წვიმს. როგორი ბედნიერი ვარ. მართალია წვიმა მუდამ დამთრგუნველი განწყობის მომტანია, მაგრამ ახლა რა დამემართა არ ვიცი. მთელი დღეა გიჟივით ვიცინი და ვცეკვავ. შაკირას სამი სიმღერა ამოვიჩემე, ვდგავარ და ვმღერი. აშკარად დედაც შევაწუხე და დაც, მაგრამ ისე ვარ, რამდენი შენიშვნაც არ უნდა მომცენ მაინც არ გავჩუმდები.
წვიმა დიდად არასდროს მიყვარდა, რადგან თოვლის მტერი იყო. მუდამ ჩხუბობდნენ. რა ექნა თოვლს, არ მოსწონდა წვიმის სევდიანი და ტრაგიკული ამბები, მასაც ცუდ განწყობაზე აყენებდა. საბოლოოდ მაინც დამპალი წვიმა იმარჯვებდა. ყოველთვის თოვლი მეცოდებოდა და ამიტომ მის მხარეს ვიყავი ხოლმე. ერთადერთხელ გაიმარჯვა თოვლმა წვიმაზე, ეგეც იმიტომ რომ დიდხანს ითოვა, დაღლილ თოვლის ფანტელებს, მისი თანამოაზრეები შეუერთდნენ და ასე დაამარცხეს წვეთების გროვა. იმდენად ამპარტავანი აღმოჩნდა წვიმა, რომ სისუსტე არ დაგვანახა და არც კი წამოუტრებია ისე დაგვტოვა, საზიზღარმა ნაკვალევი მაინც დაამჩნია. ისე ძალიანაც მესიამოვნა მისი გადაწყვეტილება, მაგრამ ბოლოს შემეცოდა, ჩემი თავი წარმოვიდგინე მის ადგილას და... ეტყობა ზედმეტად ბრძოლისუნარიანი აღმოჩნდა წვეთების ბუკეტი , მისი მკითხველები და მსმენელები, ჰოდა, იმ ერთ დღეში ისე მოემზადნენ, მეორე დილას თოვლი სულ მიწასთან გაასწორეს. მახსოვს, თოვლთან ერთად ჩემი განწყობაც როგორ ნადგურდებოდა. დავიფიცე, არასდროს არ ვიქნებოდი წვიმის კარგი მასპინძელი და მსმენელი. ეტყობა ჩიტმა ამბავი მიუტანა და ეწყინა, ჩემი ზედმეტად შემაწუხებელი და დრამატური ამბების მოსმენა, როგორ თუ არ მოსწონსო და ამიტომ გაიბუტა. მისი გაბუსხვა 1წელს გაგრძელდა, მერე ძალიანაც რომ მოგვანატრა თავი, თავისი უცნაური ამბების მოყოლთ და შემდეგ ცრემლად დაღვრით, მიხვდა სტუმრობის დრო იყო. ასეთმა რა ბზიკმა უკბინა არ ვიცი, ფანებთან ერთად მოულოდნელდად დაგვატყდა თავს, თან ეტყობა ვინ მიგდიაო ჩემზე გაიფიქრა, და შურისძიება მოუნდა გრინჩივით. არც მთლად ისეთი უგულო აღმოვჩნდი, როგორაც ილაპარაკებდა ჭორიკანა წვიმა ჩემზე, და ამიტომ ძალიან კარგი განწყობით დავხვდი, ესეც იმიტომ რომ სტუმრებს მონატრებული ვარ.
იმედია, ახლა ამ პოსტს არ კითხულობს და არ აპირებს თავისი წასვლით ისე დამწყვიტოს გული , როგორც წინა წელს თავისი მოსვლით.
საყვარლად წერ
ReplyDeleteწვიმა,თოვლი.. როგორ დაუუწყვეტია მაგ წვიმას შენთვის გული ))
ReplyDeleteიმედია ახლაც ასე არ დაგტოვებს..
ძალიან დიდ მადლობა, Anonymous.
ReplyDeleteჰო, იმედია, ანა.
რა კარგად წერ.
ReplyDeleteდიდი ხანია ვკიტხულობ სენს ნაწერებს და მომწონს.
ნიცა ვარ.
ნიცაააა, ჩემი პატარა გოგო.. :*
ReplyDeleteდიდ მადლობა. როგორ მომენატრე. <3
ho dgevandeli dge dzaan paeqroba iyo.. megona tovli mougebda
ReplyDeleteწვიმა,თოვლი გულს გტკენს,სამაგიეროდ მალე მზე გაგათბობს :*
ReplyDeleteრა საყვარელი ხარ მაცი *
ReplyDeleteბავშვურად და სახალისოდ წერ,
თბილად მეღიმება შენს ნაწერებს რომ ვკითხულობ.
მე არც წვიმა მიყვარს, არც თოვლი, სითბო მიყვარს და რა ვქნა?:))
და კიდევ ძალიან მომწონს შენი ახალი "ავატარი"
წვიმა ყოველთვის მაგარ ხასიათზე მაყენებს. ბევრს ამის გამო სულელი ვგონივარ. მიყვარს წვიმაააა! :)
ReplyDeleteილარია, ჰო, მაგ დღეს მეც მეგონა, მაგრამ არ ახლა დათმო წვიმამ, საზიზღარი.
ReplyDeleteშეშლილო, ჰო, თუმცა მე მზე დიდად არ მიყვარს, წვიმაც კი ბევრად მირჩევნია.
კიწი, მადლობა. უზომოდ კარგი ხარ. :*
რეზი, და სულელი რატომ? ადამიანის ბუნებას გააჩნია, ზოგისთვის წვიმა დამთრგუნველია, ზოგისთვის კი პირიქით. : ))
:*:*:*
ReplyDeletedzaan kargad wer, maci.
ReplyDeletemenatreba dzveli dro
giorgim mitxra macis blogi aqvso da naxeo
vnaxe da momewona magrad
miyvarxar lamazo
sofi var :*
გმადლობ, სოფი. სამწუხაროდ ვერ გიცანი. (((
ReplyDelete✿ kide dawere eseti motxrobebi. wera shegidzlia rato ar iyeneb? ✿
ReplyDelete✿ Teeo ✿, რავიცი, არ მგონია, ეს მოთხრობა იყოს, არც ჩანახატის ფუნქციას მივანიჭებდი..
ReplyDeleteწერა შემიძლია? -ჰო, რავიცი.. მემგონი, ვწერ, არა?
Hi thеre mаtеs, how is everything, аnd what уοu dеsіre tο ѕaу
ReplyDeleteοn the tοpіc of this poѕt, in mу vіeω its tгuly amazing in favοr of me.
my blog pοst ... Авиабилеты в минеральные воды спецпредложения