Showing posts with label წერილი. Show all posts
Showing posts with label წერილი. Show all posts

March 11, 2011

პაპიკო,


პაპაა, პაპიკოოო... აი, ხომ ხედავ ბაბუათი კი არა, პაპათი მოგმართავ. ეს კი იმას ნიშნას, რომ არც ერთი შენი შენიშვნა, თხოვნა და საერთოდ შენ არ დამვიწყებიხარ. შენ კი მუდამ მსაყვედურობ, ასე უნდა დავიწყება პაპასიო?! მე  ვჩუმდები. ვიცი, რომ რაღაც მხრივ მართალი ხარ. სოფელში უკვე მერამდენე წელია არ ჩამოვსულვარ. უკვე მერამდენე წელია, რაც ჩემი ინიციატივით არ დამირეკავს, არადა ისე მიყვარხარ და ისეთი ძვირფასი ხარ.

სოფელში ჩამოსვლისას, როდესაც ჭიშკრიდან შემოგძახებთ ხოლმე მე და ნია:
-პაპიკოოო, სად ხარ?
თვალებმოჭუტული გამორბიხარ სახლიდან და მბრწყინავი თვალებიდან ასხივებს ბედნიერებას. მერე ბოლო ხმაზე ამბობ:
-ვაა, ჩემი მზეთუნახავი გოგოები ჩამოვიდნენ.
ჩვენ გამოვიქცევით, შენ ადგილზე შეშდები და ბოლომდე შლი ხეელბს, ძააალიან გრძელ და გამხდარ ხელებს. ჩახუტების შემდეგ მუდამ გსაყვედურობთ, რომ ძალიან გახდი, შენ კიდე ამბობ: მერე რა, მე მაინც ჯანზე ვარო.
როდესაც წარსულს ვიხსენებ მუდამ...
პოსტის დაწერა ერთ-ერთმა ბლოგერმა ილომ გადამაწყვეტინა. შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე ზე-პოსტია, რაც კი პაპებსა, თუ ბებიებზე დაწერილა. ეს კი ჩემი კომენტარია. აქ ყველაფერი წერია.
„ჩემი ბაბუა გამახსენდა და ტირილი ამიტყდა.
ისიც სადღაც 80 წელს მიტანებული იქნება.
მარტოდ ცხოვრობს სოფელ – ქვაბისხევში, სრულიად მარტოდ. 5 წლის წინ ბებია გარდამეცვალა, მაშინ იმდენ რამესს აკეთებდნენ ერთად, რომ წარმოუდგენეია ერთი ჯანღონით სავსე კაცის გაწვდეს. რაც გარდაიცვალა, იმის შემდეგ ერთი არ დამჯდარა. სულ ვენახშია და მიწას ბარავს, ან კაკალს ბერტყავს და შემდეგ აგროვებს. ყველა დაბადების დღეზე, ყველა შვილიშვილს 100 ლარს გვჩუქნის და ხშირად, როდესაც ჩემს ბიძაშვილებთან ჩადის სახლში, რომ გამოივლის ხოლმე, იმდენი რამ მოაქვს მაცივარში კი არა, სახლში ვეღარ ვტევთ.
ისე მიყვარს გუგულა პაპა, ისე მიყვარს, არ ვიცი მე მის ამ ქვეყნიდან წასვლას თუ გადავიტან. ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ, რა დამემართება, თუ სოფელში ჩასულს მისი ხმა და “ვაა, ჩემი მზეთუნახავები ჩამოვიდნენ”-ს ვეღარ გავიგონებ.
მუდამ ცრემლიანად ვიხსენებ, რომ გვიყურებს და თავზე ხელს გვისვამს, პაპს ყოჩაღი გოგოები ხართ თქვენ, მე რომ ამ ქვეყნიდან წავალ, აი, მერე თქვენ უნდა იყოთ ამ არე-მარეს ბატონ-პატრონიო.
ულამაზესი ნაღვლიანი თვალები აქვს. ხანდახან ისე მიკვირს, როგორ გაუძლო ამ კაცმა ამდენ ტკივილსა და უბედურებას. ჯერ კიდევ, სანამ დავიბადებოდი 18 წლის შვილი მოუკვდა, მერე მეორე შვილი(მამაჩემი), მერე ცოლი, ახლა კი, ზუსტად ერთი წლის წინ ჩემი 18 წლის ბიძაშვილი გარდაიცვალა. მისი გვარის გამგრძელებელი და მემკვიდრე იყო. როდესაც დავინახე, კაცს პირველად წარმოუვიდა ცრემლები. ძალიან სასტიკია ეს ცხოვრება.
ერთხელ მითხრა, არავის არ ჰქვია ჩემი სახელი, არც გვარის გამგრძელები მყავს, მა რისთვის მოვედი ამ ქვეყანაზეო. ამიტომ, ჩემს შვილს მის სახელს დავარქმევ. გუგა, ან გოგა.. არ ვიცი, რომელიმე, რომელიც გუგულასთან ახლოს იქნება.. ვიცი, სიხარულით ცას ეწევა..
სულ იმას ამბობს, მე თქვენი პაპა ვარ, ბაბუა კი არაო.. ისეთი სასაცილო კაცია.. <3
მიყვარხარ, პაპიკო.
“
ჩემო ლამაზო და საყვარელო პაპიკო.
მინდა, რომ ძალიან დიდხანს ცოცხლობდე.
ღმერთს მუდამ ვევედრები, თავისთან ჯერ არ წაგიყვანოს.
მინდა, ბედნიერი იყო.
შენ თუ კარგად იქნები, დამიჯერე, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება.
არ მინდა იმის წარმოდგენა, რომ შენს დახორკლილ ხელებს ვერასდროს ვეღარ შევეხები და გეტყვი:
-ვაიმე, პაპა, რა ლამაზი თითები გაქვს.
-კარგი ახლა, ლამაზი რა აქვს ამას.
როგორ შეიფერებ ხოლმე, არადა იცი,იმისდა მიუხედავად, რომ შენს ხელებს დაღლა ეტყობათ, მაინც ძალიან მიმზიდველი და ლამაზია.
მიყვარხარ, პაპიკო.

February 15, 2011

მა, ყველაზე მეტად მენატრები

ყველაზე მეტად მენატრები.
თვალის, თმისა და კანის ფერი არ მახსოვს, არც თითების ფორმა, შენს გარეგნობად თვალწინ ვერასდროს ვხედავ ნათლად.
მხოლოდ ერთი-ორი მოგონება თუ შემომრჩა, სადაც შენ ხარ, მათაც ძალიან სათუთად და იშვიათად ვიხსენებ, მეშინია ერთ დღესაც არ გახუნდეს.
ხშირად მიფიქრია, მთელ ცხოვრებას დავთმობდი, ოღონდ კიდევ ერთხელ მენახე, მხოლოდ ერთხელ. შენთან მეჭორავა, მომეყოლა ჩემი ამბები, დამენახა შენი თვალებიდან, ულამაზესი და უთბილესი მბრწყინავი თვალებიდან თუ როგორ ამაყობ ჩემით, მხოლოდ ერთი საათით, ან თუნდაც 5წუთით, მართალია ვერ მოვახერხებდი ბევრი რამის მოყოლას, მაგრამ სულ არაფერს მირჩევნია.
ბავშვობაში ხშირად ვფიქრობდი, რაც შეიძლება კარგი გამეკეთებინა, რომ შენ სამოთხიდან ჩემით გეამაყა და გეთქვა, „მე შენით ვამაყობ“. მხოლოდ ერთი ფრაზა, ერთადერთი.
როდესაც გიხსენებ, ან შენს სახელს ვამბობ, სულ ცრემლები მადგება თვალებზე, ხშირად თავის შეკავებაც მიჭირს, ძალიან მიჭირს.
რთული და სასტიკია ცხოვრება.
მეც მინდა მყავდეს ადამიანი, რომელსაც მივეყრდნობი, რომლის იმედიც მუდამ მექნება, არასდროს არაფრის არ შემეშინდება, ყოველთვის წყანარად ვიქნები და როდესაც ვინმეს ზედმეტი მოსდის, არ ვფიქრებდი, ახლა ცოცხალი რომ იყო, რა კარგად დამიცავდი და  არავის არაფერს გააბედინებდი-მეთქი.
ოჯახში შენზე არავინ საუბარს, არასდროს. თითქოს ტაბუ დადებული თემა იყო.
ვხვდები, რომ მტკივნეული ხარ ყველასთვის.
ყველა იცი, რა კარგად საუბრობს შენზე?  სულ ამბობენ, რა კარგი კაცი იყო, როგორი კარგი ადამიანი, თქვენზე მზე და მთვარე ამოსდიოდა, არ შეიძლებოდა ეგეთი კაცის ამ ქვეყნიდან წაყვანაო. იმდენჯერ მიცდია თავის შეკავება, მაგრამ არადროს გამომდის.
ძალიან მაკლიხარ, ზედმეტადაც კი!
ახლა ჩემთან რომ იყო, ჩემზე ბედნიერი ადამიანი ნამდვილად არ იქნებოდა. გეფიცები, ყველაფერ წმინდას და ძვირფასს ვფიცავარ.
მიყვარხარ, უზომოდ და უდოზოდ!
ჩემს გულში მუდამ იცოცხლებ, არასდროს დამავიწყდები, არასდროს.

February 9, 2011

ჩემო ინტერნეტ-მეგობარო,

ნიკა, უზომოდ ბევრჯერ მითხარი, დაწერე რამე ჩემზეო, მაგრამ ხან აზრების დაულაგებლობამ შემიშალა ხელი, ხან მეზარებოდა და საერთოდ ვერც ვერასდროს ვერ ვფიქრობდი, რა შეიძლება შენზე დამეწერა.. ახლა რომ ვუფიქრდები,ისევ ნაკლებად მაქვს შენზე სათქმელი. უკვე, მესამე? ჰო, მესამე-მეოთხე წელია, რაც ვმეგობრობთ. გახსოვს, სულ პირველად რომ გაგიცანი? მე არა. ისე  მახსოვს, ფანიზე მომწერე, კიარადა სკაიპში დამიმატე, მითხარი გიცნობო. 4-5 თვის შემდეგ, ცოლობა მთხოვე, მე უარით გაგისტუმრე, მაშინ გათხოვილი ვიყავი. ერთ წელიწადში 700-ჯერ მომწერე, ნუ ხარ შტერი და დებილი, გამომყევი ცოლადო. მე არ მოგყვებოდი. მერე ჯანდაბა შენს თავს, დავშორდი ქმარს და..
შემხვდიო, არა-მეთქი, გეხვეწებიო, კიდევ არა გითხარი.. მერე მარუსამაც მომწერა, ყოველდღე მწერდა, ბოლოს იკო უნდა მენახა და შენც გნახეთ მე და ნიამ.. მერე, ჩემი დაბადების დღე იყო.. 13-ის ვხდებოდი, შენ კიდე სრულიად მოულოდნელად დამატყდი თავს და, დიდი, უზარმზარი დათუნია? თუ ძაღლია? მოკლედ, ალუკარდი მაჩუქე.. მახსოვს, ყველაფრისდა მიუხედავად, მაინც როგორც მეგობარს ისე ცდილობდი შემოგეხედა და არასდროს ზედმეტი არ დაგცდენია..
დრო გადიოდა, ჩვენი მეგობრობა უფრო მტკიცდებოდა.  
სულ იმას ვამბობდი, ერთადერთი ადამიანი იყავი, ვინც ჩემს წიკებსა და საზიზღარ ქცევებს იტანდა ჩუმად. არასდროს არ მსაყვედურობდი, რომ არ გწერდი პირველი; არც მაშინ მითხარი არაფერი, როცა მოგწერე, გიორგი მომწონს-მეთქი, მაშინვე მიპასუხე მე დაგეხმარებიო.
რამდენმა ადამიანმა ჩაიარა, რამდენი ადამიანი ჩამომშორდა, ან ჩამოგვშორდა, მაგრამ ჩვენ მუდამ დიდ მეგობრებობას  ვინარჩუნებდით.
მერე რაღაც მოხდა, არ ვიცი რა, მაგრამ ცოტახანი, არა დაახლოებით 4-5 თვე საერთოდ არ ვსაუბრობდით, არც მოგიწერია და არც მე მომიკითხიხარ.
მე მოგწერე, მოგიკითხე, შენ უხეშად მიპასუხე, აღარც მომიწერია. შემდეგ დღეებში შენ მწერდი, მივხვდი, ნაწყენი ისე აღარ იყავი,  როგორც ადრე.
მერე რთული პერიოდი დამეწყო, შენ იმდენი გამიძელი, რამდენიც ირინკამ 6 წლის განმავლობში ვერ მოახერხა. როგორც არ უნდა მეპასუხა, მაინც მუდამ თბილად მპასუხობდი.
გახსოვს, როგორ დამახასიათე?
„ჭკვიანი ხარ ბევრ ასპექტში შეიძლება ითქვას ზედმეტად ჭკვიანიც კი. შრომის მოყვარე, ცოტატი კონსერვატიულიც ხარ, მაგრამ მომწონს იმიტომ რომ ბევრი ძაან გაუზრდელებულია, ნუ იუმორის გრძნობა გაქვს ძალიან კარგი, კეთილი თბილი, ზედმეტად მიამიტიც(მაგრამ ჩემ მიმართებაში ყველა შეილება ჩაითვალოს ასეთად), ნუ მოთმინება გაკლია ანუ ვინმემ რამე ისეთი რო ქნას ყელს გამოჭრი, მუსიკის გემოვნება არ მომწონს, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ცუდ მუსიკას უსმენ, გულმავიწყიც ხარ.“
ზუსტად, ძალიან ზუსტად დამახასიათე და მივხვდი, რომ კარგად მიცნობ, ზედმეტად კარგადაც კი.
ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, უზომოდ მიყვარხარ და გაფასებ, მეგობარო.
ვინც კი აქამდე გამიცნია ინტერნეტით, მათ შორის ყველაზე დიდი შენაძენი ხარ!

February 1, 2011

მეგობარო,

ირ, ვიცი შენთვის არასდროს მითქვამს მიყვარხარ, პირადად მაინც, მაგრამ უთქმელადაც იცი, რომ ჩემს გულში მესამე ადგილი გიკავია. ისედაც მესამე ხარ, ვისაც უზომოდ დიდ პატივს ვცემ; ვინც ჩემი ოჯახის მესამე წევრად მიმაჩნია. ჰომ იცი, იმდენად არ ვგავართ ერთმანეთს, რამდენადაც მე შენ მიყვარხარ. იმდენი რამ ვიცით ერთმანეთის შესახებ, რამდენადაც შენ მე გიყვავარ. 
მახსოვს, პირველად ჩვენს სკოლაში როდესაც გადმოხვედი, თავიდანვე როგორი ამზერით გიყურებდი. ხანდახან იმდენად მინდოდა შენი დახრჩობა, ლამის იყო გავმსკდარიყავი. ერთხელ ცუდად გითხარი რაღაც კლასის წინაშე, ვცადე დამენახებინა, რომ კლასში მეორე “ვაიმე” არ იყო, თუმცა შენ “კარგი”-ო მითხარი და ბოლოს ცინიკური ღიმილიც მოაყოლე. მაშინ ზედმეტად გავბრაზდი.
მერე გავიზარდე, შენც დამანახე, რომ სრულიად ჩვეულებრივი იყავი, არაფრით გამორჩეული სხვებისგან, თუ ერთ თვისებას არ ჩავთვლით – უზომოდ კეთილი და კარგი გულის პატრონი აღმოჩნდი. მახსოვს, როგორ დავმეგობრდით(“პოსტი”). გახსოვს, შენები რომ გამაცანი და არ დამიმალე, არცერთს არ მოეწონეო, მაშინ ძალიან მეწყინა, მერე მივხვდი ჩემი წვეტიანი აზრების გამო ამითვალწუნეს. შენთან არ ამოვდიოდი, რომ მეკითხებოდი, რატომ არ ამოდიხარო, გპასუხობდი, მრცხვენია და თან არც მცალია-მეთქი. ვიცი, რომ იცოდი რატომაც არ მინდოდა, მაგრამ არ მიტყდებოდი, ეტყობა გულის სიღმეშიც გიხაროდა..
მერე ვიჩხუბეთ, ძალიან ვიხუბეთ. მთელი კლასი ჩარიე ჩვენს საქმეში და ძალიან გეჩხუბე, ამის შემდეგ უფრო დავშორდით. ერთი თვე შენთვის ზედაც არ შემომიხედავს,  არ მისუაბრია, უბრალოდ ჩუმად ვიყავი.. მერე მივხვდი, ჩემზე ჯიუტი იყავი, ამიტომ პირველად მე მოვედი და მოგესალმე. შენი გაბრწყინებული თვალები მახსოვს. კიდევ ის, მთელი დღე საუბარში რომ გავატარეთ და მითხარი, ბიჭი მიყვარსო. ისე გამიკვირდა.. მერე, შენი ტირილებიც მახსოვს და ჩემი ცუდი მინაწერები იმ ბიჭთან, მერე პირველად რომ ვისაუბრეთ გულახდილად და ისეთები მოვყევით, რაც ზედმეტად ინტიმური იყო.
სკოლაში ერთად დავჯექით. სულ მაწუხებდა, ინა დეიდას რომ არ მოვეწონე. დასვენებაზე გკითხე:
-ირ, ინა დეიდა იგივეს ფიქრობს?
-არა, გუშინ მითხრა. მიხარია, ასეთი კარგი მეგობარი რომ გყავს. მართალია ცოტა ხმაურიანია, მაგრამ ეგ არაფერი.
მე რომ ვიკივლე და შენც ამყევი, მერე მკითხე:
-გოგო, გაკლია, რატო მაყვირებინე?
 მე გავსკდი სიცილით, მერე შენც ამყევი.
გავიდა წლები, იმდენი რამ გავიგეთ ერთმანეთის შესახებ, ძაააალიან ბევრი. დებივით ვიყავით.
გახსოვს, ფსიქოლოგიურზე რომ შევედით. სულ იმაზე ვჩხუბობდით, მეტროთი წავსულიყავით, თუ ავტობუსით. მანამდე ნია ამერიკაში წავიდა. მე მეგონა მარტო ვიქნებოდი ერთი წელი, თუმცა შენ მითხარი ცრემლებმომდგარმა, გახსოვს?
-მაც, დღეიდან შენ ჩემი მეოთხე და იქნები.
მე შენს წინაშე არ ვიტირე, სახლში დაბრუნებისას კი ცრემლად დავიღვარე. 
მეორე დღეს დილიდან შენთან ვიყავი, ინა დეიდამ მითხრა:
-დაიმახსოვრე, რომ დღეიდან ჩემი მეოთხე შვილი იქნები.
მე და შენ ხტუნაობა რომ დავიწყეთ, გახსოვს? მაგ დღეს პირველად ჩავიცვი ჩუსტები შენს სახლში, პირველად ვჭამე რამდენიც მინდოდა, პირველად წამოვწექი საწოლზე და პირველად დავბოდიალობდი უკითხავად ოთახიდან-ოთაში. მახსოვს, დედაჩემი როგორ დავითანხმეთ ჩემი შენთან დარჩენაზე. მთელი საწოლი ლამის ჩაინგრა იმდენი ვიცინეთ და ვითამაშეთ. მერე თიკას რომ ვაჯავრებდით:
-გაჩერდიიიიით. იცოდე, ირინა, დედას დავურეკავ.
და თან თვალებს გვიბრიალებდა, ჩვენ სიცილს ვერ ვიკავებდით და.. მერე, მერე მომშივდა და მთელი მაცივარი გადავჭამე.. გახსოვს, პირველი სპეკტაკლის პრემიერის დროს როგორ ვნერვიულობდით? მერე მე და შენ ჩახუტებულები ბოლო ხმაზე როგორ ვტიროდით და ლამის სპეკტაკლი ჩავშალეთ. მერე, თეარალურის პირველი დღე . კვატომ რაღაც მითრა, მე ტელეფონს ვეცი და წერა დავიწყე, შენ კიდე იმდენი იცინე, ყველას რომ გადმოგვდე. პირველი ერთობლივი ეტიუდი გახსოვს? გიორგიმ როგორ გვითხრა:
-თქვენ ნორმალურები ხართ? ეს რა უბედურებაა.
საკუთარი ეტიუდები? შენ ქუსლი გტყდება, საღეჭი რეზინით აწებებ, მე სკამზე წებოთი ვეკრობი და ვეღარ დავამთავრეთ.. ის, ვითომ ძმა რომ გვიკვდება. შენ იცინოდი და მე მთელი გრძნობით ვტიროდი, მასწავლებელს გაბრწყინებული თვალებით შევხედე მან კი
- არ გამაგიჟოთ ახლა ხალხნო - გვითხრა..
მერე, მეორე სპეკტაკლის დროს, როგორ ვნერვიულობდი. ტირილი რომ დავიწყე. პირველად რომ გამოვედი სცენაზე შენ შემოგზედე, შენ კი ცხვირი ისე ამიბზუე, რომ გამეცინა, თუმცა სიტუაციის შესაბამისად. სპეკტაკლის ბოლოს, სველ რაღაცაზე რომ დავჯექი სცენაზე და ჩაფსმულივით დავბოდილობდი, შენ კი იმდენი იცინე, ვერ ამიხსენი რა მჭირდა.. ბოლოს სკამზე დაჯდომა მაინც დაგასწარი, და შენ სცენის მიჭუჭყნულს კამზე გაგიშვი.. ბოლოს, ერთი-ორი ცუდად რომ გავჭორეთ. გასოვს, მესამე სპეკტაკზლე ლამის სენაზე აგვეტირა, ცოტაც და ჩაგვივარდებოდა..
შენთან რომ წავედით ყვარელში. მეორე დღეს ძროხას “მუ” ვუთხარი, შენ სიცილი დაიწყე, ხალხმა გაოცებით შემომხედა, მე და თიკა კი გიჟებივით ვიცინოდით.. მერე ბიჭები მოგვეწონა. მე შენსას ვერ ვიტანდი, შენ ჩემსას. მე ბევრი მატირა ერთმმა საზიზრარა, შენ კი პირველად იგინე ცხოვრებაში..
კიდე ბევრია..
მენატრება ძველი დრო, ძალიან მენატრება..
მიყვარხარ, ირ..

  © NOME DO SEU BLOG

Design by Emporium Digital