ნამდვილად გვეღირსა მე და ჩემს ბლოგს პოსტი, ეს ლუის დამსახურებაა, უფრო სწორედ იმ მულტიფპლიკაციური ფილმებისა, რომლის ყურებითაც ბავშვობაში ვირთობდი ხოლმე თავს. ჰმ, ჰმ.. რა საჭიროა ასეთი ოფიციალურობა? - არ ვიცი, უბრალოდ.. მოკლედ, როგორც ყოველთვის ძალიან ბევრს ვლაპარაკობ იმ თემებზე, ან უფრო სწორედ იმაზე, რომელიც პოსტის მთავარ თემას სრულებით არ ეხება, მაგრამ ეს ხომ ჩემი სუსტი წერტილია, აი, კიდევ ერთი უაზრობა. მოკლედ, პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე. ე.ი. რაშია საქმე: ძალიან, ძაააალიან ბევრჯეr მომიყოლია თქვენთვის ჩემი ბავშვობის თავგადასავლების, სიყვარულების , და ა.შ. ამბების შესახებ, თუმცა არაფერი მითქვამს, ხელოვნებასთან დაკავშირებული რამეები, როგორ მიზიდავდა. ე.ი. დავიწყებ იმით, რომ გარდა ექთნობისა, ასევე ვოცნებობდი ადვოკატობაზე, ჟურნალისტობაზე, გამყიდველობაზე, კლოუნობაზე და რაც მთავარია მსახიობობაზე. უბრალოდ, სრულიად უბრალოდ, სიტყვა“ მსახიობის“, ან „თეატრის“ გაგონებაზე რაღაც მომდიოდა და გადავვარდებოდი ხოლმე ოცნებებში. ყოველთვის წარმომედგინა ჩემი თავი ჩარლი ჩაპლინის ადგილზე. სულ მინდოდა, მასსავით ვეღიარებინე ხალხს, და რომ არ დაგიმალოთ ყველაზე მეტად, მაინც პოპულარობა მინდოდა. 8-9 წლის ასაკში, ვუყურე კინოს, სადაც ძალიან პატარა ლამაზი გოგონა თამაშობდა. ფილმი ეძღვნებოდა ვიღაც ცნობილ მსახიობს, რომელმაც თავისი "გრანდიოზული" კარიერა 16 წლის ასაკიდან დაიწყო შექმნა. მეტი რა მინდოდა, დიდი იმედებით ველოდეოდი ჩემს 14 წლის იუბილეს, თუმცა ისიც ვიცოდი, რომ მოუმზადებელი არ უნდა შევხვედროდი, და როგორც შემეძლო, ხან რას ვთამაშობდი, ხან რას. ნიამ და ანამ გადაწყვიტეს, რადგანაც ნიჭიერი გვყვასო, სპეკტაკლები უნდა დავდგათო. მეც მეტი რა მინდოდა. სოფელში, როდესაც ჩავდიოდით ხოლმე, მთელი, ნამდვილად მთელი სოფლის ბავშვები, ან უბრალოდ ჩამოსულები ვიკრიბებოდით, და ხან რას ვთამაშობდით, ხან რას.. ისიც ვიცოდი, რომ ყველაზე კარგი მასწავლებელი, მაინც სპეკტაკლების და კინოების ყურება იქნებოდა. ფილმებს კი ვუყურებდი, მაგრამ აი, სპეკტაკლებზე რა მოგახსენოთ. V-ე კლასიდან დავყავდით, მოზარდ-მაყურებელთა თეათრში, სადაც შემიძლია ვთქვა, რომ ნორმალური არც სპეკტაკლი მინახავს და არც მსახიობი.
კი დადგა 14 წელი, და აი, უკვე 15-იც თუმცა, გარდა იმისა, რომ რამდენიმე სპეკტაკლში ვითამაშე, არანაირი აღიარება არ მქონია საერთაშორისოდ(:)). ისევ გადავუხვიე, მოკლედ, ბავშვობაში გარდა კინოების სისტემატიური ყურებით, ასევე მულტიპლიკაციური ფილმებით ვიყავი დაინტერესებული. ჩემთვისაც და თქვენთვისაც რომ ყველაფერი უფრო ადვილად გასაგები გახდეს, სჯობს მათი სურათები დავდო და მოკლე მიმოხილვა გავუკეთო:
1. 1. “Hey, Arnold”
ოჰ, ოჰ.. ნამდვილად სულ ყველაზე კარგი, სულ ყველაზე თბილი და ზე-გადასარევად საყურებელი. აბსოლუტურად ყველა სერია მაქვს ნანახი. ყველა ზეპირად ვიცი. ბოლოს იქამდე მივედი, რომ რაღაც დიალოგები ზეპირად ვიცოდი(არ დაგავიწყდეთ, ეს ის პერიოდია, რუსულის გაგებაში რომ არ ვარ და საწყალი დედაჩემი, ჩემს ხელში სასტიკად რომ იტანჯება). მოკლედ,არის ერთი ზე-სიმპატიური ბიჭი, სახელად - არნოლდი. მშობლები არ ჰყავს და ამიტომ იზრდება ბებია-ბაბუასთან, რომლებსაც საკუთარი სასტუმრო აქვთ. ესთეიგი, არის ერთი გოგო ჰელგა, რომელსაც არნოლდი უყვარს, თუმცა არნოლდი ამას ვერ ხვდება. მიხვედრა, არ მიხვედრაზე რომ არ ვისაუბროთ, ერთ სერიაში ისე ჩანს თითქოს მოსწონს, მეორეში არა, მოკლედ, გაუგებრობაა. კარგი ის არის, რომ სერია, სერიას არ მიჰყვება. ანუ თითოეულ სერიას აქვს დასაწყისი და დასასრული, ნუ თუ ძალიან დიდია, ან უბრალოდ ასე უნდოდათ - ორ-სამ-ოთხ ნაწილად იყოფა. ჩემს შვილს აუცილებლად დავაზეპირებინებ ამ მულტიპლიკაციური ფილმის ყველა სერიას. მე მიყვარს არნოლდი. პ.ს. ის უნდა გითხრათ კიდევ, რომ 8 წლის ასაკში ქერა ვიყავი. ბიჭი, რომელიც მომწონდა ისიც ზე-ქერა იყო, ჰოდა, პარალელს ვავლებდი ხოლმე, ჰელგა-არნოლდს და ჩვენს შორის. ^^
2. 2. "CatDog"
პარარარა, კარგი იყო ძალიან. სულ მომწონდა; სულ კივილ-წივილით მივრბოდი ტელევიზორთან, როდესაც კოტპიოსის დაწყებას გამოაცხადებდნენ ხოლმე. ე.ი. რახდება. კატა და ძაღლი გადაბმულები არიან. არავისთვის არ არის უცნობი, რომ კატა და ძაღლი ერთმანეთს ემტერება, უფრო სწორედ ძაღლები ემტერებიან საზიზღარ კატებს. აქაც ასეა, უფრო სწორედ, აქ არ არის. ერთმანეთს საკმაოდ შეეჩვივნენ, უბრალოდ ერთია, რომ ორივეს საკმაოდ განსხვავებული გემოვნება აქვს და სულ ერთსა და იმავეზე ჩხუბობენ - აქ წავიდნენ, თუ იქ; ის გააკეთონ, თუ ეს.. მოკლედ, გარდა რჩევისა, რომ უყუროთ კოტპიოსს, სხვა რაღაშემიძლია. ^^
3. 3. "The Kids from 402 Room"
უყურეთ. ყველაზე საინტერესო, ყველაზე სასაცილო, ყველაზე შესაყვარებელი და მოკლედ ყველაზე პოლი მულტიპლიკაციური ფილმი. პ.ს. პოლის კოვზები არ დაივიწყოთ და არც მისი თხები. პ.ს.II. ცელქ ბავშვებს გამოგადგებათ სკოლისთვის. აი, მე მაგალითად ბევრი რამ ჩამიდენია სკოლაში, აქედან აღებული. ნუ ახლა, მართალია, სამაგიეროდაც დავჯილვარ, მაგრამ იმ წუთის სიამოვნებას რა სჯობს, როდესაც შენც ამ მულტიპლიკაციურ ფილმში მოქმედი გმირების მსგავსად განიცდი 'დასჯისგან' მიღებულ სიამოვნებას. ჰოკიდე, ყველა ძალიან სახასიათო ტიპაჟია, ასე რომ მოსაწყენი და მოსაბეზრებელი არც ერთი სერია არ არის. კარგი იქნება, თუ ორიგინალში უყურებთ HD ხარისხით.
4.
4. "Doodlez"
ე.ი. ეს ვინცხა მხატვარი ხატავს ამ კაცს, თავისი მოქმედებებითურთ, ისე ხატვის პროცესი ბევრად საინტერესოა, განვითარებულ მოვლენებთან შედარებით. მე მაინც ძალიან მიყვარს და მუდამ დიდი სიამოვნებით ვუყურებ. კიდევ უფრო მეტად იმიტომ მიყვარს, რომ ჩემს მეგობარს ჰქვია დოდლზი.. პ.ს. ორივე ერთმანეთზე უარესი დაბნეულია.
5. "Life With Louie"
დასულბოლოს მეხუთე, უფრო სწორედ ჩემს გულში პირველი, მაგრამ მგონი სჯობს ბოლოსთვის შემომენახა - ლუი. ოიიიი, ჩემი ლიუ. რა კარგი, საყვარელი და მოსაჩქმეტი ლოყების მქონე არსება. ერთი პატარა, ნამდვილი ლუი მეც მყავს სახლში, რომელსაც ანდრია ჰქვია. ბავშვობაში იმდენად ჰგავდა, რომ ერთი ჩემი „მეგობარი“ ლუის ეძახდა, ამ სულელს კიდე სულ სწყინდა და ტიროდა ხოლმე. ახლა ისე უყვარს ეს მულტფილმი რომ... მოკლედ, ეს დაშორებული კბილები როგორ უხდება, ეს სიდაბლე და სიპუტკუნე როგორ უხდება... ვაიმე, ვაიმე.. ჩასაყლაპი რამეა.. ბუზღუნა ხასიათი და "მააააააააააამ"; "დეეეეეეეეეედ"- რა ზეურად ამბობს.. ძალიან გოჭია.. შებრაწული, ზე-გემრიელად შესახრამუნებელი გოჭი.. აჰო, დამავწიყდა მეთქვა, რომ ეს მულტიპლიკაციური ფილმი ამ ზე -არსების ცხოვრების შესახებაა.. ჰყავს უამრავი და-ძმა, ზე მამა და ჩვეულებრივი [იშვიათად არაჩვეულებრივი] დედა..
The Kids from 402 Room
ReplyDeletees zalian miyvars
აუუ <3 ლუიი <3
ReplyDeleteროგორმიყვააარს ^.^
bavshvoba gamaxsenda mec da tbilad gamegima :)
ReplyDeletemec xelovani var :)
ძალიან კარგია,
ReplyDeleteგიორგი, მეცმეც..
სალიომეეე.. <3
MAPATIE YVELAFERI. DZAAN MIYVARXAR GEFICEBI.
ReplyDeleteგაპატიო? -კი, მაგრამ რა?
ReplyDeleteისევ კუდს აბამ.