ნამდვილად გვეღირსა მე და ჩემს ბლოგს პოსტი, ეს ლუის დამსახურებაა, უფრო სწორედ იმ მულტიფპლიკაციური ფილმებისა, რომლის ყურებითაც ბავშვობაში ვირთობდი ხოლმე თავს. ჰმ, ჰმ.. რა საჭიროა ასეთი ოფიციალურობა? - არ ვიცი, უბრალოდ.. მოკლედ, როგორც ყოველთვის ძალიან ბევრს ვლაპარაკობ იმ თემებზე, ან უფრო სწორედ იმაზე, რომელიც პოსტის მთავარ თემას სრულებით არ ეხება, მაგრამ ეს ხომ ჩემი სუსტი წერტილია, აი, კიდევ ერთი უაზრობა. მოკლედ, პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე. ე.ი. რაშია საქმე: ძალიან, ძაააალიან ბევრჯეr მომიყოლია თქვენთვის ჩემი ბავშვობის თავგადასავლების, სიყვარულების , და ა.შ. ამბების შესახებ, თუმცა არაფერი მითქვამს, ხელოვნებასთან დაკავშირებული რამეები, როგორ მიზიდავდა. ე.ი. დავიწყებ იმით, რომ გარდა ექთნობისა, ასევე ვოცნებობდი ადვოკატობაზე, ჟურნალისტობაზე, გამყიდველობაზე, კლოუნობაზე და რაც მთავარია მსახიობობაზე. უბრალოდ, სრულიად უბრალოდ, სიტყვა“ მსახიობის“, ან „თეატრის“ გაგონებაზე რაღაც მომდიოდა და გადავვარდებოდი ხოლმე ოცნებებში. ყოველთვის წარმომედგინა ჩემი თავი ჩარლი ჩაპლინის ადგილზე. სულ მინდოდა, მასსავით ვეღიარებინე ხალხს, და რომ არ დაგიმალოთ ყველაზე მეტად, მაინც პოპულარობა მინდოდა. 8-9 წლის ასაკში, ვუყურე კინოს, სადაც ძალიან პატარა ლამაზი გოგონა თამაშობდა. ფილმი ეძღვნებოდა ვიღაც ცნობილ მსახიობს, რომელმაც თავისი "გრანდიოზული" კარიერა 16 წლის ასაკიდან დაიწყო შექმნა. მეტი რა მინდოდა, დიდი იმედებით ველოდეოდი ჩემს 14 წლის იუბილეს, თუმცა ისიც ვიცოდი, რომ მოუმზადებელი არ უნდა შევხვედროდი, და როგორც შემეძლო, ხან რას ვთამაშობდი, ხან რას. ნიამ და ანამ გადაწყვიტეს, რადგანაც ნიჭიერი გვყვასო, სპეკტაკლები უნდა დავდგათო. მეც მეტი რა მინდოდა. სოფელში, როდესაც ჩავდიოდით ხოლმე, მთელი, ნამდვილად მთელი სოფლის ბავშვები, ან უბრალოდ ჩამოსულები ვიკრიბებოდით, და ხან რას ვთამაშობდით, ხან რას.. ისიც ვიცოდი, რომ ყველაზე კარგი მასწავლებელი, მაინც სპეკტაკლების და კინოების ყურება იქნებოდა. ფილმებს კი ვუყურებდი, მაგრამ აი, სპეკტაკლებზე რა მოგახსენოთ. V-ე კლასიდან დავყავდით, მოზარდ-მაყურებელთა თეათრში, სადაც შემიძლია ვთქვა, რომ ნორმალური არც სპეკტაკლი მინახავს და არც მსახიობი.
კი დადგა 14 წელი, და აი, უკვე 15-იც თუმცა, გარდა იმისა, რომ რამდენიმე სპეკტაკლში ვითამაშე, არანაირი აღიარება არ მქონია საერთაშორისოდ(:)). ისევ გადავუხვიე, მოკლედ, ბავშვობაში გარდა კინოების სისტემატიური ყურებით, ასევე მულტიპლიკაციური ფილმებით ვიყავი დაინტერესებული. ჩემთვისაც და თქვენთვისაც რომ ყველაფერი უფრო ადვილად გასაგები გახდეს, სჯობს მათი სურათები დავდო და მოკლე მიმოხილვა გავუკეთო: