყურებს და თავზე ხელს გვისვამს, პაპს ყოჩაღი გოგოები ხართ თქვენ, მე რომ ამ ქვეყნიდან წავალ, აი, მერე თქვენ უნდა იყოთ ამ არე-მარეს ბატონ-პატრონიო.
ულამაზესი ნაღვლიანი თვალები აქვს. ხანდახან ისე მიკვირს, როგორ გაუძლო ამ კაცმა ამდენ ტკივილსა და უბედურებას. ჯერ კიდევ, სანამ დავიბადებოდი 18 წლის შვილი მოუკვდა, მერე მეორე შვილი(მამაჩემი), მერე ცოლი, ახლა კი, ზუსტად ერთი წლის წინ ჩემი 18 წლის ბიძაშვილი გარდაიცვალა. მისი გვარის გამგრძელებელი და მემკვიდრე იყო. როდესაც დავინახე, კაცს პირველად წარმოუვიდა ცრემლები. ძალიან სასტიკია ეს ცხოვრება.
ერთხელ მითხრა, არავის არ ჰქვია ჩემი სახელი, არც გვარის გამგრძელები მყავს, მა რისთვის მოვედი ამ ქვეყანაზეო. ამიტომ, ჩემს შვილს მის სახელს დავარქმევ. გუგა, ან გოგა.. არ ვიცი, რომელიმე, რომელიც გუგულასთან ახლოს იქნება.. ვიცი, სიხარულით ცას ეწევა..
სულ იმას ამბობს, მე თქვენი პაპა ვარ, ბაბუა კი არაო.. ისეთი სასაცილო კაცია.. <3
მიყვარხარ, პაპიკო.
ჩემო ლამაზო და საყვარელო პაპიკო.
მინდა, რომ ძალიან დიდხანს ცოცხლობდე.
ღმერთს მუდამ ვევედრები, თავისთან ჯერ არ წაგიყვანოს.
მინდა, ბედნიერი იყო.
შენ თუ კარგად იქნები, დამიჯერე, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება.
არ მინდა იმის წარმოდგენა, რომ შენს დახორკლილ ხელებს ვერასდროს ვეღარ შევეხები და გეტყვი:
-ვაიმე, პაპა, რა ლამაზი თითები გაქვს.
-კარგი ახლა, ლამაზი რა აქვს ამას.
როგორ შეიფერებ ხოლმე, არადა იცი,იმისდა მიუხედავად, რომ შენს ხელებს დაღლა ეტყობათ, მაინც ძალიან მიმზიდველი და ლამაზია.
მიყვარხარ, პაპიკო.

  © NOME DO SEU BLOG

Design by Emporium Digital