Irakli Charkviani - Nanasi
Irakli Charkviani - Silence
Irakli charkviani - damdev
Irakli Charkviani - Cavidet
Irakli Charkviani - Zgvas Gavxar
დაე, იცოცხლონ . . . |
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.
ხომ იცი, როგორ უყვართ გათბობის მილები,
იქნებ ერთმანეთიც უყვართ?
მათ გაზურაზე უწევთ ცხოვრება,
ჩვენ დედამიწაზე,
მერე რა?
ერთიმეორისგან ვერ გაარჩევ,
სახელებიც არ ჰქვიათ,
როგორ ახარებთ სითბო და ტკბილი ჯემი,
რა მათი ბრალია, რომ არ იციან თავიანთი არსებობის შესახებ,
პლანეტებმაც ხომ არ იციან შერქმეული სახელები,
მაგრამ ბრუნავენ უმიზნოდ,
სივრცეში.

მაიმუნები ვართ |
ამ შემოდგომას მოსდევს თეთრი ტანკი,
ამ ფოთოლცვენას არ ჰგავს შენი ხმა,
შენ მოგწონს ჩემი ჩუმი ლაპარაკი
და ისევ ლურჯად შეიღებე თმა.
მე მახსოვს ჩვენი გრძელ სკამზე ჯდომა
და ის რომ ერთად ვაბოლებდით პლანს,
შენ მიხვდი რომ ჩვენ ვერ მოვიგეთ ომი
და მაინც ბრძოლას ვერ ვანებებთ თავს.
მე მჯერა შენი ძუძუების ზომის
და ვიცი, როგორ გავუსწორო მათ,
შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,
მაიმუნები ვართ...
მე ჩემო დედა მეტად მესმის შენი,
და ვიცი, როგორ შეიცვალა დრო,
დღეს დაიხურა სიყვარულის სკოლა
და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბო.
მე ვნახე შოთა როგორ იჯდა ქვაზე
და თამარ მეფეს ვერ უწევდა მკლავს,
ჩვენ, ყველა ერთად, ვერ მოვსულვართ აზრზე,
რომ სიყვარული ანარქიას ჰგავს.
მე მჯერა შენი ძუძუების ზომის
და ვიცი, როგორ მოვეფერო მათ,

დღე |
დილით არა გვაქვს პური...
გინდა რომ მზე ამოვიდეს...
გაყინული ხელებით კიდიხარ
ტროლებუსის ყურებს
და მიგორავ...
საცურაო აუზთან ისევ ბენზინს
ყიდიან.
ცირკთან ლილიპუტები
თათბირობენ.
ჩელუსკინელების ხიდზე
ხალხმრავლობაა
თეატრის კარი დაკეტილია და
კონცერტი გადაიდო.
გზაში ნაცნობი შეხვდება და მოგესალმება,
შენ კი სახლში კატა გელოდება,
რომელსაც შია.
ჰგავდე სხვას
პოლიტიკურად მშვიდი, სექსუალურად მხნე, ვუმღერი ყველა გოიმს, ეი მომისმინე მე...
არც სიყვარული მართობს, არც სიძულვილი მკლავს, ხედავ თეთრად ათოვს, ჩემ გადახოტრილ თავს,
მე ვეღარ მხედავს სარკე, მე ვერ ვუყურებ სისხლს, მე არ ვაგროვებ მარკებს და აღარ მჯერა სხვის,
მოუთოკავი გრძნობის და სიგარეტის მწამს, ფურცელი ვარ ცნობის , აღარ ვკარგავ წამს,
მე რეაქცვიას ვიწვევ და რეაქცია მშობს, მე ახალ ტალღას ვიწვევ რომ გაგიტანო შორს,
ნუ გადაირბენ ქუჩას მე დაგანახებ გზას, თუ არ მომიშვერ ტუჩებს არ დაგირტყამ ზასს,
დაგალევინებ კოლა-ს დაგალევინებ კვასს, მე არ აგიწევ კაბას არ დაგიგდებ კლასს,
რაც შეეხება ყველას ის შეეხება ფულს, ხალხი ისევ ღელავს და ანარქია სურს,
მე ისევ მარტო დავრჩი და ვეღარაფერს ვთმობ, რადგან ეს გმირი მე ვარ და დადგა ჩემი დრო,
მე ოპტიმიზმით სავეს ვარ და არ მოვიკლავ თავს, მე სულ ყოველთვის ასე ვარ და მეგობრებიც მყავს,
მიყურე როგორ დავდივარ ხან იქ ვარ და ხან აქ, მე ვცხოვრობ შენზე მარტივად და მეტი ფული მაქვს
რაკეტა უნდა გიყიდო, გადაგაფრინო ზღვას, გამოდი შენი ციხიდან, რომ აღარ ჰგავდე სხვას, ჰგავდე სხვას.
ამო
ჭერს,
ნუღარ უყურებ ჭერს,
თუ არ უშველი თავს, არავინ გაგიღებს კარს,
შენ წელს აღარ ახსოვხარ ძველს
შენ დღეს ვერ გადაგარჩენს ხვალ.
შენ ვერ გააღვიძებ ხალხს,
თუ არ გაანძრევ ხელს და არ გატეხავ კარს
და მერე, თუ არ მიაჭერ გაზს,
ისევ დაგიჭერს ის ვინც ვერ უშველა თავს,
ისევ გაცვავენ ჯვარს, ისევ მოიკლავ თავს,
ისევ იჯდები იქ, სადაც სვავენ ამ ბნელ ხალხს...
დღეს თუ არ უშველი თავს არავინ გაგიღებს კარს
არავინ გაგიღებს კარს
შენ თუ არ უშველი თავს არავინ გაგიღებს კარს
არავინ გაგიღებს კარს
და მერე, თუ არ მიაჭერ გაზს
ისევ დაგიჭერს ის , ვინც ვერ უშველა თავს,
ისევ გაცვავენ ჯვარს ისევ მოიკლავ თავს,
ისევ იჯდები იქ, სადაც სვამენ ამ ბოზ ხალხს...
ციხეს რად უნდა რკინის კარები
მას უნდა ჰქონდეს შუშაბანდები
გავტეხავ შუშას გავიპარები, ვეღარ დამიჭერ შენ...
`შენ მე ვერ დამიჭერ~, `შენ მე ვერ დამიჭერ~
დღეს თუ არ უშველი თავს, არავინ გაგიღებს კარს
არავინ გაგიღებს კარს,
შენ... უშველი თავს.
საქართველო
მოვიდა დრო რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს
მე გაძლევ ფიცს რომ სიყვარული კინოს აღარ გავს
ვიცი ყოველთვის და ყველგან ატარებდი ცდებს
მე მოგცემ ძალას რომ მოერიო დაჟანგებულ ფრთებს
ხომ ხედავ ჩემი გაბზარული გული შენით ცემს
შენ იცი სიყვარული აზრი აღარა აქვს წლებს
მითხარი რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს
მე აღარ წავალ ისევ მოგაბეზრებ თავს
მე ძველ ფოტოებს ჩემი ქურის ცეცხლზე ვწვავ
მე შენი მთების გარდა აღარაფრის აღარ მწამს
ამდენი ხანი ვამბობ, რასაც არ ანდობენ სხვას,
მე უკვე აქ ვარ, აღარ გადმოვცურავ ზღვას,
ჩვენ განშორებას, როგორც სიკვდილს გული ვერ იტევს,
და ტელეანძა, როგორც ჯვარი საფლავს დაადგეს,
დრო იტყვის ყველაფერს, რასაც ვერ მოვასწრებ რომ ვთქვა
თქვენ იზამთ ყველაფერს, რასაც ვერ მოვასწრებ რომ ვქნა
და ჩემგან დარჩენილ დაფლეთილ ათას ტომს
ბავშვები ნახავენ თუ ოდესმე მოვიგებთ ომს,
ჩვენ მოვიგებთ ომს...

ძალიან მიყვარს მეფე
ReplyDeleteუძლიერესი იყო მართლაც რომ მეფე
ლამაზი ბლოგი გაქვს.
ჰო, მეც მიყვარს.
ReplyDeleteდიდი მადლობა.
ძალიან მიყვარს!
ReplyDeleteისე ადრე უფრო ხშირად ვუსმენდი,
ახლა უფრო განწყობისდამიხედვით,
მაგრამ მიყვარს მაინც! ;:):*
მმ ძალიან გამიხარდა ეს პოსტი:>
ReplyDeleteადამიანები, რომლებიც სწორად ხედავენ რეალობას, ყოველთვის იმაზე ადრე კვდებიან,ვიდრე საჭიროა :|
რა ცუდია დასალაიქებელი ღილაკი რომ არ არის აქ. მეფის შემთხვევაში კომენტარი ზედმეტია :)
ReplyDeleteკიწუნია, ძალიან კარგია.. :*
ReplyDeleteთიკა, გაიხარე.
აქსიომა, როგორ არ არის..
რაღაც ფანჯარას რომ გიიგდებს ძირში, ამნდ ფეისბუქის ლაიკი არის.. :*
არასოდეს მომბეზრდება.
ReplyDeleteზოგჯერ ჩემს სევდიან განწყობქას უხდება ხოლმე <3 მაგრამ მაინც ისეთი თავისებური სტილი ჰქონდა,ყოველთვის ვერ ვუსმენ ხოლმე..
ReplyDeleteმაგაზე გამახსენდა..
ReplyDeleteრამდენიმე დღის წინ ბებია იყო ამოსული, ყურთსასმენები შეერთებული არ მქონდა, ამიტომ დინამიკებიდან ისმოდა მეფის - ზღვას გავხარ..
ნახევარსაათიანი ლექცია მიკითხა, თუ როგორი მახინჯი ყოფილა ეგ ცხონებული გარეგნულად, და საერთოდ რას ბღაოდა თვითონაც არ ესმოდაო.. რა სასაცილო ქალია.. :D
"დაე იცოცხლონ", ყოველთვის როცა ვკითხულობ ჟრუანტელი მივლის. პირდაპირ გრძნობაა, ყველანაირი შელამაზების გარეშე, დახატული.
ReplyDeleteმომწონს დიზაინის გლობალური ცვლილებები. თითქოს ცხოვრებაში ახალ ეტაპზე გადადიხარ. ახალ პოსტებს ველოდები და წარმატებებიიიი! :)
ReplyDeleteP.S.> ჩემთან RSS– ში შენი ბლოგი არ ჩანს, შეიძლება ვიდეოს გამო. დავააფდეიტე და მაინც. დაველოდები და მერე კიდე სხვანაირად ვცდი. :)
dannoa, +1...
ReplyDeleteაქსიომ, ძალიან დიდი მადლობა.. მიხარია, რომ მოგეწონა ახალი დიზაინი... უკვე მეოთხედ გამოვცვალე ამ კვირაში..
არ ვიცი, საერთოდ ჩემი ბლოგი ძალიან ჭედავს.. ^^
რა გაქვს ჩემს სიყვარულზე მეტი???????
ReplyDelete,,მშვიდი ცურვა" მიყვარს
დიახ, დიახ..
ReplyDeleteძაალიან კარგია ეგ.
რამდენიმე დღის წინ მის ერთ-ერთ ფილმს წავაწყდი ინტერნეტში..
რა დებილი ვარ, დამავიწყდა შემენახა.. სათაური არ მახსოვს, არადა ისე მაინტერესებს.. : ს