January 29, 2011

ამოალაგე ჩანთა

ცოტა ხნის წინ რაღაცას ვეძებდი. სახლის ყველა კუთხე-კუნჭული გადავატრიალე, ჯანდაბა მაგის თავს, მაინც ვერსად ვნახე. მერე ჩანთებთან მივედი, თიქმის ყველა ამოვაპირქვავე, მაგრამ შენც არ მომიკვდე. საბოლოოდ ვერც ვერაფერი ვიპოვე, და საქმეც გავიჩინესახლი და ჩანთებიდან გადმოყრილი ნივთების დალაგება. გამახსენდა ბლოგერების თაგ თამაშიამოალაგე ჩანთა. ერთი კი გავიფიქრე, თუ როგორ დაამშვენებდა ჩემი პოსტი, უფრო სწორედ თაგ თამაშებში ჩემი პირველი პოსტი ბლოგსა და მკითხველების მეხსიერებას, მაგრამ მერე მომერიდა ამდენი სისულელისთვის და  უადგილო ადგილას ჩაყრილი ნივთებისთვის სურათების გადაღება, თუმცა მე ხომ მაცო ვარ, ასე რომ არ მგონია ამ აურზაურმა დიდად გაგაოცოთ და მკითხოთ, ამდენი რამ ანთა როგორ გეტევა, ან მძიმე არ არისო?
საკმ რაოდენობის ჩან მაქვს. ყველანაირი სიტუაციისთვის შესაფერისი. მათი ზომა მაკმაყოფილებს რაც მთავარია.
მოკლედ, ბევრი რომ არ ვისაუბრო, პირდაპირ დავიწყებ სურათების დადებას და მცირე აღწერის მიმატებასაც.

საფულე - იმდენად საზიზღარი ფერი მიიღო ხმარებაში, ხანდახან დღის სინათლესაც არ ვაღირსებ ხოლმე. ყველანაირი პასტის ფერით აქვს ჭრილობები, კიარადა ხაზები. ორი სათავსო აქვს, ერთი ფულის, მეორე ბარათების, პირადობის მოწმობის და აიპოდის, თუმცა მობილურის ჩასადებს უფრო ჰგავს.
სათამაშო - ჩემი ლომუკა, სამი წლის წინ მაჩუქა მეგობარმა. არ ვიცოდი, თურმე დღემდე სულ თან დავატარებ.
ჩიპი - რა ლამაზი და საყვარელია. დიდი აღწერა და ა.შ. არ უნდა.
ბლოკნოტი - ორი(მესამის კუთხე ჩანს), უზარმაზარი და უმძიმესი, მაგრამ შიგნით იმდენი საინტერესო რამ წერია.. თან ყოველდღე ვამატებ ახალ ინფორმაციებს.
აიპოდი და მისი ჩასადები - პატარა, უსაყვარლესი და ჩემნაირი გემოვნების მქონე, აიპოდზე ვამბობ. მის ჩასადებს რაც შეეხება, საყურეებისა და ყელსაბამების სათავსოდ უფრო მაქვს ქცეული. ყველა კომფორტულია, თან არც მეშინია რომ გამიტყდეს, ან ჩანთაში ჩამიცვივდეს სამკაულები. სხვა ზარდახშები დიდებია, ფაიფურისებისაც არის, ამიტომ არსად არ დამაქვს.
ბარათი - ჩემი სკოლის, კიარადა ბუფეტის ბარათი, ყველაზე ძვირიანი ნივთი მთელ ჩემს ჩანთაში, საფულეზეც კი.

სავარცხელი - ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი შეიძლება იყოს. დაახლოებით 10-11 წლის იქნება. იმისდა მიუხედავად, რომ თითქმის სულ ჩემთან ერთად არის, მაინც მუდამ გაბურძგნული და დაუვარცხნელი დავდივარ.
ტუჩსაცხი - ჰოჰ, ყველაზე ლამაზები და მიმზიდველები.
სანტავიკი - არასდროს არაფერს არ ვიჭრი, ნუ ზამთრის პერიოდში მაინც, თუმცა ჩემს გარშემო ბევრია - ზედმეტად ხიფათა ხალხი.
ბლოკნოტი - ყველაზე ჭკვიანი და განათლებული მთელ ჩემს ჩანთაში.

წიგნი - ახლა მადამ ბოვარს ვკითხულობ, და ამიტომ დამაქვს ყველგან, თუმცა მხოლოდ ერთხელ მოვიცალე მის წასაკითხად, ეგეც ტრანსპორტში უსაქმურად ჯდომის დროს.
პასტები - მაგათ ვენაცვალე მე, ეგენი რომ არა, რა მეშველებოდა.
ელემენტი - ციფრულის ელემენტია, დიდი ხნის ძებნის შემდეგ, როგორც იქნა საშველი დავაყენე და ვიპოვე.
ბარათი - ვაიი, როგორ მიყვარს და რა დიდ პატივს ვცემ. მისი მადლიდან ვერასდროს ვერ ამოვალ, ყველაზე გულუხვი ნივთია მთელ მსოფლიოში.

ესეც ჩანთები, ყველას საკმაოდ ხშირად ვხმარობ.

January 24, 2011

მოგზაურობა ძველ დროში

-დე, რა კარგი იქნებოდა, XVI, ან XVII საუკუნეში რო ვცხოვრობდე, არა?
-დავიჯერო კომპიუტერს შეელეოდი?
-კი, კი..  როგორი მიმზიდველია მარაოთი სიარული.
-მალევე მოგბეზრდებოდა.
-არა, რაღაც რომანტიულია ის კაბები რომ აცვიათ, უკან კორსეტით აქვ ხოლმე მოჭერილები. რა მაგარი იქნებოდა.
დედამ ერთი შემომხედა და ტელევიზორის ყურება განაგრძო.
ჰო, ნამდვილად ძალიან კარგი და საინტერესო იქნებოდა, წინა საუკუნეებში რომ მეცხოვრა. ცოტა ხნის წინმადამ ბოვარისკითხვა დავიწყე და საოცრად მომინდა იმ დროში ცხოვრება.
ლამაზი, წელ გამოყვანილი ფუშფუშა კაბები, ზედმეტად ელეგანტური და მიმზიდველია. დიდი, მბრწყინავი საყურეები და მისივე სტილის ყელსაბამი. ხელზე სპილოსძვლისფერი იდაყვანდე ხელთამანი; ხელ კი მარაო, ლამაზი მოქსოვილი მარაო. ფეხსაცმელს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ისიც ისეთივე ლამაზი და ღია კანისფერი იქნება, როგორიც კაბა. მამაკაცებს ფრაკი ეცმევათ, ფერს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
ძალიან მომწონს იმ დროინდელი ადათ-წესები, საზოგადოებაში მოქცევის კულტურა. ეტლით გადაადგილება, მეეტლეებს ზოგიერთ ქვეყანაში გარკვეული სამოსი აქვთ, საინტერესოა და ერთგვარად მიმზიდველი. თუმცა ახლა სახელი არ მახსოვს.
ეს პოსტი ავსტრიაში ყოფნის 14-15 დღეს ეხება. თუ წაკითხული გაქვთ გეცოდინებათ, რომ შონ ბრუნის დასათვალიერებლად წაგვიყვანეს, დაგვათვალიერებინეს მეფის შვილის ოთახი, ემდეგ მისი ტანსაცმელი. მაშინაც ძალიან მომწონდა ძველ საუკუნეებში მცხოვრები ხალხის ჩაცმულობა. ემოგვთავაზეს ჩაგვეცვა, სურათები გადააგვეღო, თუმცა სამწუხაროდ მხოლოდ ძალიან პატარა ბავშვების და დიდი ქალების იყო. ძალიან დამწყდა გული, მაგრამ სარკესთან პოზიორობით მაინც ვიჯერე გული.

January 23, 2011

ჩემი ქორწილი



-პაპიკო, გინდა ემი პირველი ღამის შესახებ მოგიყვე?
-მომაორეთ ეს ბავვი, გადამიყვანა ამხელა კაცი ჭკუიდან.
ეს იყო, დაახლოებით 8-9 წლის წინ. დასამალი რა მაქვს და გეტყვით, რომ ხშირად მიოცნებია ჩემს გრანდიოზულ ქორწილზე, 400 კაციან ქორწილზე, ულამაზეს კაბა გამოწყობილი, როგორ შევფიცავდი სამუდამო სიყვარულს ჩემს რჩეულს. მოკლედ, ჩემი ფიქრები და ოცნებები ბიჭებს და სიყვარულს მაინც ვერასდროს ვერ გაცდება.
ცოტა ხნის წინ, რომელიღაც საიტზე წავაწყდი ქალის ჩანაწერებს, თავისი ქორწილის შესახებ. სათაური რომ წავიკიხე ავეთნე, მოვემზადე, ყურთსასმენები მოვირგე თავზე, ბოლომდე მოვუჭირე ხელები, რომ გარშემომყოფთა ხმაურს არ შევეწუხებინე და დავიწყე კითხვა. ისე  უემოციოდ, უსიხარულოდ და თითქოს ჩვეულებრივი მოვლენააო წერდა, გავოცდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ვინმეს თუ ეეძლო საკუთარ ქორწილზე ასე უბრალოდ საუბარი. შემდეგ სურათები დავათვალიერე, რომ გითხრათ დიდად აღვფრთოვანდი-მეთქი მოგატყუებთ, მაგრამ ასე მათ უნდოდათ, თუმცა არცერთს სურათ ნეფე-პატარძალს გაღიმებული და გახარებული სახე არ ჰქონია. დავიზაფრე, არ მომეწონა. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემს საოცნებო ქორწილზე დავწერო, შეიძლება ძალიან მოკლედ, მაგრამ მაინც.
მოკლედ, დავიწყებ იმით, რომ სტუმრების რაოდენობა არავითარ შემთხვევაში არ  ჩამოუვარდება 500 კაცს, აქედან გამომდინარე ქორწილი იქნება უზარმაზარი და გრანდიოზული. თუ მატერიალურმა ესაძლებლობამ ხელი არ შეგვიწყო, მაშინ უბრალოდ ჯვარს დავიწერთ და შემდეგ ჩვენივე გამომუშავებული ფული გადავიხდით ისე ქორწილს, რომელზეც სულ ვოცნებობ. ჩემს მეუღლეს არავითარ შემთხვევაში არ ეცმევა შავი შარვალ-კოსტუმი. დიდი სურვილი მექნება, რომ არც სტუმრებს ეცვათ შავებში, მნივნელობა არ აქვს გინდ ქალს, გინდ კაცს. არანაირი მოწყენილი სახე, ყველა ბოლომდე გაკრეწილი უნდა იყოს, მოკლედ ჰოლივუდის ღიმილით შემკობილები. ჩემს ჩაცმულობაცს რაც შეეხება, მეცვევა უზარმაზარი, ულამაზესი, მიმზიდველი და ძალიან ძვირასი საქორწინო კაბა, აუცილებელი არაა თეთრი იყოს. ღია, ძალიან ღია კაკაოსფერი, ან ღია ვარდისფერ კაბაზეც არ ვიტყოდი უარს. ფეხსაცმელს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, კაბიდან გამომდინარე სტილი იგივე იქნება. ფატას რაც შეეხება, არ ცი როგორი მინდა, მაგის მოსაფიქრებლად დრო ჯერ მაქვს. ქორწილი გაიმართება უზარმაზარ რესტორანში, საშინლად დიდ. სხვა თუ არაფერი 500 კაცს პატარა, მიჭუჭყულ ადგილას ვერ ატევ. სკამებზე, მაგიდებზე და მოკლედ ყველგან სულ გულები და ბაფთები იქნება, ყველაფერი ცოცხალ და პასტელისფერებში, არანაირი კაკაოსფერი და მაგდაგვარი დამთრგუნავი შეფერილობა. ვიცი, მომავალი მეუღლე არ მომცეს ჭყეტელა ფერები რესტორნის მორთვის უფლებას, ამიტომ ნათელ და ნაზ ფერებს ვჯერდები. იქნება ქართულ-ხალხური  საცეკვაო სიმღრები, და, რა თქმა უნდა, ჩემი აობისაც, ისე არ შეიძლება. ჰო, ახლა ჯვირსწერას რაც შეეხება, ძალიან მინდა, ვგიჯდები ისე მინდა, კათოლიკეები როგორც იწერენ ჯვარს ეკლესიაში მეც ეგრე გავაკეთო, ნუ ჩვენი ქრისტიანული ადათ-წესებით იქნება, მაგრამ სტილი მათითაიგულივერც კი წარმოვიდგენ როგორი ლამაზი, უცხო და გრანდიოზული უნდა იყოს.
აი, ახლა გული ლამისაა საგულედან ამომიხტეს.
ისეთი უნდა იყოს, სტურები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რომ საუბრობდნენ, ასეთი არასდროს გვინახავსო.
თუ ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც მინდა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნებ.
ესეც ასე, ზე-გადასარევი და ზე-ბედნიერი ქორწილი იქნება ძალიან მალე. ჰო, ძალიან მალე.
თუ ბლოგის წარმოებას კიდევ დიდხანს გავაგრძელებ, მაშინ გპირდებით, რომ უზარმაზარ, ძაალიან დიდ პოსტს გაჩუქებთ ჩემი ქორწილის შესახებ. <3
 

January 19, 2011

დე-და



1]. თითოეულ ადამიანს ჰყავს: ნათესავი, მეგობარი, ნაცნობი, მეზობელი, კლასელი, თანამშრომელი.
2].  ბევრ ადამიანს ჰყავს: კუმირი, იდეალი, მისაბაძი პიროვნება, მესაიდუმლე.
ნათესავი - დედაშენის ბიძის ცოლის მამიდის პაპის ძმისშვილის რძალიც კი შენი ნათესავი გამოდის.. ასე რომ ყველა ჩვენგანას ჰყავს ახლობელი, აბსოლუტურად ყველას.
მეგობარი - ე.წ. დაქალი/ძმაკაცი. კარგი მეგობარი რჩეულთა ხვედრია. მაქვს იმის ბედნიერება, რომ იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნოდე, რომლებმაც იციან თუ ვინ/რა არის ნამდვილი მეგობარი/მეგობრობა.
ნაცნობი - ადამიანთან, რომელთანაც ხშირად არ მაქვს ურთიერთობა ნაცნობია, ანუ ამხანაგი.
მეზობელი - მარტივი ცნებაა.            
კლასელი - სკოლაში შენი თანაკლასელი.
თამაშრომელი - სამსახურში პარტნიორი, მოადგილე, უფროსი, შენს დაქვემდებარებაში მყოფი.
კუმირი - ადამიანი, რომელზედაც უაზროდ ხარ შეყვარებული და ღმერთთან გყავს გაიგივებული.
იდეალი - ადამიანი, რომლის ქცევები, მიზნები, გარეგნობა შენთვის ზედმეტად მისაღებია.
მისაბაძი პიროვნება - იდეალიდან გამომდინარეობს. ადამიანი, რომელიც იმდენად მოგწონს, რომ გადაწყვეტ ქცევებით, აზრებით, გარეგნობით მას დაემსაგვსო.
მესაიდუმლე- ადამიანი, რომელთანაც შეგიძლია ყველანაირ თემაზე ისაუბრო; რომელსაც არასდროს ეტყვი: „არავის არ უთხრა რა, ჩვენს შორის უნდა დარჩეს.“
მათემატიკაში არსებობს ტერმინი - ასახვა. ანუ, როდესაც ერთი სიმრავლის ელემენტი შეესაბამება, მეორე სიმრავლის ელემენტს. მართალია მათემატიკური ასახვა ბევრ ჩარჩოშია მოქცეული, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ელემენტარული დონით გამოვიყენოთ.
I  სიმრავლის ელემენტს შეესაბამება, II სიმრავლის  ელემენტი. ანუ ნათესავი შეიძლება იყოს მესაიდუმლე, იდეალი, მისაბაძი პიროვნება. მისაბაძი პიროვნება შეიძლება იყოს ნათესავი, მეზობელი, თანამშრომელი.
ჩემთვის, ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტ კატეგორიას ერგება, ყველაზე სათნო და ლამაზი სულის ადამიანია. როგორც თენევა ჯორდანი იტყოდა: 
„A mother is a person who seeing there are only four pieces of pie for five people, promptly announces she never did care for pie. “
იმედია მიხვდით, რომ დედაზეა საუბარი.
დედა - ყოველთვის ვუკვირდები სიტყვას. ვცდილობ დავშალო, მივხვდე, საიდან მოდის, როგორ მოიფიქრეს ეს რომ დაერქმიათ და ა.შ. დედას კი ასე ვხსნიდი. დე-და. ვიცით, რომ და კავშირებითია, ანუ მას შემდეგ შეიძლება ნებისმიერი რამ ყოფილიყო.  ყოველთვის ყველაზე დიდი სიტყვა მეგონა. თავიდანვე ვფიქრობდი,  რა მნიშვნელობა ჰქონდა წინ რა იქნებოდა, მთავარია და-თი დამთავრებულიყო.
 „მე ძალიან ძალიან მიყვარს ჩემი დედა, ხანდახან ძალიან ვაბრაზებთ მაგრამ მაინც გვიყვარს, ისე აზროვნებს რომ არ ვიცი, შესანიშნავი დედაა .... ..... . ჩვენც კარგი შვილები ვართ ხანდახან, ხანდახან კი როცა არ ვართ კარგი შვილები დედას სტკივა გული და როცა არ ვაბრაზებთ კიდე  გული აღარ სტკივა. ამიტომ აღარ უნდა გავაბრაზოთ რომ გული აღარ ეტკინოს. მე შემიძლია რომ არ გავაბრაზო დედა  მაგრამ.. ხანდახან ძალიან მიყვარს დედიკო. საყვარელია და ლამაზი და მშვენიერი. ძალიან ნაზი და ტკბილია. ჩემდასაც ძალიან უყვარს მაგრამ ნიაკო არ აბრაზებს ვიდრე მე ანუ მარიამ ხაჭაპურიძე.“
ამის შემდეგ 8, მსუქანი 8 წელი გავიდა. ახლა დაახლოებით, ასე ვიტყოდი:
მე ძალიან მიყვარს დედა. ხშირად ვჩხუბობთ, მაგრამ მალევე ვრიგდებით. დიდი განსხვაება არაა, ახლაც ისევე წყინს და სტკივა გული, როგორც ადრე, ზუსტად 8 წლის წინ. მოკლედ:
გარეგნულად: ლამაზია, ძალიან ლამაზი; საშინლად ლამაზი თვალის ფორმა აქვს; შავი ფანქარი რომ უსვია, მასზე ლამაზი ქალი დედამიწის კუზზე არ დაიარება; ყველაფრის მოხდენა შეუძლია, ძალიან უხდება თვისი უცნაური ცხვირი; სადმე მეგობრებთან, ან სამსახურის ‘ქეიფზე’ რომ მიდის, ისე იპრანჭება და ლამაზდება, ერთი-ორჯერ ვიფიქრე, არ მოიტაცონ-მეთქი. კიდევ ერთხელ: ძალიან მშვენიერი და ლამაზია.
შინაგანად: პირდაპირია, მკაცრია, სამართლიანია, სერიოზულია, კეთილია, მოსიყვარულეა, ემოციურია, მაგრამ უფრო მეტად ძლიერია, განათლებულია, საინტერესო მოსაუბრეა, კრიტიკის და თავისი საქმის მოყვარულია.
მიყვარხარ, დედა!

January 8, 2011

დუშეთი და მაცოს სიმპატიის ობიექტი

ცივა, იყინება დუშეთი და ბაზალეთი. ოთხშაბათს მე და ანი დუშეთის ცენტრს ვესტუმრეთ, დაახლოებით საღამოს 6სთ-ისკენ. ძალიან გამიკვირდა, ჩვენს გარდა არავინ რომ იყო. ცოტახანი ვიყურყუტეთ, ბევრი ვიჭორავეთ, ძველი ამბები და ჩემი სიმპატიის ობიექტები გავიხსენეთ, თან დააყოლებდა, ამას შეყვარებული ჰყავსო, მე ნერვები მომეშლებოდა, ყველა როგორ უნდა დაწყვილდეს, ერთი მე ვარ კენტი-მეთქი. ანი ცდილობდა  ჩემს დამშვიდებას:
-ნეტავ იცოდე, ის გოგონები რას ჰგვანან?
და მერე მე რაა რო? იყვნენ მახინჯები და შეუხედავები, მე მაგით რაიმე მეშველება, თუ?
უი, ახლა გამახსენდა, რომ თქვენთვის ჩემი დუთეთში სტუმრობის ამბავი შემეტყობინებინა.
სამშაბათ საღამოს ანიმ მომწერა სკაიპში:
-მაც, როგორ ხარ?
-რავიცი, ან, ამ საახალწლო განწყობის ხელში, კიდევ კარგად. თქვენ როგორ ხართ? თამუნა დეიდა და დათუნა როგორ ხარიან? მომიკითხე.
-ახლა სახლში არ არიან. დათო მათემატიკაზეა, დედა სამსახურში.
-მერე, არ გეშინია ახლა, სახლში მარტო ყოფნის?
-რისი უნდა მეშინოდეს, არ გამასულელო. ისე, რა კარგი იქნებოდა, აქ რომ იყო, კარგად გავერთობოდით.
-გოგო, სკოლის გამოცდების შედეგები თუ კარგი იქება, შეიძლება ამ დღეებში გესტუმროთ.
-აუუუ, რა მაგარია. მიდი რა, მოახერხე რამენაირად. ისე, თუ ჩაიჭერი, ღირსი კი იქნები, მთელი დღე odnoklassnik-ზე გდიხარ.
-რაღა გვიშავს. არ ვიცი, ან, თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაშინ შევეცდები.
-გეხვეწები, 2-3 დღით მაინც ჩამოდი, მიდი რა, მიდი.
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩემი გამოცდების შედეგები ცუდი არ  აღმოჩნდა, ანუ შემეძლო რამდენიმე დღით დუშეთში ჩასვლა. იმავე საღამოს ჩავბარგდი. დილას, დაახლოებით 9სთ-ზე სახლიდან გავედი. მარშუტკაში ავედი, კენტად მდგომ სკამთაგან მეორეზე მოვკალათდი, ყურთსასმენები მოვირგე და მივეცი ნეტარებას. 20წუთში გადიოდა მარშუტკა. ჯერ გიორგიმ დამირეკა, მცალია და როდის გნახოო; მერე სალომემ და ქეთიმ გოგო, გადმოიხედე, გავსკდით ყვირილითო; მერე ნიკამ ზარი გამომიშვდა და  მესიჯიც მოაყოლა:- დამირეკე, ანგარიშზე არ მაქვსო, არ დავრეკე გაბრაზებული ვიყავი. ბოლოს დაახლოებით 30, თუ არა 25 მესიჯი მაინც მომივიდა, თან ხმა ბოლომდე იყო აწეული. რა ხმები ტრიალებდა 20წუთის განმავლობაში მარშუტკაში, წარმოიდგინეთ ალბათ. ბოლოს იმდენად შევწუხდი, თანამგზავრების მოშტერებული სახეებით, რომ მოვკიდე ჩანთებს და კოკა-კოლა ხელი, მივიხედ-მოვიხედე, ბოლო რიგი რადგანაც ცარიელი იყო, იქით გავეშურე. ერთამა კაცმა დაჯდომა არ მაცალა:- მოდი, გოგონი, აქ დაბრძანდით, არავინ შეგაწუხებთო. თავიდან დავიბენი, შემდეგ მადლობა გადავუხადე და მოვკალათდი. მარშუტკა დაიძრა, მეც დავიძარი. დაახლოებით 20-25 წუთში ვიგრძენი, ვიღაც ჩემს ჩანთას, კიარადა ხელს ეჯაჯგურებოდა. პატარა, როგორც მერე გაირკვა, 1 წლის და 10თვის ბავშვი, კოკა-კოლა-ს ბოთლის წართმევას ლამობდა. თავიდან ყურადღება არ მივაქციე, ბავშვია და ერთობა-მეთქი, მაგრამ მერე ისეთი ჩამარტყა.. მარცხვინ გავიხედე და დავინახე, თვითკმაყოფილი იდიოტის თვალები, როგორ შემომცქეროდა ბავშვის დედა:
-ასე უყვარს ხუმრობა.
მითხრა და ჩვეული სახე მიიღო. შემაწუხებელი ბავშვების ატანა არ მაქვს. ცოტა ხანი ვეჭყანე, დავუელამე თვალები, წარბები შევჭმუხნე, იქნებ შევაშინო-მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე, მოკვდა სიცილით. ბოლოს თვითონაც დამიწყო მობაძვა. ენის გამოყოფა და წარმბების შეჭმუხვნა კარგად დაამუღამა, აი, დაელამებას დიდხანს ეწადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. საბოლოოდ ისე გამითამამდა, კალთაში ჩაჯდომა მთხოვა. პამპერსი არ ეცვა, ამიტომ გაუხსნელი კოკა-კოლას-ს ბოთლი გავუწოდე საჩუქრად. ფიქრის საშუალება არ მივეცი, მოვკიდე ხელი და დედამისს მივუყვანე. ქალმა ბოდიშები მიხადა შეწუხებისთვის, ენერგიული ბავშვია და ლამაზი გოგონები უყვარსო. ამ უკანასკნელის გაგონებაზე ბავშვს ერთი მოვეფერე, ქალს გავუღიმე და ჩემს ადგილს მივუბრუნდი . ცოტა ხანში ქალი მეკითხება:
-უკაცრავად, გოგონა, რა გქვიათ?
აი, ესღა მაკლდა, თავიდან როგორც ყოველთვის გავიფიქრე,სარძლოდ ვუნდივარ-მეთქი, მაგრამ შემდეგ..
-მარიამი.
შევეცადე შეწუხებული სახე დამემალა და აიპოდს-ს ვეცი, თუმცა მალევე გაითიშა, დამიჯდა. ამეშალა ნერვები, იძულებული ვიყავი, ბავშვის ჯუჯღუნი მომესმინა. მალევე, გაურკვევლად მომესვა სახელი  - მარიამი. გავიხედე და ბავშვი დავენახე, რომელიც მეძახდა. როდესაც დააფიქსირა, რომ ჩემი მზერა მისკენ იყო მიპყრობილი, ენის გამოყოფა და წარბების შეჭმუხვნა დაიწყო. გამეცინა, ბავშვსაც გაეცინა. უკნიდან კაცმა მითხრა: მოეწონე ბიჭს, ნეტავ, ვის არ მოეწონებოდი?! გავისუსე, შემრცხვა, მერე ნერები ამეშალა, რა უნდოდა ვერ მივხვდი. ბავშვს დავუბრუნდები. მოკლედ, როდესაც გაიცინა, ორი პატარა კბილი გამოუჩნდა, ვაიმე, რა საყვარელი იყო. მე და გიორგიმ მთელი მარშუტკა ავიკელით. ბოლოს ისევ ბავშვი მიხვდა, რომ ზედმეტებში გადავდიოდით და თითის ქნევით მითხრა:
-ვსიო, ვსიო, მარიამ.
ხელი ჩამოვართვი და ფანჯრისკენ შევბრუნდი. დუშეთის ცენტრი ვიცანი, ავიბარგე, ფული გადავუხადე, ძაღლების გროვას გავექეცი, პირველივე ჩასახვვეში ვაპირებდი ჩასვლას, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ სხვაგან უნდა ჩამეხვია, მაღაზიაში შევიარე, დედამ დამირეკა: სადხარო, მაღაზიაში-მეთქი, რაქენი, ახვედი სახლშიო, ჯერ არა-მეთქი, დაურეკეო, ჯერ არა-მეთქი, მე დავურეკავო, არა-მეთქი. მოკლედ, სასუსნავები ვიყიდე, გზა გავაგრძელე, შორიახლოს ისევ ძაღლების გროვა შევნიშნე, სხვა სახლში მისასვლელი გზა არ ვიცოდი, ამიტომ სიმამაცის თვისებები, თუ რაც ჰქვია ავამუშავე და კორპუსისკენ გავემართე. თან გულში ვიძახდი: მაცო, ძაღლებისკენ არ გაიხედო, არ გაიხედო! ასე გავიარე 200 მეტრი. ავედი სახლში, დავაკაკუნე, ცოტახანი ვიდექი, მერე ანიმ ‘ბუოო’ შესძახა და კარება გამიღო, მომვარდა ჩამეხუტა, მერე თამუნა დეიდა გამოვარდა, ბოლოს დათუნა გამოჯლაგუნდა აივნიდან, შეგინება უნდოდა, მაგრამ ჰაა-მეთქი და შეეშინდა(აბა ბიჭო). საღამოს, მე, ანი და თამუნა დიედა საჭორაოდ მოვემზადეთ, თუმცა დეიდას დაურეკეს და წავედი სამსახურშიო. მალე ათუკა ამოვიდა, დათოს ძმაკაცი - სიმპატიური და პერსპექტიული ახალგაზრდა. კარგი იუმორი აქვს, ნუ გარეგნობა - უკეთესი. ბევრი ვიცინეთ, არ მიცანცარია, ცხოვრებაში პირველად ცოტა დავსერიოზულდი კიდეც. ბევრი ვიცინეთ, ვიხალისეთ. თავის სურათებზე გვაკაიფადა კიდევ ერთხელ დამიმტკიცა, რომ ზედმეტსახელს - ბომჟს ამართლებს.  მერე თორნიკე ამოვიდა, დათოს ძმაკაცი. იმ ოთახში შემოვიდა, სადაც ანი ტანსაცმელს იცვლიდა, ანი გარდირობის კარებს ამოეფარა, მე სიცილი ამიტყდა. ბოლოს თორნიკემ ფანჯრისკენ გაიხედა და მიხვდა რაშიც იყო საქმე, „უიი“ თქვა  და ელვისებური სისწრაფით გავარდა სამზარეულოში, დათოსთან. მე და ანი რამხელა ხმაზე დავიწყებდით სიცილს, წარმოგიდნენიათ ალბათ.
ახლა ღუმელთან ვზივარ , დიდ, გახურებულ ღუმელთან, ჩასახუტებელ და გამთბობ ღუმელთან, ყველაზე თბილთან და სითბო რომ არ ენანება ისეთთან. მალე დათო მოვა და კომედიას ვუყურებთ.
2სთ-ის შემდეგ:
დათო დაბრუნდა, კომედიას ვუყურეთ, ახლაც კი მტკივა მუცელი. ზუსტად 5წუთის წინ, დათოს ძმაკაცმა დაურეკა სკაიპში. რაღაცებზე საუბრობდნენ. რა თქმა უნდა, მე და ანის სმენის ორგანოები გაფართოებული გვქონდა. ცოტახანში, ცონე ეუბნება:
-ბიჭო, იმ უბედური Minnie-ს სკაიპი რომ მომეცი, საერთოდ არ შემოდის და ერთი ეგ უნდა მოვაშორო კონტაქტების სიიდან.
ანიმ გადაიხარხარა, მეც ავყევი, დათო ისე ჩაბჟირდა ხმას ვერ იღებდა. ცოტნემ დამაცადოს, ვაჩვენებ ვინაა უბედური. ეგ „ლ“ ეგა.
პ.ს. არ გეგონოთ, „ლ“ებს ურტყამს, უბრალოდ ერთხელ ვინ უფრო კარგად იტყოდა „ლ“-ს ვეჯიბრებოდით და შემოგვრჩა ეს მეტსახელი.
შაბათს ვბრუნდები თბილისში, სამწუხაროდ.
პ.ს. კიდევ იყო საინტერესო მოვლენები, მაგალითად პარასკევს, ათუკა დილიდან ჩვენთან რომ იყო.. და, და, აღარ გავაგრძელებ, ეგ უკვე თქვენი საქმე არაა. უბრალოდ ერთს გეტყვით რომ ძალიან დავმეგობრიდთ, ძალიან, ცოტა ზედმეტადაც კი. .
გემშვიდობებათ მაცო და BLOGSPOT-ი კეთილი სურვილებით!

December 1, 2010

საზამთრო განწყობა!



გამარჯობა! როგორ ხარ? მე შეწუხებული ყველაფრით და პრეტენზიებით სავსე. მოკლედ, როგორც იცი, ვიცი და ა.შ. სიმღერასა, თუ ლექსსა, თუ ნებისმიერ რამეს შეუძლია შენში ესა, თუ ის ემოცია აღძვრას. ჰოდა, ჩემში ამ სიმღერამ აღძრა საზამთრო განწყობა. უცებ ისე ძალიან მომინდა თოვლი, რომ თანახმა ვარ, სულ სველი, ჩამპალი და ცხვირწაყინული დავდიოდე ახლა - ამ სიცივეში, ქუჩაში. ბლოგზე ერთ-ერთი პირველი პოსტი, 2009 წელს პირველად რომ მოვიდა თოვლი იმ დღეზე მაქვს დაწერილი, და ამიტომ ახლა არ დავიწყებ, თუ როგორ მიყვარს თოვლი, ფიფქრების დაჭერა, გაგიკვირდებათ და, უფრო სწორედ ადრე გაგიკვირდებოდათ, რომ თოვლში გორაობაც ძალიან მიყვარს. რა, რა ლამაზია, სულთავიდან, სულ პირველად, ჯერ მარტო თოვლი მოსვლას რომ იწყებ და შემდეგ პირველი, სულ ლამაზი და ნაზი ფენა რომ დევს მიწაზე. მერე წვიმა იქნება, ხალხი დააჭყაპუნებს ფეხებს და ისეთივე ნაზი, თბილი და ლამაზი არ იქნება, როგორიც სულ ადრე, ძალიან ადრე, პირველად.

 მერე რა, მეორე დილას რომ გაიღვიძებ და ფანჯარას ეცემი, დაინახავ ლამის მუხლებამდეა თოვლი, გაგიხარდება, გაგიჟდები, დააწყობ გეგმებს, თუ როგორ აგორავებ კლასელებსა, თუ ნაცნობებს თოვლში, როგორ გააკეთებ უხელთათმანოდ გუნდებს და დაუშენ მათ, ან რავიცი უცობებს, თუმცა, როგორც კი ფეხს გადადგამ გარეთ მიხვდები, რომ არც თოვლია ისეთი, რომ გუნდები გააკეთო და არც ხალხის შემხვედვარე გინდება თამაშის ‘დაწყება’. მოკლედ, საერთოდ ყველაფერი შეიცვალა, ადრე, ჩემს ბავშვობაში თოვლი იცოდა იმისთანა, ლამის აპრილში დნებოდა ხოლმე, ახლა კი უკვე 1 დეკემბერია და ერთი ფიფქიც კი არ ჩამოვარდნილა. ისე მეცოდებიან დღევანდელი ბავშები, ვერც ციგით ისრიალებენ, ვერც იგუნდავებენ, ვერც ტრამპლინებს მოაწყობენ, ვერც მატარებელს გააკეთებენ. ნუ ბაკურიანსა, თუ გუდაურში წასვლა კი შეგიძლია, მაგრამ საკმაოდ დიდი ფასები ადევს და ბევრისთვის ხელმისაწვდომი არაა, მოკლედ, რაც დრო გადის, მეჩვენება, თუ ყველაფერი ცუდისკენ მიდის? ახლა არ მინდა ცუდად დამუხტული იყოს ჩემი პოსტი, რადგანაც მინდა რომ მხოლოთ პროტონებით იყოს არამარტო პოსტი და ბლოგი, არამედ თქვენც გაჟღენთილი.
მოკლედ, მეტი არ ვიცი რა დავწერო. უბრალოდ მინდა ახალი წელი, თოვლი, ჩურჩეხელა, გოზინაყი, ჩემი დეიდაშვილების და ბიძაშვილების ნახვა. მინდა ყველაფერი ის, რაც სიხარულს მგვრის. მინდა, ბავშვების ბედნიერ სახეებს ვხედავდე თოვლში მწორიალე მდგომარეობაში. მინდა, მინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს ჩემს გარშემო, სულ სულ ყველაფერი. ამისთვის კი მხოლოდ ერთია საჭირო, როდესაც თოვლი მოვა, ყველა ერთად წავიდეთ საგუნდაოდ და „გავაჯაზოთ“, დიახაც დავიხარჯოთ, ბოლომდე.. სულსულბოლომდე.. აჰოკიდე, გული მწყდება ჩემს ძველ კლასელებთან რომ ვერ გავატარებ ზამთარს, ძველ-ახალ წელს და ა.შ., თუმცა ახლებიც ძალიან კარგები არიან და და მჯერა, რომ ამათთანაც ყველაფერი ზე იქნება. ^^ 
გემშვიდობებად მაცო და ბლოგსპოტი კეთილი სურვილებით!
Jingle bells by BETHEVOICE

November 22, 2010

მე და ბავშვობა ♥

ნამდვილად გვეღირსა მე და ჩემს ბლოგს პოსტი, ეს ლუის დამსახურებაა, უფრო სწორედ იმ მულტიფპლიკაციური ფილმებისა, რომლის ყურებითაც ბავშვობაში ვირთობდი ხოლმე თავს. ჰმ, ჰმ.. რა საჭიროა ასეთი ოფიციალურობა? - არ ვიცი, უბრალოდ.. მოკლედ, როგორც ყოველთვის ძალიან ბევრს ვლაპარაკობ იმ თემებზე, ან უფრო სწორედ იმაზე, რომელიც პოსტის მთავარ თემას სრულებით არ ეხება, მაგრამ ეს ხომ ჩემი სუსტი წერტილია, აი, კიდევ ერთი უაზრობა. მოკლედ, პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე. ე.ი. რაშია საქმე: ძალიან, ძაააალიან ბევრჯეr მომიყოლია თქვენთვის ჩემი ბავშვობის თავგადასავლების, სიყვარულების , და ა.შ. ამბების შესახებ, თუმცა არაფერი მითქვამს, ხელოვნებასთან დაკავშირებული რამეები, როგორ მიზიდავდა. ე.ი. დავიწყებ იმით, რომ გარდა ექთნობისა, ასევე ვოცნებობდი ადვოკატობაზე, ჟურნალისტობაზე, გამყიდველობაზე, კლოუნობაზე და რაც მთავარია მსახიობობაზე. უბრალოდ, სრულიად უბრალოდ, სიტყვა“ მსახიობის“, ან „თეატრის“ გაგონებაზე რაღაც მომდიოდა  და გადავვარდებოდი ხოლმე ოცნებებში. ყოველთვის წარმომედგინა ჩემი თავი ჩარლი ჩაპლინის ადგილზე. სულ მინდოდა, მასსავით ვეღიარებინე ხალხს, და რომ არ დაგიმალოთ ყველაზე მეტად, მაინც პოპულარობა მინდოდა.  8-9 წლის ასაკში, ვუყურე კინოს, სადაც ძალიან პატარა ლამაზი გოგონა თამაშობდა. ფილმი ეძღვნებოდა ვიღაც ცნობილ მსახიობს, რომელმაც თავისი  "გრანდიოზული" კარიერა 16 წლის ასაკიდან დაიწყო შექმნა. მეტი რა მინდოდა, დიდი იმედებით ველოდეოდი ჩემს 14 წლის იუბილეს, თუმცა ისიც ვიცოდი, რომ მოუმზადებელი არ უნდა შევხვედროდი, და როგორც შემეძლო, ხან რას ვთამაშობდი, ხან რას. ნიამ და ანამ გადაწყვიტეს, რადგანაც ნიჭიერი გვყვასო, სპეკტაკლები უნდა დავდგათო. მეც მეტი რა მინდოდა. სოფელში, როდესაც ჩავდიოდით ხოლმე, მთელი, ნამდვილად მთელი სოფლის ბავშვები, ან უბრალოდ ჩამოსულები ვიკრიბებოდით, და ხან რას ვთამაშობდით, ხან რას.. ისიც ვიცოდი, რომ ყველაზე კარგი მასწავლებელი, მაინც სპეკტაკლების და კინოების ყურება იქნებოდა. ფილმებს კი ვუყურებდი, მაგრამ აი, სპეკტაკლებზე რა მოგახსენოთ. V-ე კლასიდან დავყავდით, მოზარდ-მაყურებელთა თეათრში, სადაც შემიძლია ვთქვა, რომ ნორმალური არც სპეკტაკლი მინახავს და არც მსახიობი.
კი დადგა 14 წელი, და აი, უკვე 15-იც თუმცა, გარდა იმისა, რომ რამდენიმე სპეკტაკლში ვითამაშე, არანაირი აღიარება არ მქონია საერთაშორისოდ(:)). ისევ გადავუხვიე, მოკლედ, ბავშვობაში გარდა კინოების სისტემატიური ყურებით, ასევე მულტიპლიკაციური ფილმებით ვიყავი  დაინტერესებული. ჩემთვისაც და თქვენთვისაც რომ ყველაფერი უფრო ადვილად გასაგები გახდეს, სჯობს მათი სურათები დავდო და მოკლე მიმოხილვა გავუკეთო:

November 1, 2010

Irina.. ♥

გამარჯობათ, მკითხველებო! დღეს სკოლაში არ წავედი, ჰომდა, მთელი დღე ნოსტალგიებში გავატარე. ხან რა გავიხსენე, ხან რა. ყველაზე მეტი ნოსტალგია კი, ჩემმა ძველმა სკოლამ და კლასსმა მომიტანა. აი, ხომ სულ ვჩხუბობდი, ხომ სულ გავყვიროდი, მაგრამ მაშინ და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ მათზე ძვირფასი და საყვარელი ადამიანები არ არსებობენ ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე ლამაზი, კარგი და თბილი 9 წელი გავატარე 160-ე სკოლაში, ხოლო 5 წელი, IX-ე მეოთხეში. ყველანი უსაზღვროდ, უსასრულოდ და უზეესად მიყვარს და მენატრება. ძალიან კარგები და ლამაზები არიან. უნაკლო ადამიანი არ არსებობს, ისევე, როგორც კლასი, თუ გუნდი, თუ რაც გინდათ ის დაარქვით. როგორც ყველა კლასსა, თუ მეგობრების წერს მოსდის ხოლმე ჩხუბი, ისე მოგვდიოდია ჩვენ, თუმცა ვიცი, რომ ყველას მაინც ძალიან უყვარს ერთმანეთი და ჩხუბის შემდეგ გულში რეჩხი ჰქონდათ ხოლმე დარჩენილი. არმინდა, ცუდად გამომივიდეს, თუმცა კლასიდან რამოდენიმე ადამიანი მენატრება ყველაზე მეტად, არა იმიტომ რომ ისინი უფრო მიყვარს, სხვა დანარჩენ კლასელბთან შედარებით, არამედ იმიტომ რომ ამათთან ყველაზე ახლოს ვიყავი. არმინდა სახელების ჩამოვთავლო, მხოლოდ ერთ გოგონაზე მოვყვები, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. დიახაც, ჩემი მეორე ნახევარია, ჩემი სულის ნათელი წერტილი, ყველაზე მეტად, რომ მიყვარს და ყველაზე მეტად რომ ვაფასებ, ყველაზე ბევრი რომ ეთქმის ჩემთან, ჩემზე და ჩემს ცხოვრებაზე, ვინც ოდნავად მაინც მიცნობს, ან გამარჯობა ერთხელ მაინც აქვს  ნათქვამი მიხვდება, რომ ირინკაზე, ჩემს გულის ფეთქვაზე მაქვს საუბარი.
Read More >> 

  © NOME DO SEU BLOG

Design by Emporium Digital