March 3, 2011

მითხარი, რომელი ფერი გიყვარს და გეტყვი ვინ ხარ შენ

გუშინ საღამოს თეგ თამაშებზე ვფიქრობდი. მინდოდა, რომელიმე თამაში გამეგრძელებინა, მაგრამ ვერც ერთი ვერ მოვიფიქრე. დაახლოებით შუაღამის 3სთ-ზე გამეღვიძა. მაინც და მაინც მაშინ მომინდა რაღაცებზე ფიქრი, ჰოდა, უცებ თავში დამარტყა ახალი თამაში წამომეწყო: „მითხარი რომელი ფერი გიყვარს და გეტყვი ვინ ხარ შენ!“. თამაშის არსი რაში მდგომარეობსო იკითხავთ. მოკლედ, მე ვიწყებ იმით, თუ რომელი ფერი მიყვარს. შემდეგ ვწერ ჩემს თავზე: როგორი ხასიათი მაქვს, რა მიყვარს, რას ვერ ვიტან, მიყვარს თუ არა ადამიანებთან ურთიერთობა და ა.შ. თუ თამაშს ბევრი გააგრძელებს, შელამაზებულად რომ ვთქვათ, გამართლდება ჩემი აწ უკვე ხსენებული „ბრძნული“ გამონათქვამი.
ბავშვობიდან ჭყეტელა ფერები მიყვარდა, შესაბამისად ვერ ვიტანდი შავსა და თეთრს, არც ყავისფერი მომწონდა დიდად, ნაცრისფერზე ბევრი რომ არ ვისაუბრო. რატომღაც მუდამ ვთვლიდი, რომ წითელი ფერი მიხდებოდა ყველაზე მეტად, და ამიტომ ჩანთებიც , ტანსაცმელიც, პასტებიც, რვეულებიც და მრავალი ნივთი წითელი ფერისა მქონდა. 
პატარაობიდანვე დიდი სიჯიუტითა და პრინციპულობით გამოვირჩეოდი. რაც ძალიან მინდოდა და იმას დედა არ მიყიდიდა შემეძლო მთელი ხმით მეტირა, ან საათები გავბუტულიყავი. მის თბილ მომართვაზე: 
-დედა, ესეთი ხომ გაქვს.
ან 
-ახლა ვერ გიყიდი.
 მუდამ უხეში რეპლიკები მქონდა. რომ გითხრათ რაც უფრო ვიზრდებოდი, მით მეტს ვხვდებოდი და ვაანალიზებდი-მეთქი, მოგატყუებთ, ახლაც შემიძლია გავიბუტო, თუ დედა სადმე არ მიშვებს.
გაბუტვებისა, ტირილებისა და მრავალი ბავშური გამოხტომის შემდეგ დედიკოს გასაბრაზებლად უაზრობებს ვაკეთებდი. ეს განსაკუთრებით ზამთარში გამომდიოდა. ახალ წლებზე სოფელში მივდიოდი დასასვენებლად. ზაფხულში ძალიან ცხელოდა, ზამთარში კი ისეთი სიცივე და თოვლი იცოდა... ციგას 3-4 წლიდან დავასრიალებდი მარტო აქეთ-იქით, ადრე ძალიან რისკიანი და უშიშარი ვიყავი. ისეთი გორაკებიდან ვსრიალებდი, საიდანაც დიდებიც კი ვერ ბედავდნენ. ყველა გვიშლიდა იქიდან ჩამოსრიალებას. ერთ-ერთი გაბუტვის შემდეგ, ბავშვები დიდ გორაკზე ავედით, ასე 15-20 კაცი მაინც ვიქნებოდით. ყველას ძალიან ეშინოდა, გამოვტყდები მეც, თუმცა არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ დედიკოსთვისაც მინდოდა დამემტკიცებინა, რომ რასაც მინდოდა იმას მივაღწევდი. ახლა რომ ვიხსენებ იქიდან როგორ ჩამოვსრიალდუი, მუდამ მაჟრიალებს. მოკლედ, გორაკი ძალიან დიდი იყო სიგრძეში, სიგანეში არა. ზუსტად ცენტრში ორი  ჩემხელა ლოდი იდგა, დაგორებით არ დაგორდებოდა. შეჯახების თავიდან ასაცილებლად გვერდი უნდა აგევლო და ისე ჩასულიყავი ბოლომდე. ანუ წამის მეასედში უნდა მიგეხვ-მოგეხვია, ეს კი რთული იყო იმათთვის, ვინც წონიანი იყო, ან უბრალოდ დიდი. აი, პატარებისთვის არ მეგონა, რომ შეიძლებოდა პრობლემური ყოფილიყო. ასე 15 წუთი ვიდექით და ვბჭობდით, როგორ უნდა ჩავსულიყავი ისე, რომ არც ლოდს დავჯახებოდით და არც გორაკის საზღვრებს გავცდენოდით. ამ დროს გამვლელ-გამოვლელი ხალხი შეიკრიბა არმართის თავში. ამან უფრო გამათამამა. მუცლით დავწექი ციგაზე და წავიდაა, უკნიდან გავიგონე ვიღაცამ რომ დამიყვირა:
- მოიცა, გოგო, ჯერ ბიჭები ჩავიდნენ. 
არ მახსოვს, როგორ ჩავედი, ან ბავშვებისა და ხალხის რეაქცია რა იყო, თუმცა ხშირად რომ იხსენებენ ამ ამბავს ქვაბისხეველები ეგ ფაქტია. დედამ რომ გაიგო ეს ამბავი, როგორც მახსოვს არ უჩხუბია. დრო და დრო ჩემი სითამამე და რისკიანობა შესუსტდა. სიბნელის მუდამ მეშინოდა, მაგრამ სიმაღლისა და ექსტრემალური სიტუაციების არა. ახლა ვერც 8-ე სართულიდან ვიხედები და ვერც „ამერიკულ გორკებზე“ ვჯდები. 
  მუდამ გორაკებიდან სრიალი და ღელეში ტრამპლინებიდან გადმოხტომა ცოტა მოსაბეზრებელი იყო, ამიტომ ხანდახან ჩემი ჭკუით ვახალისებდი ბავშვებს. მახსოვს, ერთხელ ჩემს სახლთან  მდებარე სასრიალოდან ასე 10-კაცმა გადავწყვიტეთ, რომ მატარებელით ჩამოვსრიალებოდით. მხოლოდ მეორე ციგის თოკს დაიჭერდა პირველი ვინც იჯდა და დანარჩენები ჩაებმებოდნენ მაგ: მესამე მეორეს, მეოთხე მესამეს და ა.შ. რადგანაც მთელ სოფელში სითამამით გამოვირჩეოდი, მძღოლი მე ვიყავი. გადავწყვიტე თოკი, რომლითაც მეორე ციგა მეჭირდა, უფრო სწორედ მთელი ვაგონები, იქვე არსებულ ბოძზე მიმება, გამოვიდოდა მე გავსრილდებოდი, ხოლო დანარჩენები ერთმანეთს შეეჯახებოდნენ და მრგვალად დატრიალდებოდნენ. ყველას სინქრონულად უნდა ესვა ფეხები, რომ სწორად ჩავსრიალებულიყავით... დავიწყეთ - ერთი, ორი სამი... ყველა მზადაა და წავიდაა... მე წინ გავიჭერი, თანარჩენები კი უკან დარჩნენ.. მახსოვს, როგორ ვკვდებოდი სიცილით.. უკნიდან ვაიმე, მარიკა გავიგე და ამან საერთოდ ჭკუიდან გადამიყვანა.. უცებ ხეს შევეჯახე, ციგა  მოინჭყრა. გაოცებული ავდექი და ველური ხმები მეცმოდა, გავიხედე და... ბავშვები ძირს წვანან და კვდებიან სიცილით. იმათ არაფერი დამართნიათ. იცინის ის ვინც ბოლოს იცინისო სწორედ მაგ მომენტზე იყო გამოჭრილი. დღემდე სიცილით ვიხსენებ მაგ დღეებს. მუდამ ოხუნჯობითა და „დიდი“ იუმორით გამოვირჩეოდი მეგობრებისგან. უკვე ყველა ისე მიეჩვია ჩემს არასერიოზულ დამოკიდებულად თითქმის ყველაფერთან, რომ უაზრო ქცევაზეც კი კვდებოდნენ სიცილით. მეგობრების თქმით, ნამდვილი გიჟ-ხიფათა ვარ.. ანეგდოტები მიყვარს ძალიან, სიცილი ხომ საერთოდ..
უცნაური საუბრის მანერა მაქვს. რამდენიმე სიტყვას ვაგრძელებ. კლასელები დამცინიან, ეთერ კაკულიას ბაძავო. ნებისმიერ რამეზეც კი შეიძლება ნერვები ამეშალოს. ხშირად ვჩხუბობ და ვკამათობ. გუშინ გივიმ მითხრა:
-მაც, რატომ საუბრობ მუდამ ქერქიანად?
-რა ქერქიანად?
გაკვირვებულმა სიცილით ვკითხე.
-აი, რაც შეგიძლია გაატარო არ ატარებ. პატარა გადახვეულ ხუმრობაზეც კი ნერვებს იშლი. ძალიან აგრესიულობ, არადა ასეთი არ ხარ.
გავჩუმდი, ცოტახანი ხმა აღარ ამომიღია. მერე კი ავუხსენი, რომ ასეთი ვარ და ბლაბლაბლა, როგორც ვიცი ხოლმე.. სახლში მისულმა ისეთი ლექციები ვუკითხე საკუთარ თავს არ მგონია, კიდევ ერთხელ ვიუხეშო. იმდენეჯერ მიცდია თავის შეკავება, მაგრამ ხშირად არ გამომდის, რა უბედურებაა.
მეუბნებიან პირდაპირი ადამიანი ხარო, ასეც არის. არ მიყვარს პირფერობა. ვერც იმაზე ვერ ვიფიქრე, რომ ვინმეს რამე არ ვაწყენინო. როგორც უნდა ისე მიიღოს, მაგრამ არის რაღაც, რასაც არ ვითმენ. 
ერთ-ერთი ტესტის გაკეთებისას ამომივიდა, რომ ხან ეშმაკზე უარესი ხარ, ხან კი ანგელოზივით წმინდაო; ასეცაა. როგორ უნდა ავხსნა არ ვიცი, უბრალოდ ასეთი ვარ. იმდენი აგრესია დევს, რამდენი სითბოც.
ნამდვილად თბილი და კეთილი ვარ. რომ ვთქვა, არ ვარ-მეთქი დამიჯერებთ?- არა, რა თქმა უნდა. 
დაავადება ნარცისიზმი. შემიძლია დაუსრულებლივ ვიდგე სარკესთან და დავტკბე ჩემი გარეგნობით, მუდამ შემიძლია საუთარ თავზე საუბარი, არასდროს არ მიჭირს. არასდროს მერიდება საკუთარი თავისთვის კომპლიმენტის თქმა. არა, არა მთლად ეგრეც არაა. ხანდახან მერიდება კიდეც. სიტუაციას გააჩნია. დედაჩემის ხელა ადამიანებთან ვერ დავიწყებ, ჩემს შესანიშნავ გარეგნობაზე საუბარს და საერთოდაც, მე უფროს ხალხთან ვერ ვსაუბრობ. ერთადერთი დედაჩემი და დეიდაჩემია, ვისთანაც საუბარი მუდამ მიყვარს და მსიამოვნებს. არასდროს ვმალავ ჩემს აზრს და ყველაფერს შეულამაზებლად ვყვები.
ძალიან მიყვარს ფსიქოლოგია. შესაბამისად ადამიანებათან ურთიერთობა და ახალი ნაცნობების შეძენა. 
ვგრძნობ, რომ ჩემს მეგობრებს ვუყვარვარ და მაფასებენ, მეც მიყვარს ყველა, ძააააალიან მიყვარს, აი, ამხელაზე. როგორც ამბობენ, შემიძლია ადამიანი მთელი გულით შევიყვარო. თუ საჭიროა, გაუკეთებელ საქმესაც გავაკეთებ. ძალიან მიყვარს ადამიანების გახარება და კარგ ხასიათზე დაყენება. მიყვარს ჩახუტება , სითბოს როდესაც ვჩუქნი და მათგანაც იგივეს ვიღებ.
მიყვარს წელიწადის ყველა დრო. ვუსმენ აბსოლუტურად ყველაფერს, ნუ მიუზს და მეფეს უფრო ხშირად, ვიდრე გაკვეთილებს ვსწავლობ. კითხვა მიყვარს, არა, საინტეერსო წიგნების კითხვა მიყვარს, საინტერესოსი.
მოკლედ, ეს ვარ, რაც ვარ.
ვთაგავ კიწის, აქსიომას, გულებიან ანას.
ძალიან საინტერესო იქნება, თუ საყვარელ ფერსა და  მწირ ინფორმაციას დაწერთ თქვენს შესახებ კომენტარებში.

24 comments:

  1. შენ შესახებ ერთ-ორ რამეს თუ მოაყოლებ, უკეთესი იქნება.
    ესე ერთი ფერით როგორ გავიგოთ?!

    ReplyDelete
  2. MAGARI SAYVARELI GOGO XAR
    AI IMENA RAMDENJER GITXARI
    MAGRAD MOMWONXAR

    ReplyDelete
  3. კარგი პოსტი იყო ))
    დავწერ აუცილებლად!
    :*

    ReplyDelete
  4. CHARLEY, ნამდვილად ნაცნობი ხარ.
    ბლოგის, ან რომელიმე ექაუნთის წყარო მიუთითე ამის შემდეგ, ძალიან გამიხარდება. :დ :))

    bradawls, მადლობა. :*
    ველი დიდი და ლამაზ პოსტს. :*

    ReplyDelete
  5. :D:D:D omg :D bevri vicineeee ♥ u

    ReplyDelete
  6. მაცი რა საყვარელი ხარ :*:*
    მეც ჯიუტი ვარ დღემდე, უხეში უკვე აღარ, სარკეში ყურებაც აღარ მიყვარს დიდად, ბოლო 2 მოვიბეზრე, ეს 8 დღე ძალიან დაკავებული ვარ, ამხელა პოსტს ვერ "გამოვჭიმავ" გამოცდები მაქვს, და მერე აუცილებლად დაწერ :*:**

    ReplyDelete
  7. აუცილებელი არაა დიდი იყოს... შენ ორწინადადებაშიც ატევ ხოლმე, რისი თქმაც გსურს.. ველი პოსტს.. :*

    ReplyDelete
  8. ვა, მეც ძალიან მიყვარს წითელი, ახლაც წითელი ჯემპრი მაცვია! )
    სასიამოვნოა თანამოაზრის აღმოჩენა. ^_^

    ReplyDelete
  9. მე დღეს წითელი მაისური ვიპოვე, ისე გამიხარდა.. ^^
    ჩემთვისაც.. ))

    ReplyDelete
  10. შენ ნარცისიზმი კი არ გჭირს– პრანჭია გოგო ხარ უბრალოდ. :)
    ძალიან საყვარელი პოსტია. სიამოვნებით ჩავიკითხე ბოლომდე. ერთს გთხოვ (თუ გინდა) შრიფტის ზომა გაზარდე ცოტა, ძალიან წვრილად ხსნის კომპი. :P :*****

    ReplyDelete
  11. p.s. დღეს მეორედ ვსვავ ამ კითხვას; რატომ აირჩიე ბლოგსპოტი და არა ვორდპრესი? ისე ბლოგსპოტის ინტერფეისი უფრო მომწონს. ;)

    ReplyDelete
  12. axsiom, მადლობა.. :*
    კარგი, გავზრდი აუცილებლად.. :*
    თავიდან ვორდპრესზე ვიყავი.. ორი თვე არ შევედი და პაროლი დამავიწყდა.. ზოგადად ერთფეროვნება არ მიყვარს და არც ის, ვინმეს ჩემნაირი რომ აქვს რამე, ვორდპრესზე კი, განსაზღვრული თემები იყო..
    ეს უკვე მეშვიდე დიზაინია, რაც ამ ბლოგს ღირსებია.. ^^

    ReplyDelete
  13. Transformers Games, გმადლობ. )))

    ReplyDelete
  14. მე მომწონს ასეთი ამერიკული კომედიების მთავარი პერსონაჟებივით მარიფათიანი ხალხი:)) თუ როგორც ქვია:)) ცხოვრება ისედაც მოსაწყენი რამეა - იუმორის გარეშე:)
    ფერებს და საკუთარი თავის დახასიათებას რაც შეეხება, არ მინდა, იმიტომ რომ შენ ნაცრისფერი არ გიყვარს :|

    ReplyDelete
  15. მერე რაა, რომ მე არ მიყვარს ნაცსრისფერი?
    უბრალოდ თამაში იმაზეა, ადამიანები ფერების მიხედვით გვანან თუ არა ერთმანეთს...

    ReplyDelete
  16. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  17. კარგი იყო -) საინტერესო პოსტია...
    ჩემიიი საყვარელი ფერიააა, ლურჯი... ხო, მუქი ლურჯი, შავში გადამავალი.
    რაც შეეხება ხასიათს: მოკლედ. ხან ნამეტანი გახსნილი ვარ (ცანცარს არ ვგულისხმობ) ხან ძაან ჩაკეტილი. მაგალითად 1-2 კაცთან ერთად რო ვლაპარაკობ, ვცდილობ, რომ მაქსიმალურად გახსნილი ვიყო, მაგრამ ჯგუფთან ერთად (4+) ვარ ძალიან ჩაკეტილი. თავჩაღუნული მივდივარ და ან მუსიკას ვუსმენ, ან ჩემთვის ვღიღინებ...

    ReplyDelete
  18. ისევ პასიურობ და ისევ არაფერს მახვედრებ ძილისწინ რა წავიკითხო????????! უფ!!!! :(

    ReplyDelete
  19. DsScorpion, შემიძლია ვთქვა, რომ ზუსტად ორმა ადამიანმა, ვინც მითხრა, რომ ლურჯი ფერი უყვარს, თითქმის იგივენაირად დამიხასიათა საკუთარი თავი.
    ანუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საყვარელი ფერიდანაც შეიძლება ადამიანის ხასიათზე ვიმსჯელოთ.

    axsiom, სასიამოვნოა ძალიან.. ;*
    მაქვს რამდენიმე პოსტი დრაფტში.. გამოვაქვეყნებ ხვალ, ან ზეგ..:*

    ReplyDelete
  20. @Mallorie
    ვიცოდი, რომ გამოგადგებოდა ჩემი პატარა დახასიათება შენი "სამეცნიერო ნაშრომისთვის" :D

    ReplyDelete
  21. DsScorpion, gaixare. :*
    გმადლობ! :**

    ReplyDelete

  © NOME DO SEU BLOG

Design by Emporium Digital