ცოტა ხნის წინ რაღაცას ვეძებდი. სახლის ყველა კუთხე-კუნჭული გადავატრიალე, ჯანდაბა მაგის თავს, მაინც ვერსად ვნახე. მერე ჩანთებთან მივედი, თითქმის ყველა ამოვაპირქვავე, მაგრამ შენც არ მომიკვდე. საბოლოოდ ვერც ვერაფერი ვიპოვე, და საქმეც გავიჩინე – სახლი და ჩანთებიდან გადმოყრილი ნივთების დალაგება. გამახსენდა ბლოგერების თაგ თამაში – ამოალაგე ჩანთა. ერთი კი გავიფიქრე, თუ როგორ დაამშვენებდა ჩემი პოსტი, უფრო სწორედ თაგ თამაშებში ჩემი პირველი პოსტი ბლოგსა და მკითხველების მეხსიერებას, მაგრამ მერე მომერიდა ამდენი სისულელისთვის და უადგილო ადგილას ჩაყრილი ნივთებისათვის სურათების გადაღება, თუმცა მე ხომ მაცო ვარ, ასე რომ არ მგონია ამ აურზაურმა დიდად გაგაოცოთ და მკითხოთ, ამდენი რამ ჩანთაში როგორ გეტევა, ან მძიმე არ არისო?
საკმაო რაოდენობის ჩანთა მაქვს. ყველანაირი სიტუაციისთვის შესაფერისი. მათი ზომა მაკმაყოფილებს რაც მთავარია.
მოკლედ, ბევრი რომ არ ვისაუბრო, პირდაპირ დავიწყებ სურათების დადებას და მცირე აღწერის მიმატებასაც.
საფულე - იმდენად საზიზღარი ფერი მიიღო ხმარებაში, ხანდახან დღის სინათლესაც არ ვაღირსებ ხოლმე. ყველანაირი პასტის ფერით აქვს ჭრილობები, კიარადა ხაზები. ორი სათავსო აქვს, ერთი ფულის, მეორე ბარათების, პირადობის მოწმობის და აიპოდის, თუმცა მობილურის ჩასადებს უფრო ჰგავს.
სათამაშო - ჩემი ლომუკა, სამი წლის წინ მაჩუქა მეგობარმა. არ ვიცოდი, თურმე დღემდე სულ თან დავატარებ.
ჩიპი - რა ლამაზი და საყვარელია. დიდი აღწერა და ა.შ. არ უნდა.
ბლოკნოტი - ორი(მესამის კუთხე ჩანს), უზარმაზარი და უმძიმესი, მაგრამ შიგნით იმდენი საინტერესო რამ წერია.. თან ყოველდღე ვამატებ ახალ ინფორმაციებს.
აიპოდი და მისი ჩასადები - პატარა, უსაყვარლესი და ჩემნაირი გემოვნების მქონე, აიპოდზე ვამბობ. მის ჩასადებს რაც შეეხება, საყურეებისა და ყელსაბამების სათავსოდ უფრო მაქვს ქცეული. ყველა კომფორტულია, თან არც მეშინია რომ გამიტყდეს, ან ჩანთაში ჩამიცვივდეს სამკაულები. სხვა ზარდახშები დიდებია, ფაიფურისებისაც არის, ამიტომ არსად არ დამაქვს.
ბარათი - ჩემი სკოლის, კიარადა ბუფეტის ბარათი, ყველაზე ძვირიანი ნივთი მთელ ჩემს ჩანთაში, საფულეზეც კი.
სავარცხელი - ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი შეიძლება იყოს. დაახლოებით 10-11 წლის იქნება. იმისდა მიუხედავად, რომ თითქმის სულ ჩემთან ერთად არის, მაინც მუდამ გაბურძგნული და დაუვარცხნელი დავდივარ.
ტუჩსაცხი - ჰოჰ, ყველაზე ლამაზები და მიმზიდველები.
სანტავიკი - არასდროს არაფერს არ ვიჭრი, ნუ ზამთრის პერიოდში მაინც, თუმცა ჩემს გარშემო ბევრია - ზედმეტად ხიფათა ხალხი.
ბლოკნოტი - ყველაზე ჭკვიანი და განათლებული მთელ ჩემს ჩანთაში.
წიგნი - ახლა მადამ ბოვარს ვკითხულობ, და ამიტომ დამაქვს ყველგან, თუმცა მხოლოდ ერთხელ მოვიცალე მის წასაკითხად, ეგეც ტრანსპორტში უსაქმურად ჯდომის დროს.
პასტები - მაგათ ვენაცვალე მე, ეგენი რომ არა, რა მეშველებოდა.
ელემენტი - ციფრულის ელემენტია, დიდი ხნის ძებნის შემდეგ, როგორც იქნა საშველი დავაყენე და ვიპოვე.
ბარათი - ვაიი, როგორ მიყვარს და რა დიდ პატივს ვცემ. მისი მადლიდან ვერასდროს ვერ ამოვალ, ყველაზე გულუხვი ნივთია მთელ მსოფლიოში.
ესეც ჩანთები, ყველას საკმაოდ ხშირად ვხმარობ.
maxsovs skolashi sul mag bloknotebit ro dadiodi xolme.
ReplyDeletemomenatre, marikuna.
dz magari fleshka gaqvs :*
ReplyDeleteმართლაც,რამდენი რაღაც გიდევს თურმე ჩანთაში )) მე ძირითადად წიგნებით,კალმებით,საფულით და სხვა წვრილმანი რამდენიმე ნივთით შემოვიფარგლები.
ReplyDeleteკუს, სამწუხაროდ ვერ გიცანი.
ReplyDeleteსაკო, ჰოო, მეც ძალიან მომწონს, ვარდისფერია და უზომოდ ლამაზი.
ანა, არც შენ გქონია ცოტა ნივთი ჩანთაში.
saintereso iyo :D :D
ReplyDeleteვგიჟდები ჩანთების ამოლაგება-დასუფთავებაზე :"> და რა ვქნაა, მშვენიერი პოსტია :)
ReplyDeleteმაგაზეა ნათქვამი– მიჩვენე შენი ჩანთა და გეტყვი ვინ ხარ შენ–ო. ვისიამოვნე, სასიამოვნო პოსტია. :)
ReplyDeleteილარია, დიდი მადლობა.. ^^
ReplyDeleteაქსიომ, რა კარგი ედარება გამოვიდა..
ReplyDeleteგაიხარე.. ^^
:*
kiwunia, lalalala.. mec mivars, oRond tansacmlis Calageba.. :D
mtavar suratze chanta romaa eg shenia? fleshka momewona dzaan. pataraa da konfortuli. sheni mtavari suratis rveuli maqvs.
ReplyDeleteარა, ინტერნეტში ვნახე ეგ სურათი. ისე, ძალიან მომწონს და დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი.
ReplyDeleteკი, ძალიან საყვარელია, მაგრამ ხშირად მეკარგება ჶლეშკა.
ვაა, მართლა? რა მაგარია.. ჩემს დასაც აქვს ზუსტად მაგისი რვეული.. მმ, რაღაცნაირად გამიხარდა. ^^
ertnairi safule gvqonia
ReplyDelete:ტაში:
ReplyDelete:კვინტრიში:
chemi chantebi ufro bevria vidre chantashi chalagebuli nivtebi))
ReplyDeleteshen martla bevr rames daatareb..
კი, ფაიფურის ანგელოზო, საკმაოდ ბევრს, თუმცა ვერ ვიტყი რომ მძიმეა, ან ყოველდღიურად მჭირდება თითოეული მათგანი.. ^^
ReplyDelete