January 19, 2011

დე-და



1]. თითოეულ ადამიანს ჰყავს: ნათესავი, მეგობარი, ნაცნობი, მეზობელი, კლასელი, თანამშრომელი.
2].  ბევრ ადამიანს ჰყავს: კუმირი, იდეალი, მისაბაძი პიროვნება, მესაიდუმლე.
ნათესავი - დედაშენის ბიძის ცოლის მამიდის პაპის ძმისშვილის რძალიც კი შენი ნათესავი გამოდის.. ასე რომ ყველა ჩვენგანას ჰყავს ახლობელი, აბსოლუტურად ყველას.
მეგობარი - ე.წ. დაქალი/ძმაკაცი. კარგი მეგობარი რჩეულთა ხვედრია. მაქვს იმის ბედნიერება, რომ იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნოდე, რომლებმაც იციან თუ ვინ/რა არის ნამდვილი მეგობარი/მეგობრობა.
ნაცნობი - ადამიანთან, რომელთანაც ხშირად არ მაქვს ურთიერთობა ნაცნობია, ანუ ამხანაგი.
მეზობელი - მარტივი ცნებაა.            
კლასელი - სკოლაში შენი თანაკლასელი.
თამაშრომელი - სამსახურში პარტნიორი, მოადგილე, უფროსი, შენს დაქვემდებარებაში მყოფი.
კუმირი - ადამიანი, რომელზედაც უაზროდ ხარ შეყვარებული და ღმერთთან გყავს გაიგივებული.
იდეალი - ადამიანი, რომლის ქცევები, მიზნები, გარეგნობა შენთვის ზედმეტად მისაღებია.
მისაბაძი პიროვნება - იდეალიდან გამომდინარეობს. ადამიანი, რომელიც იმდენად მოგწონს, რომ გადაწყვეტ ქცევებით, აზრებით, გარეგნობით მას დაემსაგვსო.
მესაიდუმლე- ადამიანი, რომელთანაც შეგიძლია ყველანაირ თემაზე ისაუბრო; რომელსაც არასდროს ეტყვი: „არავის არ უთხრა რა, ჩვენს შორის უნდა დარჩეს.“
მათემატიკაში არსებობს ტერმინი - ასახვა. ანუ, როდესაც ერთი სიმრავლის ელემენტი შეესაბამება, მეორე სიმრავლის ელემენტს. მართალია მათემატიკური ასახვა ბევრ ჩარჩოშია მოქცეული, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ელემენტარული დონით გამოვიყენოთ.
I  სიმრავლის ელემენტს შეესაბამება, II სიმრავლის  ელემენტი. ანუ ნათესავი შეიძლება იყოს მესაიდუმლე, იდეალი, მისაბაძი პიროვნება. მისაბაძი პიროვნება შეიძლება იყოს ნათესავი, მეზობელი, თანამშრომელი.
ჩემთვის, ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტ კატეგორიას ერგება, ყველაზე სათნო და ლამაზი სულის ადამიანია. როგორც თენევა ჯორდანი იტყოდა: 
„A mother is a person who seeing there are only four pieces of pie for five people, promptly announces she never did care for pie. “
იმედია მიხვდით, რომ დედაზეა საუბარი.
დედა - ყოველთვის ვუკვირდები სიტყვას. ვცდილობ დავშალო, მივხვდე, საიდან მოდის, როგორ მოიფიქრეს ეს რომ დაერქმიათ და ა.შ. დედას კი ასე ვხსნიდი. დე-და. ვიცით, რომ და კავშირებითია, ანუ მას შემდეგ შეიძლება ნებისმიერი რამ ყოფილიყო.  ყოველთვის ყველაზე დიდი სიტყვა მეგონა. თავიდანვე ვფიქრობდი,  რა მნიშვნელობა ჰქონდა წინ რა იქნებოდა, მთავარია და-თი დამთავრებულიყო.
 „მე ძალიან ძალიან მიყვარს ჩემი დედა, ხანდახან ძალიან ვაბრაზებთ მაგრამ მაინც გვიყვარს, ისე აზროვნებს რომ არ ვიცი, შესანიშნავი დედაა .... ..... . ჩვენც კარგი შვილები ვართ ხანდახან, ხანდახან კი როცა არ ვართ კარგი შვილები დედას სტკივა გული და როცა არ ვაბრაზებთ კიდე  გული აღარ სტკივა. ამიტომ აღარ უნდა გავაბრაზოთ რომ გული აღარ ეტკინოს. მე შემიძლია რომ არ გავაბრაზო დედა  მაგრამ.. ხანდახან ძალიან მიყვარს დედიკო. საყვარელია და ლამაზი და მშვენიერი. ძალიან ნაზი და ტკბილია. ჩემდასაც ძალიან უყვარს მაგრამ ნიაკო არ აბრაზებს ვიდრე მე ანუ მარიამ ხაჭაპურიძე.“
ამის შემდეგ 8, მსუქანი 8 წელი გავიდა. ახლა დაახლოებით, ასე ვიტყოდი:
მე ძალიან მიყვარს დედა. ხშირად ვჩხუბობთ, მაგრამ მალევე ვრიგდებით. დიდი განსხვაება არაა, ახლაც ისევე წყინს და სტკივა გული, როგორც ადრე, ზუსტად 8 წლის წინ. მოკლედ:
გარეგნულად: ლამაზია, ძალიან ლამაზი; საშინლად ლამაზი თვალის ფორმა აქვს; შავი ფანქარი რომ უსვია, მასზე ლამაზი ქალი დედამიწის კუზზე არ დაიარება; ყველაფრის მოხდენა შეუძლია, ძალიან უხდება თვისი უცნაური ცხვირი; სადმე მეგობრებთან, ან სამსახურის ‘ქეიფზე’ რომ მიდის, ისე იპრანჭება და ლამაზდება, ერთი-ორჯერ ვიფიქრე, არ მოიტაცონ-მეთქი. კიდევ ერთხელ: ძალიან მშვენიერი და ლამაზია.
შინაგანად: პირდაპირია, მკაცრია, სამართლიანია, სერიოზულია, კეთილია, მოსიყვარულეა, ემოციურია, მაგრამ უფრო მეტად ძლიერია, განათლებულია, საინტერესო მოსაუბრეა, კრიტიკის და თავისი საქმის მოყვარულია.
მიყვარხარ, დედა!

9 comments:

  1. mec mikvars deda.
    maco kargad wer dzalian

    ReplyDelete
  2. როგორი თბილი და საყვარელი პოსტიაა <3
    ძალიან!

    ReplyDelete
  3. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  4. ძალიან კარგი ხარ! :) შეშლილი

    ReplyDelete
  5. დიდი მადლობა ყველას. : ))

    ReplyDelete
  6. Clown, მიყვარხარ.. <3

    ReplyDelete
  7. MAGARI TBILI XAR
    DEDASHENI MAGRAD AMAYOBS ETYOBA SHENIT
    :*

    ReplyDelete
  8. მართლა ძალიან მინდა გავიგო, თუ ვინ ხარ. ძალიან მაინტერესებს.
    ჰო, იმედია, მართალი ხარ. : ))

    ReplyDelete

  © NOME DO SEU BLOG

Design by Emporium Digital