February 14, 2011

ბაკურაანთ კარში



თოვლს მონატრებულმა კლასმა ბაკურიანში წასვლა გადავწყვიტეთ. დაახლოებით ორი კვირა ვაჯერებდით აზრებს, ვეძებდით სასტუმროებს, ტრანსპორტს. ბაკურიანში წასვლის წინა დღეს მოვითათბირეთ ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 8 კაცი მივდიოდით კლასიდან. შაბათს დილას უნდა გავსულიყავით სახლიდან, და კვირას საღამოს ჩამოვსულიყავით, უფრო დიდხანს დარჩენას ვერ მოვახერხებდით.
პარასკევს საღამოს დედამ რაღაცები გააკეთა, მე ბარგი ჩავალაგე. 12-ზე დავწექი დასაძინებლად. მაღვიძარა კი ორ ტელეფონში დავაყენე. ორჯერ გამეღვიძა ღამე, მეგონა, მაღვიძარა რეკავდა. სიმღერის ხმა შემომესმა, ისევ ჩემს ჰალუცინაციებს დავაბრალე და ტკბილად განვაგრძე ძილი, ხმაც მიწყდა. უცებ ისევ ჩაირთო; ამეშალა ნერვები, რა უბედურებაა-მეთქი; გადავყავი თავი და რას ვხედავ, განგაშია ტელეფონში. ელვისებური სისწრაფით წამოვხტი, დედას შეეშინდა, რა იყოო, მეთქი-დროა. მერე ჩემი ტელეფონი ვნახე, თურმე ერთი საათით უკან ყოფილა; კიდევ კარგი დედას მობილურშიც დავაყენე.
ვისაუზმე. კბილის ჩოთქი, დეზადორი და ასეთი წვრილმანი ნივთები ჩავალაგე, ნინიმ მომწერა გამოვედიო , მე და დედაც წავედით. ნინი ვნახე, მანქანაში ჩავჯექი, სკოლაში წავედით. მისულებს არავინ არ დაგვხვდა, ასე 5-10 წუთში ქეთიც მობოდიალდა, მაქანაში მივიპატიჟეთ. გურიკას დავურეკეთ სად ხარო, მოვდივართო.  5 წუთში სამარშუტო ტაქსიც მოვიდა. ბარგი და საჭმელები ჩავალაგეთ, ლოდინი დავიწყეთ, არავინ არ ჩანდა. 15 წუთში ჯერ ბაქრო ოჯახითურთ მოვიდა, მერე ანი. ბოლოს მეგი მასწის მეგობარი. დიდხანს ველოდებოდით მეგის. გადავწყვიტეთ, ნაძალადევის მეტროსთან დავლოდებოდით. მივჩანჩალდით, უფრო სწორედ მარშუტკა მიჩანჩალდა. ნახევარ საათში მეგიც მოვიდა. მალევე მისი ორი მეგობარი, მანუჩარი და ილია. 7სთ-ის მაგივრად, 8სთ-ზე გავედით. გორში უკვე თოვლი იყო, ამიტომ მარშუტკა მიიზლაზნებოდა. მე და ქეთი ერთმანეთს ვეჯექით თავზე. ძალიან მეძჲნებოდა, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვახერხე ჩათვლემა.  მგზავრობა მშვიდი იყო. ნელ-ნელა მივდიოდით, თუმცა უსაფრთხოდ.
12-ზე? ჰო, დაახლოებით 12-ის ნახევრისკენ უკვე ბაკურიანში ვიყავით, დავბარგდით, სუფრა გავშალეთ, ვისადილეთ, კომბინიზონებში გამოვეწყვეთ. ქეთის ჩემმა ჩაცმულობამ ხალისი მოუტანა:
-მააც, მოდი რა ვიცეკვოთ.
-ოჰ, მოიცა, გოგო. ისე მაინც რა უნდა ვიცეკვოთ?
ჰოლივუდის ღიმილით მომარჯვებულმა ვკითხე.
-გოგო, მომეცი ხელი.
მოკლედ, ერთი-ორი მოძრაობა ამიხსნა და დავიწყეთ. ნინიმ ციფრული მოიმარჯვა. ერთი, ორი, სამი; ერთი, ორი, სამი.. ქეთიმ მუხლზე გადამაწვინა, ამ დროს კარადასთან ვიდექით, წონასწაორობა ვეღარ შეიკავა, მარჯვენა ხელი კარადის კარებს მიარტყა, ლამის შიგნით შევარდა;  კარები შეინგრა, მეორე ხელზე, რომლითაც მე ვყავდი დაჭერილი ძალა დაკარგა და ძირს დავვარდი. ანუ გამოვიდა, კარები ჩატყდა, მე კი ძირს ვგდივარ. ელვისუწრაფესად ავდექი , მივიხედ-მოვიხედე, ქეთის გაოცებულამ სახემ სულ დამაბნია. თავიდან მეგონა შუშა ხომ არ ჩატყდა-მეთქი, მაგრამ მერე ტანსაცმლის საკიდები ვნახე შიგნით კარადაში ჩაგდებული. იმდენი ვიცინეთ, იმდენი... მე ვეღარ ვსულიერებოდი. 


 მალევე გავქუსლეთ სასრიალოდ. ბევრი ფიქრის შემდეგ მე და ქეთიმ თხილამურებზე დადგომა გადავწიტეთ. ნინის ეშინოდა. თან მამამისმა უთხრა, ოღონდ ახლა არ დადგე და მერე თვითონ გასწავლიო. ანის ასე თუ ისე გამოცდილება ჰქონდა, მეგიმ კარგად იცოდა, მისმა მეგობარმაც. თხილამურების ჩაცმა და ჩემი ადგილიდან დაძვრა ერთი იყო. ჩემი ხმის პატრონმა იქაურობა შევძარი, ერთა კეთილმა კაცმა დამიჭირა, გაახარებს ღმერთი.

-აუ, მაც, წამო რა, იმ გორადან დავეშვათ. აუ, რა მაგარიაა.
-ნუ გამაგიჟე, ჯერ სიარული არ იცი და იქიდან როგორ ჩამოსრიალდები?
-ჰო, კარგი, ჯანდაბა.
ანის ვკითხეთ როგორ უნდა გვევლო, ან როგორ უნდა გაგვეჩერებინა. არც ის აღმოჩნდა ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში. მუხრუჭი გვითხრა - თხილამურის წვერები ახლოს მიიტანეთ და ეგ არისო. რამდენჯერაც არ ვცადე, იმდენჯერ დავეპერტყე.
-გოგო, მისმინე, თუ გაჩერებას ვერ ახერხებთ, მაშინ როცა ძალიან აკრეფ სიჩქარს, უბრალოდ გვერდზე გადავარდი და ეგ არის.
მე და ქეთის რაღა გვინდოდა. გორაზე თხილამურებში ჩამხტარნი ვერ ავიდოდით, ამიტომ გავიხადეთ, და დავიწყეთ კუს ნაბიჯებით სიარული. ცოტა მაღალ ადგილს მივაღწიეთ, ჩავიცვით და დავეშვით. მე შემეშინდა და გვერდზე გადავვარდი, ვიღაც მწავნეთალება ზე-სიმპატიური ბიჭი მოვიდა:
- გოგონი, ხელი  მომეცი დაგეხმარები.
მე დავიბენი.
-ისა, არა, იყოს, თვითონ ავდგები.
არ მინდოდა თავი შემერცხვინა, ამიტომ მთელი ძალა მოვიკრიბე, ვცადე ადგომა, მაგრამ უკანვე დავებერტყე. ბიჭს გაეღიმა, ხელი ხელზე  უკითხავად ჩამავლო და ამაყენა, თან რაღაცებიც ამიხსნა.. ცოტახანი ვიდექი, არც განვძრეულვარ. შტერივით ვუყურებდი ქვევით როგორ მისრიალებდა. უცებ  მესმის ყვირილი და ბრახ. ვიღაც დამეჯახა. გადაიხლართა ჩვენი თხილამურები ერთმანეთში. ხელი და ფეხი რომ არ მომტეხა მადლობელი უნდა ვიყო.  
მერე გორაზეც ავედით, სპეციალური ასასვლელით. არ დავშვებულვარ, ყოველ ორ წამში გვერდზე ვვარდებოდი. ხოხვა-ხოხვით ჩამოვედი. მოკლედ, ერთი საათი რომ გავიდა, ბიჭებმა ბურანები გვინდაო, მეგიმ არაო. ბევრი საუბრისა და კამათის შემდეგ, გადაწყდა რომ თუ მშობლები დართავდნენ ნებას, შეეძლოთ მხოლოდ მაშინ წასულიყვნენ. გოგოები სახლისკენ წავედით, გზად სკოლის ორი მასწავლებელი შემოგვხვდა, ბურანებზე მიდიოდნენ, მეგის უთხრეს ზაზას ჩვენ წავიყვანთო.
სახლში დავბრუნდით.
-რამდენჯერაც არ გავიხედე, მარი სულ ძირს იწვა.
თითქმის ყველამ თქვა.
საღამოს ციგურებზე წავედით, მე ერთხელ დამდგარი ვიყავი, და მეგონა არ გამიჭირდებოდა. ჩემი ფეხის შედგმა და ხუთი კაცის, 10 ხელის შეშველება ერთი იყო. ვიღაც ბიჭმა თქვა:
-ამ გოგოს თავზე რამე დააფარეთ, არაფერი დაუშავდეს, ცოდოა ასეთი ლამაზი.
შევიფერე, თუმცა ნაგლი მზერა ვსტყორცნე და წავედი მოაჯირისკენ, ასე 15 წუთი მოაჯირს არ მოვშორებივარ, თუ ანის წიხლით გაგდებას არ ჩავთვლით. გამოდი გოგო, ნუ გეშინიაო. მერე მომკიდებდა ხელს და დამასრიალებდა აქეთ-იქით, თან სისწრაფე უყვარს, მე სულ ვწიოდი. ბოლოს ნინიმ გაბედა და მარტო გაიარა, ვხედავ ვიღაც ყვირის:
-ვაიმე, მაცო, შემხედე და მაღიარე.
ნინი ჩანჩალით მოდიოდა ჩემკენ. მოკლედ, მერე ორივე ერთად ნელა დავდიოდით ცენტრში, სხვებს დავცინოდით როგორ დადიანო, არადა ჩვენ საცოდავები კუს ნაბიჯების დავბობღავდით.
სახლში რომ დავბრუნდით, მე და მანუჩარმა დისკუსია გავმართეთ, მშვენიერი მოსაუბრე აღმოჩნდა, ბევრი რამ გავიგე მისგან. მერე „რა? სად? როდის?“ ვითამაშეთ, მანუჩარის შედგენილი კითხვებით. ორი გუნდი, მაშველი ზურა(მე, ქეთი, გურო, ზაზა); თახვი, სელაპები და რაღაც იყო კიდევ(ანი, ნინი, ბაქრინიო, გიორგი). ჩვემა გუნდმა 2:1 მოუგო. ქეთისა და მანუჩარს დომინო ვეთამაშე. ვამაყობ საკუთარი თავით. მაცო:ქეთი მარსი-0; მაცო: მანუჩარი 1-0..
მერე მწვადი შევწვით.  ვჭამეთ. დასაძინებლად წავედით.  4 საწოლი ხუთს უნდა გაგვეყო. მე, ანი და ქეთი ერთად დავწექით.
დილას ყველაზე პირველი მე ავდექი, მერე ქეთი ავაგდე და მომაკვდავ გედებს ვცეკვავდით. ჭკვიანმა კუწურიობა ვიკისრე და საქორწინო კაბა შევუკერე ბაჭიას; მეგი გაოცებული თვალებით იყურებოდა. ბოლოს ყველა რომ ადგა მე ჩავწექი საწოლში და ძილი განვაგრძე. მალევე ქეთი ამოვიდა აეგდეო. მერე ყველა სიმღერა ვიმღერეთ მე და ბაჭიამ, რაც კი ვიცოდით.. ვისაუზმეთ, საციგურაოდ წავედით. ცუდი თხილამური მომცეს და გორადან დაშვებისას ფეხიდან გამძვრა. ვიღაც ბიჭმა ჩამომიყვანა, თავი ისე მოჰქონდა, თითქოს ბევრი იცოდა, ნერვები მომიშალა. მხოლოდ ორჯერ დავეშვი ისე, რომ არცერთხელ არ წავქცეულვარ.
სახლში დაბრუნებულებმა გამოვიცვალეთ, ვჭამეთ. ძალიან თოვდა და გვეშინოდა, მარშუტკას არაფერი დამართნოდა, მაგრამ მეგიმ უნდა წავიდეთ აუცილებლადო. მანუჩარმა- გამოცდილმა მემწვადემ, მწავდი კიდევ ერთხელ  შეწვა, რა თქმა უნდა, ისევე როგორც პირველი, ესეც მშვენიერი დასაგემოვნებელი იყო. ნარდი, კარტი - რა აღარ ვითამაშეთ. 4-ზე უნდა გავსულიყავით, ამიტომ ცოტა ადრე დავიწყეთ ჩაბარგება. მემგონი, ჩემ გარდა ყველა დაემშვიდობა მასპინძლებს.
 მოვკალათდით სამარშუტო ტაქსში და ჰაიდაა.  ნელა მივდიოდით, უზომოდ ნელა, მაგრამ უცებ მანქანა მოსრიალდა და გადავარდა, გვერდზე მთა იყო და  მას მიეყუდა, მე შემეშინდა, ჩემ გარდა არავის უტირია. მერე ტრაქტორი მოიყვანეს, დააშორეს დაძმაკაცებულ მთას. სამარშუტო ტაქსმა კუსავით დაიწყო სიარულით. სადღაც გავჩერდით და პაკრიშკა გამოუცვალეს, გზაში თამაშებით ვითამაშეთ(მაგ: ყველა ვასახელებდით ერთ ადამიანს, ვისაც ყველაზე მეტი ხმა ექნებოდა, მას ვუსვამდით კითხვებს, ის გულწრფელად გვპასუხობდა).
ძლივძლივობით ჩამოვაღწიეთ ტიფლისში, მარშუტკიდან რომ გამოვედი ფეხი მტკიოდა უკვე. კოჭალობით მივედი მანქანამდე. 
სახლში  ტრამვგელი წავისვი, ცოტა გამიარა, თუმცა მაინც დავკოჭალობ.
კიდევ მინდა ბაკურიანი.

13 comments:

  1. MAGARI MXIARULI GOGO XAR. SHENTAN ERTAD SIAMOVNEBIT WAVIDODI SADME.
    MARI GQVIA TU MACO?

    ReplyDelete
  2. მარიამი მქვია, მაგრამ მაცოს მეძახის მეგობრების უმრავლესობა.
    მხიარული? ჰო, რავიცი.

    ReplyDelete
  3. ძაან საყვარლად წერ. :*

    ReplyDelete
  4. big sister is watching! watch your mouth!

    ReplyDelete
  5. რა კარგიაა ;))
    და მეც მინდა ბაკურიანში, დასვენება მენატრებაა :)

    ReplyDelete
  6. ნია, დიახაც.. : დ
    კიწუნია, იცი, რაზე იყო? აი, უზეესი.. ;;)

    ReplyDelete
  7. mwvaniani gogo shen har?
    magari lamazi har.
    dzaan dzerski qudia

    ReplyDelete
  8. კი, მე ვარ. ძალიან დიდი მადლობა. ჰო, ქუდი ყველამ მოიწონა.

    ReplyDelete
  9. Your blog is pretty. What language is it? Persian or arabic? Thanks for sharing and drop by me, too.

    Cheers.

    ReplyDelete
  10. Ellinor Forje, lol. Georgian.. ^^
    oky.. : ))

    ReplyDelete
  11. I constantly emailed this webpage post page to all
    my associates, for the reason that if like to read it after that
    my links will too.
    My blog post epl transfer news

    ReplyDelete
  12. Definitely imagine that that you stated. Your favorite reason seemed to be on the internet the easiest factor to take into accout of.
    I say to you, I definitely get annoyed even as other folks consider worries that they just do not know
    about. You managed to hit the nail upon the highest and also defined out the entire thing without
    having side-effects , folks can take a signal. Will probably be back
    to get more. Thanks
    My blog post colonias

    ReplyDelete

  © NOME DO SEU BLOG

Design by Emporium Digital