October 8, 2010

ბავშვობის მოგონებები







ადამიანი იბადება, იზრდება და შემდეგ კვდება. კაცმა რომ მკითხოს, ადამიანის ცხოვრებაში, ყველაზე საინტერესო მაინც - ბავშვობაა. იმ სიცელქესა და სილაღეს რა სჯობს, რასაც ბავშვობაში აკეთებ, თუ განიცდი. არასდროს მიოცნებია დიდი ვყოფილიყავი. პირიქით, ჭირივით მეზიზღებოდა ჩემი დაბადების დღე, თუმცა ამისდა მიუხედავად, 29 აპრილს, დაბადების დღის მომდევნო დღეს ვადგენდი, მომავალ წელს ვის დავპატიჟებდი. :D ბავშვობიდან ყოველთვის მიყვარდა დიდივით საუბარი, არა იმიტომ რომ დიდობა მომწონდა, ან რაიმე, უბრალოდ მინდოდა სხვებს ეთქვათ: აი, ნახე რა პატარაა და როგორ საუბრობსო. ამან იმ დონემდე მიმიყვანა, რომ ზეორიგინალური სიტყვებით დავიწყე 10-11 წლიდან საუბარი და დღესაც ეს ჩვევა, თუ რაც ჰქვია მომყვება. ყოველთვის ვიცინი, როდესაც ჩემი ბავშვობის დღიურებს ვკითხულობ. ყველაზე მეტად კი, 8 წლის ასაკში დაწერილი „ინფო“ მომწონს. ჩემი რაობა სწორედ ამაში ჩანს(პუნქტუაციის ნიშნები ნუ დაგაბნევთ):
მე ვარ მარიამ ხაჭაპურიძე, მე ვარ 8 წლის დაბადებული, ვარ 1995 წლის 28 აპრილს, ზოდიაქოს ნიშნით ვარ კურო. მე ვსწავლობ 160-ე საშვალო სკოლაში, მე მაქვს მწვანე თვალები და ქერა თმები მე ჩემი ასაკისთვის დიდი ვარ სიმალღლით, მე საერთოდ მიყვარს თოჯინებით  მე ბევრი თოჯინა გამომიცვლია და ერთი თოჯინა დამრჩა. მისი სახელია სუზანა ავალია ძალიან მიყვარს და ძალიან საყვარელი თოჯინაა. ხანდახან ჩემი მეგობრები მეუბნებიან რა დროს შენ თოჯინებით თამაშიაო მაგრამ მე ვეუბნები მე მიყვარს თოჯინები და თავის დანებებას არ ვაპირებ, მაგრამ დიდი რომ გავიზრდები თოჯინებით აღარ ვითამაშებ, მაგრამ თოჯინები მიყვარს მე! ნახვამდის.
ჰომ, დარწმუნებული ვარ ყველას თუ არა, ბევრს მაინც გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ აქვს ამ დაუმთავრებელ სიტყვას(„...ავალია...“) ხაზი გადასმული?! ასე ზუსტად იმიტომ გადმოვაკოპირე დღიურიდან, რომ ამით მინდა გაჩვენოთ, რა ძალიან მიყვარს ბიჭები ბავშვობიდან . აი, უბრალოდ, როგორ ავხსნა არ ვიცი. კარგად მახსოვს, ყველაფერს რასაც კი ოდესმე ვაკეთებდი, ან ვცდილობდი ბიჭისთვის მომეწონებინა თავი, ან ვინმე ახალი გამეცნო. შეიძლება, 7-8 წლის ბავშვები გამუდმებით, დღე და ღამე სულ ბიჭებზე საუბრობდეს? შეიძლება 7-8 წლის ბავშვს, ყოველთვის ბიჭებთან დაკავშირებულ სიზმრები ნახულობდეს? შეიძლება, 7-8 წლის ბავშვის მთავარი მიზანი იყოს, მალე გათხოვდეს და ბევრი შვილი ჰყავდეს? რატომ ვიყავი ასეთი დღემდე არ მესმის. ოჯახში, ან სანათესაოში ასეთი ვინმე რომ მყოლოდა, კიდევ მესმის, ბავშვი რასაც ხედავს იგივეს იმეორებს, ან ყოველშემთხვევაში სულმცირე მცდელობა მაინც აქვს, მაგრამ მე? მე რატომ ვარ ასეთი? არ გაიგოთ ისე, თითქოს ასეთი რომ ვიყავი ახლა არ მომწონს, უბრალოდ რაღაც ახსნა ხომ უნდა ჰქონდეს?!
ახლა კი უშუალოდ ნამდვილ დღიურზე გადავალ. ძალიან, ძალიან სასაცილოა, როდესაც ფურცლების მეშვეობით იხსენებ, ბავშვობის განვლილ წლებს. ერთხელ ვიღაცისგან გავიგე: დიდი რომ გაიზრდები, მერე საინტერესო იქნება შენი დღიურის წაკითხვაო და მეც გადავწყვიტე დღიური მეწარმოებინა.. ^^ როგორც ჩანს ბევრი მცდელობა მქონდა, მაგრამ არ გამომივიდა, რადგანაც 50 რვეული, თუ ბლოკნოტი მაქვს შემორჩენილი, სადაც დაწყებული მაქვს, მაგრამ მეტი აღარ გამიგრძელებია.. თვალი გადავავლე და ყველაზე ადვილად, რომელიც იკითხება იმას შემოგთავაზებთ:
ჩვენ რომ გავიღვიძეთ მე ჩემ დასთან გადავედი ლოგინში მაგრამ ნიამ არ ჩამაწვინა ძალიან გული დამწყდა რადგან არნოლდის ყურება მინდოდა. ავდეგით, ბებომაც დარეკა და საყიდლებზე წავედით ძალიან ციოდა სახლში რომ მივედი ლევანი ბიძიას ამხანაგი შემხვდა და კარტს თამაშობდნენ მერე დედიკომ რაღაცის ცხობა დაიწყო ჩვენ ეკლესიაში წავედით და წირვას რომ დავესწარით სახლში დავბრუნდით დედიკომ სუფრის გაშლა დაგვავალა მერე რომ ვჭამეთ ყველანი სახლში წავიდნენ მანამდე თამილამ მომცა თეთრი ფურცლები და ჩემმა დამ მითხრა რომ მე მომცა თამილამო ჩემ დას დაავალეს ჭურიჭლის გარეცხა და დალაგება არნოლდს ვუყურებდით მე დამ ცოცხის და ნაგვიასაღების მოტანა მსთხოვა მერე სახლში გადავედით და ტკბილად დავიძინეთ.

სულ ასეთი რაღაცები წერია, უბრალოდ გაუგებარ ენაზე.
ესეც ასე. J 
დროებით გემშვიდობებათ თქვენი მაცო და Blogspot-ი!

5 comments:

  1. მაცო,ნესი ვარ:) ძაან მომეწონა ეს პოსტი:* საერთოდ მეც 7-8 წლისა ვწერდი დღიურებს და გავაფრინე რა უბედურებები მიწერია:დ

    ReplyDelete
  2. რაკაიპოსტი იყო <3
    მეც მაქვს ძვეელი დღიურები მარა ჯერჯერობიით თავსვიკავებ დაპოსტვისგან : PPP
    ააა, შეძალიანსაყვარელო ♥
    დზალზედ კარგი პოსტიიყო ♥ ♥ ♥

    ReplyDelete
  3. არვიცი.. : PP
    რიგსვიცავ )) სხვა პოსტები მაქვს გამოსაქვეყნებელი ჯერ.. ^^

    ReplyDelete
  4. nesii, sayvarelo..
    saloooooome, Sebato dalamazo da თეთრო.. მომენატრე.. :*

    ReplyDelete
  5. MAGARI XAR DZAAAN
    GENACVALE GULSHI

    ReplyDelete

  © NOME DO SEU BLOG

Design by Emporium Digital