წვიმს.
როგორი ბედნიერი ვარ. მართალია წვიმა მუდამ დამთრგუნველი განწყობის მომტანია, მაგრამ ახლა რა დამემართა არ ვიცი. მთელი დღეა გიჟივით ვიცინი და ვცეკვავ. შაკირას სამი სიმღერა ამოვიჩემე, ვდგავარ და ვმღერი. აშკარად დედაც შევაწუხე და დაც, მაგრამ ისე ვარ, რამდენი შენიშვნაც არ უნდა მომცენ მაინც არ გავჩუმდები.
წვიმა დიდად არასდროს მიყვარდა, რადგან თოვლის მტერი იყო. მუდამ ჩხუბობდნენ. რა ექნა თოვლს, არ მოსწონდა წვიმის სევდიანი და ტრაგიკული ამბები, მასაც ცუდ განწყობაზე აყენებდა. საბოლოოდ მაინც დამპალი წვიმა იმარჯვებდა. ყოველთვის თოვლი მეცოდებოდა და ამიტომ მის მხარეს ვიყავი ხოლმე. ერთადერთხელ გაიმარჯვა თოვლმა წვიმაზე, ეგეც იმიტომ რომ დიდხანს ითოვა, დაღლილ თოვლის ფანტელებს, მისი თანამოაზრეები შეუერთდნენ და ასე დაამარცხეს წვეთების გროვა. იმდენად ამპარტავანი აღმოჩნდა წვიმა, რომ სისუსტე არ დაგვანახა და არც კი წამოუტრებია ისე დაგვტოვა, საზიზღარმა ნაკვალევი მაინც დაამჩნია. ისე ძალიანაც მესიამოვნა მისი გადაწყვეტილება, მაგრამ ბოლოს შემეცოდა, ჩემი თავი წარმოვიდგინე მის ადგილას და... ეტყობა ზედმეტად ბრძოლისუნარიანი აღმოჩნდა წვეთების ბუკეტი , მისი მკითხველები და მსმენელები, ჰოდა, იმ ერთ დღეში ისე მოემზადნენ, მეორე დილას თოვლი სულ მიწასთან გაასწორეს. მახსოვს, თოვლთან ერთად ჩემი განწყობაც როგორ ნადგურდებოდა. დავიფიცე, არასდროს არ ვიქნებოდი წვიმის კარგი მასპინძელი და მსმენელი. ეტყობა ჩიტმა ამბავი მიუტანა და ეწყინა, ჩემი ზედმეტად შემაწუხებელი და დრამატური ამბების მოსმენა, როგორ თუ არ მოსწონსო და ამიტომ გაიბუტა. მისი გაბუსხვა 1წელს გაგრძელდა, მერე ძალიანაც რომ მოგვანატრა თავი, თავისი უცნაური ამბების მოყოლთ და შემდეგ ცრემლად დაღვრით, მიხვდა სტუმრობის დრო იყო. ასეთმა რა ბზიკმა უკბინა არ ვიცი, ფანებთან ერთად მოულოდნელდად დაგვატყდა თავს, თან ეტყობა ვინ მიგდიაო ჩემზე გაიფიქრა, და შურისძიება მოუნდა გრინჩივით. არც მთლად ისეთი უგულო აღმოვჩნდი, როგორაც ილაპარაკებდა ჭორიკანა წვიმა ჩემზე, და ამიტომ ძალიან კარგი განწყობით დავხვდი, ესეც იმიტომ რომ სტუმრებს მონატრებული ვარ.
იმედია, ახლა ამ პოსტს არ კითხულობს და არ აპირებს თავისი წასვლით ისე დამწყვიტოს გული , როგორც წინა წელს თავისი მოსვლით.

