გუშინ საღამოს თეგ თამაშებზე ვფიქრობდი. მინდოდა, რომელიმე თამაში გამეგრძელებინა, მაგრამ ვერც ერთი ვერ მოვიფიქრე. დაახლოებით შუაღამის 3სთ-ზე გამეღვიძა. მაინც და მაინც მაშინ მომინდა რაღაცებზე ფიქრი, ჰოდა, უცებ თავში დამარტყა ახალი თამაში წამომეწყო: „მითხარი რომელი ფერი გიყვარს და გეტყვი ვინ ხარ შენ!“. თამაშის არსი რაში მდგომარეობსო იკითხავთ. მოკლედ, მე ვიწყებ იმით, თუ რომელი ფერი მიყვარს. შემდეგ ვწერ ჩემს თავზე: როგორი ხასიათი მაქვს, რა მიყვარს, რას ვერ ვიტან, მიყვარს თუ არა ადამიანებთან ურთიერთობა და ა.შ. თუ თამაშს ბევრი გააგრძელებს, შელამაზებულად რომ ვთქვათ, გამართლდება ჩემი აწ უკვე ხსენებული „ბრძნული“ გამონათქვამი.
ბავშვობიდან ჭყეტელა ფერები მიყვარდა, შესაბამისად ვერ ვიტანდი შავსა და თეთრს, არც ყავისფერი მომწონდა დიდად, ნაცრისფერზე ბევრი რომ არ ვისაუბრო. რატომღაც მუდამ ვთვლიდი, რომ წითელი ფერი მიხდებოდა ყველაზე მეტად, და ამიტომ ჩანთებიც , ტანსაცმელიც, პასტებიც, რვეულებიც და მრავალი ნივთი წითელი ფერისა მქონდა.
პატარაობიდანვე დიდი სიჯიუტითა და პრინციპულობით გამოვირჩეოდი. რაც ძალიან მინდოდა და იმას დედა არ მიყიდიდა შემეძლო მთელი ხმით მეტირა, ან საათები გავბუტულიყავი. მის თბილ მომართვაზე:
-დედა, ესეთი ხომ გაქვს.
ან
-ახლა ვერ გიყიდი.
მუდამ უხეში რეპლიკები მქონდა. რომ გითხრათ რაც უფრო ვიზრდებოდი, მით მეტს ვხვდებოდი და ვაანალიზებდი-მეთქი, მოგატყუებთ, ახლაც შემიძლია გავიბუტო, თუ დედა სადმე არ მიშვებს.
გაბუტვებისა, ტირილებისა და მრავალი ბავშური გამოხტომის შემდეგ დედიკოს გასაბრაზებლად უაზრობებს ვაკეთებდი. ეს განსაკუთრებით ზამთარში გამომდიოდა. ახალ წლებზე სოფელში მივდიოდი დასასვენებლად. ზაფხულში ძალიან ცხელოდა, ზამთარში კი ისეთი სიცივე და თოვლი იცოდა... ციგას 3-4 წლიდან დავასრიალებდი მარტო აქეთ-იქით, ადრე ძალიან რისკიანი და უშიშარი ვიყავი. ისეთი გორაკებიდან ვსრიალებდი, საიდანაც დიდებიც კი ვერ ბედავდნენ. ყველა გვიშლიდა იქიდან ჩამოსრიალებას. ერთ-ერთი გაბუტვის შემდეგ, ბავშვები დიდ გორაკზე ავედით, ასე 15-20 კაცი მაინც ვიქნებოდით. ყველას ძალიან ეშინოდა, გამოვტყდები მეც, თუმცა არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ დედიკოსთვისაც მინდოდა დამემტკიცებინა, რომ რასაც მინდოდა იმას მივაღწევდი. ახლა რომ ვიხსენებ იქიდან როგორ ჩამოვსრიალდუი, მუდამ მაჟრიალებს. მოკლედ, გორაკი ძალიან დიდი იყო სიგრძეში, სიგანეში არა. ზუსტად ცენტრში ორი ჩემხელა ლოდი იდგა, დაგორებით არ დაგორდებოდა. შეჯახების თავიდან ასაცილებლად გვერდი უნდა აგევლო და ისე ჩასულიყავი ბოლომდე. ანუ წამის მეასედში უნდა მიგეხვ-მოგეხვია, ეს კი რთული იყო იმათთვის, ვინც წონიანი იყო, ან უბრალოდ დიდი. აი, პატარებისთვის არ მეგონა, რომ შეიძლებოდა პრობლემური ყოფილიყო. ასე 15 წუთი ვიდექით და ვბჭობდით, როგორ უნდა ჩავსულიყავი ისე, რომ არც ლოდს დავჯახებოდით და არც გორაკის საზღვრებს გავცდენოდით. ამ დროს გამვლელ-გამოვლელი ხალხი შეიკრიბა არმართის თავში. ამან უფრო გამათამამა. მუცლით დავწექი ციგაზე და წავიდაა, უკნიდან გავიგონე ვიღაცამ რომ დამიყვირა:
- მოიცა, გოგო, ჯერ ბიჭები ჩავიდნენ.
არ მახსოვს, როგორ ჩავედი, ან ბავშვებისა და ხალხის რეაქცია რა იყო, თუმცა ხშირად რომ იხსენებენ ამ ამბავს ქვაბისხეველები ეგ ფაქტია. დედამ რომ გაიგო ეს ამბავი, როგორც მახსოვს არ უჩხუბია. დრო და დრო ჩემი სითამამე და რისკიანობა შესუსტდა. სიბნელის მუდამ მეშინოდა, მაგრამ სიმაღლისა და ექსტრემალური სიტუაციების არა. ახლა ვერც 8-ე სართულიდან ვიხედები და ვერც „ამერიკულ გორკებზე“ ვჯდები.
მუდამ გორაკებიდან სრიალი და ღელეში ტრამპლინებიდან გადმოხტომა ცოტა მოსაბეზრებელი იყო, ამიტომ ხანდახან ჩემი ჭკუით ვახალისებდი ბავშვებს. მახსოვს, ერთხელ ჩემს სახლთან მდებარე სასრიალოდან ასე 10-კაცმა გადავწყვიტეთ, რომ მატარებელით ჩამოვსრიალებოდით. მხოლოდ მეორე ციგის თოკს დაიჭერდა პირველი ვინც იჯდა და დანარჩენები ჩაებმებოდნენ მაგ: მესამე მეორეს, მეოთხე მესამეს და ა.შ. რადგანაც მთელ სოფელში სითამამით გამოვირჩეოდი, მძღოლი მე ვიყავი. გადავწყვიტე თოკი, რომლითაც მეორე ციგა მეჭირდა, უფრო სწორედ მთელი ვაგონები, იქვე არსებულ ბოძზე მიმება, გამოვიდოდა მე გავსრილდებოდი, ხოლო დანარჩენები ერთმანეთს შეეჯახებოდნენ და მრგვალად დატრიალდებოდნენ. ყველას სინქრონულად
უნდა ესვა ფეხები, რომ სწორად ჩავსრიალებულიყავით... დავიწყეთ - ერთი, ორი სამი... ყველა მზადაა და წავიდაა... მე წინ გავიჭერი, თანარჩენები კი უკან დარჩნენ.. მახსოვს, როგორ ვკვდებოდი სიცილით.. უკნიდან ვაიმე, მარიკა გავიგე და ამან საერთოდ ჭკუიდან გადამიყვანა.. უცებ ხეს შევეჯახე, ციგა მოინჭყრა. გაოცებული ავდექი და ველური ხმები მეცმოდა, გავიხედე და... ბავშვები ძირს წვანან და კვდებიან სიცილით. იმათ არაფერი დამართნიათ. იცინის ის ვინც ბოლოს იცინისო სწორედ მაგ მომენტზე იყო გამოჭრილი. დღემდე სიცილით ვიხსენებ მაგ დღეებს. მუდამ ოხუნჯობითა და „დიდი“ იუმორით გამოვირჩეოდი მეგობრებისგან. უკვე ყველა ისე მიეჩვია ჩემს არასერიოზულ დამოკიდებულად თითქმის ყველაფერთან, რომ უაზრო ქცევაზეც კი კვდებოდნენ სიცილით. მეგობრების თქმით, ნამდვილი გიჟ-ხიფათა ვარ.. ანეგდოტები მიყვარს ძალიან, სიცილი ხომ საერთოდ..
უცნაური საუბრის მანერა მაქვს. რამდენიმე სიტყვას ვაგრძელებ. კლასელები დამცინიან, ეთერ კაკულიას ბაძავო. ნებისმიერ რამეზეც კი შეიძლება ნერვები ამეშალოს. ხშირად ვჩხუბობ და ვკამათობ. გუშინ გივიმ მითხრა:
-მაც, რატომ საუბრობ მუდამ ქერქიანად?
-რა ქერქიანად?
გაკვირვებულმა სიცილით ვკითხე.
-აი, რაც შეგიძლია გაატარო არ ატარებ. პატარა გადახვეულ ხუმრობაზეც კი ნერვებს იშლი. ძალიან აგრესიულობ, არადა ასეთი არ ხარ.
გავჩუმდი, ცოტახანი ხმა აღარ ამომიღია. მერე კი ავუხსენი, რომ ასეთი ვარ და ბლაბლაბლა, როგორც ვიცი ხოლმე.. სახლში მისულმა ისეთი ლექციები ვუკითხე საკუთარ თავს არ მგონია, კიდევ ერთხელ ვიუხეშო. იმდენეჯერ მიცდია თავის შეკავება, მაგრამ ხშირად არ გამომდის, რა უბედურებაა.
მეუბნებიან პირდაპირი ადამიანი ხარო, ასეც არის. არ მიყვარს პირფერობა. ვერც იმაზე ვერ ვიფიქრე, რომ ვინმეს რამე არ ვაწყენინო. როგორც უნდა ისე მიიღოს, მაგრამ არის რაღაც, რასაც არ ვითმენ.
ერთ-ერთი ტესტის გაკეთებისას ამომივიდა, რომ ხან ეშმაკზე უარესი ხარ, ხან კი ანგელოზივით წმინდაო; ასეცაა. როგორ უნდა ავხსნა არ ვიცი, უბრალოდ ასეთი ვარ. იმდენი აგრესია დევს, რამდენი სითბოც.
ნამდვილად თბილი და კეთილი ვარ. რომ ვთქვა, არ ვარ-მეთქი დამიჯერებთ?- არა, რა თქმა უნდა.
დაავადება ნარცისიზმი.
შემიძლია დაუსრულებლივ ვიდგე სარკესთან და დავტკბე ჩემი გარეგნობით, მუდამ შემიძლია საუთარ თავზე საუბარი, არასდროს არ მიჭირს. არასდროს მერიდება საკუთარი თავისთვის კომპლიმენტის თქმა. არა, არა მთლად ეგრეც არაა. ხანდახან მერიდება კიდეც. სიტუაციას გააჩნია. დედაჩემის ხელა ადამიანებთან ვერ დავიწყებ, ჩემს შესანიშნავ გარეგნობაზე საუბარს და საერთოდაც, მე უფროს ხალხთან ვერ ვსაუბრობ. ერთადერთი დედაჩემი და დეიდაჩემია, ვისთანაც საუბარი მუდამ მიყვარს და მსიამოვნებს. არასდროს ვმალავ ჩემს აზრს და ყველაფერს შეულამაზებლად ვყვები.
ძალიან მიყვარს ფსიქოლოგია. შესაბამისად ადამიანებათან ურთიერთობა და ახალი ნაცნობების შეძენა.
ვგრძნობ, რომ ჩემს მეგობრებს ვუყვარვარ და მაფასებენ, მეც მიყვარს ყველა, ძააააალიან მიყვარს, აი,
ამხელაზე. როგორც ამბობენ, შემიძლია ადამიანი მთელი გულით შევიყვარო. თუ საჭიროა, გაუკეთებელ საქმესაც გავაკეთებ. ძალიან მიყვარს ადამიანების გახარება და კარგ ხასიათზე დაყენება. მიყვარს ჩახუტება , სითბოს როდესაც ვჩუქნი და მათგანაც იგივეს ვიღებ.
მიყვარს წელიწადის ყველა დრო. ვუსმენ აბსოლუტურად ყველაფერს, ნუ მიუზს და მეფეს უფრო ხშირად, ვიდრე გაკვეთილებს ვსწავლობ. კითხვა მიყვარს, არა, საინტეერსო წიგნების კითხვა მიყვარს, საინტერესოსი.
მოკლედ, ეს ვარ, რაც ვარ.
ვთაგავ კიწის, აქსიომას, გულებიან ანას.
ძალიან საინტერესო იქნება, თუ საყვარელ ფერსა და მწირ ინფორმაციას დაწერთ თქვენს შესახებ კომენტარებში.
ბავშვობიდან ჭყეტელა ფერები მიყვარდა, შესაბამისად ვერ ვიტანდი შავსა და თეთრს, არც ყავისფერი მომწონდა დიდად, ნაცრისფერზე ბევრი რომ არ ვისაუბრო. რატომღაც მუდამ ვთვლიდი, რომ წითელი ფერი მიხდებოდა ყველაზე მეტად, და ამიტომ ჩანთებიც , ტანსაცმელიც, პასტებიც, რვეულებიც და მრავალი ნივთი წითელი ფერისა მქონდა.
პატარაობიდანვე დიდი სიჯიუტითა და პრინციპულობით გამოვირჩეოდი. რაც ძალიან მინდოდა და იმას დედა არ მიყიდიდა შემეძლო მთელი ხმით მეტირა, ან საათები გავბუტულიყავი. მის თბილ მომართვაზე:
-დედა, ესეთი ხომ გაქვს.
ან
-ახლა ვერ გიყიდი.
მუდამ უხეში რეპლიკები მქონდა. რომ გითხრათ რაც უფრო ვიზრდებოდი, მით მეტს ვხვდებოდი და ვაანალიზებდი-მეთქი, მოგატყუებთ, ახლაც შემიძლია გავიბუტო, თუ დედა სადმე არ მიშვებს.
გაბუტვებისა, ტირილებისა და მრავალი ბავშური გამოხტომის შემდეგ დედიკოს გასაბრაზებლად უაზრობებს ვაკეთებდი. ეს განსაკუთრებით ზამთარში გამომდიოდა. ახალ წლებზე სოფელში მივდიოდი დასასვენებლად. ზაფხულში ძალიან ცხელოდა, ზამთარში კი ისეთი სიცივე და თოვლი იცოდა... ციგას 3-4 წლიდან დავასრიალებდი მარტო აქეთ-იქით, ადრე ძალიან რისკიანი და უშიშარი ვიყავი. ისეთი გორაკებიდან ვსრიალებდი, საიდანაც დიდებიც კი ვერ ბედავდნენ. ყველა გვიშლიდა იქიდან ჩამოსრიალებას. ერთ-ერთი გაბუტვის შემდეგ, ბავშვები დიდ გორაკზე ავედით, ასე 15-20 კაცი მაინც ვიქნებოდით. ყველას ძალიან ეშინოდა, გამოვტყდები მეც, თუმცა არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ დედიკოსთვისაც მინდოდა დამემტკიცებინა, რომ რასაც მინდოდა იმას მივაღწევდი. ახლა რომ ვიხსენებ იქიდან როგორ ჩამოვსრიალდუი, მუდამ მაჟრიალებს. მოკლედ, გორაკი ძალიან დიდი იყო სიგრძეში, სიგანეში არა. ზუსტად ცენტრში ორი ჩემხელა ლოდი იდგა, დაგორებით არ დაგორდებოდა. შეჯახების თავიდან ასაცილებლად გვერდი უნდა აგევლო და ისე ჩასულიყავი ბოლომდე. ანუ წამის მეასედში უნდა მიგეხვ-მოგეხვია, ეს კი რთული იყო იმათთვის, ვინც წონიანი იყო, ან უბრალოდ დიდი. აი, პატარებისთვის არ მეგონა, რომ შეიძლებოდა პრობლემური ყოფილიყო. ასე 15 წუთი ვიდექით და ვბჭობდით, როგორ უნდა ჩავსულიყავი ისე, რომ არც ლოდს დავჯახებოდით და არც გორაკის საზღვრებს გავცდენოდით. ამ დროს გამვლელ-გამოვლელი ხალხი შეიკრიბა არმართის თავში. ამან უფრო გამათამამა. მუცლით დავწექი ციგაზე და წავიდაა, უკნიდან გავიგონე ვიღაცამ რომ დამიყვირა:
- მოიცა, გოგო, ჯერ ბიჭები ჩავიდნენ.
არ მახსოვს, როგორ ჩავედი, ან ბავშვებისა და ხალხის რეაქცია რა იყო, თუმცა ხშირად რომ იხსენებენ ამ ამბავს ქვაბისხეველები ეგ ფაქტია. დედამ რომ გაიგო ეს ამბავი, როგორც მახსოვს არ უჩხუბია. დრო და დრო ჩემი სითამამე და რისკიანობა შესუსტდა. სიბნელის მუდამ მეშინოდა, მაგრამ სიმაღლისა და ექსტრემალური სიტუაციების არა. ახლა ვერც 8-ე სართულიდან ვიხედები და ვერც „ამერიკულ გორკებზე“ ვჯდები.
მუდამ გორაკებიდან სრიალი და ღელეში ტრამპლინებიდან გადმოხტომა ცოტა მოსაბეზრებელი იყო, ამიტომ ხანდახან ჩემი ჭკუით ვახალისებდი ბავშვებს. მახსოვს, ერთხელ ჩემს სახლთან მდებარე სასრიალოდან ასე 10-კაცმა გადავწყვიტეთ, რომ მატარებელით ჩამოვსრიალებოდით. მხოლოდ მეორე ციგის თოკს დაიჭერდა პირველი ვინც იჯდა და დანარჩენები ჩაებმებოდნენ მაგ: მესამე მეორეს, მეოთხე მესამეს და ა.შ. რადგანაც მთელ სოფელში სითამამით გამოვირჩეოდი, მძღოლი მე ვიყავი. გადავწყვიტე თოკი, რომლითაც მეორე ციგა მეჭირდა, უფრო სწორედ მთელი ვაგონები, იქვე არსებულ ბოძზე მიმება, გამოვიდოდა მე გავსრილდებოდი, ხოლო დანარჩენები ერთმანეთს შეეჯახებოდნენ და მრგვალად დატრიალდებოდნენ. ყველას სინქრონულად
უნდა ესვა ფეხები, რომ სწორად ჩავსრიალებულიყავით... დავიწყეთ - ერთი, ორი სამი... ყველა მზადაა და წავიდაა... მე წინ გავიჭერი, თანარჩენები კი უკან დარჩნენ.. მახსოვს, როგორ ვკვდებოდი სიცილით.. უკნიდან ვაიმე, მარიკა გავიგე და ამან საერთოდ ჭკუიდან გადამიყვანა.. უცებ ხეს შევეჯახე, ციგა მოინჭყრა. გაოცებული ავდექი და ველური ხმები მეცმოდა, გავიხედე და... ბავშვები ძირს წვანან და კვდებიან სიცილით. იმათ არაფერი დამართნიათ. იცინის ის ვინც ბოლოს იცინისო სწორედ მაგ მომენტზე იყო გამოჭრილი. დღემდე სიცილით ვიხსენებ მაგ დღეებს. მუდამ ოხუნჯობითა და „დიდი“ იუმორით გამოვირჩეოდი მეგობრებისგან. უკვე ყველა ისე მიეჩვია ჩემს არასერიოზულ დამოკიდებულად თითქმის ყველაფერთან, რომ უაზრო ქცევაზეც კი კვდებოდნენ სიცილით. მეგობრების თქმით, ნამდვილი გიჟ-ხიფათა ვარ.. ანეგდოტები მიყვარს ძალიან, სიცილი ხომ საერთოდ..უცნაური საუბრის მანერა მაქვს. რამდენიმე სიტყვას ვაგრძელებ. კლასელები დამცინიან, ეთერ კაკულიას ბაძავო. ნებისმიერ რამეზეც კი შეიძლება ნერვები ამეშალოს. ხშირად ვჩხუბობ და ვკამათობ. გუშინ გივიმ მითხრა:
-მაც, რატომ საუბრობ მუდამ ქერქიანად?
-რა ქერქიანად?
გაკვირვებულმა სიცილით ვკითხე.
-აი, რაც შეგიძლია გაატარო არ ატარებ. პატარა გადახვეულ ხუმრობაზეც კი ნერვებს იშლი. ძალიან აგრესიულობ, არადა ასეთი არ ხარ.
გავჩუმდი, ცოტახანი ხმა აღარ ამომიღია. მერე კი ავუხსენი, რომ ასეთი ვარ და ბლაბლაბლა, როგორც ვიცი ხოლმე.. სახლში მისულმა ისეთი ლექციები ვუკითხე საკუთარ თავს არ მგონია, კიდევ ერთხელ ვიუხეშო. იმდენეჯერ მიცდია თავის შეკავება, მაგრამ ხშირად არ გამომდის, რა უბედურებაა.
მეუბნებიან პირდაპირი ადამიანი ხარო, ასეც არის. არ მიყვარს პირფერობა. ვერც იმაზე ვერ ვიფიქრე, რომ ვინმეს რამე არ ვაწყენინო. როგორც უნდა ისე მიიღოს, მაგრამ არის რაღაც, რასაც არ ვითმენ.
ერთ-ერთი ტესტის გაკეთებისას ამომივიდა, რომ ხან ეშმაკზე უარესი ხარ, ხან კი ანგელოზივით წმინდაო; ასეცაა. როგორ უნდა ავხსნა არ ვიცი, უბრალოდ ასეთი ვარ. იმდენი აგრესია დევს, რამდენი სითბოც.
ნამდვილად თბილი და კეთილი ვარ. რომ ვთქვა, არ ვარ-მეთქი დამიჯერებთ?- არა, რა თქმა უნდა.
დაავადება ნარცისიზმი.
შემიძლია დაუსრულებლივ ვიდგე სარკესთან და დავტკბე ჩემი გარეგნობით, მუდამ შემიძლია საუთარ თავზე საუბარი, არასდროს არ მიჭირს. არასდროს მერიდება საკუთარი თავისთვის კომპლიმენტის თქმა. არა, არა მთლად ეგრეც არაა. ხანდახან მერიდება კიდეც. სიტუაციას გააჩნია. დედაჩემის ხელა ადამიანებთან ვერ დავიწყებ, ჩემს შესანიშნავ გარეგნობაზე საუბარს და საერთოდაც, მე უფროს ხალხთან ვერ ვსაუბრობ. ერთადერთი დედაჩემი და დეიდაჩემია, ვისთანაც საუბარი მუდამ მიყვარს და მსიამოვნებს. არასდროს ვმალავ ჩემს აზრს და ყველაფერს შეულამაზებლად ვყვები.ძალიან მიყვარს ფსიქოლოგია. შესაბამისად ადამიანებათან ურთიერთობა და ახალი ნაცნობების შეძენა.
ვგრძნობ, რომ ჩემს მეგობრებს ვუყვარვარ და მაფასებენ, მეც მიყვარს ყველა, ძააააალიან მიყვარს, აი,
ამხელაზე. როგორც ამბობენ, შემიძლია ადამიანი მთელი გულით შევიყვარო. თუ საჭიროა, გაუკეთებელ საქმესაც გავაკეთებ. ძალიან მიყვარს ადამიანების გახარება და კარგ ხასიათზე დაყენება. მიყვარს ჩახუტება , სითბოს როდესაც ვჩუქნი და მათგანაც იგივეს ვიღებ.მიყვარს წელიწადის ყველა დრო. ვუსმენ აბსოლუტურად ყველაფერს, ნუ მიუზს და მეფეს უფრო ხშირად, ვიდრე გაკვეთილებს ვსწავლობ. კითხვა მიყვარს, არა, საინტეერსო წიგნების კითხვა მიყვარს, საინტერესოსი.