პაპაა, პაპიკოოო... აი, ხომ ხედავ ბაბუათი კი არა, პაპათი მოგმართავ. ეს კი იმას ნიშნას, რომ არც ერთი შენი შენიშვნა, თხოვნა და საერთოდ შენ არ დამვიწყებიხარ. შენ კი მუდამ მსაყვედურობ, ასე უნდა დავიწყება პაპასიო?! მე ვჩუმდები. ვიცი, რომ რაღაც მხრივ მართალი ხარ. სოფელში უკვე მერამდენე წელია არ ჩამოვსულვარ. უკვე მერამდენე წელია, რაც ჩემი ინიციატივით არ დამირეკავს, არადა ისე მიყვარხარ და ისეთი ძვირფასი ხარ.
სოფელში ჩამოსვლისას, როდესაც ჭიშკრიდან შემოგძახებთ ხოლმე მე და ნია:
-პაპიკოოო, სად ხარ?
თვალებმოჭუტული გამორბიხარ სახლიდან და მბრწყინავი თვალებიდან ასხივებს ბედნიერებას. მერე ბოლო ხმაზე ამბობ:
-ვაა, ჩემი მზეთუნახავი გოგოები ჩამოვიდნენ.
ჩვენ გამოვიქცევით, შენ ადგილზე შეშდები და ბოლომდე შლი ხეელბს, ძააალიან გრძელ და გამხდარ ხელებს. ჩახუტების შემდეგ მუდამ გსაყვედურობთ, რომ ძალიან გახდი, შენ კიდე ამბობ: მერე რა, მე მაინც ჯანზე ვარო.
როდესაც წარსულს ვიხსენებ მუდამ...
პოსტის დაწერა ერთ-ერთმა ბლოგერმა ილომ გადამაწყვეტინა. შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე ზე-პოსტია, რაც კი პაპებსა, თუ ბებიებზე დაწერილა. ეს კი ჩემი კომენტარია. აქ ყველაფერი წერია. „ჩემი ბაბუა გამახსენდა და ტირილი ამიტყდა.
ისიც სადღაც 80 წელს მიტანებული იქნება.
მარტოდ ცხოვრობს სოფელ – ქვაბისხევში, სრულიად მარტოდ. 5 წლის წინ ბებია გარდამეცვალა, მაშინ იმდენ რამესს აკეთებდნენ ერთად, რომ წარმოუდგენეია ერთი ჯანღონით სავსე კაცის გაწვდეს. რაც გარდაიცვალა, იმის შემდეგ ერთი არ დამჯდარა. სულ ვენახშია და მიწას ბარავს, ან კაკალს ბერტყავს და შემდეგ აგროვებს. ყველა დაბადების დღეზე, ყველა შვილიშვილს 100 ლარს გვჩუქნის და ხშირად, როდესაც ჩემს ბიძაშვილებთან ჩადის სახლში, რომ გამოივლის ხოლმე, იმდენი რამ მოაქვს მაცივარში კი არა, სახლში ვეღარ ვტევთ.
ისე მიყვარს გუგულა პაპა, ისე მიყვარს, არ ვიცი მე მის ამ ქვეყნიდან წასვლას თუ გადავიტან. ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ, რა დამემართება, თუ სოფელში ჩასულს მისი ხმა და “ვაა, ჩემი მზეთუნახავები ჩამოვიდნენ”-ს ვეღარ გავიგონებ.
მუდამ ცრემლიანად ვიხსენებ, რომ გვიყურებს და თავზე ხელს გვისვამს, პაპს ყოჩაღი გოგოები ხართ თქვენ, მე რომ ამ ქვეყნიდან წავალ, აი, მერე თქვენ უნდა იყოთ ამ არე-მარეს ბატონ-პატრონიო.
ულამაზესი ნაღვლიანი თვალები აქვს. ხანდახან ისე მიკვირს, როგორ გაუძლო ამ კაცმა ამდენ ტკივილსა და უბედურებას. ჯერ კიდევ, სანამ დავიბადებოდი 18 წლის შვილი მოუკვდა, მერე მეორე შვილი(მამაჩემი), მერე ცოლი, ახლა კი, ზუსტად ერთი წლის წინ ჩემი 18 წლის ბიძაშვილი გარდაიცვალა. მისი გვარის გამგრძელებელი და მემკვიდრე იყო. როდესაც დავინახე, კაცს პირველად წარმოუვიდა ცრემლები. ძალიან სასტიკია ეს ცხოვრება.
ერთხელ მითხრა, არავის არ ჰქვია ჩემი სახელი, არც გვარის გამგრძელები მყავს, მა რისთვის მოვედი ამ ქვეყანაზეო. ამიტომ, ჩემს შვილს მის სახელს დავარქმევ. გუგა, ან გოგა.. არ ვიცი, რომელიმე, რომელიც გუგულასთან ახლოს იქნება.. ვიცი, სიხარულით ცას ეწევა..
სულ იმას ამბობს, მე თქვენი პაპა ვარ, ბაბუა კი არაო.. ისეთი სასაცილო კაცია.. <3
მიყვარხარ, პაპიკო.“
ჩემო ლამაზო და საყვარელო პაპიკო.
მინდა, რომ ძალიან დიდხანს ცოცხლობდე.
ღმერთს მუდამ ვევედრები, თავისთან ჯერ არ წაგიყვანოს.
მინდა, ბედნიერი იყო.
შენ თუ კარგად იქნები, დამიჯერე, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება.
არ მინდა იმის წარმოდგენა, რომ შენს დახორკლილ ხელებს ვერასდროს ვეღარ შევეხები და გეტყვი:
-ვაიმე, პაპა, რა ლამაზი თითები გაქვს.
-კარგი ახლა, ლამაზი რა აქვს ამას.
როგორ შეიფერებ ხოლმე, არადა იცი,იმისდა მიუხედავად, რომ შენს ხელებს დაღლა ეტყობათ, მაინც ძალიან მიმზიდველი და ლამაზია.
მიყვარხარ, პაპიკო.