February 9, 2011

ჩემო ინტერნეტ-მეგობარო,

ნიკა, უზომოდ ბევრჯერ მითხარი, დაწერე რამე ჩემზეო, მაგრამ ხან აზრების დაულაგებლობამ შემიშალა ხელი, ხან მეზარებოდა და საერთოდ ვერც ვერასდროს ვერ ვფიქრობდი, რა შეიძლება შენზე დამეწერა.. ახლა რომ ვუფიქრდები,ისევ ნაკლებად მაქვს შენზე სათქმელი. უკვე, მესამე? ჰო, მესამე-მეოთხე წელია, რაც ვმეგობრობთ. გახსოვს, სულ პირველად რომ გაგიცანი? მე არა. ისე  მახსოვს, ფანიზე მომწერე, კიარადა სკაიპში დამიმატე, მითხარი გიცნობო. 4-5 თვის შემდეგ, ცოლობა მთხოვე, მე უარით გაგისტუმრე, მაშინ გათხოვილი ვიყავი. ერთ წელიწადში 700-ჯერ მომწერე, ნუ ხარ შტერი და დებილი, გამომყევი ცოლადო. მე არ მოგყვებოდი. მერე ჯანდაბა შენს თავს, დავშორდი ქმარს და..
შემხვდიო, არა-მეთქი, გეხვეწებიო, კიდევ არა გითხარი.. მერე მარუსამაც მომწერა, ყოველდღე მწერდა, ბოლოს იკო უნდა მენახა და შენც გნახეთ მე და ნიამ.. მერე, ჩემი დაბადების დღე იყო.. 13-ის ვხდებოდი, შენ კიდე სრულიად მოულოდნელად დამატყდი თავს და, დიდი, უზარმზარი დათუნია? თუ ძაღლია? მოკლედ, ალუკარდი მაჩუქე.. მახსოვს, ყველაფრისდა მიუხედავად, მაინც როგორც მეგობარს ისე ცდილობდი შემოგეხედა და არასდროს ზედმეტი არ დაგცდენია..
დრო გადიოდა, ჩვენი მეგობრობა უფრო მტკიცდებოდა.  
სულ იმას ვამბობდი, ერთადერთი ადამიანი იყავი, ვინც ჩემს წიკებსა და საზიზღარ ქცევებს იტანდა ჩუმად. არასდროს არ მსაყვედურობდი, რომ არ გწერდი პირველი; არც მაშინ მითხარი არაფერი, როცა მოგწერე, გიორგი მომწონს-მეთქი, მაშინვე მიპასუხე მე დაგეხმარებიო.
რამდენმა ადამიანმა ჩაიარა, რამდენი ადამიანი ჩამომშორდა, ან ჩამოგვშორდა, მაგრამ ჩვენ მუდამ დიდ მეგობრებობას  ვინარჩუნებდით.
მერე რაღაც მოხდა, არ ვიცი რა, მაგრამ ცოტახანი, არა დაახლოებით 4-5 თვე საერთოდ არ ვსაუბრობდით, არც მოგიწერია და არც მე მომიკითხიხარ.
მე მოგწერე, მოგიკითხე, შენ უხეშად მიპასუხე, აღარც მომიწერია. შემდეგ დღეებში შენ მწერდი, მივხვდი, ნაწყენი ისე აღარ იყავი,  როგორც ადრე.
მერე რთული პერიოდი დამეწყო, შენ იმდენი გამიძელი, რამდენიც ირინკამ 6 წლის განმავლობში ვერ მოახერხა. როგორც არ უნდა მეპასუხა, მაინც მუდამ თბილად მპასუხობდი.
გახსოვს, როგორ დამახასიათე?
„ჭკვიანი ხარ ბევრ ასპექტში შეიძლება ითქვას ზედმეტად ჭკვიანიც კი. შრომის მოყვარე, ცოტატი კონსერვატიულიც ხარ, მაგრამ მომწონს იმიტომ რომ ბევრი ძაან გაუზრდელებულია, ნუ იუმორის გრძნობა გაქვს ძალიან კარგი, კეთილი თბილი, ზედმეტად მიამიტიც(მაგრამ ჩემ მიმართებაში ყველა შეილება ჩაითვალოს ასეთად), ნუ მოთმინება გაკლია ანუ ვინმემ რამე ისეთი რო ქნას ყელს გამოჭრი, მუსიკის გემოვნება არ მომწონს, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ცუდ მუსიკას უსმენ, გულმავიწყიც ხარ.“
ზუსტად, ძალიან ზუსტად დამახასიათე და მივხვდი, რომ კარგად მიცნობ, ზედმეტად კარგადაც კი.
ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, უზომოდ მიყვარხარ და გაფასებ, მეგობარო.
ვინც კი აქამდე გამიცნია ინტერნეტით, მათ შორის ყველაზე დიდი შენაძენი ხარ!

30 comments:

  1. LAMAZI SULIS ADAMIANI XAR.

    ReplyDelete
  2. დიდი მადლობა.
    თუმცა მაინც ვერ გავიგე, ჩემი სულის სილამაზე სად დაინახეთ. : )

    ReplyDelete
  3. :) ra lamazi istoriaa.. erti wutit shemshurda kidec

    ReplyDelete
  4. ილარია, დიდი მადლობა. :* ახლავე შევასწორებ, კიდევ გმადლობ.
    თაწი.. <3

    ReplyDelete
  5. ყველაზე მშვიდი და სასიამოვნო ბლოგია მთელს საბლოგეთში. :)

    ReplyDelete
  6. ნიკა ვარ. შემთხვევით შემოვიხედე და გამიხარდა ჩემზე რომ დავინახე პოსტი. :უსერ:
    სურათს არ ხსნის და იმედია ჩემი სურათი არარის რამე :D

    ReplyDelete
  7. აქსიომა, უდიდესი მადლობა, კარგოვ... :*
    ნიყა, ნიყა..
    არა, შენი სურათი არაა, ძამია, დამშვიდდი. ^^

    ReplyDelete
  8. ჰმ )) მომეწონა ისტორია...
    ინტერნეტ–მეგობარი აღარ ყოფილა.. ცოტა მეტია, მგონი შენთვის :)

    ReplyDelete
  9. ინტერნეტ-მეგობარი რატომ აღარ ყოფილა?
    ინტერნეტი, მეგობრის მნიშვნელობას ამცირებს, თუ?
    ნიკა ინტერნეტით გავიცანი, ამიტომაა ჩემი ინტერნეტ-მეგობარი.

    ReplyDelete
  10. მომეწონა.. ვეთანხმები კნუტს მემგონი ცოტა მეტია ვიდრე ინტერნეტ–მეგობარი

    ReplyDelete
  11. კი, მაგრამ ნიკა ინტერნეტით გავიცანი. ჰოდა, ინტერნეტ-მეგობარი არ გამოდის?
    დიდი მადლობა.

    ReplyDelete
  12. მამამ ენაცვალოს კაი ბიჭია, კაი.

    ReplyDelete
  13. შენ ის გიუშა ხარ? ^^
    ჰო, კარგია ძალიან.. :დ

    ReplyDelete
  14. როგორი სასიამოვნო და ნაცნობი სიტუაციაა,
    არც ისეთი ცუდია ეს ვირტუალური მეგობრობა:))


    პ.ს. მოკლედ, ბლოგს რა უქენი, გადასარევი ფერი იყო! :|

    ReplyDelete
  15. უი, ეს დიზაინი არ მოგწონს, თიიკ?
    არადა, რაღაცნაირად კარგია თითქოს..
    ძველი დავაყენო? :*

    ReplyDelete
  16. მმმ... თბილი პოსტია. ^_^

    ReplyDelete
  17. kvichxi, დიდი მადლობა.. ^_^

    რაღაცნაირად მიყვარს ეს პოსტი.. რომ ვკითხულობ, სულ მეღიმება..
    და საერთოდ, მე ნიკა მიყვარს.. <3

    ReplyDelete
  18. ნიკასაც უყვარხარ <3

    ReplyDelete
  19. შოკოლადებიც უყვარს მაცო, ძმაო... :დ

    ReplyDelete
  20. გეხვერწები გიყიდი შოკოლადს და არაო, დაო :ს

    ReplyDelete
  21. meti emocia tusheidzleba !

    ReplyDelete
  22. კონკრეტულად?
    კალტ\თები დავიგლიჯო, თუ ზე-აღმატებული ფრაზებით ვისაუბრო? ))))

    ReplyDelete
  23. mariam nu xar aseti agresiuli :-D
    chemiania sxva pontshi dawera, agixsni mere.

    ReplyDelete
  24. არ ვარ აგრესიული, უბრალოდ რაღაც ზემდეტები ჰგონიათ.
    ჰო, ამიხსენი.

    ReplyDelete
  25. ეს ისაა gilmor-ი?

    ReplyDelete
  26. დიახ, ის არის, უბრალოდ გილმოური.. ^^

    ReplyDelete
  27. სულ მაგაზე როგორ უნდა მიდიოდეს საუბარი?
    ინტერნეტით გავიცანი და იქნება - ინტერნეტ.
    ვსო, წავშლი იმ კომენტარს, სადაც ეგ ეწერება. )))

    ReplyDelete
  28. viaddress. ამ საიტის მეშვეობით შეგიძლიათ ადვილად და იაფად გამოიწეროთ ნოვთები ამერიკიდან.უბრალოდ დარეგისტრირდით, იყიდეთ სასურველი ნივთები და გადაიხადეთ მათი საფასური სახლიდან გაუსვლელად!არ დაგავიწყდეთ მისამართის მითითება.

    ReplyDelete

  © NOME DO SEU BLOG

Design by Emporium Digital