March 11, 2011

პაპიკო,


პაპაა, პაპიკოოო... აი, ხომ ხედავ ბაბუათი კი არა, პაპათი მოგმართავ. ეს კი იმას ნიშნას, რომ არც ერთი შენი შენიშვნა, თხოვნა და საერთოდ შენ არ დამვიწყებიხარ. შენ კი მუდამ მსაყვედურობ, ასე უნდა დავიწყება პაპასიო?! მე  ვჩუმდები. ვიცი, რომ რაღაც მხრივ მართალი ხარ. სოფელში უკვე მერამდენე წელია არ ჩამოვსულვარ. უკვე მერამდენე წელია, რაც ჩემი ინიციატივით არ დამირეკავს, არადა ისე მიყვარხარ და ისეთი ძვირფასი ხარ.

სოფელში ჩამოსვლისას, როდესაც ჭიშკრიდან შემოგძახებთ ხოლმე მე და ნია:
-პაპიკოოო, სად ხარ?
თვალებმოჭუტული გამორბიხარ სახლიდან და მბრწყინავი თვალებიდან ასხივებს ბედნიერებას. მერე ბოლო ხმაზე ამბობ:
-ვაა, ჩემი მზეთუნახავი გოგოები ჩამოვიდნენ.
ჩვენ გამოვიქცევით, შენ ადგილზე შეშდები და ბოლომდე შლი ხეელბს, ძააალიან გრძელ და გამხდარ ხელებს. ჩახუტების შემდეგ მუდამ გსაყვედურობთ, რომ ძალიან გახდი, შენ კიდე ამბობ: მერე რა, მე მაინც ჯანზე ვარო.
როდესაც წარსულს ვიხსენებ მუდამ...
პოსტის დაწერა ერთ-ერთმა ბლოგერმა ილომ გადამაწყვეტინა. შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე ზე-პოსტია, რაც კი პაპებსა, თუ ბებიებზე დაწერილა. ეს კი ჩემი კომენტარია. აქ ყველაფერი წერია.
ჩემი ბაბუა გამახსენდა და ტირილი ამიტყდა.
ისიც სადღაც 80 წელს მიტანებული იქნება.
მარტოდ ცხოვრობს სოფელქვაბისხევში, სრულიად მარტოდ. 5 წლის წინ ბებია გარდამეცვალა, მაშინ იმდენ რამესს აკეთებდნენ ერთად, რომ წარმოუდგენეია ერთი ჯანღონით სავსე კაცის გაწვდეს. რაც გარდაიცვალა, იმის შემდეგ ერთი არ დამჯდარა. სულ ვენახშია და მიწას ბარავს, ან კაკალს ბერტყავს და შემდეგ აგროვებს. ყველა დაბადების დღეზე, ყველა შვილიშვილს 100 ლარს გვჩუქნის და ხშირად, როდესაც ჩემს ბიძაშვილებთან ჩადის სახლში, რომ გამოივლის ხოლმე, იმდენი რამ მოაქვს მაცივარში კი არა, სახლში ვეღარ ვტევთ.
ისე მიყვარს გუგულა პაპა, ისე მიყვარს, არ ვიცი მე მის ამ ქვეყნიდან წასვლას თუ გადავიტან. ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ, რა დამემართება, თუ სოფელში ჩასულს მისი ხმა დავაა, ჩემი მზეთუნახავები ჩამოვიდნენ”- ვეღარ გავიგონებ.
მუდამ ცრემლიანად ვიხსენებ, რომ გვიყურებს და თავზე ხელს გვისვამს, პაპს ყოჩაღი გოგოები ხართ თქვენ, მე რომ ამ ქვეყნიდან წავალ, აი, მერე თქვენ უნდა იყოთ ამ არე-მარეს ბატონ-პატრონიო.
ულამაზესი ნაღვლიანი თვალები აქვს. ხანდახან ისე მიკვირს, როგორ გაუძლო ამ კაცმა ამდენ ტკივილსა და უბედურებას. ჯერ კიდევ, სანამ დავიბადებოდი 18 წლის შვილი მოუკვდა, მერე მეორე შვილი(მამაჩემი), მერე ცოლი, ახლა კი, ზუსტად ერთი წლის წინ ჩემი 18 წლის ბიძაშვილი გარდაიცვალა. მისი გვარის გამგრძელებელი და მემკვიდრე იყო. როდესაც დავინახე, კაცს პირველად წარმოუვიდა ცრემლები. ძალიან სასტიკია ეს ცხოვრება.
ერთხელ მითხრა, არავის არ ჰქვია ჩემი სახელი, არც გვარის გამგრძელები მყავს, მა რისთვის მოვედი ამ ქვეყანაზეო. ამიტომ, ჩემს შვილს მის სახელს დავარქმევ. გუგა, ან გოგა.. არ ვიცი, რომელიმე, რომელიც გუგულასთან ახლოს იქნება.. ვიცი, სიხარულით ცას ეწევა..
სულ იმას ამბობს, მე თქვენი პაპა ვარ, ბაბუა კი არაო.. ისეთი სასაცილო კაცია.. <3
მიყვარხარ, პაპიკო.
ჩემო ლამაზო და საყვარელო პაპიკო.
მინდა, რომ ძალიან დიდხანს ცოცხლობდე.
ღმერთს მუდამ ვევედრები, თავისთან ჯერ არ წაგიყვანოს.
მინდა, ბედნიერი იყო.
შენ თუ კარგად იქნები, დამიჯერე, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება.
არ მინდა იმის წარმოდგენა, რომ შენს დახორკლილ ხელებს ვერასდროს ვეღარ შევეხები და გეტყვი:
-ვაიმე, პაპა, რა ლამაზი თითები გაქვს.
-კარგი ახლა, ლამაზი რა აქვს ამას.
როგორ შეიფერებ ხოლმე, არადა იცი,იმისდა მიუხედავად, რომ შენს ხელებს დაღლა ეტყობათ, მაინც ძალიან მიმზიდველი და ლამაზია.
მიყვარხარ, პაპიკო.

24 comments:

  1. თბილათბილათბილა! <3

    აიღე ახლა ტელეფონი და დაურეკე, დარწმუნებული ვარ გაეხარდება! ))

    ReplyDelete
  2. kvichxi, აუცლებალდ დავრეკავ. ჩავალ მაღაზიაში და ჩავრიცხავ. ცოტა დიდხანს ვესაუბრები, თორემ მერე მეტყვის, ასე სწარაფდ რომ გამექცევი, ეგ რა წესიაო. :*

    ReplyDelete
  3. MAGARI GOGO XAR DZAAAN.
    KVICHXI MARTALIA DZAAN TBILA AQ DA SAERTOD ASETI DIDI SIYVARULI TU SHEGIDZLIA MAGARIA.

    ReplyDelete
  4. CHARLEY, დიდი მადლობა.
    გაიხარე. )))

    ReplyDelete
  5. მართლა რა თბილი პოსტია <3
    მე დიდი ბაბუაც კი მყავს და ისეთი ბედნიერი ვარ :)

    ReplyDelete
  6. bradawls, რა მაგარია. :*
    აღარ ვჩივი დიდ და უფრო დიდი ბაბუას, მთავარია გუგულა პაპა მიმყოფოს ღმერთმა კარგად.
    ისე, მეორე ბაბუაც მყავს, დედაჩემის მამა.

    ReplyDelete
  7. მართლა ძალიან თბილი პოსტია (h) ძალიან მომეწონა.
    იცი, ცოტა ცრემლებიც კი წამომივიდა. ბაბუაჩემი გამახსენდა. ახლა აღარც ერთი ბაბუა არ მყავდა, მაგრამ პირველად მამაჩემის მამა გარდაიცვალა. დაახლოებით 9 წლის ვიქნებოდი. ის პერიოდი საშინლად მახსოვს. ძალიან ბევრ ვტიროდი. ცხოვრებაში პირველად დავკარგე ახლობელი ადამიანი და ბოლომდე გავიაზრე, თუ რა იყო სიკვდილი. ეს ძალიან ძნელი იყო. თანაც ბებია-ბაბუებს შორის, ის ყველაზე გამორჩეულად მიყვარდა.ახლაც, როდესაც ვიხსენებ, ხშირად თვალზე ცრემლი მადგება.
    მოკლედ, ძალიან მომეწონა ეს პოსტი და იქნებ მეც დავწერო ჩემ ბლოგზე :))

    ReplyDelete
  8. pakuwi,რა ძალიან კარგი და საყვარელი ხარ.
    მესმის შენი.. ძალიან კარგად მესმის, თუ რა არის საყვარელი ადამიანის დაკარგვა; პირველი ტკივილი, და შემდეგ მრავალი ღამე ტირილში გატარებული.
    ძალიან სასიამოვნო წასაკიTხი იქნება, I'm sure.. <3

    ReplyDelete
  9. არც ერთი პაპა აღარ მყავს. გული ამიჩუყდა... ძალიან მაგარი წერილია მალლორიე. მადლობა :)

    ReplyDelete
  10. შენმა პოსტმა ამატირა, სამწუხაროდ არცერთი ბაბუა აღარ მყავს :((((
    ძალიან თბილი ხარ :*

    ReplyDelete
  11. axsiom, sayvarelo Sen. :*
    madlobas risTvis mixdi?

    violetblogin, ძალიან ვწუხვარ. ((
    ასევე. :*

    ReplyDelete
  12. მაცი, მაცი, მაციი!!
    როგორი საყვარელი ხარ შენ!
    და როგორ მომეწონა შენი პოსტი,
    თბილო <3

    ReplyDelete
  13. macooooooooo macacooooooo :* genacvalee dzalian miyvaarxaar :*:*: mec dzalian miyvars gugula papaaa ai dzaaaliaaaaaaan :)))) :*:*:*:*:*:*: takooo ......

    ReplyDelete
  14. Kiwi, ბევრი ახალი პოსტი მინდა.
    მართლა გეუბნები.. ძალიან დადებითი აურა მოდის შენი ჩანაწერებიდან და მსიამოვნებს. :*

    takooo, გავგიჟდი. :D :P
    ჩემს ბლოგზე, როგორ მოხვდი? :D
    ჰაჰა, გახსოვს, მაშინ, სულ პირველად რომ ნახე ჩემი პიცზო-ს საიტი? ფაქტობრივად, განმეორდა.
    გაიხარე, თიკ-თაკ. :* ძალიან მიყვარხარ. <3

    ReplyDelete
  15. faceshi ro gamoaqveyne vnaxee :* dzalian momewonaa sheni postiii <3 piczo rogor ar maxsovs :D am zapxuls tqven ro ar iyavt chven shevdiodit xolme gugula papastan da vchoraobdiiit :D

    ReplyDelete
  16. takooo, ცოტა ხნის წინ ვნახე, ლინკზე დაგიკომენტარებია.
    აააა, მადლობა როგორ გადაგიხადოთ, რა სინდის ნამუსით, თორემ კი. :*
    ამ ზაფხულში რომ მოვკვდე, მაინც ჩავალ რამდენიმე კვირით.
    თან გუგულა პაპას ისე უყვარს ლაპარაკი.
    რომ ჩავდივართ, მოჰყვება ხოლმე ამ მთისა და იმ ბარისას.
    მიყვარხარ. <3

    ReplyDelete
  17. xo didi xania ar minixixaaarttt :* mec miyvarxaar da menatreebiiiitt :))))))) <3

    ReplyDelete
  18. მადლობა იმისთვის, რომ გამახსენე თქო ასეთი საყვარელი ადამიანები(პოსტმა გამახსენა). მაცო რომ გქვია ვიციი!! ვიცი! მალორიეს იმიტომ გეძახი, რომ ბლოგში ასე ხარ დარეგისტრირებული და მეგონა არ გინდოდა ყველას გაეგო ნამდვილი სახელი. დღეიდან მაცოს დაგიძახებ. :)

    ReplyDelete
  19. მაციიი :*
    იქნება იქნება<3
    მეც მინდა რომ იყოს, უბრალოდ ხანდახან რაღაც მემართება და ვეღარ ვწერ, თუ ძალიან ვიღლები მაშინ :)
    კიდევ ერთხელ მადლობ :"> :*:**

    ReplyDelete
  20. axsiom, ai, xom xedav, rogori kargi xar.
    რა შხამიანი, რის შხამიანი. :*

    Kiwi, ამიტომ არ უნდა დაიღალო ხოლმე. :პ :*
    იმ გამოცდების დედაც, ჯეკ. ^^

    ReplyDelete
  21. ეჰ რა კარგია როცა ცოცხალი გყავს, დააფასე დააფასე და რაც შეიძლება ხშირად ნახე, თუ არ ნახავ დაურეკე მაინც, ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოს მაგრამ თუ რამე მოხდა ძალიან ცუდად იგრძნობ თავს იმის გამო რომ არ დაურეკ როცა შეგეძლო, არ ნახე როცა გეცალა, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი... :)

    ReplyDelete
  22. @marg0rita
    ეგ არა მარტო ბაბუებზე, არამედ ყველა ადამიანის სიკვდილის შემდეგ გვეუფლება, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასი იყო.
    მაგაში ორი აზრი არ არსებობს.
    არც კი მინდა იმაზე ფიქრი, რომ ერთ დღესაც ვეღარ ჩავეხუტები. : სს

    ReplyDelete
  23. ცრემლებად დავიღვარე :( მე არც ერთი პაპა აღარ მყავს... ორივე ძალიან მენატრება და ამ პოსტის წაკითხვისას ბოლო ხმაზე ვღრიალებ... ცჩემი უშანგი პაპიკო ყველაზე მეტად მიყვარდა... აღარ მყავს ეხლა და მაინც ყველაზე მეტად მიყვარს. ჩემი ორივე პაპა ვერ იტანდა სიტყვა "ბაბუას". ისინიც ზუსტად ესე მეუბნებოდნენ "პაპა ვარო"... ორივე მენატრება... სულ სულ ყველაზე მეტად კი ჩემი უშანგი პაპა...

    ReplyDelete
  24. the nice work as well as hope to learn a lot more exciting articles from the time to come.
    The show must go on.
    I like the look of ySarah Berger

    ReplyDelete

  © NOME DO SEU BLOG

Design by Emporium Digital