Showing posts with label ქორწილი. Show all posts
Showing posts with label ქორწილი. Show all posts

March 25, 2011

ჩემი ქმარი არ არის მოძალადე


იდეალური მამაკაცი:
1. ჭკვიანი, განათლებული. საინტერესო მოსაუბრე. გარკვეულ სფეროში ბევრი უნდა იცოდეს.
2. ყურადღებიანი – ზომიერად.  თბილი, მოსიყვარულზე. 
3. არ მინდა იმ საქმეს აკეთებდეს, რასაც მე. 
4. ყველა სიტუაციისათვის შესაფერისი. ჰო, აი, ასე უხეშად და გადაჭრით. 
5. პატივს სცემდეს ყველა, ვინც მას იცნობს. აუცილებლად, ესეც გადაჭრით.
6. სამართლიანი – რთულია ხშირად ასეთ ადამიანთან ურთიერთობა, მაგრამ ის მაინც მეცოდინება, რომ უაზროდ დაშვებულ შეცდომებზე არ ვიკამათებთ.
7. კეთილი – ყველაზე მეტად ასეთ ადამიანებს ვცემ პატივს, დიახ.
8. იცოდეს, რა დროს, რა მსიამოვნებს; რა დროს, როგორ მომართოს და საერთოდ, მასთან ყოფნის არცერთი წუთის შეცვლა არ უნდა მომინდეს.

  • ქერა/შავთმიანი, ცისფერ(მწვანე)თვალება/დანარჩენფერ თვალება, მაღალი/აუცილებლად მაღალი. კარგი აღნაგობის, არც ძალიან მსუქანი და გამხდარი ხომ საერთოდ. თეთრი/ისერათეთრი კანი. ტუჩები – ლამაზი, უბრალოდ ლამაზი. ბეწვების სიჭარბე არ უნდა აწუხებდეს, არა.

იცით, როგორი არ მინდა იყოს ჩემი მომავალი მეუღლე? -აი, გუშინდელ პროფილში მიწვეულ სტუმრებს, როგორი ქმრებიც ჰყავდათ ისეთი. 
ძალიან შემეშინდა, დიახ, ძალიან.
გონებაში ყველა ამოვატივტივე, ვინც ოდესმე წარმომედგინა მეორე ნახევრის ამპლუაში და.. მე ვიცი, რომ არ მეყოლება ქმარი, რომელიც ჩემზე ხელს ასწევს; მეგობრების თანდასწრებით დამამცირებს; ხშირად სიტყვიერ შეურაცხყოფას მომაყენებს, ჩემთვის ძვირფას ადამიანებს უდიერად მოიხსენიებს.. არ მეყოლება ნაბიჭვარი ქმარი, ფსიქიატრიულად გაუწონასწორებელი გიჟი ქმარი, სულიერად ბრიყვი ქმარი.. გეფიცებით.
გუშინ პროფილის ყურებისას იმდენი ვიტირე, იმდენი... 
არ გავთხოვდები ადრე, პირობას გაძლევთ. არ გავყვები ცოლად ორი თვის გაცნობილს, დამიჯერეთ. არ გავყვები იმას, ვისაც დედაჩემი არ მოეწონება...  
მინდა, მომავალი დავინახო. დიახ, რატომაც არა. 
არ ვარ პერფექციონიზმის მიმდევარი (არ ურთიერთობენ ყველასთან, რადგან ეშინიათ შეცდომის დაშვების, ეს მხოლოდ ადამიანთან კონტაქტზე არ არის,აი, ისე ზოგადად.), მაგრამ მე.. მე მეშინია შეცდომის დაშვების. არ ვარ ძლიერი, არც არასდროს ვყოფილვარ.  დავიჯერო გავუძლებ იმის მეოთხმოცდამერვედს, რაც იმ ქალებმა გაუძლეს? - არა, ვერ გავუძლებ და არც ვაპირებ. ერთი, რისი იმედიც მაქვს, ჩემი ჭარბი თავმოყვარეობის გრძნობისაა, ერთი ზედმეტი რამ და:
 -ნახვამდის, საყვარელო მეუღლევ.
იცით, რა მიკვირს? -შენ დალოცვილო, შეყვარებულობის პერიოდში ვერ უნდა მოახერხო, და ცოტას მაინც ვერ უნდა მიხვდე, რომ ფსიქიკურად მოშლილ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა? -ჰაჰ, აი, ყველაფრის თავი და თავი -  ორი თვის ნაცნობებზე გათხოვება-გამოთხოვებაა.. 
იცით რა მინდა?
ძააალიან მოხუცი რომ ვიქნები, სადღაც 88 წლის, შემეძლოს თავისუფლად, დაუფიქრებლად და ყველანაირი ყოყმანის გარეშე ვთქვა, რომ:
-მე არ მყავდა/მყავს მოძალადე ქმარი!

January 23, 2011

ჩემი ქორწილი



-პაპიკო, გინდა ჩემი პირველი ღამის შესახებ მოგიყვე?
-მომაშორეთ ეს ბავშვი, გადამიყვანა ამხელა კაცი ჭკუიდან.
ეს იყო, დაახლოებით 8-9 წლის წინ. დასამალი რა მაქვს და გეტყვით, რომ ხშირად მიოცნებია ჩემს გრანდიოზულ ქორწილზე, 400 კაციან ქორწილზე, ულამაზეს კაბაში გამოწყობილი, როგორ შევფიცავდი სამუდამო სიყვარულს ჩემს რჩეულს. მოკლედ, ჩემი ფიქრები და ოცნებები ბიჭებს და სიყვარულს მაინც ვერასდროს ვერ გასცდება.
ცოტა ხნის წინ, რომელიღაც საიტზე წავაწყდი ქალის ჩანაწერებს, თავისი ქორწილის შესახებ. სათაური რომ წავიკითხე ავეთნე, მოვემზადე, ყურთსასმენები მოვირგე თავზე, ბოლომდე მოვუჭირე ხელები, რომ გარშემომყოფთა ხმაურს არ შევეწუხებინე და დავიწყე კითხვა. ისე  უემოციოდ, უსიხარულოდ და თითქოს ჩვეულებრივი მოვლენააო წერდა, გავოცდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ვინმეს თუ შეეძლო საკუთარ ქორწილზე ასე უბრალოდ საუბარი. შემდეგ სურათები დავათვალიერე, რომ გითხრათ დიდად აღვფრთოვანდი-მეთქი მოგატყუებთ, მაგრამ ასე მათ უნდოდათ, თუმცა არცერთს სურათში ნეფე-პატარძალს გაღიმებული და გახარებული სახე არ ჰქონია. დავიზაფრე, არ მომეწონა. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემს საოცნებო ქორწილზე დავწერო, შეიძლება ძალიან მოკლედ, მაგრამ მაინც.
მოკლედ, დავიწყებ იმით, რომ სტუმრების რაოდენობა არავითარ შემთხვევაში არ  ჩამოუვარდება 500 კაცს, აქედან გამომდინარე ქორწილი იქნება უზარმაზარი და გრანდიოზული. თუ მატერიალურმა შესაძლებლობამ ხელი არ შეგვიწყო, მაშინ უბრალოდ ჯვარს დავიწერთ და შემდეგ ჩვენივე გამომუშავებული ფულით გადავიხდით ისეთ ქორწილს, რომელზეც სულ ვოცნებობ. ჩემს მეუღლეს არავითარ შემთხვევაში არ ეცმევა შავი შარვალ-კოსტუმი. დიდი სურვილი მექნება, რომ არც სტუმრებს ეცვათ შავებში, მნიშვნელობა არ აქვს გინდ ქალს, გინდ კაცს. არანაირი მოწყენილი სახე, ყველა ბოლომდე გაკრეწილი უნდა იყოს, მოკლედ ჰოლივუდის ღიმილით შემკობილები. ჩემს ჩაცმულობაცს რაც შეეხება, მეცვევა უზარმაზარი, ულამაზესი, მიმზიდველი და ძალიან ძვირასი საქორწინო კაბა, აუცილებელი არაა თეთრი იყოს. ღია, ძალიან ღია კაკაოსფერი, ან ღია ვარდისფერ კაბაზეც არ ვიტყოდი უარს. ფეხსაცმელს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, კაბიდან გამომდინარე სტილი იგივე იქნება. ფატას რაც შეეხება, არ ვიცი როგორი მინდა, მაგის მოსაფიქრებლად დრო ჯერ მაქვს. ქორწილი გაიმართება უზარმაზარ რესტორანში, საშინლად დიდ. სხვა თუ არაფერი 500 კაცს პატარა, მიჭუჭყულ ადგილას ვერ დაატევ. სკამებზე, მაგიდებზე და მოკლედ ყველგან სულ გულები და ბაფთები იქნება, ყველაფერი ცოცხალ და პასტელისფერებში, არანაირი კაკაოსფერი და მაგდაგვარი დამთრგუნავი შეფერილობა. ვიცი, მომავალი მეუღლე არ მომცეს ჭყეტელა ფერებით რესტორნის მორთვის უფლებას, ამიტომ ნათელ და ნაზ ფერებს ვჯერდები. იქნება ქართულ-ხალხური  საცეკვაო სიმღრები, და, რა თქმა უნდა, ჩემი თაობისაც, ისე არ შეიძლება. ჰო, ახლა ჯვირსწერას რაც შეეხება, ძალიან მინდა, ვგიჯდები ისე მინდა, კათოლიკეები როგორც იწერენ ჯვარს ეკლესიაში მეც ეგრე გავაკეთო, ნუ ჩვენი ქრისტიანული ადათ-წესებით იქნება, მაგრამ სტილი მათი.  თაიგული – ვერც კი წარმოვიდგენ როგორი ლამაზი, უცხო და გრანდიოზული უნდა იყოს.
აი, ახლა გული ლამისაა საგულედან ამომიხტეს.
ისეთი უნდა იყოს, სტურები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რომ საუბრობდნენ, ასეთი არასდროს გვინახავსო.
თუ ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც მინდა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნებ.
ესეც ასე, ზე-გადასარევი და ზე-ბედნიერი ქორწილი იქნება ძალიან მალე. ჰო, ძალიან მალე.
თუ ბლოგის წარმოებას კიდევ დიდხანს გავაგრძელებ, მაშინ გპირდებით, რომ უზარმაზარ, ძაალიან დიდ პოსტს გაჩუქებთ ჩემი ქორწილის შესახებ. <3
 

  © NOME DO SEU BLOG

Design by Emporium Digital