ყველაზე მეტად მენატრები.
Nocturne in C# min. (opus extra) by Fryderyk Chopin თვალის, თმისა და კანის ფერი არ მახსოვს, არც თითების ფორმა, შენს გარეგნობად თვალწინ ვერასდროს ვხედავ ნათლად.
მხოლოდ ერთი-ორი მოგონება თუ შემომრჩა, სადაც შენ ხარ, მათაც ძალიან სათუთად და იშვიათად ვიხსენებ, მეშინია ერთ დღესაც არ გახუნდეს.
ხშირად მიფიქრია, მთელ ცხოვრებას დავთმობდი, ოღონდ კიდევ ერთხელ მენახე, მხოლოდ ერთხელ. შენთან მეჭორავა, მომეყოლა ჩემი ამბები, დამენახა შენი თვალებიდან, ულამაზესი და უთბილესი მბრწყინავი თვალებიდან თუ როგორ ამაყობ ჩემით, მხოლოდ ერთი საათით, ან თუნდაც 5წუთით, მართალია ვერ მოვახერხებდი ბევრი რამის მოყოლას, მაგრამ სულ არაფერს მირჩევნია.
ბავშვობაში ხშირად ვფიქრობდი, რაც შეიძლება კარგი გამეკეთებინა, რომ შენ სამოთხიდან ჩემით გეამაყა და გეთქვა, „მე შენით ვამაყობ“. მხოლოდ ერთი ფრაზა, ერთადერთი.
როდესაც გიხსენებ, ან შენს სახელს ვამბობ, სულ ცრემლები მადგება თვალებზე, ხშირად თავის შეკავებაც მიჭირს, ძალიან მიჭირს.
რთული და სასტიკია ცხოვრება.
მეც მინდა მყავდეს ადამიანი, რომელსაც მივეყრდნობი, რომლის იმედიც მუდამ მექნება, არასდროს არაფრის არ შემეშინდება, ყოველთვის წყანარად ვიქნები და როდესაც ვინმეს ზედმეტი მოსდის, არ ვფიქრებდი, ახლა ცოცხალი რომ იყო, რა კარგად დამიცავდი და არავის არაფერს გააბედინებდი-მეთქი.
ოჯახში შენზე არავინ საუბარს, არასდროს. თითქოს ტაბუ დადებული თემა იყო.
ვხვდები, რომ მტკივნეული ხარ ყველასთვის.
ყველა იცი, რა კარგად საუბრობს შენზე? სულ ამბობენ, რა კარგი კაცი იყო, როგორი კარგი ადამიანი, თქვენზე მზე და მთვარე ამოსდიოდა, არ შეიძლებოდა ეგეთი კაცის ამ ქვეყნიდან წაყვანაო. იმდენჯერ მიცდია თავის შეკავება, მაგრამ არადროს გამომდის.
ძალიან მაკლიხარ, ზედმეტადაც კი!
ახლა ჩემთან რომ იყო, ჩემზე ბედნიერი ადამიანი ნამდვილად არ იქნებოდა. გეფიცები, ყველაფერ წმინდას და ძვირფასს ვფიცავარ.
მიყვარხარ, უზომოდ და უდოზოდ!
ძალიან ვწუხვარ, ნაცნობია ეგ საშინელი განცდა, მაგრამ ვერ მივხვდი ვის ეძღვნება ეს წერილი. :(
ReplyDeleteმამას, ალბათ, არა?კარგი პოსტი იყო... :)
ReplyDeleteკაი ტიპი ჩანხარ ;)
ვაიმე მაცი შემძრა და დამბურძგლა,
ReplyDeleteძალიან კარგი ხარ, დადდებითო შენ :):*
აქსიომა, მამას. : ))
ReplyDeleteენია, გმადლობ.
კიწუნია, უდოზოდ მშვენიერი ხარ.. :*
maaaac madloba sayvarelo :* :*
ReplyDeleteMomewona :)
ReplyDeleteრა მოგეწონა? : ს
ReplyDeleteposti :)
ReplyDeleteაა, გასაგებია. :*
ReplyDeleteგმადლობ. :*
da aba raze unda damewera, ver mivxvdi :)
ReplyDeleteარა, მე ის გამიკვირდა, რომ დაწერე მომეწონაო.. ცოტა უცნაურად მომეჩვენა, ვიღაცას ჩემი განცდები რომ მოსწონს. : ))
ReplyDeleteრამდენი გგოგო გაიზარდა უმამოდ :(
ReplyDeleteმსგავსი განცდები, ფიქრები და პოსტები მეც ბლომად მაქვს... ღმერთმა ნათელში ამყოფოს.
ReplyDeleteპ.ს. აქამდე არ ვიცოდი შენი ბლოგი. მომწონს :)
ჯუნა, ძალიან დიდი მადლობა.
ReplyDelete