March 18, 2011

მე - დედა?


დედა 10 მარტს გერმანიაში გაემგზავრა 10 დღით. ერთ-ერთ საუკეთესო მთარგმნელთა სიაში მოხვდა და მიიწვიეს, რაღაც კონფერენციები უნდა ჩატარდეს.
თავიდან თითქოს არაფერი, რა მონატრება, რის მონატრება, 10 დღე ისე მალე გაირბენს, ვერც კი შევამჩნევ-მეთქი, მაგრამ ორშაბათს საღამოს ვიგრძენი, რომ დედასთან საუბარი მომენატრა, საღამოს ჩემი ნამოქმედარის განხილვა და მრავალი ამისთანა. სახლში მოსულს ისე მომდომებია ჩემი ამბების მოყოლა, რომ ხანდხან სარკესაც ვესაუბრებოდი, ჩემი დამხმარეობა ამ პერიოდში საჭირო ოთახმა ითავა. შედი და ისაუბრე რამდენიც გინდა.
არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ სანამ დედა გაემზგავრებოდა, მანამდე რჩევა-დარიგებების კორიანტელი მოგყვაყარა:
-დედა, არ გაუღოთ უცხოებს კარი.
-მაცო, იცოდე, ქუჩაში არავის გამოელაპარაკო.
-მშივრები არ იყოს.
-ჭკუით იყავით.
-მიხედეთ ერთმანეთს. შეეცადეთ ახლა მაინც არ გაცივდეთ.
ყველას პირნათლად ვასრულებდით, მაგრამ, აი, სულ ბოლო დარიგებაზე რა მოგახსენოთ.  გუშინ საღამოს სურდო გამიჩნდა, წამალი ჩავიწვეთე, მაგრამ არ მიშველა. ღამე საერთოდ ვერ დავიძჲნე. სკოლაში მისულს ისე მეძინებოდა, ადგილიდან ვერ ვიძვროდი. ამდენი ქსიტინის გამო, თვალებთან და ლოყებთან ყველაფერი მტკიოდა. ბოლოს ექიმთანაც ჩავედი, მაგრამ 36.1 მქონდა, კი ვამტკიცე 36.6 არის საშუალო ჩეთვის-მეთქი, მაგრამ ვინ მოგისმინა.
ნიამ კიდევ მეოთხმოცდამერვეჯერ ითავსა უფროსობა, საჭმელიც გააკეთა და ტაიქოლდიც დამალევინა. დასაძინებლად წავედი, თუმცა შენც არ მომიკვდე.
ოთახიდან გამოსვლა და ნიას შუბლზე მოხტომა ერთი იყო. მოკლედ, დედასავით მივლის.
რაც დედა გერმანიაშია, თავზე მყვება. არ ვიცოდი, ასეთი მზრუნველი თუ იყო.
პირველი ორი დღე დილას 07:45-ზე ვდგებოდი, ჩაის ვადგამდი, თუ ჭურჭელი იყო გასარეცხი ვრეცხავდი, მერე ნიას ვაღვიძებდი... მალევე მომბეზრდა უფროსობა. ერთი-ორჯერ რომ გავიღვიძე სახლი მილაგებული, ჩაი ადუღებული და ჭურჭელი დარეცხილი დამხვდა. ოჰ, რა ყოჩაღი ხარ, ნი.
ნია აბიტურიენტია. ჩემზე მეტი სასწავლი მას აქვს, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ყველაფერი რომ მეზარება, მას უწევს სახლის დალაგებაც და საჭმლიც გაკეთებაც, ისე ეს ყველაფერი მშვენივრად გამოსდის, მალე უნდა გავათხოვო. ^^
კარგია მე და ნია მარტო რომ ვართ სახლში. პასუხიმგევლობის გრძნობა გაათმაგებული გვაქვს. თითქოს სწავლაზეც იმოქმედაო დედას წასვლამ და სულ 100-ებს ვღებულობ. რამდენიმე დღის წინ ტესტები ვწერეთ ინგლისურში და 100 ქულა მხოლოდ მე მივიღე. დედამაც მომწერა, შვილო, თუ ასე იმოქმედება შენზე ჩემი წასვლა, კიდევ ცოტახანი დავრჩებიო. არა, არ მინდა. რამდენიმე თვეში, შეიძლება ისევ წავიდეს, ოღონდ თვენახევრით, არც ეს მინდა, მაგრამ ისეთი ბედნიერია, ისეთი... ნიას უთხრა, აქ ისეთი კარგი ხალხი და სიტუაციაა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აქ უნდა ისწავლოთ ორივემო.
უცნაური განცდა მაქვს. ვერ ვიტყვი, თითქოს დიდ ადამიანად ვგრძნობდე თავს, მაგრამ 8 დღის  წინ  სხვანაირი ვიყავი. დავიჯერო, რადგანაც დედა აქ არ არის, მე და ნია კი ერთმანეთს რომ ვუვლით, იმიტომ მაქვს ასეთი შეგრძნება? - ეჰ, რას გაიგებ.


 

16 comments:

  1. ეე.. მე სულ არ მყავს და, შესაბისად დედა თუ წავიდა სადმე (იშვიათად მიდის ხოლმე, მაგრამ მაინც) ისევ მე უნდა ვუპატრონო თავს. ))

    მიდი, ჩაი დალიე და მოეშვი ქსუტუნს! ))

    ReplyDelete
  2. მარტო და დამოუკიდებლად ყოფნას თავისი მუღამი ქვს... სულ არა .. მაგრმ დროებით საჭიროა :)

    ReplyDelete
  3. kvichxi, გუშინაც დავლიე ტაიქოლდი, დღეს უკვე მეორეჯერ ვსვამ..
    არ მივლის..
    თან მახველებს ძალიან ცუდად... სიცხე არ მოუცია საერთოდ.. უბრალო გაციებაა, ჰო? :*

    ourlifegoeson, ჰო, შეიძლება.
    მე ვერ დავუმუღამე.
    დედა აქ რომ ყოფილიყო, მალე გამივლიდა გაციება. ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი, ეჰ.. ((

    ReplyDelete
  4. gamomiyvana ak monstri fff

    ReplyDelete
  5. წარმატებები კარგია :D გაციებაც მალე გადაგივლის,მთავარია თავს მიხედო ))

    ReplyDelete
  6. saxeli, მონსტრი კი არა, მშრომელ და გასათხოვარ გოგოდ გამოგიყვანე..
    ნტ, ნტ.. უმადურობას აქვს ადგილო, დაო ჩემო.. ^^

    bradawls, აჰა, ძალიან კარგი და საინტერესოა, როდესაც აანალიზებ.
    აჰა, თავს უნდა მივხედო. აღარ ვივლი თხლად ჩაცმული. :*

    ReplyDelete
  7. ufro damoukidebeli xar da amit izrdebi ufro.. bevr rames swavlob. axals gaigeb. sachiroa yvelam gamocados ragaca droit damoukidebeli cxovreba

    ReplyDelete
  8. ილარია, მთლად დამოუკიდებელ ცხოვრებასაც ვერ დავარქმევ ჩემს მდგომარეობას, თუმცა ბევრი არაფერი უკლია.
    გეთანხმები, რომ ყველამ უნდა გამოსცადოს, თუმცა არა ჩემს ასაკში.

    ReplyDelete
  9. რა საყვარლები ხართ, მეც ნიას როლში ვარ ხოლმე ძირითადად, ვუვლი სხვებს ;;)
    ხანდახან კარგია მარტო, ხო ხედავ 10 დღესაც კი შეუძლია შინაგანად გაგაზარდოს :**

    ReplyDelete
  10. როცა პასუხისმგებლობა გეზრდება და შენი თავის კონტროლი შენვე გევალება--და ცდილობ ’კარგი გოგო’ იყო---იმდენაც იცვლები--რომ თავადაც ამჩნევ.
    და კიდედვ,ამ დროს ხვდები როგორ გიყვარს დედა.

    ReplyDelete
  11. ხანდახან მასეთი გამოცდილებაც საჭიროა– უფრო მეტად ვაფასებთ ადამიანები ერთმანეთს.:)

    ReplyDelete
  12. Kiwუნია, საყვარელი შენ ხარ.. <3
    აჰა, რაღაცნაირად ნელ-ნელა ვატყობ რომ ვიზრდები, ოღონდ არა ტვინით.. :D
    კიწუნია, გუშინ მტელი საღამო მე ვლაპარაკობდი, ნია კი კომპიუტერთან იჯდა.
    მბოლოს მითხრა, ხომ ხედავ ვამუღამებ, ცალი ყურით შენ გისმინო და ამავდროულად საქმეც გავაკეთოო. :D

    ketusi, აბსოლუტურად გეთანხმები. იცი, როდესაც დედა ჩვენთან არის ხოლმე, მაშინ ქვეცნობიერად ვფიქრობ, რომ თუ რამეა ის მიხედავს, თუ რამე დამჭირდება, ის დამეხმარება და ა.შ. არა, ნიას იმედიც მაქვს, მაგრამ დედა მაინც სულ სხვაა.

    rezi, ჰო, არ ვიცი. ნია უფრო მეტად დავაფასე-მეთქი ვერ ვიტყვი, ან დავაფასე დას მე ვერ მივხვდი.. ^^

    ReplyDelete
  13. ტვნით მგონი არც მე გავზრდილვარრ ;))
    ეგ კარგია პირიქიტ მე თუ მკითხავ,
    ყოჩაღ მააც ;;):*

    ReplyDelete
  14. Kiwუნია, ვერ გავიგე, კარგი რა არის? ის, რომ ტვინით არ გავიზარდეთ? :D :D :D
    თუ ნიასთან რომ ვლაყბობდი? :*

    ReplyDelete
  15. amdeni shefaseba rato aqvs am posts? dzaan kargi blogi gaqvs ise.etyoba bevri gishromia.

    ReplyDelete
  16. მეც ეგ კითხვა მაქვს.
    დიდ არაფერი პოსტია, მაგრამ 66 კაცს მოსწონს. :D
    დიდი მადლობა.
    რავიცი, არც მთლად იმდენი.. ^^

    ReplyDelete

  © NOME DO SEU BLOG

Design by Emporium Digital