-დე, რა კარგი იქნებოდა, XVI, ან XVII საუკუნეში რომ ვცხოვრობდე, არა?
-დავიჯერო კომპიუტერს შეელეოდი?
-კი, კი.. როგორი მიმზიდველია მარაოთი სიარული.
-მალევე მოგბეზრდებოდა.
-არა, რაღაც რომანტიულია ის კაბები რომ აცვიათ, უკან კორსეტით აქვთ ხოლმე მოჭერილები. რა მაგარი იქნებოდა.
დედამ ერთი შემომხედა და ტელევიზორის ყურება განაგრძო.
ჰო, ნამდვილად ძალიან კარგი და საინტერესო იქნებოდა, წინა საუკუნეებში რომ მეცხოვრა. ცოტა ხნის წინ “მადამ ბოვარის” კითხვა დავიწყე და საოცრად მომინდა იმ დროში ცხოვრება.
ლამაზი, წელში გამოყვანილი ფუშფუშა კაბები, ზედმეტად ელეგანტური და მიმზიდველია. დიდი, მბრწყინავი საყურეები და მისივე სტილის ყელსაბამი. ხელზე სპილოსძვლისფერი იდაყვანდე ხელთათმანი; ხელში კი მარაო, ლამაზი მოქსოვილი მარაო. ფეხსაცმელს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ისიც ისეთივე ლამაზი და ღია კანისფერი იქნება, როგორიც კაბა. მამაკაცებს ფრაკი ეცმევათ, ფერს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
ძალიან მომწონს იმ დროინდელი ადათ-წესები, საზოგადოებაში მოქცევის კულტურა. ეტლით გადაადგილება, მეეტლეებს ზოგიერთ ქვეყანაში გარკვეული სამოსი აქვთ, საინტერესოა და ერთგვარად მიმზიდველი. თუმცა ახლა სახელი არ მახსოვს.
ეს პოსტი ავსტრიაში ყოფნის 14-15 დღეს ეხება. თუ წაკითხული გაქვთ გეცოდინებათ, რომ შონ ბრუნის დასათვალიერებლად წაგვიყვანეს, დაგვათვალიერებინეს მეფის შვილის ოთახი, შემდეგ მისი ტანსაცმელი. მაშინაც ძალიან მომწონდა ძველ საუკუნეებში მცხოვრები ხალხის ჩაცმულობა. შემოგვთავაზეს ჩაგვეცვა, სურათები გადააგვეღო, თუმცა სამწუხაროდ მხოლოდ ძალიან პატარა ბავშვების და დიდი ქალების იყო. ძალიან დამწყდა გული, მაგრამ სარკესთან პოზიორობით მაინც ვიჯერე გული.



