-დე, რა კარგი იქნებოდა, XVI, ან XVII საუკუნეში რომ ვცხოვრობდე, არა?
-დავიჯერო კომპიუტერს შეელეოდი?
-კი, კი.. როგორი მიმზიდველია მარაოთი სიარული.
-მალევე მოგბეზრდებოდა.
-არა, რაღაც რომანტიულია ის კაბები რომ აცვიათ, უკან კორსეტით აქვთ ხოლმე მოჭერილები. რა მაგარი იქნებოდა.
დედამ ერთი შემომხედა და ტელევიზორის ყურება განაგრძო.
ჰო, ნამდვილად ძალიან კარგი და საინტერესო იქნებოდა, წინა საუკუნეებში რომ მეცხოვრა. ცოტა ხნის წინ “მადამ ბოვარის” კითხვა დავიწყე და საოცრად მომინდა იმ დროში ცხოვრება.
ლამაზი, წელში გამოყვანილი ფუშფუშა კაბები, ზედმეტად ელეგანტური და მიმზიდველია. დიდი, მბრწყინავი საყურეები და მისივე სტილის ყელსაბამი. ხელზე სპილოსძვლისფერი იდაყვანდე ხელთათმანი; ხელში კი მარაო, ლამაზი მოქსოვილი მარაო. ფეხსაცმელს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ისიც ისეთივე ლამაზი და ღია კანისფერი იქნება, როგორიც კაბა. მამაკაცებს ფრაკი ეცმევათ, ფერს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
ძალიან მომწონს იმ დროინდელი ადათ-წესები, საზოგადოებაში მოქცევის კულტურა. ეტლით გადაადგილება, მეეტლეებს ზოგიერთ ქვეყანაში გარკვეული სამოსი აქვთ, საინტერესოა და ერთგვარად მიმზიდველი. თუმცა ახლა სახელი არ მახსოვს.
ეს პოსტი ავსტრიაში ყოფნის 14-15 დღეს ეხება. თუ წაკითხული გაქვთ გეცოდინებათ, რომ შონ ბრუნის დასათვალიერებლად წაგვიყვანეს, დაგვათვალიერებინეს მეფის შვილის ოთახი, შემდეგ მისი ტანსაცმელი. მაშინაც ძალიან მომწონდა ძველ საუკუნეებში მცხოვრები ხალხის ჩაცმულობა. შემოგვთავაზეს ჩაგვეცვა, სურათები გადააგვეღო, თუმცა სამწუხაროდ მხოლოდ ძალიან პატარა ბავშვების და დიდი ქალების იყო. ძალიან დამწყდა გული, მაგრამ სარკესთან პოზიორობით მაინც ვიჯერე გული.
shens asakshi mec xshirad gamchenia igive survili
ReplyDeleteმეც მინდოდა ხოლმე ძელ დროში ცხოვრება.. ახლაც მინდა.. თუმცა მაქსიმუმ 2 კვირა :D მერე მომბეზრდება ეს მუდმივად გაღიმებული სახე და ეტიკეტი :D
ReplyDeleteმუდმივად შევძლებდი თუ არა არ ვიცი, ალბათ ვერა მაგრამ ისე რამოდენიმე ხნით საინტერესო იქნებოდა ))
ReplyDeleteარამგონია დიდხანს გავძლო ძველ დროში. არც კაბები მიყვარს არც ფრაკიანი მამაკაცები ^^ ჯინსი და მისი ჯანი :))
ReplyDeleteიყო დრო,როცა ვგიჟდებოდა ამ კაბებზეც,აღორძინების დროინდელ არქიტექტურაზეც და მათ წოდებებზე.. მოკლედ,რომ ვთქვა ყვეალფერზე,რაც გასულ საუკუნეებთან იყო კავშირში.. მაგრამ,რომ მივხვდი კედებში,ჯინსებში,მაისურებში და მოკლე კაბებში და შორტებში უკეთესად ვგრძნობ თავს,ეგ სურვილიც გახუნდა.. )
ReplyDeleteმადლობა ასეთი თბილი კომენტარისთვის. სერიოზულ სტიმულს მაძლევთ შენ და შენნაირი მოაზროვნე ადამიანები ბლოგის წარმოებისთვის (წერისთვის). მიხარია მასეთი რომ ხარ- როგორიც ხარ. შენი ნებართვით ჩემი მეგობარი ბლოგერების სიაში დაგამატებ. მომწონს შენი "საჯღაპნელი" და დღეიდან სტაბილურად ვკითხულობ.:*
ReplyDeleteაXიომა ;)
გამიხარდა, გამიხარდა რომ ჩემნაირი ადამიანები სტიმულს ვინმეს მაინც აძლევენ. :*
ReplyDeleteიცი,როგორ მომეწონა?
ReplyDeleteმეც სულ ძველ დროში მინდოდა ცხოვრება..მთელი ბავშვობა ვფანტაზიორობდი,ასეთ გაშლილ კაბებს ვხატავდი ,ზღაპრებს ვწერდი შუა საუკუნეების ეპოქაზე...თავს იმ გმირების ადგილას წარმოვიდგენდი და ასე ვერთობოდი :)ძველი ინგლისის პროვინციაში მინდოდა ცხოვრება,სადაც საკუთარი სასახლე მექნებოდა :D მინდოდა კაროლინა მრქმეოდა..
მართალია გავიზარდე და ასეთ რამეებზე აღარ ვოცნებობ,მაგრამ ახლაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი იმ დროში და ასე მგონია ოდნავადაც არ მომწყინდებოდა :D
მე სახელზე არასდროს მიფიქრია, უფრო სწორედ, არცერთი სახელი არ მომწონდა. ისეთს ვეძებდი, ხმამაღლა წარმოთქმის დროს ლამაზი, ქერა ქალი რომ წარმოგიდგებოდა თვალწინ.
ReplyDeleteპირველად გი დე მოპასანის - ლამაზი მეგობარი რომ წავიკითხე, კლოტილდა უცნაურად ჩამრჩა გულში. მართალია, რასაც ის აკეთებდა, ჩემთვის ზედმეტად მიუღებელი იყო, მაგრამ დავრწმუნდი, რომ სწორედ კლოტილდა ზედმეტად მომიხდებოდა.
შონ ბრუნში მხოლოდ გარეთა მხირდან ვარ ნამყოფი და ვერ ავღწერ როგორ მწყდება გული :(
ReplyDeleteმეც მქონდა ბავშვობაში ასეთი სურვილი, უფრო მეტიც, დღემდე ვფქირობ ამაზე.,მართალია 17-18-19 საუკუნეებში ვერ გადვბარგდები, მაგრამ აქტიურად ვკითხულობ მაგ პერიოდის ნაწარმოებებს და ასე ვივსებ სურვილს და ცნობისმოყვარეობას.
გარედან შესანიშნავზე უფრო შესანიშნავია, აი, შიგნიდან რაღაც საოცრება.. :D :*
ReplyDeleteაი, იმ დროინდელი ნაწარმოებების კითხვაზე რა მოგახსენო.. :D ძველ დროზე გადაღებულ ფილმებს უფრო ინტენსიურად ვუყურებ.. ))