March 30, 2010

„მაცო, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ არ უყვარდა“



  დღეს დაკვირვებით წავიკითხე „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ და მომინდა ბლოგზე დამეწერა, „მაცო, რომელსაც ლიტერატურა ბავშვობაში ძლიერ არ უყვარდა“..
  დედაჩემი დღემდე ამბობს:
- ასეთი უცნაური რატომ ხარ? მამაშენს კითხვა უყვარდა, მეც მიყვარს. ოჯახში არავინ იყო ისეთი, რომელსაც კითხვა არ ჰყვარებოდა. ერთი შენ იყავი  გამონაკლისი. 
   ჩემივე ასაკის ნათესავებიდან ყველა 5-ოსანი იყო, ერთი მე ვიყავი ოროსანი. 3-ი რომ მიმეღო, ანდაც გამომყოლდა- დედაჩემი სიხარულით ცას ეწეოდა ხოლმე. ერთხელ გამომყვა ქართულში 4-ი[დაწყებითებში], ესეც იმიტომ რომ დედიკო დამპირდა, ყოველდღე პერაშკებს გიყიდიო და ძალაუნებურად მიწევდა ლექსების ზუთხვა.
  ისე არასდროს გამოდიოდა _ ლექსების სწავლა.. ნეტა ვის დავემსგავსე ამისთანა უნიჭო? :D თეატრალურის მასწაველებლი გაგიჟებულია, კაცმა პატარა ლექსი, როგორ ვერ უნდა ისწავლოსო, მაგრამ რავიცი, არ შემიძლია და. თუმცა ერთი რამ ძალიან, ძალიან მახარებს- „ვეფხისტყაოსანს“ საკმაოდ ადვილად ვსწავლობ.

   ესთეიგი, წიგნის კითხვას ეზოში მეგობრებთან ერთად თამაში მერჩივნა.  ვერ ვიტანდი ძველი წიგნის სუნს. ისე მაღიზიანებდა ნია რომ სუნავდა ხოლმე, გაგიჟებას ვიყავი.. ჰომდა, არვიცი, რომელმა ბზიკმა მიკბინა, მაგრამ კი გაახარებს ღმერთი წიგნის კითხვა რომ შემაყვარა. ახლა ისე ვნანობ, დედაჩემი ადრე რომ მეუბნებოდა და არ ვუჯერებდი: 
-მაცო, გაიზარდები და ინანებ. მერე დრო აღარ გექნება
მეკიდე, როგორც ყოველთვის ერთსა და იმავეს გავიძახდი: 
-რად მინდა, წერა-კითხვის სწავლა, ლაპარაკიც შვენივრად ვიცი.
რამდენი საინტერესო წიგნია. წამეკითხა ადრე - „დათა თუთაშხია“, ხომ დავაფასებდი წიგნს. მაგრამ ეტყობა ყველაფერს საკუთარი დრო აქვს. 
ისე რომ ვთქვა, მთლად უწიგნური ვიყავი IV_VII-ე კლასამდე-მეთქი მოგატყუებთ, რადგანაც დეტექტივებს რაც თავი მახსოვს სულ ვკითხულობ. მიზიდავდა მკვლელობები, გამოძიებები, ხერხები _ რომლითაც ადგენენ სიმართლეს, ამიტომაც ერთი პერიოდი გამომძიებლობა მინდოდა, უფრო კრიმინალისტობა.. СSI, რომ გადიოდა თუ გახსოვთ, მაგ სერიალს სისტემატიურად ვუყურებდი. რამდენჯერ წარმომიდგენია თავი გამომძიებლის როლში.. :D ჰოკიდე, ადვოკატობა  „ქერათმიანი ადვოკატის“ გამო მინდოდა. ერთხელ სიზმაშიც კი ვნახე, მაგრამ დედას რომ ვუთხარი არ დამიჯერა, რადგანაც ბავშვობაში დიდი მატყუარობით გამოვირჩეოდი. როგორც დედა მიყვებოდა, ტყუილს „ცუდად“ არ ვამბობდი, უფრო ამბების გაფორმება მიყვარდა. რწყილიდან, სპილოს ვქმნიდი ხოლმე   მოკლედ, ძალიან გადავუხვიე. ესთეიგი, ძალიან მომწონს „ცხოვრებისეული“ წიგნები. ძალიან, ძალიან საინტერესოა. უფრო ის მხიბლავს, რომ სხვის ცხოვრებას ვეცნობი და მის დაშვებულ შეცდომებზე მე ვსწავლობ. ბევრმა მითხრა, სხვაზე ხარ დამოკიდებული ასე გამოდისო, მაგრამ სულაც არა, უბრალოდ მეშინია შეცდომის დაშვების. ჰოკიდე, დეტექტივები მიყვარს, უკვე ვთქვი მგონი, მაგრამ რავიცი მაინც. ძალიან მიყვარს, აგათა კრისტი - უძლიერესი მწერალია.  წუბ, წუბ.. :* კონანდოილიც ძალიან კარგია, მაგრამ რავიცი..X
  გალაკტიონი ყოველთვის მიყვარდა, უბრალოდ ახლა გამიჩნდა სურვილი, რომ მისი ლესების მხატვრულად წაკითხვა ვისწავლო. რატომ? პირველ რიგში, ამით მე მივიღებ სიამოვნებას და ალბათ მსმენელიც. ნიკო გომელაურიც მიყვარს. აი, ისეთი ლექსები აქვს: ერთ ტაეპს რომ წაიკითხავ და იმ წამსვე იტყვი, გომელაურისააო. თუნდაც, „მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები“. რატომღაც, ეს ტაეპი ძალიან, ძალიან მომწონს. ჰოკიდე, „როცა მომმართე, ენა დამება. შენ დემონი ხარ, თუ თვით განგება?“ მოკლედ, ნიჭიერია რა ეს კაცი. :*
   ხელოვნებასთან დაკავშირებული პოსტი გამომივიდა და მაშინ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს ნაწილზე - მუსიკაზეც მოგახსენებ ერთ-ორ სიტყვას. ინგლისურ ფრაზას ვიხმარ და გეტყვი:
-„Music Is My Boyfriend”.
 მართლა ასეა. შეუძლებელია ქუჩაში სიარულისას სიმღერას არ მოვუსმინო. სახლში გაკვეთილების მომზადებისას, ცენტრი არ იყოს ჩართული..
 როგორც უმეტესობას, ასევე მეც მყავს ჩემი რჩეული - ჯგუფი, მომღერალი. თავიდან, ირაკლი ჩარკვიანზე, რომ არ ვქვა საკუთარ თავს არ ვაპატიებ. კაცი ენერგია, კაცი სიცოცხლე, კაცი ნიჭი, კაცი ემოცია.. ზ-კაცი. მიყვარს, მიყვარს.. როგორი ხმა აქვს. ვერ შევძლებ ემოციები, აზრები, ფიქრები სიტყვით გადმოვცე. ის სიყვარული, რაც მასთან მაკავშირებს ჩემშია.
 შემდგომ, Muse.. აქაც გაურკვევლობაა.. უბრალოდ მიყვარს. ხომ შეიძლება ვიღაც უბრალოდ გიყვარდეს, ყველაფრის გარეშე? ჰომდა, ასე მიყვარს. მისი თითოეული სიმღერა ცხოვრებაზე მაფიქრებს, უცნაურად მაფიქრებს. არა, არა ძალიან უცანურად. თითქოს ის მეხმარება ყველაფრის გაანალიზებაში. სიმღერის ტექსტები იმდენად ღრმაა..  ჩემმა ერთ-ერთმა კლასელმა მითხრა:
-მარი, 2-3 დღეში ექნებათ მიუზის მაისურები ვაგზალზე.
ჭკუაზე აღარ ვიყავი.
-რა გითხრეს, რა ერირებაო? 
გაბრწყინებულმა ვკითხე.
- 25 ლარიო, რავიცი..
 : | - ნამდვილად ამ სმაილს ვგავდი იმ დროს. უი მე, რა ღორობაა.. 25ლარი რა ტოლმაა? 28 აპრილს, ჩემს დაბადები დღეზე იქნება, დედა უნდა დავითანხმო, რომ მიყიდოს. მაგრამ გიტარაო და რავიცი.. მოკლედ, ჰოლივუდის ვარსკვალვი რომ გავხდები, მერე კოლექცია აუცილებლად მექნება. ვიცი, რომ არ გადამიყვარდება.. არც დეგენერატ ხალხს ავყვები და არ ვიტყვი, რომ, რადაგანც გაპაპსავდა ე.ი. ცუდია, როგორც us5-ზე იყო. არადა, 5 წელი მიყვარდა.  აჰოკიდე, ჶართო მსმენელისათვის არ არის ცნობილი, ახალბედა მომღერალი: აჩო ზამბახიძე. რა ხმა, რა ხმა, რა ხმა და კიდევ ერთხელ რა ხმა აქვს.. ნიჭიერი. თვითონ წერს, მღერის, უკრავს.. მრავალმხრივ დაჯილდოვებულია. სიმღერაზე სულ არაფერი, რომ ვთქვა - როგორ წერს. სასწაულად. მოკლედ, მაგარი კაცია რა. :*
  მემგონი, პოსტი რაზეც დავიწყე, სულ არ ემთხვევა შემდგომ განვრცობილ ტექსტს.  


გკოცნით და გეხვევით, თქვენი მაცო და Blogspot-ი!

6 comments:

  1. ესპოსტი მიყვარს ყველაზე ძალიან <3
    ძალიანძალიან საყვარელია..

    ReplyDelete
  2. სალიომეეე, კარგო ძალიან..
    Mr.Unlucky, კოხტად. : ს

    ReplyDelete
  3. ra geshveleba :&

    ReplyDelete
  4. უკაცრავად?
    რაღაც ზედმეტად აქტიურობ, უცნობო, თან არასასიამოვნო კომენტარებს მიტოვებ.. შენს მიერ შექმნილი უკვე მეშვიდე წერილი წავშალე.. : ))

    ReplyDelete
  5. Magnificent beat ! I would like to apprentice while you
    amend your web site, how could i subscribe for a blog web
    site? The account aided me a acceptable deal.
    I had been a little bit acquainted of this your broadcast offered bright clear concept

    Also visit my site; Free Online Games

    ReplyDelete

  © NOME DO SEU BLOG

Design by Emporium Digital