Showing posts with label თოვლი. Show all posts
Showing posts with label თოვლი. Show all posts

January 30, 2011

პაექრობა წვიმასა და თოვლს შორის

წვიმს. როგორი ბედნიერი ვარ. მართალია წვიმა მუდამ დამთრგუნველი განწყობის მომტანია, მაგრამ ახლა რა დამემართა არ ვიცი. მთელი დღეა გიჟივი ვიცინი და ვცეკვავ. შაკირას სამი სიმღერა ამოვიჩემე, ვდგავარ და ვმერი. აშკარად დედაც შევაწუხე და დაც, მაგრამ ისე ვარ, რამდენი ენიშვნაც არ უნდა მომცენ მაინც არ გავჩუმდები.

წვიმა დიდად არასდროს მიყვარდა, რადგან თოვლის მტერი იყო. მუდამ ჩხუბობდნენრა ექნა თოვლს, არ მოსწონდა წვიმის სევდიანი და ტრაგიკული ამბები, მასაც ცუდ განწყობაზე აყენებდა. საბოლოოდ მაინც დამპალი წვიმა იმარჯვებდა. ყოველთვის თოვლი მეცოდებოდა და ამიტომ მის მხარეს ვიყავი ხოლმე. ერადერთხელ გაიმარჯვა თოვლმა წვიმაზე, ეგეც იმიტომ რომ დიდხანს ითოვა, დაღლილ თოვლის ფანტელებს, მისი თანამოაზრეები შეუერთდნენ  და ასე დაამარცხეს წვეთების გროვა. იმდენად ამპარტავანი აღმოჩნდა წვიმა, რომ სისუსტე არ დაგვანახა და არც კი  წამოუტრებია ისე დაგვტოვა, საზიზღარმა ნაკვალევი მაინც დაამჩნია. ისე ძალიანაც მესიამოვნა მისი გადაწყვეტილება, მაგრამ ბოლოს შემეცოდა, ჩემი თავი წარმოვიდგინე მის ადგილას და... ეტყობა ზედმეტად ბრძოლისუნარიანი აღმოჩნდა წვეთების ბუკეტი , მისი მკითხველები და მსმენელები, ჰოდა, იმ ერთ დღეში ისე მოემზადნენ, მეორე დილას თოვლი სულ მიწასთან გაასწორეს. მახსოვს, თოვლან ერთად ჩემი განწყობაც როგორ ნადგურდებოდა. დავიფიცე, არასდროს არ ვიქნებოდი წვიმის კარგი მასპინძელი და მსმენელი. ეტყობა ჩიტმა ამბავი მიუტანა და ეწყინა, ჩემი ზედმეტად შემაწუხებელი და დრამატური ამბების მოსმენა, როგორ თუ არ მოსწონსო და ამიტომ გაიბუტა. მისი გაბუსხვა 1წელს გაგრძელდა, მერე ძალიანაც რომ მოგვანატრა თავი, თავისი უცნაური ამბების მოყოლთ და შემდეგ ცრემლად დაღვრი, მიხვდა სტუმრობის დრო იყო. ასეთმა რა ბზიკმა უკბინა არ ვიცი, ფანებთან ერთად მოულოდნელდად დაგვატყდა თავს, თან ეტყობა ვინ მიგდიაო ჩემზე გაიფიქრა, და ურისძიება მოუნდა გრინჩივით. არც მთლად ისეთი უგულო აღმოვჩნდი, როგორაც ილაპარაკებდა ჭორიკანა წვიმა ჩემზე, და ამიტომ ძალიან კარგი განწყობით დავხვდი, ესეც იმიტომ რომ სტუმრებ მონატრებული ვარ.
იმედია, ახლა ამ პოსტს არ კიხულობს და არ აპირებს თავისი წასვლით ისე დამწყვიტოს გული , როგორც წინა წელს თავისი მოსვლით.

December 1, 2010

საზამთრო განწყობა!



გამარჯობა! როგორ ხარ? მე შეწუხებული ყველაფრით და პრეტენზიებით სავსე. მოკლედ, როგორც იცი, ვიცი და ა.შ. სიმღერასა, თუ ლექსსა, თუ ნებისმიერ რამეს შეუძლია შენში ესა, თუ ის ემოცია აღძვრას. ჰოდა, ჩემში ამ სიმღერამ აღძრა საზამთრო განწყობა. უცებ ისე ძალიან მომინდა თოვლი, რომ თანახმა ვარ, სულ სველი, ჩამპალი და ცხვირწაყინული დავდიოდე ახლა - ამ სიცივეში, ქუჩაში. ბლოგზე ერთ-ერთი პირველი პოსტი, 2009 წელს პირველად რომ მოვიდა თოვლი იმ დღეზე მაქვს დაწერილი, და ამიტომ ახლა არ დავიწყებ, თუ როგორ მიყვარს თოვლი, ფიფქრების დაჭერა, გაგიკვირდებათ და, უფრო სწორედ ადრე გაგიკვირდებოდათ, რომ თოვლში გორაობაც ძალიან მიყვარს. რა, რა ლამაზია, სულთავიდან, სულ პირველად, ჯერ მარტო თოვლი მოსვლას რომ იწყებ და შემდეგ პირველი, სულ ლამაზი და ნაზი ფენა რომ დევს მიწაზე. მერე წვიმა იქნება, ხალხი დააჭყაპუნებს ფეხებს და ისეთივე ნაზი, თბილი და ლამაზი არ იქნება, როგორიც სულ ადრე, ძალიან ადრე, პირველად.

 მერე რა, მეორე დილას რომ გაიღვიძებ და ფანჯარას ეცემი, დაინახავ ლამის მუხლებამდეა თოვლი, გაგიხარდება, გაგიჟდები, დააწყობ გეგმებს, თუ როგორ აგორავებ კლასელებსა, თუ ნაცნობებს თოვლში, როგორ გააკეთებ უხელთათმანოდ გუნდებს და დაუშენ მათ, ან რავიცი უცობებს, თუმცა, როგორც კი ფეხს გადადგამ გარეთ მიხვდები, რომ არც თოვლია ისეთი, რომ გუნდები გააკეთო და არც ხალხის შემხვედვარე გინდება თამაშის ‘დაწყება’. მოკლედ, საერთოდ ყველაფერი შეიცვალა, ადრე, ჩემს ბავშვობაში თოვლი იცოდა იმისთანა, ლამის აპრილში დნებოდა ხოლმე, ახლა კი უკვე 1 დეკემბერია და ერთი ფიფქიც კი არ ჩამოვარდნილა. ისე მეცოდებიან დღევანდელი ბავშები, ვერც ციგით ისრიალებენ, ვერც იგუნდავებენ, ვერც ტრამპლინებს მოაწყობენ, ვერც მატარებელს გააკეთებენ. ნუ ბაკურიანსა, თუ გუდაურში წასვლა კი შეგიძლია, მაგრამ საკმაოდ დიდი ფასები ადევს და ბევრისთვის ხელმისაწვდომი არაა, მოკლედ, რაც დრო გადის, მეჩვენება, თუ ყველაფერი ცუდისკენ მიდის? ახლა არ მინდა ცუდად დამუხტული იყოს ჩემი პოსტი, რადგანაც მინდა რომ მხოლოთ პროტონებით იყოს არამარტო პოსტი და ბლოგი, არამედ თქვენც გაჟღენთილი.
მოკლედ, მეტი არ ვიცი რა დავწერო. უბრალოდ მინდა ახალი წელი, თოვლი, ჩურჩეხელა, გოზინაყი, ჩემი დეიდაშვილების და ბიძაშვილების ნახვა. მინდა ყველაფერი ის, რაც სიხარულს მგვრის. მინდა, ბავშვების ბედნიერ სახეებს ვხედავდე თოვლში მწორიალე მდგომარეობაში. მინდა, მინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს ჩემს გარშემო, სულ სულ ყველაფერი. ამისთვის კი მხოლოდ ერთია საჭირო, როდესაც თოვლი მოვა, ყველა ერთად წავიდეთ საგუნდაოდ და „გავაჯაზოთ“, დიახაც დავიხარჯოთ, ბოლომდე.. სულსულბოლომდე.. აჰოკიდე, გული მწყდება ჩემს ძველ კლასელებთან რომ ვერ გავატარებ ზამთარს, ძველ-ახალ წელს და ა.შ., თუმცა ახლებიც ძალიან კარგები არიან და და მჯერა, რომ ამათთანაც ყველაფერი ზე იქნება. ^^ 
გემშვიდობებად მაცო და ბლოგსპოტი კეთილი სურვილებით!
Jingle bells by BETHEVOICE

  © NOME DO SEU BLOG

Design by Emporium Digital