-მომაშორეთ ეს ბავშვი, გადამიყვანა ამხელა კაცი ჭკუიდან.
ეს იყო, დაახლოებით 8-9 წლის წინ. დასამალი რა მაქვს და გეტყვით, რომ ხშირად მიოცნებია ჩემს გრანდიოზულ ქორწილზე, 400 კაციან ქორწილზე, ულამაზეს კაბაში გამოწყობილი, როგორ შევფიცავდი სამუდამო სიყვარულს ჩემს რჩეულს. მოკლედ, ჩემი ფიქრები და ოცნებები ბიჭებს და სიყვარულს მაინც ვერასდროს ვერ გასცდება.
ცოტა ხნის წინ, რომელიღაც საიტზე წავაწყდი ქალის ჩანაწერებს, თავისი ქორწილის შესახებ. სათაური რომ წავიკითხე ავეთნე, მოვემზადე, ყურთსასმენები მოვირგე თავზე, ბოლომდე მოვუჭირე ხელები, რომ გარშემომყოფთა ხმაურს არ შევეწუხებინე და დავიწყე კითხვა. ისე უემოციოდ, უსიხარულოდ და თითქოს ჩვეულებრივი მოვლენააო წერდა, გავოცდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ვინმეს თუ შეეძლო საკუთარ ქორწილზე ასე უბრალოდ საუბარი. შემდეგ სურათები დავათვალიერე, რომ გითხრათ დიდად აღვფრთოვანდი-მეთქი მოგატყუებთ, მაგრამ ასე მათ უნდოდათ, თუმცა არცერთს სურათში ნეფე-პატარძალს გაღიმებული და გახარებული სახე არ ჰქონია. დავიზაფრე, არ მომეწონა. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემს საოცნებო ქორწილზე დავწერო, შეიძლება ძალიან მოკლედ, მაგრამ მაინც.
მოკლედ, დავიწყებ იმით, რომ სტუმრების რაოდენობა არავითარ შემთხვევაში არ ჩამოუვარდება 500 კაცს, აქედან გამომდინარე ქორწილი იქნება უზარმაზარი და გრანდიოზული. თუ მატერიალურმა შესაძლებლობამ ხელი არ შეგვიწყო, მაშინ უბრალოდ ჯვარს დავიწერთ და შემდეგ ჩვენივე გამომუშავებული ფულით გადავიხდით ისეთ ქორწილს, რომელზეც სულ ვოცნებობ. ჩემს მეუღლეს არავითარ შემთხვევაში არ ეცმევა შავი შარვალ-კოსტუმი. დიდი სურვილი მექნება, რომ არც სტუმრებს ეცვათ შავებში, მნიშვნელობა არ აქვს გინდ ქალს, გინდ კაცს. არანაირი მოწყენილი სახე, ყველა ბოლომდე გაკრეწილი უნდა იყოს, მოკლედ ჰოლივუდის ღიმილით შემკობილები. ჩემს ჩაცმულობაცს რაც შეეხება, მეცვევა უზარმაზარი, ულამაზესი, მიმზიდველი და ძალიან ძვირასი საქორწინო კაბა, აუცილებელი არაა თეთრი იყოს. ღია, ძალიან ღია კაკაოსფერი, ან ღია ვარდისფერ კაბაზეც არ ვიტყოდი უარს. ფეხსაცმელს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, კაბიდან გამომდინარე სტილი იგივე იქნება. ფატას რაც შეეხება, არ ვიცი როგორი მინდა, მაგის მოსაფიქრებლად დრო ჯერ მაქვს. ქორწილი გაიმართება უზარმაზარ რესტორანში, საშინლად დიდ. სხვა თუ არაფერი 500 კაცს პატარა, მიჭუჭყულ ადგილას ვერ დაატევ. სკამებზე, მაგიდებზე და მოკლედ ყველგან სულ გულები და ბაფთები იქნება, ყველაფერი ცოცხალ და პასტელისფერებში, არანაირი კაკაოსფერი და მაგდაგვარი დამთრგუნავი შეფერილობა. ვიცი, მომავალი მეუღლე არ მომცეს ჭყეტელა ფერებით რესტორნის მორთვის უფლებას, ამიტომ ნათელ და ნაზ ფერებს ვჯერდები. იქნება ქართულ-ხალხური საცეკვაო სიმღრები, და, რა თქმა უნდა, ჩემი თაობისაც, ისე არ შეიძლება. ჰო, ახლა ჯვირსწერას რაც შეეხება, ძალიან მინდა, ვგიჯდები ისე მინდა, კათოლიკეები როგორც იწერენ ჯვარს ეკლესიაში მეც ეგრე გავაკეთო, ნუ ჩვენი ქრისტიანული ადათ-წესებით იქნება, მაგრამ სტილი მათი. თაიგული – ვერც კი წარმოვიდგენ როგორი ლამაზი, უცხო და გრანდიოზული უნდა იყოს.
აი, ახლა გული ლამისაა საგულედან ამომიხტეს.
ისეთი უნდა იყოს, სტურები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რომ საუბრობდნენ, ასეთი არასდროს გვინახავსო.
თუ ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც მინდა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნებ.
ესეც ასე, ზე-გადასარევი და ზე-ბედნიერი ქორწილი იქნება ძალიან მალე. ჰო, ძალიან მალე.
თუ ბლოგის წარმოებას კიდევ დიდხანს გავაგრძელებ, მაშინ გპირდებით, რომ უზარმაზარ, ძაალიან დიდ პოსტს გაჩუქებთ ჩემი ქორწილის შესახებ. <3
ბავშვობაში ვოცნებობდი დიდ ქორწილზე, დიდ თეთრ კაბაზე და ფატაზე...
ReplyDeleteეხლა აღარ, არ მინდა ქორწილი,მითუმეტეს დიდი და უზარმაზარი :)
10–წლის მერე რა იქნება არ ვიცი :)
მე 11-12 წელია ვოცნებობ, აქამდე არ გამიარა და არ მგონია, ოდესმე გამიაროს, ნუ როდესაც გავთხოვდები, მერე, რა თქმა უნდა.
ReplyDelete10 წლის მერე ქმარი და ბევრი შვილი იქნება. ^^
მე კი ქორწილები არ მიყვარს... მითუმეტეს დიდი ქორწილები.... :(
ReplyDeleteდიდი, გრანდიოზული, შესანიშნავი..
ReplyDeleteარ მესმის, როგორ არ უნდა გიყვარდეს?!
ე.ი. შენ არც ხალხმრავლობა და არც ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვარს, მართალია?
რა მაგარი იყო :D
ReplyDeleteისე აბსოლიტურად განსხვავებული საოცნებო ქორწილის გეგმა გვაქვს :D 500 კაცს ქორწილში ვერ ავიტან,დიდი-დიდი 100 ავიტანო.არც დიდი ფარფატა კაბაა ჩემი სტილი და არც ფერად-ფერადი ბაფთები )ერთფეროვნება მირჩევნია სუფევდეს. მყუდრო,სადა და მშვიდი ქორწილი მირჩევნია და თანაც ღია ცის ქვეშ,ზაფხულში ალბათ <3
yess
ReplyDeletechemikorwili sulsapirispiro ikneba
racsheidzleba patara da racsheidzleba aratetrkabian imaini
da
zalian male gatxovebashi raigulisxmeba vitom?
მაციი რა ერთნაირი ოცნებები გვქონიაა ))) სულ ასეთი ქორწილი მინდოდა დიიიდიიი გრამდიოზულიი აახლა უკვე ცოტა სხვანაირად მინდა მაგრამ მაინც გავს რა :P
ReplyDeleteსაყვარელო მჯერა რომ აგისრულდება ეს ლამაზი ოცნება.. :) მართლა კარგია,სხვის დიდ და ლამაზ ქორწილებს რომ ვიყურებ მომწონს..მაგრამ საკუთარი ვერ წარმომიდგენია ასე..სიმშვიდე და სიმყუდროვე მიყვარს...ხალხმრავლობა და ყურადღების ცენტრში ყოფნაც არ მომწონს.აი ,ანიმ რომ თქვა ღია ცის ქვეშ
ReplyDelete,პატარა და მყუდრო ქორწილი მინდა.ჯვრისწერაზე კი ძალიან მომწონს ქართული,ეროვნული სამოსი რომ აცვიათ...
ძალიან დიდი მადლობა, რუსა. <3
ReplyDelete: )))))) ბევრი ბევრი თბილი ღიმილები შენ.. მართლა მომეწონა, ,,დაჟე" მომინდა.. : >
ReplyDeleteთიკა, გამიხარდა. პირველი ხარ, ვისაც ასეთი ქორწილი მოუნდა.. ^^
ReplyDeleteარასდროს მიოცნებია ქორწილზე, მაგრამ რაც დრო გადის უფრო ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამაზე. :) ჩემი ქორწილი ცოცხალი მუსიკის გარეშე ვერ წარმომიდგენია, დღისით - რაიმე ბენდი, ღამით - დიჯეი. სასურველია იყოს ორდღიანი - პირველ დღეს ბევრი სტუმარი იყოს, მეორე დღეს - მხოლოდ ახლო მეგობრები. ყველაფერი, დაწყებული დანა-ჩანგლით დამთავრებული დარბაზით, უნდა იყოს ძალიან ლამაზად გაფორმებული. თამადა და მსგავსი სადღეგრძელოები "ამ ჭიქით სამშობლოს გაუმარჯოს" არ იქნება. სასურველია უმრავლესობა სტუმრებისა იყოს ახალგაზრდა, ასე ვფიქრობ, რომ მოხუცებს არ გაუსწორდებათ :ს :დ
ReplyDeleteხო კიდევ მთავარი: პატარძალი და საქმრო უნდა იყვნენ ულამაზესები და უბედნიერესები :))
ReplyDeleteუი მგონი გაქრა ჩემი პირველი კომენტარი :შ
ReplyDeleteდრიმერ, რა მშვენიერი ქორწილის გეგმაა. აშკარად, შენც ჩემსავით გრანდიოზული გინდა.
ReplyDeleteმე ვფიქრობ, რომ ყველას ისეთი ქორწილი ექნება, როგორზეც ოცნებობს.. ^^
რა კარგია :) ძალიან ლამაზი სანახავი იქნება და უბედნიერესი დღე შენს ცხოვრებაში :)
ReplyDeleteმე ვოცნებობ რომ ჩემი ქორწილი ზღვის სანაპიროზე გაიმართოს ან გემზე!!! :)
Violet Blogger
Violet, მადლობა დიდი საყვარელო. :*
ReplyDeletemec mqonda qorcili,jvari davicere,marto chven da mejvareebi viyavit magram dzalian dzalian lamazi iyo uvelperi da ubednieresi viyavi :))
ReplyDelete