September 30, 2010

და მაინც, რატომ მოიკლა თავი?

საღამო ხანი იყო ქუჩაში რომ მივსეირნობდი. სკოლის ორი, თუ სამი წიგნი მეჭირა ხელში, ხოლო დანარჩენი ჩანთაში მეწყო. რადგანაც გარშემო არაფერი და არავინ იყო, ჩემს ფეხებს დავუწყე ყურება. სიარულის მანერამ კარგ ხასიათზე დამაყენა. გამახსენდა, თუ როგორ მეჩხუბება ხოლმე დედა, როდესაც რეტიანივით ვადგამ ფეხებს.. ნაწვიმარი იყო. შევნიშნე, რომ „ტყლაპოში“ მივჭყაპუნობდი, გადავწყვიტე ერთი ნახტომით მოვშორებოდი ამ უაზრმაზარ გუბეს. ასეც მოვიქეცი, თუმცა უცებ ტკივილი და სისველე ვიგრძენი. თავიდან ვერ მივხვდი რა მოხდა. წინ რომ გავიხედე, ბიჭის გაბრაზებული სახე დავინახე, რომელიც ხელს შუბლზე იდებდა.

- ცოტა ფრთხილად. 
მისმა მაღალმა ტონმა თავიდან გამაბრაზა, თუმცა შემდეგ ჩემი დანაშაული რომ გავაცნობიერე, შემრცხვა.
- ბოდიშით.
გაწითლებულამ მხოლოდ ესღა მოვახერხე .
- კარგი, არაუშავს.



ადგა და წავიდა. მე კი გუბეში დამტოვა. ვეღარ გამეგო, გაბრაზებული უნდა ვყოფილიყავი, თუ შერცხვენილი, თუმცა ბოლოს მაინც ნარცისიზმა იმარჯვა და გადავწყვიტე გაბრაზებულს გზა გამეგრძელებინა.. ჩემი სველი სკოლის წიგნების დანახვამ უფრო გამაცხარა. უცებ დავინახე ქაღალდის ნაგლეჯი დაცურავდა გუბეში. თავიდან ჩემი დაჯღაპნილი ფურცელი მეგონა. ავიღე, გავშალე. აშკარად მე არ მეკუთვნოდა. ბევრი ასო წყალს წაეშალა, მაგრამ დაინტერესებულმა მაინც დავიწყე კითხვა. ზუსტად აღარ მახსოვს, თუმცა:
„ჩემი ცხოვრება ხარ, ჩემი ერთადე... იმედი, ჩემი ცხოვრების მეგზური. ჩემი ბოლო თხოვნა თუ მართლა შეასრულე და 8სთ-ზე დაიწყე კ.ხვა, კიდევ უფრო მეტად მიყვარხარ, ვიდრე ა.... ამ გადაწყვე....ბის მიღება ჩემმა დ... მაიძულა..“
მოკლედ, გოგონა სწერდა ბიჭს, რომელიც მთელი გულით უყვარდა, თუმცა ვიღაცის გამო ისინი უნდა დაშორებულიყვნენ, მან კი თვითმკვლელობა არჩია. 

- უკაცრავად გოგონი, აქ სადმე წერილი ხომ არ გინახავს?
ბოლომდე წერილის კითხვა ვერ დავამთავრე, რადგანაც მოულოდნელად ის ბიჭი დამადგა თავზე, რომელსაც ცოტა ხნის წინ შევეჯახე.
აღელვებული ხმა ჰქონდა, თან წერილს დაშტერებოდა. პირველ რიგში ჩემს თავზე გავბრაზდი, რადგანაც ისევ გუბეში ვიჯექი, თუმცა შემდეგ კითხვა რომ გამიმეორა, ვიგრძენი მთელ ტანში ჟრუანტელმა როგორ დამიარა..
და ტელეფონის ზარის ხმა გავიგე...

 ვზივარ და ვფიქრობ, ვის გამო და რატომ მოიკლა გოგონამ თავი? მისცემდა თუ არა გუბეში მჯდარი გოგონა ნაპოვნ წერილს? როგორ დაიხსინდა ამ უხერხულზე, ან უფრო მეტად, რთული სიტუაციიდან გოგონა თავს?! რა საინტერესოა. სიცხე მაქვს და ამიტომ ეს ორი დღეა სახლში ვარ. ძილის გარდა, ერთადერთი კომპიუტერთან ვზივარ და ტუმბლრ-ზე ხან სურათებს ვტვირთავ, და ხან ვიდეოებს. 

5 comments:

  1. რასაინტერესო პოსტი იყო..
    აიაი, რაღაცნაირად კარგი.. <3

    ReplyDelete
  2. რასაინტერესო პოსტი იყო..
    აიაი, რაღაცნაირად კარგი.. <3

    ReplyDelete
  3. გმადლობ, ძალიან დიდი მადლობა.

    ReplyDelete
  4. მომეწონა <3 კარგი იყო..

    ReplyDelete
  5. @bradawls
    ძალიან მიხარია.
    მე არ მომწონს ეს პოსტი.
    რამდენიმე კვირა ცუდი განცდები დამყვებოდა თან.

    ReplyDelete

  © NOME DO SEU BLOG

Design by Emporium Digital