February 26, 2011

ფსიქოლოგიური ტესტები


რამდენიმე ადამიანის თხოვნით, საინტერესო ფსიქოლოგიურ ტესტებს ვდებ. 



 .აიზენკის ტესტები:

ტესტი, რომლის ჩატარების შემდეგ პირდაღებული დავრჩი. ავირჩიე IX სურათი, და მემგონი დამეთანხებით, რომ ჩემ შესახებ წერია. 
 აირჩიეთ მხოლოდ ერთი სურათი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს ხასიათს. 







შედეგები:

უზრუნველი, მხიარული, მხნე. გიყვარს თავისუფალა. სპონტანური ცხოვრება. ცდილობ, რომ ბოლომდე მიიღო ცხოვრებისგან სიამოვნება. შენი დევიზია "ადამიანი მხოლოდ ერთხელ ცოცხლობს". გაინტერესებს ყველაფერი ახლი, ადვილად ეგუები მას. შენი ცხოვრება ცვალებადია და ყოველთვის მზად ხარ სიურპრიზებისთვის.





 დამოუკიდებელი, თავისუფალი. ითხოვ თავისუფალ ცხოვრებას საკუთარი თავისთვის, რაც  შენივე ცხოვრების კურსს განსაზღვრავს. საკმაოდ გატაცებული ხარ შენი სამსახურით.ცდილობ ყველაფერი ზედმიწევნით კარგად შეასრულო, მაგრამ შენს სწრაფვას თავისუფლებისკენ ხანდახან სრულიად საპირისპირო შედეგამდე მიჰყავხარ. ინდივიდუალისტი ხარ. არავის მიბაძავ ბრმად, პირიქით ცდილობ იცხოვრო საკუთარი რწმენის შესაბამისად.



დაკვირვებული, მგრძნობიარე. საკმაოდ დამოკიდებული ხარ გარემოზე, სადაც ცხოვრობ. ვერ იტან ზერელე მიდგომას საქმის მიმართ. შენი ურთიერთობა მეგობრებთან ძალიან მტკიცეა,რაც სულიერ სიმშვიდეს განიჭებს. იშვიათად ხარ მოწყენილი.




მიწაზე მყარად მდგომი, გაწონასწორებული, ჰარმონიული. გაქვს საკუთარი სტილი,რომელიც შეუცვლელია. ხალხი მოხიბლულია თქვენით,რადგან შეიძლება თქვენი ნდობა. შენთან ახლოს მყოფ ადამიანებს სიმშვიდეს ანიჭებ. ყველა გიცნობს, როგორც თბილ და ჰუმანურ ადამიანს, არ მოგწონს არაფერი ბანალური. სკეპტიკურად ხარ განწყობილი მოდის მიმართ. შენთვის აუცილებელია ჩასაცმელი იყოს პრაქტიკული და მოკრძალებულად ელეგანტური.


პროფესიონალი, პრაგმატული, საკუთარ თავში დარწმუნებული. არ ენდობი ბედს და მეტად გწამს საკუთარი თავის. ყველა პრობლემას პრაქტიკულად და პრაგმატულად წყვეტ. რეალურად უყურებ შენს ცხოვრებას. შენთვის უცხოა მერყეობა. სამსახურში დიდი პასუხოსმგებლობა გაკისრია, რადგან ყველამ იცის,რომ შენი ნდობა შეიძლება. არასოდეს ხარ საკუთარი მუშაობით კმაყოფილი, სანამ ბოლომდე არ ასრულებ ჩანაფიქრს.


მშვიდი, წინდახედული, არა აგრესიული. ხარ ნელი და ფრთხილი. ძნელად იძენ მეგობრებს. გირჩევნია საკუთარი მარტოობითა და დამოუკიდებლობით ტკბობა. გიყვარს განცალკევება და ცხოვრების აზრზე ჩაფიქრება. გესაჭიროება სივრცე, ამისთვის ეძებ ლამაზ თავშესაფარს, თუმცა მაინც არ ხარ მარტოსული. შენს სამყაროსთან ჰარმონიაში ხარ და აფასებ იმას, რასაც იგი გთავაზობს.…


ანალიტიური, საიმედო. საკუთარ თავში დარწმუნებული. კულტურა განსაკუთრებულ როლს თამაშობს შენს ცხოვრებაში. ნაპოვნი გაქვს ინდივიდუალური სტილი, რომელიც ძალიან ელეგანტური და ექსკლუზიურია. გაგაჩნია განსაზღვრული კულტურის დონე, რასაც იყენებ ხალხთან ურთიერთობისას.




რომანტიკული,მეოცნებე,ემოციური. ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ხარ. არ გინდა მოვლენების აღქმა ისე,როგორც აღიქვამს ყველა დანარჩენი. ყველაზე მნიშვნელოვანი შენი გრძნობებია. ფიქრობ,რომ აუცილებელია ადამიანს ოცნება გააჩნდეს. არ გიყვარს ადამიანები,რომლებიც რომანტიზმს უარყოფენ.




დინამიური, აქტიური,ექსტროვერტი ადვილად შეგიძლია გარისკვა. გიყვარს მრავალფეროვანი საქმის კეთება. შენთვის უცხოა ყოველდღიური რუტინა. ყველაზე მეტად რაიმე მოვლენაში აქტიური როლის თამაში გსიამოვნებს. მოგცონს როდესაც შენს დამსახურებებს ხმამაღლა აღნიშნავენ.






თუ კიდევ მოგინდებათ ტესტები, შევეცდები მალევე დავდო.
წარმატებები.

February 17, 2011

ირაკლი ჩარკვიანი















უბრალოდ უსმინე და მიიღე სიამოვნება, არანაირი კომენტარი არ სჭირდება მას.


















გააგრძელე >>

February 15, 2011

მა, ყველაზე მეტად მენატრები

ყველაზე მეტად მენატრები.
თვალის, თმისა და კანის ფერი არ მახსოვს, არც თითების ფორმა, შენს გარეგნობად თვალწინ ვერასდროს ვხედავ ნათლად.
მხოლოდ ერთი-ორი მოგონება თუ შემომრჩა, სადაც შენ ხარ, მათაც ძალიან სათუთად და იშვიათად ვიხსენებ, მეშინია ერთ დღესაც არ გახუნდეს.
ხშირად მიფიქრია, მთელ ცხოვრებას დავთმობდი, ოღონდ კიდევ ერთხელ მენახე, მხოლოდ ერთხელ. შენთან მეჭორავა, მომეყოლა ჩემი ამბები, დამენახა შენი თვალებიდან, ულამაზესი და უთბილესი მბრწყინავი თვალებიდან თუ როგორ ამაყობ ჩემით, მხოლოდ ერთი საათით, ან თუნდაც 5წუთით, მართალია ვერ მოვახერხებდი ბევრი რამის მოყოლას, მაგრამ სულ არაფერს მირჩევნია.
ბავშვობაში ხშირად ვფიქრობდი, რაც შეიძლება კარგი გამეკეთებინა, რომ შენ სამოთხიდან ჩემით გეამაყა და გეთქვა, „მე შენით ვამაყობ“. მხოლოდ ერთი ფრაზა, ერთადერთი.
როდესაც გიხსენებ, ან შენს სახელს ვამბობ, სულ ცრემლები მადგება თვალებზე, ხშირად თავის შეკავებაც მიჭირს, ძალიან მიჭირს.
რთული და სასტიკია ცხოვრება.
მეც მინდა მყავდეს ადამიანი, რომელსაც მივეყრდნობი, რომლის იმედიც მუდამ მექნება, არასდროს არაფრის არ შემეშინდება, ყოველთვის წყანარად ვიქნები და როდესაც ვინმეს ზედმეტი მოსდის, არ ვფიქრებდი, ახლა ცოცხალი რომ იყო, რა კარგად დამიცავდი და  არავის არაფერს გააბედინებდი-მეთქი.
ოჯახში შენზე არავინ საუბარს, არასდროს. თითქოს ტაბუ დადებული თემა იყო.
ვხვდები, რომ მტკივნეული ხარ ყველასთვის.
ყველა იცი, რა კარგად საუბრობს შენზე?  სულ ამბობენ, რა კარგი კაცი იყო, როგორი კარგი ადამიანი, თქვენზე მზე და მთვარე ამოსდიოდა, არ შეიძლებოდა ეგეთი კაცის ამ ქვეყნიდან წაყვანაო. იმდენჯერ მიცდია თავის შეკავება, მაგრამ არადროს გამომდის.
ძალიან მაკლიხარ, ზედმეტადაც კი!
ახლა ჩემთან რომ იყო, ჩემზე ბედნიერი ადამიანი ნამდვილად არ იქნებოდა. გეფიცები, ყველაფერ წმინდას და ძვირფასს ვფიცავარ.
მიყვარხარ, უზომოდ და უდოზოდ!
ჩემს გულში მუდამ იცოცხლებ, არასდროს დამავიწყდები, არასდროს.

February 14, 2011

ბაკურაანთ კარში



თოვლს მონატრებულმა კლასმა ბაკურიანში წასვლა გადავწყვიტეთ. დაახლოებით ორი კვირა ვაჯერებდით აზრებს, ვეძებდით სასტუმროებს, ტრანსპორტს. ბაკურიანში წასვლის წინა დღეს მოვითათბირეთ ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 8 კაცი მივდიოდით კლასიდან. შაბათს დილას უნდა გავსულიყავით სახლიდან, და კვირას საღამოს ჩამოვსულიყავით, უფრო დიდხანს დარჩენას ვერ მოვახერხებდით.
პარასკევს საღამოს დედამ რაღაცები გააკეთა, მე ბარგი ჩავალაგე. 12-ზე დავწექი დასაძინებლად. მაღვიძარა კი ორ ტელეფონში დავაყენე. ორჯერ გამეღვიძა ღამე, მეგონა, მაღვიძარა რეკავდა. სიმღერის ხმა შემომესმა, ისევ ჩემს ჰალუცინაციებს დავაბრალე და ტკბილად განვაგრძე ძილი, ხმაც მიწყდა. უცებ ისევ ჩაირთო; ამეშალა ნერვები, რა უბედურებაა-მეთქი; გადავყავი თავი და რას ვხედავ, განგაშია ტელეფონში. ელვისებური სისწრაფით წამოვხტი, დედას შეეშინდა, რა იყოო, მეთქი-დროა. მერე ჩემი ტელეფონი ვნახე, თურმე ერთი საათით უკან ყოფილა; კიდევ კარგი დედას მობილურშიც დავაყენე.
ვისაუზმე. კბილის ჩოთქი, დეზადორი და ასეთი წვრილმანი ნივთები ჩავალაგე, ნინიმ მომწერა გამოვედიო , მე და დედაც წავედით. ნინი ვნახე, მანქანაში ჩავჯექი, სკოლაში წავედით. მისულებს არავინ არ დაგვხვდა, ასე 5-10 წუთში ქეთიც მობოდიალდა, მაქანაში მივიპატიჟეთ. გურიკას დავურეკეთ სად ხარო, მოვდივართო.  5 წუთში სამარშუტო ტაქსიც მოვიდა. ბარგი და საჭმელები ჩავალაგეთ, ლოდინი დავიწყეთ, არავინ არ ჩანდა. 15 წუთში ჯერ ბაქრო ოჯახითურთ მოვიდა, მერე ანი. ბოლოს მეგი მასწის მეგობარი. დიდხანს ველოდებოდით მეგის. გადავწყვიტეთ, ნაძალადევის მეტროსთან დავლოდებოდით. მივჩანჩალდით, უფრო სწორედ მარშუტკა მიჩანჩალდა. ნახევარ საათში მეგიც მოვიდა. მალევე მისი ორი მეგობარი, მანუჩარი და ილია. 7სთ-ის მაგივრად, 8სთ-ზე გავედით. გორში უკვე თოვლი იყო, ამიტომ მარშუტკა მიიზლაზნებოდა. მე და ქეთი ერთმანეთს ვეჯექით თავზე. ძალიან მეძჲნებოდა, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვახერხე ჩათვლემა.  მგზავრობა მშვიდი იყო. ნელ-ნელა მივდიოდით, თუმცა უსაფრთხოდ.
12-ზე? ჰო, დაახლოებით 12-ის ნახევრისკენ უკვე ბაკურიანში ვიყავით, დავბარგდით, სუფრა გავშალეთ, ვისადილეთ, კომბინიზონებში გამოვეწყვეთ. ქეთის ჩემმა ჩაცმულობამ ხალისი მოუტანა:
-მააც, მოდი რა ვიცეკვოთ.
-ოჰ, მოიცა, გოგო. ისე მაინც რა უნდა ვიცეკვოთ?
ჰოლივუდის ღიმილით მომარჯვებულმა ვკითხე.
-გოგო, მომეცი ხელი.
მოკლედ, ერთი-ორი მოძრაობა ამიხსნა და დავიწყეთ. ნინიმ ციფრული მოიმარჯვა. ერთი, ორი, სამი; ერთი, ორი, სამი.. ქეთიმ მუხლზე გადამაწვინა, ამ დროს კარადასთან ვიდექით, წონასწაორობა ვეღარ შეიკავა, მარჯვენა ხელი კარადის კარებს მიარტყა, ლამის შიგნით შევარდა;  კარები შეინგრა, მეორე ხელზე, რომლითაც მე ვყავდი დაჭერილი ძალა დაკარგა და ძირს დავვარდი. ანუ გამოვიდა, კარები ჩატყდა, მე კი ძირს ვგდივარ. ელვისუწრაფესად ავდექი , მივიხედ-მოვიხედე, ქეთის გაოცებულამ სახემ სულ დამაბნია. თავიდან მეგონა შუშა ხომ არ ჩატყდა-მეთქი, მაგრამ მერე ტანსაცმლის საკიდები ვნახე შიგნით კარადაში ჩაგდებული. იმდენი ვიცინეთ, იმდენი... მე ვეღარ ვსულიერებოდი. 


 მალევე გავქუსლეთ სასრიალოდ. ბევრი ფიქრის შემდეგ მე და ქეთიმ თხილამურებზე დადგომა გადავწიტეთ. ნინის ეშინოდა. თან მამამისმა უთხრა, ოღონდ ახლა არ დადგე და მერე თვითონ გასწავლიო. ანის ასე თუ ისე გამოცდილება ჰქონდა, მეგიმ კარგად იცოდა, მისმა მეგობარმაც. თხილამურების ჩაცმა და ჩემი ადგილიდან დაძვრა ერთი იყო. ჩემი ხმის პატრონმა იქაურობა შევძარი, ერთა კეთილმა კაცმა დამიჭირა, გაახარებს ღმერთი.

-აუ, მაც, წამო რა, იმ გორადან დავეშვათ. აუ, რა მაგარიაა.
-ნუ გამაგიჟე, ჯერ სიარული არ იცი და იქიდან როგორ ჩამოსრიალდები?
-ჰო, კარგი, ჯანდაბა.
ანის ვკითხეთ როგორ უნდა გვევლო, ან როგორ უნდა გაგვეჩერებინა. არც ის აღმოჩნდა ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში. მუხრუჭი გვითხრა - თხილამურის წვერები ახლოს მიიტანეთ და ეგ არისო. რამდენჯერაც არ ვცადე, იმდენჯერ დავეპერტყე.
-გოგო, მისმინე, თუ გაჩერებას ვერ ახერხებთ, მაშინ როცა ძალიან აკრეფ სიჩქარს, უბრალოდ გვერდზე გადავარდი და ეგ არის.
მე და ქეთის რაღა გვინდოდა. გორაზე თხილამურებში ჩამხტარნი ვერ ავიდოდით, ამიტომ გავიხადეთ, და დავიწყეთ კუს ნაბიჯებით სიარული. ცოტა მაღალ ადგილს მივაღწიეთ, ჩავიცვით და დავეშვით. მე შემეშინდა და გვერდზე გადავვარდი, ვიღაც მწავნეთალება ზე-სიმპატიური ბიჭი მოვიდა:
- გოგონი, ხელი  მომეცი დაგეხმარები.
მე დავიბენი.
-ისა, არა, იყოს, თვითონ ავდგები.
არ მინდოდა თავი შემერცხვინა, ამიტომ მთელი ძალა მოვიკრიბე, ვცადე ადგომა, მაგრამ უკანვე დავებერტყე. ბიჭს გაეღიმა, ხელი ხელზე  უკითხავად ჩამავლო და ამაყენა, თან რაღაცებიც ამიხსნა.. ცოტახანი ვიდექი, არც განვძრეულვარ. შტერივით ვუყურებდი ქვევით როგორ მისრიალებდა. უცებ  მესმის ყვირილი და ბრახ. ვიღაც დამეჯახა. გადაიხლართა ჩვენი თხილამურები ერთმანეთში. ხელი და ფეხი რომ არ მომტეხა მადლობელი უნდა ვიყო.  
მერე გორაზეც ავედით, სპეციალური ასასვლელით. არ დავშვებულვარ, ყოველ ორ წამში გვერდზე ვვარდებოდი. ხოხვა-ხოხვით ჩამოვედი. მოკლედ, ერთი საათი რომ გავიდა, ბიჭებმა ბურანები გვინდაო, მეგიმ არაო. ბევრი საუბრისა და კამათის შემდეგ, გადაწყდა რომ თუ მშობლები დართავდნენ ნებას, შეეძლოთ მხოლოდ მაშინ წასულიყვნენ. გოგოები სახლისკენ წავედით, გზად სკოლის ორი მასწავლებელი შემოგვხვდა, ბურანებზე მიდიოდნენ, მეგის უთხრეს ზაზას ჩვენ წავიყვანთო.
სახლში დავბრუნდით.
-რამდენჯერაც არ გავიხედე, მარი სულ ძირს იწვა.
თითქმის ყველამ თქვა.
საღამოს ციგურებზე წავედით, მე ერთხელ დამდგარი ვიყავი, და მეგონა არ გამიჭირდებოდა. ჩემი ფეხის შედგმა და ხუთი კაცის, 10 ხელის შეშველება ერთი იყო. ვიღაც ბიჭმა თქვა:
-ამ გოგოს თავზე რამე დააფარეთ, არაფერი დაუშავდეს, ცოდოა ასეთი ლამაზი.
შევიფერე, თუმცა ნაგლი მზერა ვსტყორცნე და წავედი მოაჯირისკენ, ასე 15 წუთი მოაჯირს არ მოვშორებივარ, თუ ანის წიხლით გაგდებას არ ჩავთვლით. გამოდი გოგო, ნუ გეშინიაო. მერე მომკიდებდა ხელს და დამასრიალებდა აქეთ-იქით, თან სისწრაფე უყვარს, მე სულ ვწიოდი. ბოლოს ნინიმ გაბედა და მარტო გაიარა, ვხედავ ვიღაც ყვირის:
-ვაიმე, მაცო, შემხედე და მაღიარე.
ნინი ჩანჩალით მოდიოდა ჩემკენ. მოკლედ, მერე ორივე ერთად ნელა დავდიოდით ცენტრში, სხვებს დავცინოდით როგორ დადიანო, არადა ჩვენ საცოდავები კუს ნაბიჯების დავბობღავდით.
სახლში რომ დავბრუნდით, მე და მანუჩარმა დისკუსია გავმართეთ, მშვენიერი მოსაუბრე აღმოჩნდა, ბევრი რამ გავიგე მისგან. მერე „რა? სად? როდის?“ ვითამაშეთ, მანუჩარის შედგენილი კითხვებით. ორი გუნდი, მაშველი ზურა(მე, ქეთი, გურო, ზაზა); თახვი, სელაპები და რაღაც იყო კიდევ(ანი, ნინი, ბაქრინიო, გიორგი). ჩვემა გუნდმა 2:1 მოუგო. ქეთისა და მანუჩარს დომინო ვეთამაშე. ვამაყობ საკუთარი თავით. მაცო:ქეთი მარსი-0; მაცო: მანუჩარი 1-0..
მერე მწვადი შევწვით.  ვჭამეთ. დასაძინებლად წავედით.  4 საწოლი ხუთს უნდა გაგვეყო. მე, ანი და ქეთი ერთად დავწექით.
დილას ყველაზე პირველი მე ავდექი, მერე ქეთი ავაგდე და მომაკვდავ გედებს ვცეკვავდით. ჭკვიანმა კუწურიობა ვიკისრე და საქორწინო კაბა შევუკერე ბაჭიას; მეგი გაოცებული თვალებით იყურებოდა. ბოლოს ყველა რომ ადგა მე ჩავწექი საწოლში და ძილი განვაგრძე. მალევე ქეთი ამოვიდა აეგდეო. მერე ყველა სიმღერა ვიმღერეთ მე და ბაჭიამ, რაც კი ვიცოდით.. ვისაუზმეთ, საციგურაოდ წავედით. ცუდი თხილამური მომცეს და გორადან დაშვებისას ფეხიდან გამძვრა. ვიღაც ბიჭმა ჩამომიყვანა, თავი ისე მოჰქონდა, თითქოს ბევრი იცოდა, ნერვები მომიშალა. მხოლოდ ორჯერ დავეშვი ისე, რომ არცერთხელ არ წავქცეულვარ.
სახლში დაბრუნებულებმა გამოვიცვალეთ, ვჭამეთ. ძალიან თოვდა და გვეშინოდა, მარშუტკას არაფერი დამართნოდა, მაგრამ მეგიმ უნდა წავიდეთ აუცილებლადო. მანუჩარმა- გამოცდილმა მემწვადემ, მწავდი კიდევ ერთხელ  შეწვა, რა თქმა უნდა, ისევე როგორც პირველი, ესეც მშვენიერი დასაგემოვნებელი იყო. ნარდი, კარტი - რა აღარ ვითამაშეთ. 4-ზე უნდა გავსულიყავით, ამიტომ ცოტა ადრე დავიწყეთ ჩაბარგება. მემგონი, ჩემ გარდა ყველა დაემშვიდობა მასპინძლებს.
 მოვკალათდით სამარშუტო ტაქსში და ჰაიდაა.  ნელა მივდიოდით, უზომოდ ნელა, მაგრამ უცებ მანქანა მოსრიალდა და გადავარდა, გვერდზე მთა იყო და  მას მიეყუდა, მე შემეშინდა, ჩემ გარდა არავის უტირია. მერე ტრაქტორი მოიყვანეს, დააშორეს დაძმაკაცებულ მთას. სამარშუტო ტაქსმა კუსავით დაიწყო სიარულით. სადღაც გავჩერდით და პაკრიშკა გამოუცვალეს, გზაში თამაშებით ვითამაშეთ(მაგ: ყველა ვასახელებდით ერთ ადამიანს, ვისაც ყველაზე მეტი ხმა ექნებოდა, მას ვუსვამდით კითხვებს, ის გულწრფელად გვპასუხობდა).
ძლივძლივობით ჩამოვაღწიეთ ტიფლისში, მარშუტკიდან რომ გამოვედი ფეხი მტკიოდა უკვე. კოჭალობით მივედი მანქანამდე. 
სახლში  ტრამვგელი წავისვი, ცოტა გამიარა, თუმცა მაინც დავკოჭალობ.
კიდევ მინდა ბაკურიანი.

February 9, 2011

ჩემო ინტერნეტ-მეგობარო,

ნიკა, უზომოდ ბევრჯერ მითხარი, დაწერე რამე ჩემზეო, მაგრამ ხან აზრების დაულაგებლობამ შემიშალა ხელი, ხან მეზარებოდა და საერთოდ ვერც ვერასდროს ვერ ვფიქრობდი, რა შეიძლება შენზე დამეწერა.. ახლა რომ ვუფიქრდები,ისევ ნაკლებად მაქვს შენზე სათქმელი. უკვე, მესამე? ჰო, მესამე-მეოთხე წელია, რაც ვმეგობრობთ. გახსოვს, სულ პირველად რომ გაგიცანი? მე არა. ისე  მახსოვს, ფანიზე მომწერე, კიარადა სკაიპში დამიმატე, მითხარი გიცნობო. 4-5 თვის შემდეგ, ცოლობა მთხოვე, მე უარით გაგისტუმრე, მაშინ გათხოვილი ვიყავი. ერთ წელიწადში 700-ჯერ მომწერე, ნუ ხარ შტერი და დებილი, გამომყევი ცოლადო. მე არ მოგყვებოდი. მერე ჯანდაბა შენს თავს, დავშორდი ქმარს და..
შემხვდიო, არა-მეთქი, გეხვეწებიო, კიდევ არა გითხარი.. მერე მარუსამაც მომწერა, ყოველდღე მწერდა, ბოლოს იკო უნდა მენახა და შენც გნახეთ მე და ნიამ.. მერე, ჩემი დაბადების დღე იყო.. 13-ის ვხდებოდი, შენ კიდე სრულიად მოულოდნელად დამატყდი თავს და, დიდი, უზარმზარი დათუნია? თუ ძაღლია? მოკლედ, ალუკარდი მაჩუქე.. მახსოვს, ყველაფრისდა მიუხედავად, მაინც როგორც მეგობარს ისე ცდილობდი შემოგეხედა და არასდროს ზედმეტი არ დაგცდენია..
დრო გადიოდა, ჩვენი მეგობრობა უფრო მტკიცდებოდა.  
სულ იმას ვამბობდი, ერთადერთი ადამიანი იყავი, ვინც ჩემს წიკებსა და საზიზღარ ქცევებს იტანდა ჩუმად. არასდროს არ მსაყვედურობდი, რომ არ გწერდი პირველი; არც მაშინ მითხარი არაფერი, როცა მოგწერე, გიორგი მომწონს-მეთქი, მაშინვე მიპასუხე მე დაგეხმარებიო.
რამდენმა ადამიანმა ჩაიარა, რამდენი ადამიანი ჩამომშორდა, ან ჩამოგვშორდა, მაგრამ ჩვენ მუდამ დიდ მეგობრებობას  ვინარჩუნებდით.
მერე რაღაც მოხდა, არ ვიცი რა, მაგრამ ცოტახანი, არა დაახლოებით 4-5 თვე საერთოდ არ ვსაუბრობდით, არც მოგიწერია და არც მე მომიკითხიხარ.
მე მოგწერე, მოგიკითხე, შენ უხეშად მიპასუხე, აღარც მომიწერია. შემდეგ დღეებში შენ მწერდი, მივხვდი, ნაწყენი ისე აღარ იყავი,  როგორც ადრე.
მერე რთული პერიოდი დამეწყო, შენ იმდენი გამიძელი, რამდენიც ირინკამ 6 წლის განმავლობში ვერ მოახერხა. როგორც არ უნდა მეპასუხა, მაინც მუდამ თბილად მპასუხობდი.
გახსოვს, როგორ დამახასიათე?
„ჭკვიანი ხარ ბევრ ასპექტში შეიძლება ითქვას ზედმეტად ჭკვიანიც კი. შრომის მოყვარე, ცოტატი კონსერვატიულიც ხარ, მაგრამ მომწონს იმიტომ რომ ბევრი ძაან გაუზრდელებულია, ნუ იუმორის გრძნობა გაქვს ძალიან კარგი, კეთილი თბილი, ზედმეტად მიამიტიც(მაგრამ ჩემ მიმართებაში ყველა შეილება ჩაითვალოს ასეთად), ნუ მოთმინება გაკლია ანუ ვინმემ რამე ისეთი რო ქნას ყელს გამოჭრი, მუსიკის გემოვნება არ მომწონს, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ცუდ მუსიკას უსმენ, გულმავიწყიც ხარ.“
ზუსტად, ძალიან ზუსტად დამახასიათე და მივხვდი, რომ კარგად მიცნობ, ზედმეტად კარგადაც კი.
ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, უზომოდ მიყვარხარ და გაფასებ, მეგობარო.
ვინც კი აქამდე გამიცნია ინტერნეტით, მათ შორის ყველაზე დიდი შენაძენი ხარ!

February 1, 2011

მეგობარო,

ირ, ვიცი ენთვის არასდროს მითქვამს მიყვარხარ, პირადად მაინც, მაგრამ უთქმელადაც იცი, რომ ჩემს გულში მესამე ადგილი გიკავია. ისედაც მესამე ხარ, ვისაც უზომოდ დიდ პატვს ვცემ; ვინც ჩემი ოჯახის მესამე წევრად მიმაჩნია. ჰომ იცი, იმდენად არ ვგავართ ერთმანეთს, რამდენადაც მე შენ მიყვარხარ. იმდენი რამ ვიცით ერთმანეთის შესახებ, რამდენადაც შენ მე გიყვავარ
მახსოვს, პირველად ჩვენს სკოლაში როდესაც გადმოხვედი, ავიდანვე როგორი ამზერით გიყურებდი. ხანდახან იმდენად მინდოდა შენი დახრჩობა, ლამის იყო გავმსკდარიყავი. ერთხელ ცუდად გიხარი რაღაც კლასის წინაშე, ვცადე დამენახებინა, რომ კლასში მეორევაიმეარ იყო, თუმცა შენკარგი”- მითხარი და ბოლოს ცინიკური ღიმილიც მოაყოლე. მაშინ ზედმეტად გავბრაზდი.
მერე გავიზარდე, შენც დამანახე, რომ სრულიად ჩვეულებრივი იყავი, არაფრით გამორეული სხვებისგან, თუ ერთ თვისებას არ ავთვლითუზომოდ კეთილი და კარგი გულის პატრონი აღმოჩნდი. მახსოვს, როგორ დავმეგობრდით(“პოსტი”). ახსოვს, შენები რომ გამაცანი და არ დამიმალე, არცერთს არ მოეწონეო, მაშინ ძალიან მეწყინა, მერე მივხვდი ჩემი წვეტიანი აზრების გამო ამითვალწუნეს. შენთან არ ამოვდიოდი, რომ მეკიხებოდი, რატომ არ მოდიხარო, გპასუხობდი, მრცვენია და ან არც მცალია-მეთქი. ვიცი, რომ იცოდი რატომაც არ მინდოდა, მაგრამ არ მიტყდებოდი, ეტყობა გულის სიღმეშიც გიხაროდა..
მერე ვიხუბეთ, ძალიან ვიხუბეთ. მთელი კლასი არიე ჩვენს საქმე და ძალიან ხუბე, ამის შემდეგ უფრო დავშორდით. ერთი თვე ენთვის ზედაც არ შემომიხედავსარ მისუაბრია, უბრალოდ ჩუმად ვიყავი.. მერე მივხვდი, ჩემზე ჯიუტი იყავი, ამიტომ პირველად მე მოვედი და მოგესალმე. შენი გაბრწყინებული თვალები მახსოვს. კიდევ ის, მთელი დღე საუბარში რომ გავატარეთ და მითხარი, ბიჭი მიყვარსო. ისე გამიკვირდა.. მერე, შენი ტირილებიც მახსოვს და ჩემი ცუდი მინაწერები იმ ბიჭთან, მერე პირველად რომ ვისაუბრეთ გულახდილად და ისეთები მოვყევით, რაც ზედმეტად ინტიმური იყო.
სკოლაში ერთად დავჯექით. სულ მაწუხებდა, ინა ეიდას რომ არ მოვეწონე. დასვენებაზე გკითხე:
-ირ, ინა დეიდა იგივეს ფიქრობს?
-არა, გუშინ მითხრა. მიხარია, ასეთი კარგი მეგობარი რომ გყავს. მართალია ცოტა ხმაურიანია, მაგრამ ეგ არაფერი.
მე რომ ვიკივლე და შენ ამყევი, მერე მკითხე:
-გოგო, გაკლია, რატო მაყვირებინე?
 მე გავსკდი სიცილით, მერე შენც ამყევი.
გავიდა წლები, იმდენი რამ გავიგეთ ერთმანეთის შესახებ, ძაააალიან ბევრი. დებივით ვიყავით.
გახსოვს, ფსიქოლოგიურზე რომ ევედი. სულ იმაზე ვჩხუბობდით, მეტროთი წავსულიყავით, თუ ავტობუსით. მანამდე ნია ამერიკაში წავიდა. მე მეგონა მარტო ვიქნებოდი ერთი წელი, უმცა ენ მითხარი ცრემლებმომდგარმა, გახსოვს?
-მაც, დღეიდან შენ ჩემი მეოთხე და იქნები.
მე შენს წინაშე არ ვიტირე, სახლში დაბრუნებისას კი ცრემლად დავიღვარე
მეორე დღეს დილიდან შენთან ვიყავი, ინა დეიდამ მითხრა:
-დაიმახსოვრე, რომ დღეიდან ემი მეოთხე შვილი იქნები.
მე და შენ ხტუნაობა რომ დავიწყეთ, გახსოვს? მაგ დღეს პირველად ჩავიცვი ჩუსტები შენს სახლში, პირვეად ვჭამე რამდენიც მინდოდა, პირველად წამოვწექი საწოლზე და პირველად დავბოდიალობდი უკიხავად ოთახიდან-ოთაში. ახსოვს, დედაჩემი როგორ დავითანხმეთ ჩემი შენან დარჩენაზე. მთელი საწოლი ლამის აინგრა იმდენი ვიცინეთ და ვითამაეთ. მერე თიკას რომ ვაჯავრებდით:
-გაჩერდიიიიით. იცოდე, ირინა, ედას დავურეკავ.
და ან თვალებს გვიბრიალებდა, ჩვენ სიცილს ვერ ვიკავებდით და.. მერე, მერე მომშივდა და მთელი მაცივარი გადავჭამე.. გახსოვს, პიველი სპეკტაკლის პრემიერის დროს როგორ ვნერვიულობდით? მერე მე და შენ ახუტებულები ბოლო ხმაზე როგორ ვტიროდით და ლამის სპეკტაკლი ჩავშალეთ. მერე, თეარალურის პირველი დღე . კვატომ რაღ მითრა, მე ტელეფონს ვეცი და წერა დავიწყე, ენ კიდე იმდენი იცინე, ყველას რომ გადმოგვდე. პირველი ერთობლივი ეტიუდი გახსოვს? გიორგიმ როგორ გვითხრა:
-თქვენ ნორმალურები არ? ეს რა უბედურებაა.
საკუთარი ტიუდები? შენ ქუსლი გტყდება, საღეჭი რეზინით აწებებ, მე სკამზე წებოთი ვეკრობი და ვეღარ დავამავეთ.. ის, ვითომ ძმა რომ გვიკვდება. შენ იცინოდი და მე მთელი გრძნობით ვტიროდი, მასწავლებელს გაბრწყინებული თვალებით შევხედე მან კი
- არ გამაგიჟოთ ახლა ხალხნო - გვითხრა..
მერე, მეორე სპეკტაკლის დროს, როგ ვნერვიულობდი. ტირილი რომ დავიწყე. პირველად რომ გამოვედი სცენაზე შენ შემოგედე, შენ კი ცხვირი ისე ამიბზუე, რომ გამეცინა, თუმცა სიტუაციის შესაბამისად. სპეკტაკლის ბოლოს, სველ რააცაზე რომ დავჯექი სცენაზე და აფსმულივით დავბოდილობდი, ენ კი იმდენი ცინე, ვერ ამიხსენ რა მჭირდა.. ბოლოს სკამზე დაჯდომა მაინც დაგასწარი, და ენ სცენის მიჭუჭყნულს კამზე გაგიშვი.. ბოლოს, ერთი-ორი ცუდად რომ გავჭორეთ. გასოვს, მესამე სპეკტაკზლე ლამის სენაზე აგვეტირა, ცოაც და აგვივარდებოდა..
შენთან რომ წავედი ყვარელში. მეორე დღეს ძროხას მუვუთხარი, ენ სიცილი დაიწყე, ხალხმა გაოცები შემომხედა, მე და იკა კი გიებივით ვიცინოდით.. მერე ბიჭები მოგვეწონა. მე შენსას ვერ ვიტანდი, შენ ჩემსას. მე ბევრი მატირა ერთმმა საზიზრარა, შენ კი პირველად იგინე ცხოვრებაში..
კიდე ბევრია..
მენატრება ძველი დრო, ძალიან მენატრება..
მიყვარხარ, ირ..

  © NOME DO SEU BLOG

Design by Emporium Digital