March 25, 2011

ჩემი ქმარი არ არის მოძალადე


იდეალური მამაკაცი:
1. ჭკვიანი, განათლებული. საინტერესო მოსაუბრე. გარკვეულ სფეროში ბევრი უნდა იცოდეს.
2. ყურადღებიანი – ზომიერად.  თბილი, მოსიყვარულზე. 
3. არ მინდა იმ საქმეს აკეთებდეს, რასაც მე. 
4. ყველა სიტუაციისათვის შესაფერისი. ჰო, აი, ასე უხეშად და გადაჭრით. 
5. პატივს სცემდეს ყველა, ვინც მას იცნობს. აუცილებლად, ესეც გადაჭრით.
6. სამართლიანი – რთულია ხშირად ასეთ ადამიანთან ურთიერთობა, მაგრამ ის მაინც მეცოდინება, რომ უაზროდ დაშვებულ შეცდომებზე არ ვიკამათებთ.
7. კეთილი – ყველაზე მეტად ასეთ ადამიანებს ვცემ პატივს, დიახ.
8. იცოდეს, რა დროს, რა მსიამოვნებს; რა დროს, როგორ მომართოს და საერთოდ, მასთან ყოფნის არცერთი წუთის შეცვლა არ უნდა მომინდეს.

  • ქერა/შავთმიანი, ცისფერ(მწვანე)თვალება/დანარჩენფერ თვალება, მაღალი/აუცილებლად მაღალი. კარგი აღნაგობის, არც ძალიან მსუქანი და გამხდარი ხომ საერთოდ. თეთრი/ისერათეთრი კანი. ტუჩები – ლამაზი, უბრალოდ ლამაზი. ბეწვების სიჭარბე არ უნდა აწუხებდეს, არა.

იცით, როგორი არ მინდა იყოს ჩემი მომავალი მეუღლე? -აი, გუშინდელ პროფილში მიწვეულ სტუმრებს, როგორი ქმრებიც ჰყავდათ ისეთი. 
ძალიან შემეშინდა, დიახ, ძალიან.
გონებაში ყველა ამოვატივტივე, ვინც ოდესმე წარმომედგინა მეორე ნახევრის ამპლუაში და.. მე ვიცი, რომ არ მეყოლება ქმარი, რომელიც ჩემზე ხელს ასწევს; მეგობრების თანდასწრებით დამამცირებს; ხშირად სიტყვიერ შეურაცხყოფას მომაყენებს, ჩემთვის ძვირფას ადამიანებს უდიერად მოიხსენიებს.. არ მეყოლება ნაბიჭვარი ქმარი, ფსიქიატრიულად გაუწონასწორებელი გიჟი ქმარი, სულიერად ბრიყვი ქმარი.. გეფიცებით.
გუშინ პროფილის ყურებისას იმდენი ვიტირე, იმდენი... 
არ გავთხოვდები ადრე, პირობას გაძლევთ. არ გავყვები ცოლად ორი თვის გაცნობილს, დამიჯერეთ. არ გავყვები იმას, ვისაც დედაჩემი არ მოეწონება...  
მინდა, მომავალი დავინახო. დიახ, რატომაც არა. 
არ ვარ პერფექციონიზმის მიმდევარი (არ ურთიერთობენ ყველასთან, რადგან ეშინიათ შეცდომის დაშვების, ეს მხოლოდ ადამიანთან კონტაქტზე არ არის,აი, ისე ზოგადად.), მაგრამ მე.. მე მეშინია შეცდომის დაშვების. არ ვარ ძლიერი, არც არასდროს ვყოფილვარ.  დავიჯერო გავუძლებ იმის მეოთხმოცდამერვედს, რაც იმ ქალებმა გაუძლეს? - არა, ვერ გავუძლებ და არც ვაპირებ. ერთი, რისი იმედიც მაქვს, ჩემი ჭარბი თავმოყვარეობის გრძნობისაა, ერთი ზედმეტი რამ და:
 -ნახვამდის, საყვარელო მეუღლევ.
იცით, რა მიკვირს? -შენ დალოცვილო, შეყვარებულობის პერიოდში ვერ უნდა მოახერხო, და ცოტას მაინც ვერ უნდა მიხვდე, რომ ფსიქიკურად მოშლილ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა? -ჰაჰ, აი, ყველაფრის თავი და თავი -  ორი თვის ნაცნობებზე გათხოვება-გამოთხოვებაა.. 
იცით რა მინდა?
ძააალიან მოხუცი რომ ვიქნები, სადღაც 88 წლის, შემეძლოს თავისუფლად, დაუფიქრებლად და ყველანაირი ყოყმანის გარეშე ვთქვა, რომ:
-მე არ მყავდა/მყავს მოძალადე ქმარი!

23 comments:

  1. ყველა პუნქტს აკმაყოფილებს ჩემი ბიჭი მწვანე თვალების გარდა ;)) სულაც არ მაწუხებს ეგ ფაქტი:)
    მაცი, ძალიან საყვარელი ხარ, გამიხარდა შენი პოსტი და კარგი გოგო ხარ ასე ჭკვიანურად რომ ფიქრობ ჩემო კარგო :**
    ცოტა მეტი დაფიქრება მართებს ყველას, უდაოდ!!)

    ReplyDelete
  2. @Kiwi
    ვნახე შენი ბიჭის სურათები, უფრო სწორედ, მგონი ვნახე.. თუ ილია ჰქვია, ე.ი. ეგაა..
    ძაალიან კარგი წყვილი ხართ..
    აი, რაღაცნაირი..
    შენ ნაზმაზუნა, სიფრიფანა და ის ჩაფსკვნილი.. :D
    მოკლედ, უხდებით ერთმანეთს.. :*
    მეც მიხარია ხოლმე შენი პოსტები.
    დიდი მადლობა. :*

    ReplyDelete
  3. shenma am postma ra sasiamovno jruanteli momgvara..
    chemi bichi asetia ai swored iseti shen rom daaxasiate..
    shen gaixare ufro davafase is adamiani :D

    ReplyDelete
  4. :"> ჰო მაც, გინახავს საყვარელო:*
    მაადლობბბბ ;;):*

    ReplyDelete
  5. მაცო, დარწმუნებული ვარ აივსე თუ არა ემოციით ეგრევე დაწერე ეს პოსტი :))
    :*

    ReplyDelete
  6. @Kiwi
    ის სურათები მომეწონა, აი, ბევრი ერთად რომ არის.. შავ-თეთრში.. ^^

    @ილარია
    რა კარგობაა.. ^^
    ერთნაირი გემოვნება გვქონია.. :*

    @Clown
    ზუსტად ეგრე იყო, ზუუუსტად.. :D
    დამთავრდა თუ არა, ლეპტოპი მოვძებნე და წერა დავიწყე.. ნია მეჩხუბებოდა, გოგო, წადი დაიძინეო.. არადა, თვითონაც კომპიუტერთან იჯდა.. :D

    ReplyDelete
  7. არ გეყოლება მოძალადე ქმარი, შენ თვითონ ნებისმიერ სიტუაციაში თუ შეინარჩუნებ საკუთარი თავის პატივისცემას!
    ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არაა, ფსიქოლოგიური უფრო საშიშია, მე თუ მკითხავ... ფიზიკური ტკივილი მოშუშდება, ტრავმირებული ფსიქიკა – უკეთეს შემთხვევაში ძალიან გვიან!
    ყველანაირი ურთიერთობა პატივისცემასა და ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობაზე უნდა იყოს დაფუძნებული. უამისოდ მე არც სიყვარულს ვცნობ და არც მეგობრობას...

    ReplyDelete
  8. @tamaRa
    ara, arc miTqvams, rom Zaladoba mxolod erTi saxis arsebobs.. ფსიქოლოგიური ძალადობა - ფიზიკურის შემდეგი პირობაა.. ^^ მე ასე მესმის..

    ReplyDelete
  9. კარგი გემოვნება გაქვს )) მაგრამ მე უფრო შავგრემნები : D

    ReplyDelete
  10. @bradawls
    გმადლობ, ანა. <3
    ისე, არ მიწერია, რომ მხოლოდ ქერები მომწონს.. /-ს ნიშნავს, რომ არცერთზე ვიტყვი უარს.. :D

    ReplyDelete
  11. მააადლობ მაცი:">
    მარა კარგად არ ვართ გამოსული მაგ ფოტოში )))
    ზატო მომწონსს :P

    ReplyDelete
  12. მანდ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს, რომ შეესაბამებიან,ეგეთი კაცები არსებობენ? :DDDD

    ReplyDelete
  13. @axsiom
    არ ვიცი, შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მე არ ვიცნობ.. თუ ოცნება არის, ბარეღამ ოცნება ყოფილიყო.. ^^
    @Kiwi
    ანუ რეალობაში უფრო კარგები იქნებით.. :D
    კიდევ ის სურათი მომწონს,მეგობრებთან ერთად რო დგახართ, შენ სარაფანა გაცვია და ხელები გაქვთ ჩაკიდებული.. აი, ისეთი დიდი სითბო მოდის.. მართლა ნამდვილი წყვილი ხართ, ნამდვილი..

    ReplyDelete
  14. Mariam, kargi blogi gagiketebia. yvela werili wavikitxe. mshvenieri gogo gamxdarxar. lasha var micani?

    ReplyDelete
  15. @Lasha Qavtaradze
    :000
    ლაშა, როგორ არა. :* <3 შენი დამსახურებაა, ასეთი კარგი ბლოგი რომ გამოვიდა. : პპპ
    დიდი მადლობა. :***
    მენატრება შენთან დისკუსია, ძააალიან მენატრება. :*
    (ჰუგ)

    ReplyDelete
  16. es bewvebis sicharbeze momewona :D :D :D

    ReplyDelete
  17. ნინ, ჰო მიხვდი, ვისზე გავაკეთე აქცენტი?
    უფრო სწორედ, ვisებზე კიარადა, ჰო, რა.. მიხვდი.. :D

    ReplyDelete
  18. თავიდან ასე ვერავინ იტყვის როგორ გაუმართლებს მაგ საკითხში, ასე დარწმუნებით, განა ვინმეს უნდა მოძალადე ადამიანი გვერდით?? :სადომაზოხისტებს არ ვეხებით: :) ..კი, შეყვარებულობისას უნდა მიხვდე წესით ვისთან გაქვს საქმე, მაგრამ ბევრი მალავს რეალურ სახეს და მხოლოლდ მერე აიშვებს, რომ დაიგულებენ ქალებს თავისად.. გულს მირევენ ასეთი სუსტი კაცები :( სამწუხაროდ, ესეც რეალობაა.. მე ერთი ვიცი 9 შვილი რომ მყავდეს, ვერ გავჩერდები მოძალადე ქმართან! დასტურ! :)))

    ReplyDelete
  19. ჰო, აი..
    ოჯახს ვერ დავანგრევ, შვილს მამა ჰომ უნდაო..
    რად უნდა შვილს ცხოველი და ნაბიჭვარი მამა, მიპასუხეთ ერთი?
    არ უნდა, არა..
    მე გავზრდი. ნორმალურ ადამიანად დავაყენებ.. არ მჭირდება მე ცხოველები გვერდით. სსს

    ReplyDelete
  20. რას აღარ წაკითხავს ხოლმე კაცი ! =D (Y) მაცოო ! კაცი კი არა ყველა ადამიანი მოძალადეა, გარკვეული საკითხის მიმართ = )) "იდეალურობა" კი არ არსებობს, მიმაჩნიეს ეს უბრალოდ ილუზიააა, რომელიც ჩვენმა გონების პატარა ნაოჭმა შექმნა, ვითომდაც არსებობს "მეორე ნახევარი" < პიროვნება = )), მაგრამ რეალურად "მეორე" და "იდეალურის" ცნება ჩვენს გონებაშია, ჩვენ ვქმნით "იდეალურს" > "მეორეს" და არა ის არის ესეთი : )), ამიტომაც არის, ხშირი შეცდომა და "მოძალადე" ქამარიც, 1 დროს "იდეალური" და "მეორე" იყო, თუ არ ჩავთვლით "ანგარებისგან" გამოწვეულ შეუღლებას. და რა არის საერთოდ სიყვარული ?? ეს ჭეშმარიტებაა = )) და რა არის ჭეშმარიტება ?? ეს უფალია = )) , ადამიანში თუ არ არსებობს უფალი, არ არსებობს სიყვარული = )), სულიერება და ა.შ. ჩვენს ბურთივით მრგვალ დედამიწაზე ადამიანების 70% არ იცის თუ რა არის "ჭეშმარიტი სიყვარული" მათვის არსებობს, ხორციელი და ანგარება = ) ხორციელი სიყვარული ეს იგივეა, დღეს ლამაზი ყვავილი იყიდე მაგრამ ფესვი არ აქვს = ) გადის დრო და ის ჭკნება, ხორციელი სიყვარულიც იგივება = ) მოგეწონა, მოეწონა, არა და, ხვალ შეიძლება უფრო კარგი "ხორცი" გაიჩითოს და იქ გაიქცე ან გაიქცეს = ) და რა ? უცებ დაჭკნა, გაიხრწნა და გაქრა ეს "ხორციელი" სიყვარული = )) ანგარება <<>> ის რეალური სერიალია < თუ როგორ ბრძოლობს ვალენტინას დეიდაშვილი ჩაიგდოს ქონება ან კაცი ბრძოლობს რაც შეიძლება ძვირფასი საჩუქარი გაუკეთოს = ) "$" და დაიპყროს ის, =D რეალობაც დიდად არ გამოირჩევა სერიალებისგან, უბრალოდ ზოგს არ აქვს 3 სართულიანი სახლი და კილომეტრობით მამული =D. არსებობს 3 გრძნობა ეს სულიერება, სულიერება ეს ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტება ეს უფალია, და რა არის უფალი ?? ეს სიყვარულია, ეს რწმენაა, მე თუ მკითხავთ ესე ავხსნი ხოლმე სიყვარულს ენით და ალბათ რიცხვითაც გამოვსახავ რა რის შემდეგ =D: 1) გაგება 2) ნდობა 3) სიმართლე 4) პატივისცემა 5) ერთგულება, "ჭეშმარიტ სიყვარულს" მხოლოდ 5 სიტყვით და 1 პატარა წინადადებით ვხსნი ხოლმე მე, ზოგმა შეიძლება თქვა, ოხხ რამდენს ლაპარაკობს ან ეხლა რასაც იძახის ვერ გააკეთებს და ასე შემდეგ და მოკლედ, მე ესე მიმაჩნია და რაც მე მიმაჩნია ჩემიდან გამომდინარე სწორად, ყოველთვის იმას გავაკეთებ რასაც ვამბობ = )) ხო, :D ეს წინადადება კი ესეთია: ადამიანი გიყვარს მაშინ, როცა მზად ხარ მისი გულისთვის სიცოცხლეც კი გაწირო. <: თუ ამის თქმა შეგიძლია სხვის მიმართ, არსებობს სულიერება, მე კი მიმაჩნია: ამ "წინადადებას" + "5 მცნება" რაც მე ვთქვი და + ბონუსები, კონკრეტულად 5 მცნების ჯაჭვის მცნება და ფესვური სისტემა, მაშინ არსებობს "იდეალი" არსებობს "მეორე ნახევარი" არსებობს 2 სული 1 სხეულში, იქით < > აქეთ , და ეს არის ძალა, 1 დიდი მუშტი, სადაც არსებობს ბზარი, მაგრამ არა ბარიერი გადაულახავი =D , რამდენი ვწერე ეხლა ან რა მინდოდა =D ,,, Sorry_თ ,,, ეხლა ვაპირებდი გამეკეთებინა > Ctrl+A + Delete < მაგრამ, ჯანდაბას იყოს დავწერ =D

    ReplyDelete
  21. ხოო, რაც შეეხება პოსტს, მომეწონა გულახდილობა = ))

    ReplyDelete
  22. shekvarebulobisas ver sheamchnev, mit umetes sakartveloshi. rodesac "kmrobas" ickeben da sxva speroshi ar arian taviianti tavit kmakopilni (samsaxuri, mshoblebtan, megobrebshi ... ), mere "pirad" ojaxshi axdenen vitom realizebas da mere misdgebian xolme colebs (colebi kmrebs), ase rom an gagimartlebs, an vera

    ReplyDelete
    Replies
    1. gamonaklisi yoveltvis arsebobs, bednieri gamonaklisi. magis imedi makvs tore shinaberobagarantirebuli adamiani var :DDDD posti zaan magari iyo da 100%it getanxmebi yvela kriteriumshi! :)))

      Delete

  © NOME DO SEU BLOG

Design by Emporium Digital