იდეალური მამაკაცი:
1. ჭკვიანი, განათლებული. საინტერესო მოსაუბრე. გარკვეულ სფეროში ბევრი უნდა იცოდეს.
2. ყურადღებიანი – ზომიერად. თბილი, მოსიყვარულზე.
3. არ მინდა იმ საქმეს აკეთებდეს, რასაც მე.
4. ყველა სიტუაციისათვის შესაფერისი. ჰო, აი, ასე უხეშად და გადაჭრით.
5. პატივს სცემდეს ყველა, ვინც მას იცნობს. აუცილებლად, ესეც გადაჭრით.
6. სამართლიანი – რთულია ხშირად ასეთ ადამიანთან ურთიერთობა, მაგრამ ის მაინც მეცოდინება, რომ უაზროდ დაშვებულ შეცდომებზე არ ვიკამათებთ.
7. კეთილი – ყველაზე მეტად ასეთ ადამიანებს ვცემ პატივს, დიახ.
8. იცოდეს, რა დროს, რა მსიამოვნებს; რა დროს, როგორ მომართოს და საერთოდ, მასთან ყოფნის არცერთი წუთის შეცვლა არ უნდა მომინდეს.

- ქერა/შავთმიანი, ცისფერ(მწვანე)თვალება/დანარჩენფერ თვალება, მაღალი/აუცილებლად მაღალი. კარგი აღნაგობის, არც ძალიან მსუქანი და გამხდარი ხომ საერთოდ. თეთრი/ისერათეთრი კანი. ტუჩები – ლამაზი, უბრალოდ ლამაზი. ბეწვების სიჭარბე არ უნდა აწუხებდეს, არა.
იცით, როგორი არ მინდა იყოს ჩემი მომავალი მეუღლე? -აი, გუშინდელ პროფილში მიწვეულ სტუმრებს, როგორი ქმრებიც ჰყავდათ ისეთი.
ძალიან შემეშინდა, დიახ, ძალიან.
გონებაში ყველა ამოვატივტივე, ვინც ოდესმე წარმომედგინა მეორე ნახევრის ამპლუაში და.. მე ვიცი, რომ არ მეყოლება ქმარი, რომელიც ჩემზე ხელს ასწევს; მეგობრების თანდასწრებით დამამცირებს; ხშირად სიტყვიერ შეურაცხყოფას მომაყენებს, ჩემთვის ძვირფას ადამიანებს უდიერად მოიხსენიებს.. არ მეყოლება ნაბიჭვარი ქმარი, ფსიქიატრიულად გაუწონასწორებელი გიჟი ქმარი, სულიერად ბრიყვი ქმარი.. გეფიცებით.
გუშინ პროფილის ყურებისას იმდენი ვიტირე, იმდენი...
არ გავთხოვდები ადრე, პირობას გაძლევთ. არ გავყვები ცოლად ორი თვის გაცნობილს, დამიჯერეთ. არ გავყვები იმას, ვისაც დედაჩემი არ მოეწონება...
მინდა, მომავალი დავინახო. დიახ, რატომაც არა.
არ ვარ პერფექციონიზმის მიმდევარი (არ ურთიერთობენ ყველასთან, რადგან ეშინიათ შეცდომის დაშვების, ეს მხოლოდ ადამიანთან კონტაქტზე არ არის,აი, ისე ზოგადად.), მაგრამ მე.. მე მეშინია შეცდომის დაშვების. არ ვარ ძლიერი, არც არასდროს ვყოფილვარ. დავიჯერო გავუძლებ იმის მეოთხმოცდამერვედს, რაც იმ ქალებმა გაუძლეს? - არა, ვერ გავუძლებ და არც ვაპირებ. ერთი, რისი იმედიც მაქვს, ჩემი ჭარბი თავმოყვარეობის გრძნობისაა, ერთი ზედმეტი რამ და:
-ნახვამდის, საყვარელო მეუღლევ.
იცით, რა მიკვირს? -შენ დალოცვილო, შეყვარებულობის პერიოდში ვერ უნდა მოახერხო, და ცოტას მაინც ვერ უნდა მიხვდე, რომ ფსიქიკურად მოშლილ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა? -ჰაჰ, აი, ყველაფრის თავი და თავი - ორი თვის ნაცნობებზე გათხოვება-გამოთხოვებაა..
იცით რა მინდა?
ძააალიან მოხუცი რომ ვიქნები, სადღაც 88 წლის, შემეძლოს თავისუფლად, დაუფიქრებლად და ყველანაირი ყოყმანის გარეშე ვთქვა, რომ:
-მე არ მყავდა/მყავს მოძალადე ქმარი!