December 1, 2010

საზამთრო განწყობა!



გამარჯობა! როგორ ხარ? მე შეწუხებული ყველაფრით და პრეტენზიებით სავსე. მოკლედ, როგორც იცი, ვიცი და ა.შ. სიმღერასა, თუ ლექსსა, თუ ნებისმიერ რამეს შეუძლია შენში ესა, თუ ის ემოცია აღძვრას. ჰოდა, ჩემში ამ სიმღერამ აღძრა საზამთრო განწყობა. უცებ ისე ძალიან მომინდა თოვლი, რომ თანახმა ვარ, სულ სველი, ჩამპალი და ცხვირწაყინული დავდიოდე ახლა - ამ სიცივეში, ქუჩაში. ბლოგზე ერთ-ერთი პირველი პოსტი, 2009 წელს პირველად რომ მოვიდა თოვლი იმ დღეზე მაქვს დაწერილი, და ამიტომ ახლა არ დავიწყებ, თუ როგორ მიყვარს თოვლი, ფიფქრების დაჭერა, გაგიკვირდებათ და, უფრო სწორედ ადრე გაგიკვირდებოდათ, რომ თოვლში გორაობაც ძალიან მიყვარს. რა, რა ლამაზია, სულთავიდან, სულ პირველად, ჯერ მარტო თოვლი მოსვლას რომ იწყებ და შემდეგ პირველი, სულ ლამაზი და ნაზი ფენა რომ დევს მიწაზე. მერე წვიმა იქნება, ხალხი დააჭყაპუნებს ფეხებს და ისეთივე ნაზი, თბილი და ლამაზი არ იქნება, როგორიც სულ ადრე, ძალიან ადრე, პირველად.

 მერე რა, მეორე დილას რომ გაიღვიძებ და ფანჯარას ეცემი, დაინახავ ლამის მუხლებამდეა თოვლი, გაგიხარდება, გაგიჟდები, დააწყობ გეგმებს, თუ როგორ აგორავებ კლასელებსა, თუ ნაცნობებს თოვლში, როგორ გააკეთებ უხელთათმანოდ გუნდებს და დაუშენ მათ, ან რავიცი უცობებს, თუმცა, როგორც კი ფეხს გადადგამ გარეთ მიხვდები, რომ არც თოვლია ისეთი, რომ გუნდები გააკეთო და არც ხალხის შემხვედვარე გინდება თამაშის ‘დაწყება’. მოკლედ, საერთოდ ყველაფერი შეიცვალა, ადრე, ჩემს ბავშვობაში თოვლი იცოდა იმისთანა, ლამის აპრილში დნებოდა ხოლმე, ახლა კი უკვე 1 დეკემბერია და ერთი ფიფქიც კი არ ჩამოვარდნილა. ისე მეცოდებიან დღევანდელი ბავშები, ვერც ციგით ისრიალებენ, ვერც იგუნდავებენ, ვერც ტრამპლინებს მოაწყობენ, ვერც მატარებელს გააკეთებენ. ნუ ბაკურიანსა, თუ გუდაურში წასვლა კი შეგიძლია, მაგრამ საკმაოდ დიდი ფასები ადევს და ბევრისთვის ხელმისაწვდომი არაა, მოკლედ, რაც დრო გადის, მეჩვენება, თუ ყველაფერი ცუდისკენ მიდის? ახლა არ მინდა ცუდად დამუხტული იყოს ჩემი პოსტი, რადგანაც მინდა რომ მხოლოთ პროტონებით იყოს არამარტო პოსტი და ბლოგი, არამედ თქვენც გაჟღენთილი.
მოკლედ, მეტი არ ვიცი რა დავწერო. უბრალოდ მინდა ახალი წელი, თოვლი, ჩურჩეხელა, გოზინაყი, ჩემი დეიდაშვილების და ბიძაშვილების ნახვა. მინდა ყველაფერი ის, რაც სიხარულს მგვრის. მინდა, ბავშვების ბედნიერ სახეებს ვხედავდე თოვლში მწორიალე მდგომარეობაში. მინდა, მინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს ჩემს გარშემო, სულ სულ ყველაფერი. ამისთვის კი მხოლოდ ერთია საჭირო, როდესაც თოვლი მოვა, ყველა ერთად წავიდეთ საგუნდაოდ და „გავაჯაზოთ“, დიახაც დავიხარჯოთ, ბოლომდე.. სულსულბოლომდე.. აჰოკიდე, გული მწყდება ჩემს ძველ კლასელებთან რომ ვერ გავატარებ ზამთარს, ძველ-ახალ წელს და ა.შ., თუმცა ახლებიც ძალიან კარგები არიან და და მჯერა, რომ ამათთანაც ყველაფერი ზე იქნება. ^^ 
გემშვიდობებად მაცო და ბლოგსპოტი კეთილი სურვილებით!
Jingle bells by BETHEVOICE

3 comments:

  1. jer kidev bavshvi xar. :*

    ReplyDelete
  2. იაააა, დიდი მადლობა.. :*

    ემა, ჰო, ნამდვილად. :*

    ReplyDelete

  © NOME DO SEU BLOG

Design by Emporium Digital